| Strophe: 1 | ||
| Verse: a | დავით, უძრახეს სოფელსა, | სხვათ ბრძენთა შენც აგიტანეს, |
| Verse: b | მე არ ვემდურვი, მაგრამე | მგონია მეც დამიტანეს; |
| Verse: c | ვის ავი უყო, ან კარგი | არცერთმან არ გაიტანეს, |
| Verse: d და | ამად ჰკიცხვენ და ჰბასრობენ, | სად უნდათ ვერ მიიტანეს. |
| Strophe: 2 | ||
| Verse: a | სოფელს ჰმდურავ სიმუხთლესა, | როს არ მოგყვეს, ჰკიცხავ, ზრახავ, |
| Verse: b | თუ გაამებს, გაუცინებ, | გაწყენინოს_ სულთქვამ, ახავ, |
| Verse: c | მისებრ შენც თუ არ მუხთალხარ, | მაშ ნუ გინდა, ნუღარ ნახავ! |
| Verse: d და | თორე სტყუით ორნივ სწორად, | მსგავსი მსგავსსა განიზრახავ. |
| Strophe: 3 | ||
| Verse: a | სოფელს კაცი, კაცს სოფელი | მუდამ ზრახვენ სიმუხთლესა, |
| Verse: b | ერთად ზაკვენ, თუ შენც იტყვი, | არ ამბობენ სიტყვას მრთელსა; |
| Verse: c | ორივ სწორად მოინდომებს | ხან ბნელსა და ხან ნათელსა, |
| Verse: d და | აწ მე ვიტყვი მათ საქმესა, | თქვენ შეიტყობთ უმართლესა. |
| Strophe: 4 | ||
| Verse: a | მათი საქმე მათ იუბნან, | ნუ უდგავართ ჩვენ ნურცერთსა, |
| Verse: b | სოფელმან და კაცმან სიტყვა | თვით მიუგონ ერთმანერთსა; |
| Verse: c | გაუსინჯოთ, რას იტყვიან | ერთი-ერთზედ, თუ რა ერთსა, |
| Verse: d და | მერმე გავბჭოთ სამართლითა, | მადლი მივცეთ უფალს, ღმერთსა. |