TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 198
Previous part

Chapter: 52  
თავი 52



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   ოც და ერთის წლის იყო სედეკია მეფობასა შინა მისსა და ერთ და ათ წელ იმეფა იერუსალიმს შინა, და სახელი დედისა მისისაჲ ამიტალ, ასული იერემიაჲსი ლოვენაჲთ.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ქმნა ბოროტი წინაშე თუალთა უფლისათა, ვითარ სახედ ქმნა იოაკიმ.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ გულის-წყრომაჲ უფლისაჲ იქმნა ძჳნად იერუსალიმისა და იუდაჲსსა, ვიდრემდის არა განსთხინა იგინი პირისაგან მისისა; და განდგა სედეკია მეფისა[გან] ბაბილონისასა.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იქმნა, წელსა მეცხრესა მეფობისა სედეკიაჲსსა, თთუესა მეათესა, ათსა თთჳსასა, მოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისაჲ, და ყოველი ძალი მისი იერუსალიმსა ზედა და გარემოაპატნეზა იგი და გარემოაშენა მას მოთხვითთა ქვათა მომრგულები.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიიწია ქალაქი იწროებად და ვიდრე მეათერთმეტედ წლამდე მეფისა სედეკიაჲსსა,

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
თთუესა მეოთხესა, მეცხრესა თთჳსსა და განმტკიცნა სიყმილი ქალაქსა შინა, და არა იყვნეს პურნი ერსა შორის ქუეყანისასა.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განიბძარა ქალაქი და ყოველნი კაცნი მებრძოლნი ივლტოდეს და გამოვიდეს ქალაქისაგან ღამე გზასა ბჭი\სა Page of ed. 1709: 134a  საშუალისა ზღუდეთაჲსასა და წინამოზღუდვილობისასა, რომელი იყო მტილსა თანა მეფისასა: და ქალდეველნი ქალაქსა ზედა გარემოჲს და წარვიდეს გზასა ისრაელისასა.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სდევნა ძალმან ქალდეველთამან უკუანა მეფისა, დაეწინეს მეფესა სედეკიას წიაღ იერიქოჲსა უდაბნოს შინა, და ყოველნი ყრმანი მისნი განიბნინეს მისგან.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შეიპყრეს მეფე სედეკიაჲ და მოიყვანეს იგი მეფისა მომართ ბაბილონისა დევლათად. ქუეყანად ემათისა, და ეზრახა მეფე ბაბილონისაჲ სასჯელისა თანა სედეკიას.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოწყჳდნა მეფემან ბაბილონისამან ძენი სედეკიაჲსნი წინაშე თუალთა მისთა და ყოველნი მთავარნი იუდაჲსნი მოწყჳდნა დევლათას შინა.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თუალნი სედეკიაჲსნი დააბრმნა და შეკრა იგი ბორკილებითა; და მიიყვანა იგი მეფემან ბაბილონისამან ბაბილონდ და მისცა იგი სახიდ წისქვილისა ვიდრე დღედმდე რომელსა მოკუდა.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თთუესა მეხუთესა, მეათესა თთჳსასა, ესე წელიწადი ცხრა და მეათე ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონისა მოვიდა ნაბუზარდან მთავარ-ქონდაქარი, მდგომი წინაშე პირსა მეფისა ბაბილონისასა იერუსალიმდ,

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დაწუა სახლი უფლისაჲ და სახლი მეფისაჲ და ყოველნი სახლნი ქალაქისანი და ყოველნი სახლი დიდი მოცეცხლა ცეცხლითა;

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყოველი ზღუდე იერუსალიმსა გარემოჲს დაარღჳა ძალმან ქალდეველთა მთავარ-ქონდაქართამან.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო დავრდომილთაგანნი ერისათანი და ნეშტი ერისაჲ და დაშთომილნი ქალაქსა {!} შინა და მილტოლვილნი იგი, შევ[რ]დომილნი მეფისა მიმართ ბაბილონისა და ნეშტი სიმრავლისაჲ განსახლნა ნაბუზარდან მთავარ-ქონდაქარმან.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო დავრდომილთაგან ქუეყანისა\თა Page of ed. 1709: 134b  დაუტევნა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან ვენაჴის-მოქმედად და ქუეყანისა-მოქმედად.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სუეტნი რვალისანი სახლისა უფლისანი და ხარისხნი და ზღუაჲ რვალისაჲ სახლსა შინა უფლისასა შემუსრეს ქალდეველია და მიიღეს ყოველი რვალები მათი ბაბილონდ.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ხჳრები და საპყრობელები და გჳრგჳნი და სავსები და ფიალები და ფუცხუები და ყოველნი ჭურჭელნი რვალისანი, რომელთა მიერ შემწირველობდეს მათ მიმართ, წარიხუნეს [19] და სასაკუმევლები და ვეხნები.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და საპფოთნი და მაზმაროთნი და საწურველები და სასანთლეები და სამსხვერპლოები და ჭაშაკები, რომელნი იყვნეს ოქროჲსანი და რომელნი იყვნეს ვეცხლისანი, მიიხუნა მთავარ-ქონდაქარმან;

