| Strophe: 1 | ||
| Verse: a | კიდევ ესეცვთქვა თვალსა და | ცხვირსა და ორსავ ყურებსა, |
| Verse: b | ენა, პირს, ხელსა და ფერხსა | _ რა ზნე სჭირს, რას უყურებსა, |
| Verse: c | გული_ ხელმწიფე გვამისა, | ვის როგორ იმსახურებსა. |
| Verse: d და | მოკლედ ვთქვა, არ გავაგძელო, | ვაამო ნაბახურებსა. |
| Strophe: 2 | ||
| Verse: a | თვალი რა ნახავს საყვარელს, | მოხედვას აღარ ინებსა, |
| Verse: b | მის გამო წყალსა მოიცემს, | სიხარულს მოიგუნებსა; |
| Verse: c | ცხვირსა მისი ფშვა სწადიან, | იყნოსებს, მას უსუნებსა, |
| Verse: d და | თუ წამს მოსცილდეს, მრჩობლთავე | ხშირ-ხშირად არუდუნებსა. |
| Strophe: 3 | ||
| Verse: a | თვალს ესე სჭირს ზნედა, მაგრამ | აწ ჩვენ საქმე გაუსინჯოთ, |
| Verse: b | ცუდსა რასმე შემხედვარობს, | ტრფიალია თუ უსინჯოთ; |
| Verse: c | შევიტყოთ და მას ნუ ვეტყვით, | დავიდუმოთ, დავიმუნჯოთ, |
| Verse: d და | ამად რომე არ დაიჯერს, | რაზომ სიტყვით გაუგონჯოთ. |
| Strophe: 4 | ||
| Verse: a | ყური კარია სიტყვისა | შესვლისა, განსვენებისა, |
| Verse: b | ზოგი სიბრძნისად ღიაა, | ცუდზედან არ იხსნებისა, |
| Verse: c | მეორე კარზედ დახშულა | და ავზედ მალ იხსნებისა. |
| Verse: d და | სადაც ამბობენ სიცრუვეს, | მას მისდევს, არ ეხსნებისა. |
| Strophe: 5 | ||
| Verse: a | რა ქნას სიტყვამ მჭევრმან, სრულმან, | თუ კარი შინ არ შეუშვებს, |
| Verse: b | გარ დარჩება, შესცივდება, | ათრთოლდება, წუხს და უშვებს; |
| Verse: c | ძალუძს მისი შესაფერიც, | მისებრ ნამუსს თუ გაუშვებს, |
| Verse: d და | მაგრამ როგორ შევადარო, | ვინ კარგს ისმენს, ავს გარდუშვებს? |
| Strophe: 6 | ||
| Verse: a | მაშ, უნდა სიტყვა უპოვნო | მათ-მათი შესაგვანეო, |
| Verse: b | ბრძენს საბრძნო, უცებს საუცბო, | მის-მის დროს მოუპოვნეო; |
| Verse: c | სრულს სრული საზრდო და ჩჩვილთა | ვითა სძე მოაწოვნეო. |
| Verse: d და | ვინც დაგიწუნოს ეს სიტყვა, | შენ პავლე მოაგონეო. |
| Strophe: 7 | ||
| Verse: a | ერთი ბრძენი ასრეც იტყვის | მრჩობლს ყურსა და ერთს ენასა, |
| Verse: b | ეს შეიქნა სამი კარი, | ნუ მომიწყენ მოსმენასა; |
| Verse: c | ორით ბევრი გაიგონო | და არ აჰყვე შესმენასა, |
| Verse: d და | ენას ცოტა ათქმევინო, | მოუხდენდე წარდენასა. |
| Strophe: 8 | ||
| Verse: a | ენაა კარგი წამალი | ბრძნისა მის ხელოვანისა, |
| Verse: b | მის ალაგს კაცმან იცოდეს, | უთხრას მგზავს-შესაგვანისა, |
| Verse: c | სხვა ბერის, სხვა ჭაბუკისა, | ვით ყმაწვილს სააკვანისა. |
| Verse: d და | ვერ გააგონო ყოველთა | ერთი `ხი" ბრიყვი სვანისა. |
| Strophe: 9 | ||
| Verse: a | ყოველს სენს ერთი წამალი | ვერ ჰკურნებს, ვერ უშველისა, |
| Verse: b | ამას შაქარი ულხენს და, | ჰე, იმას შხამი გველისა, |
| Verse: c | სხვასა ჰაერის სიხმელე | და სხვასა მწვე სისველისა, |
| Verse: d და | ბერთ იაგუნდის მაჯუნი, | ჭაბუკთ კაჭკაჭი ველისა. |
| Strophe: 10 | ||
| Verse: a | ენას არ უხამს სიმწარე | ბუნებით ჰქონდეს შერთულად, |
| Verse: b | ბევრი სხვაც უნდა იცოდეს, | სრულ არ უბნობდეს ქართულად; |
| Verse: c | თუ სხვისად გვიხმდეს სარგებლად | სიმქისეზედან დართულად, |
| Verse: d და | მსწრაფლ უნდა მოუშოვოთცა, | ასრე სჯობს, იყოს მორთულად. |
