TITUS
Vetus testamentum iberice: Biblia Bakarii
Part No. 13
Previous part

Chapter: 5 
თავი V


Verse: 1  Link to oskijerLink to mcatLink to sept   ნუ ისწრაფი პირითა შენითა და გული შენი რაჲთა სწრაფობდეს გამოღებად სიტყჳსა წინაშე პირსა ღმრთისასა, რამეთუ ღმერთი ცათა შინა მაღლა და შენ - ქუეყანასა ზედა ამისთჳს, რაჲთა იყვნენ სიტყუანი შენნი მცირე,

Verse: 2  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
რამეთუ მოიწევის სიზმარი მრავალთა შინა განსაცდელთაჲთა და ჴმაჲ უგუნურისაჲ სიმრავლითა სიტყუათაჲთა.

Verse: 3  Link to oskijerLink to sept   
ვითარცა უკუეთუ აღთქუა აღთქმა ღმერთსა, ნუ ყოვნი მიცემად მას, რამეთუ არა არს ნებაჲ უგუნურთა თანა, შენ უკუჱ რაოდენი უკუეთუ აღსთქვა, მიეც.

Verse: 4  Link to oskijerLink to sept   
კეთილ არს, რომელ არა აღთქუმად შენდა, ვიდრე აღთქმასა შენდა და არა მისცემდ.

Verse: 5  Link to oskijerLink to sept   
ნუ მისცემ პირსა შენსა, რომელ საცოდველად ჴორცთა შენთა და ნუ იტყჳ წინაშე პირსა ღმრთისა, რამეთუ: `უმეცრებაჲ არს', რაჲთა არა განრისხნეს ღმერთი ჴმისათჳს შენისა და განხრწნეს ქმნილნი ჴელთა შენთანი,

Verse: 6  Link to oskijerLink to sept   
რამეთუ სიმრავლეთა შინა სიზმართაჲთა და ამაოებათაჲთა და სიტყუათა მრავალთაჲთა, ხოლო შენ ღმრთისა გეშინოდენ.

Verse: 7  Link to oskijerLink to sept   
უკუეთუ ცილის-წამებაჲ დავრდომილისა და მტაცებელობა მსჯავრისა და სიმართლისა იხილო სოფელსა შინა, ნუ დაგიკჳრდების ნივთისათჳს, რამეთუ მაღალი ზედა მაღალსა სცავს და მაღალნი მათ ზედა.

Verse: 8  Link to oskijerLink to sept   
და აღმატება ქუეყანისაჲ ყოველსა ზედა, არს მეფე აგარაკისა მოქნილისა.

Verse: 9  Link to oskijerLink to sept   
მოყვარე ვეცხლისა ვერ განძღეს ვეცხლითა, და ვინ შეიყვარა სიმრავლესა შინა მათთა ნაყოფი? ესეცა ამავოება.

Verse: 10  Link to oskijerLink to sept   
სიმრავლესა შინა კეთილისა განმრავლდეს მჭამელნი მისნი, და რაჲ სიმჴნე მყოფისა მისგან; რამეთუ დასაბამ, რომელი ხილვად თუალთა თჳსთა.

Verse: 11  Link to oskijerLink to sept   
ტკბილ არს ძილი მონისაჲ, უკუეთუ მცირედ ანუ ფრიად ეჭამოს და განიძღოს, განმდიდრებად რამეთუ არა არს, რომელმან უტევოს მას ძილად.

Verse: 12  Link to oskijerLink to sept   
არს სნეულებაჲ, რომელი ვიხილე მე მზესა ქუჱშე, სიმდიდრე დამარხული მისგან განბოროტებასა შინა მისსა.

Verse: 13  Link to oskijerLink to sept   
წარწყმდების სიმდიდრე იგი ზრუნვასა შინა ბოროტსა; და შვა ძე და არა არს ჴელსა მისსა არა რაჲ.

Verse: 14  Link to oskijerLink to sept   
ვითარცა გამოვიდა იგი მუცლისათ დედისაგან თჳსისა შიშუჱლი, მიიქცეს მისლვად, ვითარცა მოვიდაცა, და არა რაჲ მიიღოს შრომათა შინა მისთა, რაჲთა მივიდეს ჴელსა შინა მისთა.

Verse: 15  Link to oskijerLink to sept   
და ესე სნეულებაჲ ბოროტი, რამეთუ, ვითარცა მოვიდა, ეგრეთვედა განვიდეს, და რაჲ მეტობასა მისსა, რომელსა შურების ქარისა ზედა.

Verse: 16  Link to oskijerLink to sept   
რამეთუ ყოველნი დღენი მისნი ბნელსა შინა და ტირილსა და გულისწყრომასა შინა მრავალსა, და სნეულებასა შინა და რისხვასა შინა.

Verse: 17  Link to oskijerLink to sept   
ესერა, ვიხილე მე კეთილი, რომელ არს კეთილ: რომელ ჭამაჲ და რომელ სუმაჲ და რომელ ხილვაჲ კეთილობისაჲ ყოველთა შინა შრომასა თჳსსა, რომელსაცა დაშურა მზესა ქუჱშე რიცხუსა დღეთა ცხოვრებისა მისისათა, რომელნი მისცნა მას ღმერთმან, რამეთუ ესე ნაწილ არს მისი.

Verse: 18  Link to oskijerLink to sept   
რამეთუ ყოვლისა კაცისა, რომლისა მისცა მას ღმერთმან სიმდიდრე და საქონელნი, და ჴელმწიფებაჲ მისცა მას ჭამად მისგან, და მიღებად ნაწილსა თჳსსა და მხიარულ-ყოფად ნაშრომითა თჳსითა, ესე ნიჭი ღმრთისაჲ არს,

Verse: 19  Link to oskijerLink to sept   
რამეთუ არამრავალთა ჴსოვნად აქუს დღეთა ცხორებისა მისისათა, ვინაჲთგან ღმერთი მიუხუამს მას მხიარულებასა შინა გულისა მისისაჲთა.


Verse: 17V    
ესე B.
Verse: 19V    
აქუსთ B.





Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Biblia Bakarii.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.