TITUS
Archil, Archiliani
Part No. 2
Previous part

Text: Sak.Zn. 
Chapter: _ 
საქართველოს ზნეობანი







Strophe: 1 
Verse: a       მოწყალე ხარ მართლის გულით   მოქენეთა უხვად, ღმერთო,
Verse: b       გვამოვნებით სამხატედო,   ღვთაებითა მხოლოდ ერთო,
Verse: c       ვინ თბე ჩვენი შეიმოსე,   სხვას ნივთს არას არ იერთო,
Verse: d    და   რისხვაზედან სრულ სულგძელო,   წყალობაზედ წამი ერთო.






Strophe: 2 
Verse: a       ღმერთო, შენა ხარ კაცისა   შემწედ დამხსნეელი ჭირისა,
Verse: b       უძლურთა ძალის მიმცემი,   მომჯაბნებელი გმირისა,
Verse: c       მაღალთა მამდაბლებელი,   ამმაღლებელი მწირისა,
Verse: d    და   ავისა კარგად შემცვლელი,   მარგალიტ მყოფი მწვირისა.






Strophe: 3 
Verse: a       აწ ეს მომინდა სათქმელად,   რამდენი ზნეობა არის
Verse: b       სამღვთო და ანუ სამხედრო,   მშვებლის და მოვაგლახარის,
Verse: c       ლაშქრობის, ნოდირობისა,   რომელმან კაცი ახარის,
Verse: d    და   საქციელ სამსახურისა   ვინც იცის, ცოდნათაც კმარის.






Strophe: 4 
Verse: a       თავსაც სამღთო სჯობს, ბოლოსაც,   კაცთა ზნე საქმე რაც არი.
Verse: b       სიტყვა ნაგრეხი არ მითქვამს,   მაშა, მკითხველო, რაც არი!
Verse: c       აბა გაზაფხულს აშთარხანს   ნახე, თუ სჯობდეს რაცარი,
Verse: d    და   ეგება კიდევ სხვაც რამ ვთქვა,   სულ რუსთა ვნახო რა ცარი.






Strophe: 5 
Verse: a       შესაყრელობა, ალერსი   თვითოს ზნეს ყველას უდარსა,
Verse: b       მხიარულსა და ჯავრიანს   მის-მისსა დანაყუდარსა,
Verse: c       სიტკბოებაცა იურავს,   ვის გინდა, მის მემუდარსა,
Verse: d    და   თავს შეაყვარებს ყოვლს კაცსა,   მოწყენილს ნისლსა უდარსა.






Strophe: 6 
Verse: a       დია კარგია სხვებიცა   ზნეობა-საქციელები,
Verse: b       მშვილდ-ისარი და ბურთობა,   ორივე ცხენ ფიცხელები,
Verse: c       რადაბრაგანს და გადრზედა   მარჯვეთ იხმაროს ხელები,
Verse: d    და   წავლა წამოვლა, ცხენს ჯდომა   მწვედ ვარგა ნასახელები.






Strophe: 7 
Verse: a       სიმღერა და დასადებელი   ესეც ასრე დავითვალოთ,
Verse: b       მასპინძლობა და ჩუქება   ერთმანერთსა დავავალოთ,
Verse: c       კარგი ხმა და თან უსული   შევიყვაროთ, და ვითვალოთ.
Verse: d    და   ვინც მემთვრალობს მარტო სადგომს,   ავად უგდებ, დავავალოთ.






Strophe: 8 
Verse: a       გარიგება მარაქისა,   მის-მის ალაგს კაცის დასმა,
Verse: b       სუფრის ბარაქიანობა,   საამოვნო ჭამა და სმა;
Verse: c       ბევრგვარ უნდა ხილის დაჭრა,   ბეჭის გათლა, დანის მოსმა,
Verse: d    და   უფრო არის, ვერ მოთვალოს   სამოცხუთმან, ვერც სამასმა.






Strophe: 9 
Verse: a       ზმა და ხუმრობა, სიცილი,   სხვის ზმისაც მალ გაცინება,
Verse: b       კარგის აზნაურშვილისა   სიტყვისა არ გამგუნება,
Verse: c       დროიან გაჯავრებულმან   კარგია, მოიგუნება,
Verse: d    და   მუნასიბისა ლექსისა   უკეთ რა გაიგონება?






Strophe: 10 
Verse: a       რაც საკრავია ყველა რამ,   თვითო ზნეობად ჩავაგდოთ,
Verse: b       ზაპი, ცეკვა და სამაი,   ჯუბანაც რასთვინ დავაგდოთ?
Verse: c       წმიდათ ჭამა და დიდი სმა,   ვინ პირით აღარ წავაგდოთ,
Verse: d    და   კარგია ვინც კი შეირგებს,   ვინც არწყევს, კარში გავაგდოთ.






Strophe: 11 
Verse: a       ტანსა და ფეხსა გაწყობა   კარგი რამ საცოდნი არის,
Verse: b       ქარქაშის კარგა მობორბლა,   ჩექმა დეზითურთ კმა არის,
Verse: c       უჩირქოთ წმინდათ ხმარება,   კვლავ გასცის და მოიხმარის,
Verse: d    და   სანდომ მიხედვა, მოხედვა,   თვალი მახვილად მოარის.






Strophe: 12 
Verse: a       მეჯინიბობა, მხედრობა,   ცხენოსნობა სხვადასხვაობს,
Verse: b       მომტევლობაც ფრინვლებისა   ცალ-ცალკეა, სულ ნუ მწყერობს;
Verse: c       მან კი იცის ეს ასრეა,   ვინ ოსტატათ ბაზიარობს,
Verse: d    და   ძაღლიც კარგად მოუტიოს,   ვინ კურდღლობს და მალე მწევრობს.






Strophe: 13 
Verse: a       ცხენისა და ფრინვლის ცნობა,   ძაღლისაც ზნე არიაო,
Verse: b       ამადა ვთქვი ესეები,   არც ერთზედან არიაო,
Verse: c       ვისა გინდა, ეს არ გინდა,   ასე რამ გარდაგრიაო?
Verse: d    და   თუ არ გიყვარს, მხედარს კაცსა   მაშ აღარ შეგადრიაო.






