ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 168

Page of edition: 168  Line of edition: 1    მესამოცდაერთე მეფე, რუსუდან, ძე თამარ მეფისა, დაი ლაშა-გიორგი მეფისა,
Line of edition: 2    
ბაგრატოანი


Line of edition: 3    ვითარ აღსრულდა მეფე, შეკრბეს ყოველნი წარჩინებულნი მის სამეფოსანი,
Line of edition: 4    
იმერნი და ამერნი, კათალიკოსნი ორნივე და ეპისკოპოსნი, ნიკოფსით ვიდრე დარუბანდამდე,
Line of edition: 5    ყოველნი მორჩილებასა ქუეშე მათსა მყოფნი, და მეფე ყვეს რუსუდან და
Line of edition: 6    
დასუეს საყდართა სამეფოთა, და მიულოცეს მეფობა წესისაებრ.

Line of edition: 7    
\ ხილვითა მშუნიერი, ვითა სანატრელი დედა მისი, მდაბალი,
Line of edition: 8    
უხჳ, პატივისმცემელი პატიოსანთა კაცთა, მოყუარე. ამან მოიწყო ყოველი
Line of edition: 9    
საბრძანებელი თჳსი და მეფობა მშჳდობით. და აღივსო ყოველი სამეფო რუსუდანისი
Line of edition: 10    ყოვლითა კეთილითა.

Line of edition: 11    
გარნა იწყეს უძღებება და განცხრომა ყოველმან ასაკმან, და მიიქცეს ყოველნი
Line of edition: 12    
სიბოროტედ. და ვითარ არა გამოიცადეს ღმერთი, ამისთჳს მისცნა იგინი ღმერთმან
Line of edition: 13    
უჯეროდ გინებად და ჴოცად წარმართთა მიერ. რამეთუ მეფეცა რუსუდან ჩუეულებითა
Line of edition: 14    
წესსა ძმისა თჳსისასა ვიდოდა განცხრომითა და სიმღერითა. ამისთჳს აღდგეს ბოროტნი
Line of edition: 15    
უდიდესნი.

Line of edition: 16    
რამეთუ ზემთჴსენებული სულტანი ჯალალდინ, უღონო იქმნა რა ბრძოლილი
Line of edition: 17    
თათართაგან, მოუწოდა სპათა თჳსთა და რქუა მათ: "იცით და გაჴსოვს ყოველთა
Line of edition: 18    
მარზაპანთა \ და ერისთავთა ჩუენთა კეთილი და წყალობა პაპათა და მამათა ჩემთა.

Line of edition: 19    
და აწ იცით თუ რა მოიწია ჩემ ზედა და თქუენ ზედა უცხოთა ნათესავთა თათართაგან.

Line of edition: 20    და მრავალგზის ბრძოლა ვყავთ, და მრავალი ღუაწლი დავითმინეთ, და \ განგებითა
Line of edition: 21    
ზეგარდამოთა ყოველგან ვიძლიენით. აწცა მოახლებულ არს მდინარესა ჯეონისასა,
Line of edition: 22    და წინამბრძოლად წარმოავლინა ძე მისი უხუცესი. და აწ ესე არს განზრახვა. ჩემი:
Line of edition: 23    
ვინათგან მისცა ღმერთმან ძლევა, უკეთუ გთნავს, დაუტეოთ ქუეყანა ესე, აღვიღოთ



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.