TITUS
Parsadan Gorgijanidze, Istoria
Part No. 35
Previous part

Chapter: (35)  
Line of ed.: 27       იმანყული ხანის ქალი ანუ ყაფარ ამილახორის ჯალაი არშის ციხეში იყო.
Line of ed.: 28    
ამილახორის და თამარი შაჰაბას ყაენს ცოლათ ჰყვანდა და ნამეტნავად უყვარდა.
Line of ed.: 29    
ყაენის ბძანება მოუვიდა, საერისთოში შედითო და იმანყული ხანის ქალი წა\მოიყვანეთო
Line of ed.: 30    
და ჩვენთან გამოგზავნეთო. ლაშქარი შეუძახეს. ზოგი ქსნის ჴევი\თა
Line of ed.: 31    
და ზოგი არაგვითა, შესვლაზედ გზა დაანებეს. რა ციხეს ახლოს მივიდნეს,
Line of ed.: 32    
იმანყულის ხანის ქალი მოსცეს და დაბრუნებაში გზები ჩაუხერგეს და უკანი\დამენ
Line of ed.: 33    
წამოუშინეს. სიდამდისინ გზებს გახსნიდეს, სამს დღეს იომეს და ძლივას
Line of ed.: 34    
ხეები გზიდამენ გარდაყარეს, ზოგნი დაიხოცნეს და ზოგნი კახეთისაკენ გარდ\ვიდნენ
Line of ed.: 35    
და ზოგთ ამილახორის ჯალაბები წაასხეს, შაჰბანდა ხანი მოკლეს და
Line of ed.: 36    
ყაზახან შირვანის ბატონი ცოცხალი დაირჩინეს და უკანის დროს გააპარეს. ამი\ლახორის
Line of ed.: 37    
ჯალაბი ყაენთან გაგზავნეს და ა(ნ)დუყაფარ ამილახორი ქალაქის ციხით
Line of ed.: 38    
გარდავარდა და მოკვდა. ცოლშვილი ყაენს მიუსხეს და მეფეს სიმონს განჯის ხანი
Line of ed.: 39    
მ(ო)უყენეს და ქართლში გააბატონეს და რა ყიზილბაშის ლაშქარი საქართველო\დამ
Line of ed.: 40    
დაბრუნდენ, ბატონი თეიმურაზ და მოვრავი იმერეთით გარდმოვიდნენ და
Line of ed.: 41    
ქართლის ბატონობაზედ შეიცილნენ ამისის ძალითა, რომ ქსნის ერისთავი იასე
Line of ed.: 42    
და მუჴრანის ბატონი თეიმურაზ მოვრავის სიძენი იყვნენ და არაგვის ერისთვის
Page of ed.: 236   Line of ed.: 1    
ქალი ედგა და ბატონს თეიმურაზს მუჴრანი თავისის შვილის დათუნასათვის
Line of ed.: 2    
მიეცა. ზოგი ქართლი და კახეთი სრულ ეჭირა და ზურაბ ერისთავი მეფემ სვი\მონ
Line of ed.: 3    
შემოირიგა და მუჴრანი მას მისცა და ზოგზოგი სავახტანგო სოფლებიც
Line of ed.: 4    
მას მისცა და მამობა უბძანა და შემოიფიცა და ბატონმან თეიმურაზ უომრათ
Line of ed.: 5    
ქართლი დაანება და კახეთს ჩავიდა და მოვრავი და მუჴრანის ბატონი
Line of ed.: 6    
და ქსნის ერისთავი იმერეთს გარდვიდნენ. ბატონმან თეიმურაზ თავისგნივ გაკე\თებული
Line of ed.: 7    
ერთი ჩერქეზი საჴელათ გიორგი, სიძე იყო ზურაბ ერისთვისა და ის
Line of ed.: 8    
შეუყენეს ერისთავსა და მას ნაპირის ალაგს იორის პირს მამული მისცა და ზუ\რაბ
Line of ed.: 9    
ერისთავს ქალის მიცემას და თიანეთის სამამულეთ მიცემას დაჰპირდნენ
Line of ed.: 10    
მეფის სვიმონის მოკვლისათვის. ჰგმეს პატრონყმობა და შესცვალეს ღმერ\თსზედ
Line of ed.: 11    
ფიცი. დიდმან დომამ არია და შეიცვალა ჭკუისაგან და ცხვილოსს
Line of ed.: 12    
ამილახორის მამულში თავისი მემკვიდრე ბატონი მეფე სვიმონ მინდობილი
Line of ed.: 13    
ზურაბ ერისთავმან მძინარე მოკლა. იქიდამ დაიწყო სირბილი და წავკის მყო(ფ)ს
Line of ed.: 14    
დედოფალს ჯაჰანბანუ ბეგუმს ყაენის ქალს თავს დაესხა, რაც ჰქონდა, გაცარ\ცვა
Line of ed.: 15    
და დიდის ვებით და კივილით დიღვამამდი წაიყვანა. ბატონის თეიმურაზის
Line of ed.: 16    
კაცი მოუვიდა: ერანის ჴემწიფის შვილისშვილი არისო, დედოფალს არა შეს\ცოდოთ
Line of ed.: 17    
რამეო. ამაზედ დედოფალი გაცრცვ(ი)ლი თავისის მჴლებლებით ქალაქში
Line of ed.: 18    
მიასხეს. ვაი ამისთანის დღის შემ(ს)წრებსა. ქმარ მოკლული, საჴემწიფო წარ\თმეული.
Line of ed.: 19    
და თვითან უპატიოთ გაცრცვ(ი)ლი, პაპის შაჰბაზ ყაენის სიკვდილის
Line of ed.: 20    
გამგონე და ბიძაშვილის შაჰსეფის ყაენის გაჴემწიფება და მამის ისახან ყორ\ჩიბაშისა
Line of ed.: 21    
და თავისის ძმების დახოცა ყაენისაგან -- ეს ყველა ავი და ძნელი და
Line of ed.: 22    
საზარელ საოცავი ანბვები ყველა ქალაქის ციხეში ერთს დღე(ს) გაუმჟღავნეს
Line of ed.: 23    
ბატონს დედოფალსა. ნურვისამც ყურს ნუ გაუგონია რომ ბატონმან დედოფალ\მან
Line of ed.: 24    
გაიგონა ამრიგი მოულოდინელი საქმე რომ ჯჰანბანუ დედოფალს დაემართა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Parsadan Gorgijanidze, Istoria.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.