Strophe: 14 
Verse: a       აშფაშაქი და ყაბახი,   ბუ[რ]თის სროლა, მესეფქობა,
Verse: b       კარზედ ცხენის გაჭენება,   ხელ-ძალიან ჯირითობა,
Verse: c       ახლა ესეც ზნედ დაიდვა   მოუცდენი მეთოფობა,
Verse: d    და   ის უწინცა ვარგებულა   ხელ-ფეხი და ქვეითობა.






Strophe: 15 
Verse: a       მცურაობაც კარგი არის,   მაგრამე სჯობს ნავთ ხმარება,
Verse: b       ვინც არ იცის, დიდროანს წყლებს   ვერავინ მიეკარება;
Verse: c       გაღმა კაცს თუ საქმე რამ აქვს,   იმას სხვა ზნე არ ედრება,
Verse: d    და   მაშინ დია ვარგისია   წყალწაღებულს ვინ ესწრობა.






Strophe: 16 
Verse: a       მოტირლობა, გლოვის წესი,   ზარი, ახა ზნედ დაიდო,
Verse: b       უსარგებლო მკვდრის და ცოცხლის   ვინ ძმა იძმო, ან და იდო,
Verse: c       ერთმანერთის წაბაძვითა   დაწესდა, ხიდად გაიდო,
Verse: d    და   წლამდინ ვინ ხორცი არ სჭამო,   ბძანე წინა გიდგა დო?






Strophe: 17 
Verse: a       ჭადრაკის მღერა, ნარდისა   და სხვა რაც რამა ყუმარი,
Verse: b       ხარდიორდა და ჩალიჩი,   სევდისა დასადუმარი,
Verse: c       ხტომა, ქვის გდება, რკინობა,   მოგვერდი, ფანდიც რამ არი,
Verse: d    და   ის კაცსა ბევრჯელ უკუჰყრის,   ვინც კარგი ხუმარი არი.






Strophe: 18 
Verse: a       ვერ ხედავთ ფრიდონისასა,   მოშაითობას ჩემულობს,
Verse: b       საბელზედ გავლა-ხტომასა   თამამად, ართუ მოზარობს,
Verse: c       ტარიელსა და ავთანდილს   ქაჯეთს მისვლაზედ უამბობს.
Verse: d    და   ვინ იცის, მის დროს იქმოდეს   ცოდნასა, ნურვინ მცონარობს.






Strophe: 19 
Verse: a       ჰინდიც არ ვნახეთ ჩვენს წინა,   ოთხს აქლემს გარდახტებოდა!
Verse: b       ხელ-დაუკრავად ჰაერში   მათზედ გარდაბრუნდებოდა,
Verse: c       იქით ფერხს დადგის, მის მჭვრეტელს   თვალი არ მოუსხლტებოდა,
Verse: d    და   ორს ცხრას იქით-აქ ხელჭერილს   შიშვლის ხმლით შიგ გახტებოდა.






Strophe: 20 
Verse: a       წმინდას შალზედ გაირბენდა   კაცთ ჰაერში დანაჭირსა,
Verse: b       მახვილების ბორბალშიგან   შიგ გახტის და არა სჭირსა,
Verse: c       ფეხებს ქედზედ დაიწყობდა   ხელით, ვსჭვრეტდით ნარონინსა,
Verse: d    და   თამაშობდა უცხოებსა,   ამათ უფრო გასაჭირსა.






Strophe: 21 
Verse: a       თავთან დაისვის ხანჯალი,   გულაღმა წამოწვებოდა,
Verse: b       ანაზდათ ახტის პირდაღმავ,   იქით თავს გარდევლებოდა,
Verse: c       მუნით გულდაღმავ დაეცის,   იმის წვრით თვის წვერს მყოფლობდა,
Verse: d    და   მნახავთ და გამგონეთაგან   მუნ მაშინ საკვირველობდა.






Strophe: 22 
Verse: a       ხეს დაიჭერდა კბილითა,   თუ ექვსმა კაცმა აიღის!
Verse: b       ძელს დაიდებდა გულზედან,   ძლივ ოთხმა ხარმან წაიღის,
Verse: c       ქვეშ დაისვემდა მახვილსა,   ქვე ტანი აღარ დაიღის,
Verse: d    და   ხმელზედ თევზურად ცურევდა,   კვლავ უცხო რამ შემოიღის.






Strophe: 23 
Verse: a       ინატრეს ბევრმან ვაჟებმან:   `ნეტა ვინ ეს მასწავლაო!
Verse: b       მისი სიფიცხე, სიმალე,   ისე თამამად წავლაო."
Verse: c       მაგრამ ის შავი არ დადგა,   არავის არ ასწავლაო,
Verse: d    და   მიზეზი ეს თქვა: `მწადიან   სულ ხელმწიფების დავლაო."






Strophe: 24 
Verse: a       წყლის წურვა და ბადის სროლა,   კარგად ესეც ჩაგდებულა,
Verse: b       წეროს გეზით დამჭერლობა   ზნეობადვე სწავლებულა,
Verse: c       მეძებრისა ხალისიან   სწავლებაც კი დადებულა.
Verse: d    და   ვინ ჯერდება მარტო ამას,   ბევრჯელ კიდეც აგდებულა.






Strophe: 25 
Verse: a       კვლევა, დანახვა კურდღლისა,   მეხოხბეობა, მწყერობა,
Verse: b       სტვენა, წრუწუნი, ძახილი   გავაზის, იხვის მზვერობა,
Verse: c       ბატონს ვაამო, ჩავაგდო   ახლა ყავლი და წერობა,
Verse: d    და   მალე მიშველა ფრინვლისა,   მუნ ადრე წამოწვერობა.






Strophe: 26 
Verse: a       ისრის თლა, სწორად გამართვა,   გაქლიბვა, სეფქის გაწყობა,
Verse: b       მშვილდის ჩაგდება, ყულაჯი,   ქარქაშის კარგა ჩაწყობა,
Verse: c       არც შორი-შორ და არც სულა   ახლო ერთმანერთს მიწყობა.
Verse: d    და   რა ზნეა, თორემ ქვეყენა   არის, ვარგისობს ბრიყობა.