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სუეტთა ორთაჲ და ზღჳსა ერთისაჲ და ზუარაკთა ათორმეტთა რვალისათაჲ, ქუეშე კერძოთა ზღჳსათაჲ, რომელნი ქმნნა მეფემან სოლომონ სახლსა შინა უფლისასა, არა იყო სასწორი რვალისა ყოველთა ამათ ჭურჭელთაჲ

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სუეტთაჲ ოც და ათხუთმეტ წყრთა სიმაღლე სუეტისა ერთისაჲ, და საბელი ათორმეტთა წყრთათაჲ. გარე შესწუდებოდა მას, და სისქე ოთხთა თითთაჲ გარემოჲს.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სუეტის-თავი მათ ზედა რვალისაჲ და სიმაღლე სუეტის-თავისა ერთისა ხუთ წყრთა; და ბადე და ბროწეულები სუეტის-თავსა ზედა გარემოჲს ყოველნი რვალისანი, და ამათებრვე მეორესაცა სუეტსა რვაჲ ბროწეული წყრთეულად ათორმეტთა წყრთათაჲ.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყვნეს ბროწეულნი ოთხმეოც და ათექუსმეტ კერძოსა ერთსა, და იყვნეს ყოველნი ბროწეულნი ას ბადესა ზედა გარემოჲს.

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და წარიყვანა მთავარ-ქონდაქარმან სარეა, მთავარ მღდელი პირველი, და სოფონია, Page of ed. 1709: 135a  მღდელი მეორე, და სამნი მცველნი გზათანი.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ქალაქისაგან წარიყვანა საჭურისი ერთი, რომელი იყო ზედა-მდგომელი კაცთა მებრძოლთაჲ, და შჳდნი კაცნი სახელოვანნი, პირის წინაშენი მეფისანი, პოვნილნი მთავარი ძლიერთაჲ, მწიგნველი ერისა მის ქუეყანისაჲ, და სამეოცნი კაცნი ერისაგან ქუეყანისაჲსა, პოვნილნი შორის ქალაქისა.

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიიყვანნა იგინი ნაბუზარდან მთავარ-ქონდაქარმან და მიიყვანნა იგინი მეფისა ბაბილონისაჲსა დევლათად;

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოწყჳდნა იგინი მეფემან და მოაკუდინ\ნა Page of ms. Ga: 246r   იგინი დევლათას შინა ქუეყანასა ემათისასა, და განსახლულ იქმნა იუდაჲ ზედა კერძოჲსაგან ქუეყანისა მისისა.

Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ესე ერი, რომელი განასახლა ნაბუხოდონოსორ წელსა მეშჳდესა, იუდეანნი სამ ათასნი და ოცნი და სამნი.

Verse: 29   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
წელსა რვა და მეათესა ნაბუქოდონოსორისსა იერუსალიმით სულნი რვაას ოც და ათორმეტნი.

Verse: 30   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
წელსა შინა სამ და მეოცესა ნაბუხოდონოსორისსა განასახლ\ნა Page of ed. 1709: 135b  ნაბუზარდან მთავარ-მზარაულმან იუდეანთა სულები რვაას და ორმეოც და ხუთნი, ყოველნი სულნი ოთხ ათას ექუსასნი.

Verse: 31   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იქმნა ოც და მეათშჳდმეტეს შინა წელსა განსახლვასა იოაკიმ მეფისა იუდაჲსსა, მეათესა თთუესა მეოთხე და მეოცესა თჳსსა გამოიყვანა, უკუეცა ულამედარახ მეფემან ბაბილონისამან წელსა შინა, რომელსა განმეფა თავი იოაკიმისი, მეფისა იუდაჲსი, და გამოიყვანა იგი სახლისაგან, რომელსა შინა იცვებოდა;

Verse: 32   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ეზრახა მას ტკბილად და მისცა საყდარი მისი ზეშთა საყდრებსა მეფეთა მისთანათასა ბაბილონს შინა.

Verse: 33   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და უცვალა სამოსელი პყრობილებისა მისისაჲ და ჭამდა პურსა მარადის წინაშე პირსა მისსა ყოველთა დღეთა, რომელთა ცოცხალ იყო.

Verse: 34   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჭამადი მისი, ჭამადი მიმდემადი მიეცემოდა მას მეფისა მიერ ბაბილონისა დღისაგან დღისადმი ვიდრე დღისამდე, რომელსა მოკუდა ყოველთა დღეთა სიცოცხლისა მისისათა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.