TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 244
Previous part

Chapter: 46  
თავი : 46


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   ამათ იტყჳს უფალი ღმერთი: ბჭე იგი ეზოსა შინა შინაგანსა, მხედველი აღმოსავალთა მიმართ, იყოს დაჴშულ ექუსთა დღეთა საქმისათა, ხოლო დღესა შინა შაბათთასა განეღებოდის და დღესა ახალთთჳსასა განეღებოდის.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შევიდეს წინამძღუარი გზისაგან ელამისა ბჭისა მის გარეშესა და დადგეს წინაკართა ზედა ბჭისათა და ჰყოფდენ მღდელნი ყოვლად დასაწუელთა მისთა და მაცხოვარებისა მისისათა და თაყუანის-სცეს წინაკარსა ზედა ბჭისასა და შევიდეს და არა დაეჴშას ბჭე ვიდრე მწუხრამდე.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თაყუანის-სცეს ერმან ქუეყანისამან წინაკართა თანა მის ბჭისათა შაბათთა შინა და ახალთთუეთა, წინაშე უფლისა.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყოვლად დასაწუელნი მოართუნეს წინამძღუარმან უფლისა დღესა შინა შაბათთასა: ექუსნი ტარიგნი უბიწონი და ვერძი უბიწოჲ

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მანააჲ, ჳფი ვერძსა და ტარიგთა მსხუერპლი, საცემელი ჴელისა თჳსისაჲ, და ზეთისა ინი ცხობილსა.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დღესა შინა ახალთთჳსასა ჴბოჲ ერთი მროწეულით უბიწოჲ და ექუსნი ტარიგნი და ვერძი უბიწონი იყვნენ.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ცხობილი ჴბოსა და ცხობილი ვერძსა ეყოს მანააჲ, და ტარიგთა მათ, ვითარ-იგი ყოს ჴელმან მისმან, და ზეთისა ინი ცხობილსა.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შესლვასა შინა წინამძღუარისასა გზით ელამისა ბჭისაჲთ შევიდეს და მითვე გზით ბჭისაჲთ გამოვიდეს.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ოდეს შევიდოდის ერი ქუეყანისაჲ წინაშე უფლისა დღესასწაულთა შინა, შემავალი გზისაგან ბჭისა ჩრდილოჲთ Page of ed. 1709: 213b  კერძისა თაყუანისცემად გამოვიდეს გზისაგან ბჭისა სამხრად მიმართისა, და შემავალი გზისაგან ბჭისა სამხრით კერძოჲსა, გამოვიდეს გზისაგან ბჭისა ჩრდილოდ მიმართისა და არა მიიქცეს გზად მიმართ ბჭისა, რომელსა შევიდა, არამედ დამართით მისსა განვიდეს.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და წინამძღუარი იგი საშუალ მათსა შესლვასა შინა მათსა შევიდეს მათ თანა და გამოსლვასა შორის მათსა გამოვიდეს.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
დღესასწაულთა და კრებათა იყოს მსხუერპლი: ჳფი ზუარაკსა და ჳფი ვერძსა და ტარიგთა, ვითარ სახედცა ყოს ჴელმან მისმან, და ზეთისა ინი ცხობილსა თანა.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ უქმნას წინამძღუარმან ნეფსითი ყოვლად დასაწუელი მაცხოვარებისაჲ უფალსა და განუღოს თავსა თჳსსა ბჭე, მხედველი აღმოსავალთა მიმართ, და ქმნას ყოვლად დასაწუელი მისი და მაცხოვარებისა მისისანი, ვითარ სახედ ჰყოფს დღესა შინა შაბათისასა, და გამოვიდეს და დაჰჴშნეს კარნი შემდგომად გამოსლვისა მისისა.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ტარიგი წელიწდეული უქმნას ყოვლად დასაწუელად უბიწოდ დღითი დღე უფალსა და განთიადგანთიად ქმნას იგი.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მანააჲ ქმნას მას ზედა განთიად-განთიად მეექუსე საწყეოსა და ზეთი მესამედი ინისა შესუარვად სემიდალი მანაად უფლისა, ბრძანებად საუკუნოდ.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მარადის ჰყვით ტარიგი, მანააჲ და ზეთი, ყავთ განთიად ყოვლად დასაწუელი სამარადისოდ.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს ადონაი უფალი: უკუეთუ სცეს წინამძღუარმან საცემელი ერთსა ძეთაგანსა მისსა სამკჳდრებელისაგან მისისა, იგი ძეთა მისთად იყავნ, დასაპყრობელ მათდა არს იგი სამკჳდრებელი.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ სცეს საცემელი სამკჳდრებელისაგან მისისა ერთსა ყრმათა მისთაგანსა, და იყოს მისსა ვიდრე წიაღამდე მიტევებისა და უკუნ-ეცეს წინამძღუარსა თჳნიერ სამკჳდრებელისა ძეთა მის\თაჲსა, Page of ed. 1709: 214a  მათდა იყოს.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არა მოიღოს წინამძღუარმან სამკჳდრებელისაგან ერისა მისისა მიმძლავრებად მათდა, დასაპყრობელისაგან მათისა, სამკჳდრებელისაგან თჳსისა, დაუმკვიდროს ძეთა მისთა, რაჲთა არ განიბნიოს ერი ჩემი თითოეული და დასაპყრობელისაგან თჳსისა.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შემიყვანა მე შესავალისა მიერ ჩრდილოჲთ ვერძისა ბჭისასა, საყდრისა მიმართ წმიდისა წმიდათასა მღდელთაჲსა, მხედველისა ჩრდილოჲთ კერძო, და აჰა მუნ ადგილი განშორებული ზღჳთ კერძო.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა ჩემდამო: ესე ადგილი არს, სადა შეაგბიან მუნ მღდელთა უმეცრებისა ძლითნი და ცოდვისა ძლითნი, და მუნ შემზადიან მანააჲ, ყოვლადვე არგამოღებად გარეშესა ეზოსა წმიდა-ყოფად ერისა.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განმიყვანა მე გარეშედ ეზოდ და მომავლო მე ოთხთავე კერძოთა ეზოსათა და აჰა ეზოჲ კედელსა თანა ეზოჲსა, თითოეულსა კედელსა ეზოჲ.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ოთხთავე თანა კედელთა ეზოჲსათა და ეზონი მცირენი სიგრძით წყრთათა ორმეოცთანი და სივრცით წყრთათა ოცდაათთანი, საზომი ერთი ოთხთაჲვე.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და საყდარნი მრგულივ ოთხთავე მათ შინა და სამზარაულოჲ, ქმნილი ქუეშე კერძო საყდართასა მრგულივ.

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა ჩემდამო: ესე სახლნი სამზარაულოთანი, სადა შეაგბიან მუნ მსახურთა სახლისათა მსხუერპლნი ერისანი.




Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.