Strophe: 27 
Verse: a       ჩოგნის მოხვრეტა, მობანდვა,   სწორის ბურთისა გამოჭრა,
Verse: b       ბურთობის დროსა ასპარეზს   პირმხიარულად გამოჭრა,
Verse: c       ცხენის მოხტომა უხელოდ,   იმის დროს ფიცხლად გარდმოჭრა,
Verse: d    და   მოპაიტრობა სახმობის,   ამორთმა, ხურდის ამოჭრა.






Strophe: 28 
Verse: a       ხრმლის ცემა, ლახტის თამაში,   ბევრგვარ ბრუნება შუბისა,
Verse: b       საცერის წყობა, მათრახის   ბილდირგა რა შეუბისა,
Verse: c       ისარი სხვილი და გძელი,   ხელთ არ დადება უბისა,
Verse: d    და   ვისცა არა აქვს, უძრახვენ,   სხვამან სხვას მიუუბნისა.






Strophe: 29 
Verse: a       ჯაჭვის ცნობა, სხვათ საჭურვლის   კარგია და ძნელიაო,
Verse: b       გაწყობა და მორთულობა,   ვერვინ თქვას ზენკალიაო,
Verse: c       მასცა კარგად მოუხდების   ომამდინ ვინც ხდალიაო,
Verse: d    და   მაშინ შექმნას ცურცლა რამე,   თრთოლა და კანკალიაო.






Strophe: 30 
Verse: a       თუთხმეტის დღისა მთვარესა   შეჭურვა ვინ სულ დაასწროს,
Verse: b       ვირე სრულ ამოვიდოდეს,   ცხენზედაც შეჯდეს, მიასწროს,
Verse: c       ხელ-ფიცხმა კაცმან ხელბუკსა   ასაღებელი აასწროს,
Verse: d    და   ფერხით მსუბუქმან ფერხმძიმეს   დგენაზედ ადვილ წაასწროს.






Strophe: 31 
Verse: a       ენა და წიგნი რამდენი   ვინც იცის, ესეც იმდენად
Verse: b       ჩავაგდოთ თვითო ზნეობად,   სხვის ქვეყნის ამბავ მოსმენად,
Verse: c       მაშ ერთად როგორ ვიტყოდეთ,   იკითხონ სხვადასხვა ენა!
Verse: d    და   ვინ სხვას ვერ ასმენს, ის ისმენს,   იქ დაიწყებენ მიდენად.






Strophe: 32 
Verse: a       მწიგნობრობა ჭრელ-სადაგი,   ჭრელ ძილისპირთა გარდათქმა,
Verse: b       მსმენელობა, მთარგმნელობა,   ღრმის სიტყვის ადვილ გამოთქმა,
Verse: c       ხუცურის და მხედრულისა   სხვადასხვაობს თვითოსა თქმა,
Verse: d    და   კანანახი ხმამაღალი   სჯობს, ყინჩვილად ნუ იქათმა.






Strophe: 33 
Verse: a       მწერლობა ხუცურს დად მხედრულს,   იცით, უნდა სხვადასხვა, და,
Verse: b       მგრგლოვანს, ყვავისფრჩხილოვანსა,   ასომთავრულს სმენ თავადა,
Verse: c       მხატვრობას, მონახაზობას   არვინ ჩ[ა]აგდებს ავადა,
Verse: d    და   გარეშე წიგნის კითხვაზედ   ხმა ავად ნუ იხავადა.






Strophe: 34 
Verse: a       ლექსთ მთარგმნელობა, გარდმოვლით   ხუმრობის ადვილ შეტყობა,
Verse: b       კარგად ჩამორთმა სიტყვისა,   წყენისა არას დატყობა,
Verse: c       თავის-გუნების კაცს გარდა   სხვისაც ბევრისა გაწყობა,
Verse: d    და   ის ვერ მოგყვების, შენ მიჰყევ,   მობრიყობს, რევს ამაყობა.






Strophe: 35 
Verse: a       მოჩივრობა და სამართლის   მართლის ქმნა, კვლავ დიდი ბჭობა,
Verse: b       ანგარიში და რიცხვცოდნა,   ჩაგდება, მეკენჭაობა,
Verse: c       რამლის ყრა, მესტროლაბობა,   ზნევეა მეკოჭაობა.
Verse: d    და   ისიც კი არის, მაგრამე,   ცრუდ თქმულა მებეჭაობა.






Strophe: 36 
Verse: a       მრჩევლობა, სიტყვის გაკვეთა,   თავს ჩემობს ამისი სწავლა,
Verse: b       ელჩობა, მოციქულობა,   სიტყვისა სწორად დასწავლა,
Verse: c       სხვადასხვა არის ესენი,   მე ასე ვინმემ მასწავლა,
Verse: d    და   დრო არის გვიანობისა   საჩქაროზედან მალ წავლა.






Strophe: 37 
Verse: a       მელექსობა, შაირის თქმა,   უდარესი ამიცინა,
Verse: b       კარგის მთქმელმან გამაგონა   სიტყვა მჭევრი, არ მაგინა,
Verse: c       საალერსოდ ვისდა მიველ,   არ მიმიშო, თქვა, მაცინა,
Verse: d    და   გამოვბრუნდი, კვლავ ვიახელ,   უხუმრე, არ გამიცინა.






Strophe: 38 
Verse: a       კარგკაცობაა შენახვა   ყოვლისა ხოშიადისა,
Verse: b       ცრუს სიტყვას ყურსა ნუ ასმენ,   ნურცა ენასა გასდისა.
Verse: c       ჩხუბი და მეენაობა   ვინც კაცმან დაიქადისა,
Verse: d    და   სასაცილოდ და საზრახად   მან თავი გაიხადისა.






Strophe: 39 
Verse: a       ვინ ბატონის საიდუმლო   სიტყვა გარეთ გაიტანოს,
Verse: b       მუსაიფს თუ სხვას, ვის გინდა,   მისი რჩევა მიუტანოს,
Verse: c       მას პირს უნდა შეადუჟოს,   ზედ თავსლაფი დაატანოს,
Verse: d    და   ძირში ენა ამოართოს,   კლიტე თან ამოატანოს.






