TITUS
Vetus testamentum iberice: Biblia Bakarii
Part No. 19
Previous part

Chapter: 11 
თავი XI


Verse: 1  Link to oskijerLink to sept   წარეც პური შენი პირსა ზედა წყლისასა, რამეთუ სიმრავლესა შინა დღეთასა ჰპოო იგი.

Verse: 2  Link to oskijerLink to sept   
ეც ნაწილი შჳდთა და მერმე რვათაცა, რამეთუ არა უწყი, თუ რაჲ იყოს ბოროტი ქუეყანასა ზედა.

Verse: 3  Link to oskijerLink to sept   
უკუეთუ აღივსნენ ღრუბელნი წჳმითა, ქუეყანასა დამოადინებნ მას, და უკუეთუ დაეცეს ხე სამხარსა შინა და უკუეთუ ბღუარსა შინა, სადაცა დაეცეს ხე, მუნცა იყოს.

Verse: 4  Link to oskijerLink to sept   
მომზირალი ქართაჲ არა სთესავს, და მხედველი ღრუბელთა შინა არა მოიმკის.

Verse: 5  Link to oskijerLink to sept   
რომელთა შორის არა არს მეცნიერება, ვითარ არს გზაჲ სულისაჲ, ვითარცა ძუალნი მუცელსა შინა მიდგომილისასა, ეგრეთ არა უწყნი ქმნილნი ღმრთისანი, რაოდენ შექმნა თანად ყოველნი.

Verse: 6  Link to oskijerLink to sept   
განთიად სთესე თესლი შენი და მწუხრი ნუ დაუტეობნ ჴელი შენი, რამეთუ არა უწყი, თუ რა მოჴდეს, ესე ანუ იგი, და უკუეთუ ორივე ერთბამად კეთილ.

Verse: 7  Link to oskijerLink to sept   
და ტკბილ არს ნათელი და კეთილ თუალთა ხედვად მზისა.

Verse: 8  Link to oskijerLink to sept   
რამეთუ უკუეთუ და წელთა მრავალთა იცოცხლოს კაცმან და ყოველთათჳს იშვებდეს და იჴსენებდეს დღეთა ბნელისათა, რამეთუ მრავალ იყუნენ ყოვლისავე მომავალისა ამაოდ.

Verse: 9  Link to oskijerLink to sept   
იხარებდ უკუჱ, ჭაბუკო, სიჭაბუკით შენითგან და კეთილ- ყავ გული შენი დღეთა სიჭაბუკისა შენისათა და ვიდოდე გზათა გულისათა უბიწოდ და ხედვასა თუალთა შენთასა და სცნობდ, ვითარმედ ამას ყოველსა ზედა მოგიყვანოს შენ ღმერთმან საშჯელად.

Verse: 10  Link to oskijerLink to sept   
და განაგდე გულისწყრომაჲ გულისაგან შენისა, განაშორე სიბოროტე ჴორცისაგან შენისა, რამეთუ სიჭაბუკე და უგუნურება ამავო არს.


Verse: 3V    
დამოადინენ B.
Verse: 6V    
მწუხრი + რაჲთა B.
Verse: 7V    
მზისაჲ B




Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Biblia Bakarii.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.