| Strophe: 242_[242] | ||
| Verse: a | იამანთ მეფე შევიდა | სავარდეს გამრიგებელი. | 
| Verse: b | თუ ვით მოჰკაზმა წალკოტი, | ბრძენი, ჴამს მისი მქებელი. | 
| Verse: c | მუნ შვიდი ტახტი მოიღეს, | -- არ ვინ ჩანს დამფასებელი! -- | 
| Verse: d და | სხდა მარგალიტი, ფირუზი | იაგუნდს თანა მხლებელი. | 
| Strophe: 243_[243] | ||
| Verse: a | ვარდის წყლისა აუზი დგა | შუაზედ სარაჯებითა. | 
| Verse: b | ოქროს და ვეცხლის აგური | ქუ̂ეშ იყო გარიგებითა, | 
| Verse: c | გარ იყო შემოღარული | ტილისმით ანაგებითა. | 
| Verse: d და | მაშრაპით ღარშიგ ასხმიდა, | შიგა დიოდა რებითა. | 
| Strophe: 244_[244] | ||
| Verse: a | ზედ იდგა ოქროს კამარა | -- გუნბადი, -- მუშაბახია. | 
| Verse: b | მურასად გარდაჭედილი, | ტურფა საჭვრეტლად, ნახია!, | 
| Verse: c | მას ზედა იჯდა ფასკუნჯი | მჴარ-გაშლით, პირ დანაღია. | 
| Verse: d და | პირ-შიგა ლალი ეჭირა, | მას დაეშუ̂ენა ბაღია. | 
| Strophe: 245_[245] | ||
| Verse: a | აუზშიგ ვარდი ეყარა, | შუაზედ ჩარა ღვინითა. | 
| Verse: b | გარ შემოსხდიან ნადიმად, | იხარებდიან ლხინითა. | 
| Verse: c | მწდე ვერა წაჰდგის, და ღვინო | წყალმან მიიღის მილითა. | 
| Verse: d და | ფასკუნჯი იჯდა საშუქრად, | მზესა ფარვიდა ჩრდილითა. | 
| Strophe: 246_[246] | ||
| Verse: a | ექუ̂სი კოშკი დგა ბროლისა | და ზღუდე მითვე გებული. | 
| Verse: b | აღმოსავლეთის მჴრისაკე | კოშკები გარიგებული. | 
| Verse: c | შიგ თითო ფერი წამალი | იდგა თვის თვისად ღებული, | 
| Verse: d და | მზე რა მიადგის, სავარდე | შეიქნის განბრწინვებული. |