Strophe: 40 
Verse: a       მუშაობაც კარგი ზნეა,   ზედ-მდგომობა და სარქრობა,
Verse: b       ბარვა, წიდნვა, ხნვნა და თესვა,   მკის და სთვლისა მის-მის დრობა.
Verse: c       კაცს შემატს და გაახარებს   მოსავლის ბევრის მოსწრობა.
Verse: d    და   ვის მუშა ჰყავსთ, თვითან შვრება,   ურევია არზაქრობა.






Strophe: 41 
Verse: a       კაცის სახელის დასწავლა   და ცნობაც უნდა კარგაო,
Verse: b       მგზავრობის წესი და ნისლში   ვინცა გზა არ დაჰკარგაო,
Verse: c       რაგინდა რამე წამხდარი   კიდევ მალ მოივარგაო.
Verse: d    და   მზარეულობა, ჭაშნიგის   ცნობასა მბობენ ვარგაო.






Strophe: 42 
Verse: a       ბატონის დარბაზის კარი   რაგინდ რომ მაღალი იყოს,
Verse: b       თავმოხრით უნდა შევიდეს,   არც ლაჯში თავი გაიყოს;
Verse: c       უმცროსის კაცის უფროსმან   ხელი საჭმელზედ წაიყოს,
Verse: d    და   მეფისგან მონაკითხავი   ამხანაგებსა გაუყოს.






Strophe: 43 
Verse: a       ნუ მომიწყინებ, მსმენელო,   მოხსენებითა ამდენით,
Verse: b       არ მინდა იყვნეთ ზნეობის   ავსაქციელად წახდენით,
Verse: c       წავლა, წამოვლა, ზე დგომა,   ჯდომა, ადგომა მოხდენით,
Verse: d    და   მენუზლეობაც ვარგისობს,   თან უკლებ სხვისაც მოდენით.






Strophe: 44 
Verse: a       უმცროსმან კაცმან უფროსი   არ უნდა დაიწვიოსო,
Verse: b       ადგეს სჯობს, ისრე მჯდომელმან   ქვემორე დაიწიოსო,
Verse: c       საჩოქეთ რა შეიყარნენ,   უწინ მან წაიწიოსო,
Verse: d    და   არცა უხამსად დამდაბლდეს,   არც ბეწვად აიწიოსო.






Strophe: 45 
Verse: a       ორმან ტოლმან ამხანაგმან   დაიწვიოს რა მესამე,
Verse: b       ორთავ თავს არგარდუარო   და ჩაუჯე შუა სამე,
Verse: c       ეს შენ კარგად ჩამოგართონ   და იმათაც ორთავ ამე,
Verse: d    და   უდროვოდ და უალაგოდ   ნურც იმღერი, ნურც ისამე!






Strophe: 46 
Verse: a       ჯდომაში ფერხი გარეთი   ზეით არ უნდა დაიდო,
Verse: b       პირში რა გედვას, ნუ უბნობ,   სიტყვის აღვირი აიდო,
Verse: c       მეორემ სიტყვა აცალე,   თუ არ გთნდეს ლუკმა წაიგდო,
Verse: d    და   ხელს ნუ დაიბჯენ, ადგე რა,   იქ ჯოხი მხარს არ გაიდო.






Strophe: 47 
Verse: a       წინ ჯდომით, უკან უკუხრით   ზურგს ნუ მიჰყუდებ კედელსა,
Verse: b       ნურც თავს დაჰკიდებ, არ გვანდე   თვალნაკლებს ოქრომჭედელსა,
Verse: c       ცალს თეძოზედან არ დასჯდე,   რად ეჭვ ძნელს მოსადებელსა.
Verse: d    და   ცხვირის გამოკრკნა არ წაგცდეს,   ნუ ეძებ კბილის საჩრჩნელსა.






Strophe: 48 
Verse: a       თუ რამ ბატონმა გიბოძოს,   ორის ხელით ჩამოართვი,
Verse: b       აგრევ შენგან მისართმევი   ორითავე მას მიართვი,
Verse: c       ამხანაგსა, მარჯვნით მჯდომსა,   მარცხენათი გამოართვი,
Verse: d    და   მარცხენასა მონაცემი   კვლავ აქათით წამოართვი.






Strophe: 49 
Verse: a       ბატონს ზურგი ანუ გვერდი   ვინ გინდა ვინ შეაქცია!
Verse: b       შინაყმასა თუ რამ მიაქვს   საქცევი, ნუ დააქცია,
Verse: c       პატრონისა ბძანებაზედ   მონანი მალ გაიქცია.
Verse: d    და   ხამს იცოდეს ყველა რამე,   ვინ არის კარგი კაცია.






Strophe: 50 
Verse: a       კულით და ყანწით, სხვებითაც,   სასმელს ვინ აწრუწუნებსა,
Verse: b       ვინ კბილებითა ბატონთან   თხილს ამსხვრევს, ალაწუნებსა,
Verse: c       მცოდინარესა მეფესა   უთუოდ გაამგუნებსა.
Verse: d    და   ავსაქციელი მარტვილი   მამას მწვე დააჭმუნებსა.






Strophe: 51 
Verse: a       ბატონთან და უფროს კაცთან   მჯდომი არას გარდეყუდო,
Verse: b       ზეზე მდგომი ფერხს ნუ იკავ,   ნურც ბოძს ხელს ხვევ, თუ არ ცუდო,
Verse: c       ნურც იცინი, ნურას უბნობ,   არც ვინ ჯოხს ჩამოეყუდო.
Verse: d    და   თუ ვინ ასრე არა ზრდილობ[ს],   მაშ იქნება სვანი ყუდო.






Strophe: 52 
Verse: a       მეფეს თუ რასმე ზრახევდე,   ნუ ათამაშებ ხელ-ფერხსა,
Verse: b       ესეც ავია, ვინც მუდამ   ულვაშს იკეთებს, იგრეხსა;
Verse: c       ხელ ქვე-მოჭდობით ეუბენ,   თაყვანს ეც მერმე ნაფერხსა.
Verse: d    და   შენ არ მიწვრთნიხარ, ამაყო,   ვე ჰგავხარ ჩაუქსა ვეფხსა.






