TITUS
Parsadan Gorgijanidze, Istoria
Part No. 30
Previous part

Chapter: (30)  
Line of ed.: 11       აქა ხონთქრისა და ბატონის თეიმურაზის სიტყვებანი. ხონთქარმან ბატონს
Line of ed.: 12    
თეიმურაზს მოახსენა: ჩვენგნით ლაშქარს თხოულობ ყიზილბაშსზედანო, ჩვენ და
Line of ed.: 13    
ისინი ერთის რჯულისანი ვართო და შენ ქრისტიანი ჴარო, იმათზედ ლაშქრის
Line of ed.: 14    
მოცემასაო მერჯულენი დაგვიშლიანო და თუ მუსურმანი შეიქნებიო, მაშინ
Line of ed.: 15    
ისინიც ნებას დაგვრთავენო და ჩვენც ლაშქარს მოგაშველებთო. ბატონმან თეი\მურაზ
Line of ed.: 16    
ასე მოახსენა: ამდენს ამისთვის ვირჯებიო, რომ რჯული არ დავაგდოო
Line of ed.: 17    
და იმათი რჯული არ დავიჭირეო. ახლა რით იქნებისო, რომე თქვენი რჯული
Line of ed.: 18    
დავიჭრო. ეს ბატოის (sic) ნათქვამი სიტყვბი ხონთქარს ნამეტნავად ეწყინა
Line of ed.: 19    
და პატივიც მოუკლეს და აღარც ინახვინეს. ბატონი თეიმურაზ ხუთასის კაცით
Line of ed.: 20    
კოსტ(ა)დილპავლიდამე შემამწყრალი წამოსულიყო. მესამეს დღეს ხონთქრისა\თვის
Line of ed.: 21    
მოეხსენებინა(თ). ებძანებინა, ყველგან ჩაფრები გაგზავნეთ, გზები შეუკ\რანო
Line of ed.: 22    
და ნუ გაუშვებენო. საცა ჩაფრები მივიდნენ, გზები შეუკრეს და საც
Line of ed.: 23    
გზაზედ ჯარი დახვდომოდა, გაელახა და გაეარა და ცოლშვილი სამცხეს ციხე\ში
Line of ed.: 24    
ჰყოლებოდა. ერთს ერევნის ხანის თაბუნს სულთანს ყაენისაგან გამოეთხოვა,
Line of ed.: 25    
რომ ბატონის თეიმურაზის ცოლშვილის მოსხმა შემიძლიაო. ყაენს გახარებოდა
Line of ed.: 26    
და მრავალი წყალობა ექადებინა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Parsadan Gorgijanidze, Istoria.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.