ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 159

Page of edition: 159  Line of edition: 1    მოიპოვეს წერილიცა ამა მცირედითა ასოთა, რამეთუ ათექუსმეტითა ასოთა დასწერენ
Line of edition: 2    
წიგნსა, რომელ ადვილ სასწავლოცა არს და ადვილ გულისჴმის-საყოფელ. ამათვე
Line of edition: 3    
შექმნეს ქორონიკონის სახედ ათორმეტი წელიწადი ათორმეტთა პირუტყუთა ცხოველთა
Line of edition: 4    
სახელსა ზედა, და თითოსა პირუტყუსა და \ ცხოველსა თითოსა წლის მთავრობა განუჩინეს,
Line of edition: 5    
ვითარ ძუელ ოდესმე ელინთა ბრძენთა ათორმეტთა ზოდთა, რომელ არიან
Line of edition: 6    
ეტლნი მზისა და მთვარისანი. მათ ეტლთა თითოეულთა მისცეს მზისა საჯდომად
Line of edition: 7    
ოცდაათ-ათი დღე (არა თუ ცხოველნი არიან, არამედ ზოდნი), ეგრეთვე ამათ თჳთოსა
Line of edition: 8    
წელიწადსა მთავრობა განუჩინეს თჳთოსა პირუტყჳსა, რომლითა თორმეტივე გათავდების
Line of edition: 9    
და თავსავე დაიწყებს, ვითარ ათცხრამეტული, ათცამეტული, ზედნადები და ზედექუსეული,
Line of edition: 10    
რამეთუ ცხრამეტ წლად გააწევს, და მერმე თავსავე დაიწყებს; და ეგრეთვე
Line of edition: 11    
ესე თორმეტ წლად გააწყევს, და მერმე თავადვე დაიწყებს -- რომელსა უწოდენ სახელად
Line of edition: 12    
ესრეთ: ყულღუნკილ, უქურჯილ, ფარსინჯილ, თავლაინჯილ, ლუილჯილ, მოღილჯილ,
Line of edition: 13    
მორინჯილ, ყონიჯილ, მეჩინჯილ, \ თაღანჯილ, ნოხინჯილ, ყაყაინჯილ. ესე
Line of edition: 14    
არს სასელი ათორმეტთა ცხოველთა, რომელთა მისცეს მთავრობა თჳთოსა წლისა
Line of edition: 15    
თჳთოსა პირუტყჳსსა, რომლისა პირველად თავ ყვეს ყალღუნ, რომელ არს თაგჳ,
Line of edition: 16    
მერმე ზროხა, ავაზა, კურდღელი, ვეშაპი, გუელი, ცხენი, ცხოვარი, ყაპუზუნა, ქათამი,
Line of edition: 17    
ძაღლი და ღორი. ესენი აქუნდეს წელიწადის სათუალავად, ვითა ჩუენ ქართველთა
Line of edition: 18    ქორონიკონი.

Line of edition: 19    
ხოლო აქუნდათ წესად ერთისა ღმრთისა თაყუანისცემა, რომელსა თენგრი უწოდეს
Line of edition: 20    
ენითა მათითა. და წიგნისა თავსა ესრეთ დასწერდეს: "მანგუ \ თენგრი ქუჩუნდურ".

Line of edition: 21    
ესე არს: "უკუდავისა ღმრთისა ძალითა".




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.