Strophe: 53 
Verse: a       ვინ ხელით აზნაურშვილობ,   გამეცალე, წადი იქით,
Verse: b       რად გგონია, უგუნურო,   ბრძნის ვისგანმე მაგით იქით?
Verse: c       თუ არ დაშლით, მოწვრთნა გიჯობს   ჯოხითა და გინდა ბაქით.
Verse: d    და   მაამებლად ვინცა ხუმრობ,   მო, დაბძანდი, ზეით, აქით.






Strophe: 54 
Verse: a       ბატონი თუ ჯდეს მოწყენით,   უთქმელად დასულებული,
Verse: b       ნურც შენ იცინი, მასთანა   დუმენი სულდაღებული.
Verse: c       კადნიერება თუ გქონდეს,   რა ნახო სუფრა დებული,
Verse: d    და   ეცადე ტკბილის სიტყვითა   იხილო გაღიმებული.






Strophe: 55 
Verse: a       თუ ვინმე ცხენით ან ქვეით   თავისთვინ ლაპარაკობდენ,
Verse: b       გნახონ და შენკენ წარმოდგენ,   შენც მიდი თუ კამათობდენ.
Verse: c       რა გაგიდრიკონ, დაეხსენ,   სძრახევდენ თუ ვის ამკობდენ,
Verse: d    და   მათ მართებ გაგირიონცა,   თუ გულით არ ამაყობდენ.






Strophe: 56 
Verse: a       ყმისგან ბატონის სიტყვისა   გაგონა, მოხსენებაცა,
Verse: b       ძნელია ცოდნა ამისი,   ანაზდათ მოგონებაცა.
Verse: c       დია სჯობს, უპრიანეა   ურჩებას დამონებაცა,
Verse: d    და   დასაშლელს ცალკე უშლიდეს,   ათაოს მისი ნებაცა.






Strophe: 57 
Verse: a       ბატონ-ყმური ლაპარაკი   სხვა არის და სხვისა სხვაა,
Verse: b       ჩამორთმა და მოხსენება,   ზოგჯერ სიტყვის შენახვაა,
Verse: c       სწორ უმფროსულ-უმცროსულსა   ქართულსაც აქვს დასახვაა;
Verse: d    და   ვინცა იცის ყველაკაი   ბევრის საქმის მონახვაა.






Strophe: 58 
Verse: a       ოდეს ბატონი ბძანებდეს   სიტყვასა რასმე ქართულსა,
Verse: b       მოკლეს თუ გრძელსა ამბავსა,   ერთმანერთზედან წართულსა,
Verse: c       ნუ ლაპარაკობ, დაჩუმდი,   ნუ ჰგევხარ კაცსა ქურთულსა!
Verse: d    და   მწვედ გაეწყობა მეფენი   ზნეკეთილს, ასრე მორთულსა.






Strophe: 59 
Verse: a       სიწყნარეს და სიჩქარესა   ორსავე აქვს მის-მისი დრო,
Verse: b       სიმშვიდეს და სიანჩხლესა,   მდივანბეგო, განა სადრო!
Verse: c       ორზედ უნდა მუდამ იყო   და იმ ორს კი უფრო ადრო.
Verse: d    და   სიჩქარე სჯობდეს სიწყნარეს,   რუსთველს ეგე ვინ შეჰკადრო?






Strophe: 60 
Verse: a       საქციელი და ზრდილობა,   იცია, ბევრი სხვაცაა?
Verse: b       ნურავის გინდა ავადა   გადუჟვა, ცხვირის ხოცაა,
Verse: c       წინამავალს უკან მიჰყვე,   ტალახი არ მოსცხოცაა,
Verse: d    და   უცხო მდიდარი მის სადგომს   მალ-მალე არ ნახოცაა.






Strophe: 61 
Verse: a       მეფეს ცხენით სერნობაზედ   მარტო იქით ნუ მოუვლი,
Verse: b       საითაც რომ კარგი რამ ჩნდეს,   და ნურც წინა გარდაუვლი,
Verse: c       ნურც ცხენის თავს დაუსწორებ,   ნურც სულ სწორად წინათ უვლი,
Verse: d    და   ჯარისაკენც ნუ მოჰყვები,   რასა ქვიან მასთან შუღლი!






Strophe: 62 
Verse: a       სამსახურიც ბევრგვარია,   საცოდნელადაც ძნელია,
Verse: b       ბატონს თავს მწვე შეაყვარებს,   ვინც მისი მართლა მქნელია,
Verse: c       დაუზარლად და თამამად,   ფიცხი უნდა, არ ნელია,
Verse: d    და   მალ ისმენდეს ბძანებასა,   დღე იყოს თუ სიბნელია.






Strophe: 63 
Verse: a       მღვიძარება და სიფრთხილე,   სწრაფად აღდგომა ძილითა,
Verse: b       მალე ტანს-ჩაცმა დილაზედ   ზორტით ჰქონდეს თუ ღილითა,
Verse: c       ადგილზე მოდარბაზობა   აამდეს მისის მისვლითა,
Verse: d    და   წყნარი, მდაბალი, თამამიც   შვენოდეს გაღიმილითა.






Strophe: 64 
Verse: a       ზნეობა საქციელები   არ ბნელობს, არის ნათელი,
Verse: b       კამკამებს დაუფარავად,   ვითა წყვდიადში სანთელი,
Verse: c       ეს უნდა კაცმან იცოდეს,   მის-მის დროს რა[ა] საქნელი.
Verse: d    და   ნურას მიზეზობთ, ისწავლეთ,   ეს არის თქვენი მსწავლელი.






Strophe: 65 
Verse: a       ვინ ამასა იქმს, მასცა იქს,   რაც რომ არ დამიწერია,
Verse: b       ბევრის რამ ზნეობებისა   კარგი რამ ანაწერია,
Verse: c       ზოგი რამ იცის წუმამა,   მთავრობდა და აწ ერია,
Verse: d    და   მაშინც ეშმაკი ებძოდა,   მორია, დააწვერია.






