TITUS
Svan Texts ed. Gabliani
Part No. 70
Previous part

Text: S12  
Page: 204 
სოლომონ.


Line: 1     აღსდგა სოლომონ, წაბრძანდა,
Line: 2     
შესდგა სტამბოლის გზაზედა,
Line: 3     
შვიდი დღე-ღამე იარა,
Line: 4     
მიბრძანდა ხვანთქრის კარზედა.
Line: 5     
ვეზირი დაუხვდა კარზედა,
Line: 6     
ხელი დაადვა მხარზედა:
Line: 7     
სოლომონ, რაზედ გარჯილხარ, რაზედა?
Line: 8     
მოგეხსენებათ, ბატონო, ცუდს დროს შევეყარეთ, მაზედა.
Line: 9     
შეიპატიჟა სოლომონ, დასვეს ხალიჩის თავზედა.
Line: 10     
სოლომონ, ჯირითს გიქებენ, განთქმული გურჯისტანზედა.
Line: 11     
მე ჯირითისა რა ვიცი, რა დავიქადნო რაზედა.
Line: 12     
გავზრდილვარ გაუჩარხველად სახლში და მოედანზედა.
Line: 13     
სოლომონ, არ მოგეშვებით, გაგიყვანთ მოედანზედა;
Line: 14     
ერთი ჩვენცა გვყავს არაბი, განთქმული ქვეყანაზედა;
Line: 15     
თუმც ეჯიბრები, ხვანთქრის წყალობას მიიღებ მაზედა.
Line: 16     
ეხ, ბატონო, რა გამეწყობა თქვენზედა,
Line: 17     
ცხენიც ისეთი მიშოვნეთ, ტოლი არ ყავდეს ქვეყანაზედა;
Line: 18     
შევიდნენ, გამოიყვანეს ნაბამი ოთხკეც ჯაჭვზედა,
Line: 19     
შვიდსა მეჯინიბეს მოჰყავს, ვერ ამაგრებენ გზაზედა;
Line: 20     
ოქროს იარაღი ედგა, ალმასი ერჭო თავზედა.
Line: 21     
ორშაბათ დილა გათენდა, სოლომონ შეხტა ცხენზედა,
Line: 22     
ცხენი დგებოდა ყალყზედა,
Line: 23     
ვოდებს გადევლება თავზედა.
Line: 24     
აქ მოჰქრის, მოშხუის არაბი ვით შავარდენი მთაზედა,
Page: 205  Line: 25     
სამი ჯირითი უწყვია იმ გასავებულს მკლავზედა;
Line: 26     
სამსა სოლომონს ექადვის, რა გადახდება თავზედა.
Line: 27     
სოლომონ სალამს მიართმევს, არც ხარობს არაფერზედა.
Line: 28     
მე სალამი არ ვიცი, ეხლავ გამექეც განზედა,
Line: 29     
წყალივით ოფლში გაგწურო, გაგსინჯო კაცობაზედა.
Line: 30     
სოლომონ წინა გაექცა, არაბი გაყვა კვალზედა;
Line: 31     
ერთი ესროლა ჯირითი, გადააცილა თავზედა,
Line: 32     
მეორე ჯირითი ესროლა, არ წაიკარა ტანზედა,
Line: 33     
მესამე ჯირითი ესროლა, ცხენს მოარტყა ტანზედა.
Line: 34     
სოლომონ მეტად შეფიქრდა, გადაეხვია ცხენსა და აკოცა
Line: 35     
ორსა თვალზედა.
Line: 36     
შენი ჭირიმე, ლურჯაჯან, გადამარჩინე წამზედა,
Line: 37     
აწი მობრძანდი, არაბო, მე ერთის მეტს არ გესვრი
Line: 38     
და მასაც სამართალზედა.
Line: 39     
ერთი ესროლა ჯირითი, დაასვა ბეჭის თავზედა.
Line: 40     
იკივლა და გადმოვარდა, ცხენი დარბოდა წყალზედა...
Line: 41     
ხვანთქარს კაცი მიუვიდა და აცნობა: მოგიკლეს შენი არაბიო.
Line: 42     
ხვანთქარმა კითხვა დაუსვა - ვინ არის არაბის მკვლელიო?
Line: 43     
წადით მომგვარეთ სოლომონ. შეიპატიჟეს სოლომონ,
Line: 44     
დასვეს ხალიჩის თავზედა,
Line: 45     
ორთუღვიანის ფაშობა ფიცხლათ დასწერე ტანზედა.
Line: 46     
ხმალს იხმარს ალმასისასა,
Line: 47     
სამართალი ისეთი აქვს, შუათ ჰყოფს ბეწვსა თმისასა.


ჩაიწერა ეგნატე გაბლიანმა სოფელ უშგულში გოგა რატიანისაგან



Next part



This text is part of the TITUS edition of Svan Texts ed. Gabliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 24.1.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.