| Strophe: 11 | ||
| Verse: a | ბრძენმან ენამ მაშინ რა ქნას, | კაცი შეხვდეს რა ასეთი, |
| Verse: b | ტკბილი უთხარ შაქრის უფრო, | მერმე ლახვრებ მოსაკვეთი, |
| Verse: c | ვერც ერთი ვერ შეაგონო, | ვერც სთქვა თუ, ეს შევიკვეთი? |
| Verse: d და | იმას რაღა გაეწყობა, | საზდოთ თუა ანაკვეთი? |
| Strophe: 12 | ||
| Verse: a | პირია გემოს შემტყობი | სანოვაგისა კაისა, |
| Verse: b | ტკბილისა, მწარის, მჟავისა, | ცხარისა, დია მწვავისა; |
| Verse: c | ვის რა ნებს, იმას მიიღებს | და არვინ შეაგინისა. |
| Verse: d და | ნუ დაუწუნებთ, ნუ ეტყვით: | ეგ ავია და კა ისა. |
| Strophe: 13 | ||
| Verse: a | ფერხნი არ ვარგა ასეთი, | სადა გინდ წაეკვეთოდეს, |
| Verse: b | ასეთს რაზედმე წავიდეს, | იმ საქმით მოეკვეთოდეს; |
| Verse: c | ან სად გინდ ჩაჰკრას ავს ალაგს, | მერმე `ფუი, მე" ფინთობდეს. |
| Verse: d და | სწორად ხამს მიაბიჯებდეს, | მრუდად სავალზედ უთრთოდეს. |
| Strophe: 14 | ||
| Verse: a | ფერხთა დიდება ეს არი, | ფიცხობდეს, მერმე მალობდეს, |
| Verse: b | მალ მიაშუროს კარგს საქმეს | და ავსა დაემალოდეს, |
| Verse: c | ღვთის სამსახურზედ მტკიცედ დგეს, | მოშიშრად მოეკრძალოდეს, |
| Verse: d და | არ იწიხლოდეს ჯორულად, | უბრალოდ არ იძალოდეს. |
| Strophe: 15 | ||
| Verse: a | ხელს ძალუც ბევრი სიკეთე | ზნეობისა თუ საქმისა, |
| Verse: b | ხელოვნებისა კაისა, | კალმითა ტკბილადა თქმისა, |
| Verse: c | მშრომელი მოღვაწებისა, | ზეცად ამპყრობი აღთქმისა, |
| Verse: d და | დაფარვით ქველი საქმისა, | მიმცემი ცოდვის დანთქმისა. |
| Strophe: 16 | ||
| Verse: a | ის ხელი სანატრელია, | ვინ სხვის მოცემას კრძალობდეს, |
| Verse: b | თვით მიცემასა მრავალთას | ისწრაფდეს, მაზედ მალობდეს, |
| Verse: c | კეთილს გონებას ამონოს, | ფსალმუნებდეს თუ გალობდეს, |
| Verse: d და | ღმერთს აღუპყრობდეს დღე და ღამ, | სიმართლით ცოდვას სწამლობდეს. |
| Strophe: 17 | ||
| Verse: a | გულია მეფე მთავარი | გვამისა ყოვლთა ასოთა, |
| Verse: b | უმისოდ ყველა ცუდია | მრავალ ნაწერად ასოთა; |
| Verse: c | ვის რა აამოთ, თუ არ მას, | რაზომც რამ ტკბილ[ი] ასოთა? |
| Verse: d და | ის უნდა ღმერთსა მიუპყრათ, | შემსჭვალოთ, მაგრა ასოთა. |
| Strophe: 18 | ||
| Verse: a | დაღაცა თუ გულსა ასო | დააკლდება ყველა რამე, |
| Verse: b | ხელსა ფერხად ვერ მოიხმარს, | უთვალ-ყუროდ მას რა ამე? |
| Verse: c | თუცა რამე მოიგვაროს | უამათოთ, უ არამე! |
| Verse: d და | ვეჭვ ასრეა, დაიჯეროთ, | მოგახსენო ყველა რამე. |
| Strophe: 19 | ||
| Verse: a | ყოველი ასო გულისა | მსახურია და მონა და, |
| Verse: b | გარე მოისხა საშრომლად, | ამუშავებს და მონადა. |
| Verse: c | რა ის არ მიჰყვეს სიმართლით, | ღმერთს ვინ რა მოაწონა და? |
| Verse: d და | ვინ შექმნა პირველ სიბრძნითა, | მან ასრე მოიგონა და. |
| Strophe: 20 | ||
| Verse: a | თუ თვალი ხატსა შემსჭვალოს | და ფერხი უდგეს სულ ზეზე, |
| Verse: b | ენა არ დაშვრეს ლოცვითა, | სხვა რამე არ იმიზეზე; |
| Verse: c | ხელი სამუდმოდ განიპყრა | არ ხანდახანა, სულ ზეზე, |
| Verse: d და | უმისოდ ყველა ცუდია, | ჭოთ-მუთი ვერ გაიზეზე. |