Strophe: 66 
Verse: a       ამად ვთქვი ასრე გვიანად   კარგები, ძნელად საცოდნი,
Verse: b       ძვირად მინახავს ამათი   სრულად და კარგად ნაცოდნი,
Verse: c       ამათს მოქმედსა მოყმესა   სიავის არა საცოდნი,
Verse: d    და   სხვა რომ ერთპირად შეჰყარო,   იქმნება ყველა საცოდნი.






Strophe: 67 
Verse: a       მსწავლელი მოსწავლეებსა   სასწავლოს არ გაუძნელებს,
Verse: b       მცირედ-მცირედის სწავლებით   ძნელს საცოდნს გაუადვილებს,
Verse: c       ცოტა რომ კარგად ისწავლოს,   გაუშვებს, მალ ასადილებს;
Verse: d    და   უწინ პატ-პატა სწავლებით   ამ დიდრონს დააქადილებს.






Strophe: 68 
Verse: a       რა სჯობს დაუკლის ლოცვასა,ჟამთა   ზეპირად ცოდნასა,
Verse: b       საეროს გარდა დაფარვით   არ აღვიძებდეს მონასა,
Verse: c       ჩურჩნით ბაგეს ქვეშ, იდუმალ   არვისა გასაგონასა
Verse: d    და   ამის უკეთესს ვინ რას იქმს,   ვის გინდა მოსაწონასა?






Strophe: 69 
Verse: a       პურადობა და გაცემა,   მამაცობა სხვას ყველას სჯობს,
Verse: b       შეხვეწილზედა ნამუსი,   ვინ თავმდაბლა მოაჯეობს,
Verse: c       სახელს ეძებს უზაკველად,   ფიცს არა სტეხს, გამმარჯვეობს,
Verse: d    და   ამის მცოდნეს ესეცა სჭირს,   სამღთოზედანც განამრჯეობს.






Strophe: 70 
Verse: a       სარდლობა, ზავთი სარჯლისა,   დღე და ღამ დაუზარობა,
Verse: b       უწინ სიფრთხილე, გასინჯვა,   სიტყვისა მწვე მიმხვდარობა.
Verse: c       საქმე საქმეზედ რა მიდგეს,   კატათ სჩნდეს უზამბარობა,
Verse: d    და   შემართვა მებრძოლთ თამამად,   წინ წადგომისა დასწრობა.






Strophe: 71 
Verse: a       რაზმის გაწყობა კარგვარად,   აგრევე ნადირობისა,
Verse: b       სადავე პირ-ჩვილს სხვა უნდა   და სხვაა გამზიდრობისა,
Verse: c       მოხშიროს ტყისა ეწრისა   და კიდევ მინდორობისა,
Verse: d    და   ყოველთა უკეთესია,   ვახ, ცოდნა ერთპირობისა.






Strophe: 72 
Verse: a       ყოვლი ცოდნა ზნეობაა,   საბაითიც რადგან ზნეობს,
Verse: b       ისლარბეჩ მთვარეს კოჩები,   ვინ ოხიჭურ ვარადაობს,
Verse: c       ხელ-ბუჩხობა, კულის გათლა,   ვინ შალაფს ხმარობს, ხარატობს.
Verse: d    და   ისა კარგი ზნეობაა,   ვინც გულით არვის ბოროტობს.






Strophe: 73 
Verse: a       სიბრძნეს ვერ სწორავს ვერა რა,   არც ისე მოსახმარია.
Verse: b       მისი ნაყოფი ბევრია,   ძირი აქვს არ გამხმარია,
Verse: c       სად წახვალთ, თან გამოგყვებათ,   საგზლათაც მგონ სახმარია,
Verse: d    და   სხვა დაგრჩება და ის არა,   გვერთ გახლავს, ცათ კამარია.






Strophe: 74 
Verse: a       უცოდნი კაცი სადა გინდ   უხამსზედ გამამაცდება,
Verse: b       როს მართებს, ვეღარ ივარგებს,   საქმესაც ბევრსა დასცდება,
Verse: c       მუდამ ღინცილობს, მრავალჯერ   ცუდმუდი სიტყვა წასცდება,
Verse: d    და   ცოტახანს თუცა რამ იყოს,   სიბრიყვით მალე წახდება.






Strophe: 75 
Verse: a       სიბრძნე სჯობს, თორემ უთუოდ   ზნეობა ყველა კაია,
Verse: b       მოზღაპრეობაც ივარგებს,   საძილოდ არაკაია,
Verse: c       მინდოდა სხვებიც რამ მეთქვა,   მითხრეს: ეგ კმარა, კაია,
Verse: d    და   თუ გინდა ცოდნა ვინცა თქვა,   დამშლელი მამუკაია.






Strophe: 76 
Verse: a       სხვა ზნე ყველა მობრყვილდება   სენითა თუ დაშავებით,
Verse: b       მარტო დავრჩი უსაჭურვლო,   სულ შიშველი ვის შევებით?
Verse: c       ეს დარჩების სიკვდილამდინ   არც სულ დაუნაშავებით,
Verse: d    და   ვინც იცით და ვინც არ ვიცით,   ცოდვას მაშინც არ ვეშვებით.






Strophe: 77 
Verse: a       პურადი ხარ, შენ სხვასა სთხოვ,   აბა რაღას იპურადებ?
Verse: b       ქვეითი ხარ, ცხენი არ გყავს,   რით იგადრებ ან ირადებ?
Verse: c       დაბერდი და თვალს დაგაკლდა,   მშვილდისარსა რად არ დასდებ?
Verse: d    და   სიბრძნე არის სამუდამო,   სიკვდილამდინ ვერ გააგდებ.






Strophe: 78 
Verse: a       ცხენი არა გყავს, ვერა იქ   რაც სხვაა ცხენთა ზნეობა,
Verse: b       ძალი გაქვს, მრკენალს ვერ შოებ,   თუცა კარგია მხნეობა.
Verse: c       ეს უმჯობეა, ვინ იცის   მღვთის ხვეწნა, მოქენეობა,
Verse: d    და   სიბრძნით მის ალაგს რაც ჰხამდეს,   მის საქმის მომგონეობა.






Strophe: 79 
Verse: a       სიბძნისაც ეგებ ვინმე თქვას:   მსმენი არა მყავს, რავქმნაო,
Verse: b       მაშინ სჯობს, თუ სულ მარტო ხარ,   დაამოს შენი სულთქმნაო,
Verse: c       მას შეგავედროს შესაწყლად,   ვინ ზღვა და ხმელი შექმნაო,
Verse: d    და   ამპარტავანის ვაჟისა   იცის რამ კარგად მოქნაო.






Strophe: 80 
Verse: a       სამღთო საქმის უმეცარი   ბევრს ავს საქმეს წაადგება,
Verse: b       ეშმაკს ვერას ვერ შეუტყობს,   რა საცთომლად შეადგება,
Verse: c       მერმე მისად საპასუხოდ   კარს მღვთის რისხვა მიადგება,
Verse: d    და   შერცხვება და წაცაწყმდება,   ვეღაროდეს აუდგება.






Strophe: 81 
Verse: a       ეშმაკს მარტო წასაწყმედათ   არ უნდივართ, რად არ იცით?
Verse: b       აქაც უნდა შეგვარცხვინოს   ავის ქმნით და ცრუის ფიცით,
Verse: c       მისის რჩევის ამყოლემან   კარგი ვერა ვერ მოვიცით,
Verse: d    და   თუ ვტყუოდე, გამამტყუნეთ,   ჩემს წინ თავი გარდაიცით.






Strophe: 82 
Verse: a       ვერ ხედავთ, მარტო ჩვენს ჟამში,   რამდენი ავი რამ იქმნა?
Verse: b       რა ცრუ-ფიცობა, რა ზაკვა,   უნამუსობა, რა ლიქნა?
Verse: c       მღვთის შიშის გულით განვარდნა,   ვისგან სულ არსი შეიქმნა,
Verse: d    და   ვეჭვ, აღსასრულიც მოვიდა,   ავისაც ბოლო დაიქნა.






Strophe: 83 
Verse: a       სიბრძნე ის უფრო მტკიცეა,   ვის ოსტატი ჰყავს, ასწავლის,
Verse: b       სამების მცოდინარისა,   არ ახუნების არდავლის,
Verse: c       გულს დაუდებს და ისწავლის,   ბიჭურად კარზედ არ დავლის,
Verse: d    და   წარმართებრ წმასნას არ ჯერა   მობედეთა და არ დავლის.






Strophe: 84 
Verse: a       თუ ოსტატი ვერ იშოოს,   ხელთა იგდოს სამღთო წიგნი,
Verse: b       უნდა ბევრჯელ წაიკითხოს,   შეუიდეს შიგან შიგნი,
Verse: c       ღირღოვანი, ღრმად მეტყველი   ეცადო, რომ სულ შეიგნი,
Verse: d    და   მაშინ სიბრძნის გზა და კვალი   უსათუოდ მალ გაიგნი.






Strophe: 85 
Verse: a       მე ნუ გგონიათ სრულ ბრძენთან   თავს ვდებდე, ანუ თუ ვიყო,
Verse: b       არვინ მყოლია მსწავლელი,   მეთქვას სხვაც, ვიწვრთნა თუ ვიყო,
Verse: c       რაც ვიცი, საღმრთოს წიგნთაგან   მაქვს, სხვათ არვისგან გავიყო,
Verse: d    და   სადამ ცოცხალ ვარ, ვსწავლულობ,   ეს მცნება არ დავივიწყო.






Strophe: 86 
Verse: a       წმინდათა ბრძენთა წერილი   არის ნათლისა ებგური,
Verse: b       სრულ ნათალ თვალთა ნაგები,   არ ურევია აგური,
Verse: c       იქით გიზახის, მიგიწოდს:   `ჰე, ძმაო, თქვენი სადგური,
Verse: d    და   სასუფეველი ზეცათა,   ნუ გსურთ სრულ სტვირი, ჩოგური."






Strophe: 87 
Verse: a       ეს ზნე სჭირს მათსა წერილსა,   ვინ ეცდება და ისწავლის,
Verse: b       მათი ნათქვამი დარჩება   და სხვათა ცუდი ის წავლის,
Verse: c       მას ყურს ნუ უგდებთ ლიქნასა,   ვინ სხვაცა ზაკვა წაავლის,
Verse: d    და   სხვის, ამ სოფლისა რიტორთა,   მგზავსია მტვრისა, ის წავლის.






Strophe: 88 
Verse: a       ყველას რამ ზოგი სრულად იქს   და სიბრძნეს ვერავინაო,
Verse: b       ყველათ რითმ კაცი დაშვრება,   იმით კი არავინაო;
Verse: c       ვის აქვს სადგურად მთაწმიდა,   ეგრეთცა მთავე სინაო,
Verse: d    და   ვერცა იქ მყოფნი სრულ მისწვთენ,   ვერც ბრძენი დეო-ჯინაო.






Strophe: 89 
Verse: a       სხვას გარდა ეს ვთქვა,რაზედაც   კაცსა გულს განუხურებსა,
Verse: b       ღმერთს დაამონებს, პატრონსა   ერთგულად ამსახურებსა,
Verse: c       სიმართლესა სწვრთნის ყოველთა,   სიცრუეს ვინ უყურებსა,
Verse: d    და   შფოთსა დაუშლის, დაათმობს   ავპირად ვინ უხუმრებსა.






Strophe: 90 
Verse: a       საფუძვლად ღვთის შიშს დაუდებს,   ზედ სიყვარულსა აუგებს,
Verse: b       ღმერთსა ცხოველსა დაამონს,   სხვას კერპსა არვის არ უგებს,
Verse: c       გზას აპოვნინებს შეცთომილს,   სიბნელეს ნათლად გაუგებს,
Verse: d    და   კარგ საქციელად ამყოფებს,   დააშლევინებს აუგებს.






Strophe: 91 
Verse: a       უდებსა ლოცვად აღადგენს,   მცონარსა გაამოღვაწებს,
Verse: b       ღვთის სათნოების ისარზედ   ფრთედ მაგრა სწორად დააწებს,
Verse: c       ვის ჭირი იპყრობს, ტკბილადრე   მოსასვენებლად დაარწებს,
Verse: d    და   ვინ დაუჯერებს, ამას ჰყოფს,   თორემ დააყრის მას ბრაწებს.






Strophe: 92 
Verse: a       ცოდვილს მოაქცევს მართალს გზას,   ცდომილსა მის განდგომილით,
Verse: b       კაცს განსაცდელსა მადლობით   მიათვლევინებს დუმილით,
Verse: c       მას დაანახვებს, ვინ არის   ვერვისგან ვერ მიწდომილით.
Verse: d    და   პეშვით არ კმარა სასმელად,   ვის გწყურის, მიდით, სუ მილით.






Strophe: 93 
Verse: a       ჯაბანს გაამხნობს, ხდალს კაცსა   მგონივარ გაამამაცებს,
Verse: b       ანჩხლს დაატკბობს და განსწავლის   სულელსა კაცსა და უცებს,
Verse: c       ბრძენს კიდევ სიბრძნეს შესძინებს,   ბევრს შეუმატებს ბრიყვს ხუცებს,
Verse: d    და   მოწყენილს დიაღ უკუჰყრის,   სამუდმოდ არ გააბუცებს.






Strophe: 94 
Verse: a       ამხანაგის სიყვარული   კარგია და მოუმატებს,
Verse: b       დაამშვიდებს, დაამდაბლებს,   აღარავის აამაყებს,
Verse: c       სიტყვა მცდარსა დაადუმებს,   ვინ ეწყობა სიტყვა როყებს?
Verse: d    და   იმას დია მოუხდება,   ყმაწვილობით ვინ იბრიყვებს.






Strophe: 95 
Verse: a       ვინ ძნელ საქმეს დაბმულიყო,   უადვილებს გასაჭირსა,
Verse: b       ცოდვის თოკით მაგრა შეკრულს   მოცაუშვებს მოსაჭირსა,
Verse: c       სევდა-ნაღველს განუქარვებს,   უმსუბუქებს სენს და ჭირსა,
Verse: d    და   ამას გარდა სხვა მრავალი   კიდევ ბევრი კაი სჭირსა.






Strophe: 96 
Verse: a       აწ სიბრძნეს უნდა ღვთის შიშის   შემსჭვალვა, მაგრა ქონება,
Verse: b       ვინ უამისოდ აჰყვება,   ეშმაკისაა მონება,
Verse: c       ქრისტე მოირთე მის მცველად,   მას დაამონე გონება,
Verse: d    და   თორ უამისოდ ცუდია,   იქნება მართ მამონება.






Strophe: 97 
Verse: a       ნუ გეშინიათ, არ გიშლით,   სოფელი ნურვის გინდაო,
Verse: b       ცოლი და შვილი, მამული,   ძმა სახლისკაცი გინ დაო,
Verse: c       აბრამსაც ყონდა და ჰქონდა,   ღვთის სიტყვას მოისმენდაო,
Verse: d    და   თორემ უმისოს საქმესა   რასაც იქ დაინანდაო?






Strophe: 98 
Verse: a       რასაც შვრებოდეთ სიმართლით,   ღვთის სადიდებლად იქმოდით,
Verse: b       სად კაი საქმე ისმოდეს,   ცუდი გაუშვით, იქ მოდით,
Verse: c       რა შეიმატოთ, რა ირგოთ,   სულ ხმით ყვირილით იქმოდით?
Verse: d    და   თვარა ყოველმან სიცრუვე   იზღვიოთ, მწარის იქ მოდით.






Strophe: 99 
Verse: a       არ ვიცით მოაქვს წამს რა და   ან თვალის დახამხამებას,
Verse: b       დილა, სადილობ, შუადღე,   სამხარს, და ან დაღამებას,
Verse: c       აქა-იქით სამ სიარულს,   სასჯელსა, კბლავ დახამებას,
Verse: d    და   მწუხარებას და გლოვასა,   უმჯობეს მას გახარებას.






Strophe: 100 
Verse: a       ამად დავშურდი სიბრძნესა,   მისი ვარ ესრეთ მკობარი,
Verse: b       არ დამრჩეს თუ რამ ვიცოდე   სხვისაგან შეუტყობარი,
Verse: c       სხვათაც მოუწოდ სასწავლოდ,   ვარ მათი მაღლად მხმობარი,
Verse: d    და   ვერავინ მოვრჩეთ სოფელსა   ცრუს ლახვარ-დაუსობარი.






Strophe: 101 
Verse: a       საქართველოში იტყვიან   სამასსამოცდახუთსაო
Verse: b       ზნეობას, სხვას არ აგდებენ   ქვეყნისას თუ არ მათსაო,
Verse: c       აქაური რამ ყველანი   ვთქვი, ვერვინ დამიხუთსაო,
Verse: d    და   ეს დაუცს, მაგრამ მე ვგონებ   უფრო ბევრს ხუთათასაო.






Strophe: 102 
Verse: a       თუ კაცის ფიქრი საერთოთ   ერთ რასმე შემოკრბებისა,
Verse: b       ქვეყანა გაიზომება   გარ ზღვაში ჭალაკებისა,
Verse: c       ან დავლა ვისმე ძალუძეს   მთების და სულ ვაკებისა,
Verse: d    და   მაშინ შეიძლოს ამას გარდ   სულ მოთვლა ზნეობებისა.






Strophe: 103 
Verse: a       ბევრი კაცი იმიზეზებს:   არა მყონდა მომვლელიო,
Verse: b       ზნეობა რამ დამესწავლა   ხარისხ-ხარისხ ამვლელიო,
Verse: c       ახლა რაღა პასუხი გაქვსთ,   აი თქვენი მსწავლელიო!
Verse: d    და   ვინ არ იწვრთნა, მალმც მოჰკვდები,   ნუხარ ხანის წამვლელიო.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 31.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.