TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 68
Previous part

Chapter: 5  
თავი V


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და მოუწოდა მოსემნა ყოველსა ისრაელსა და თქუა მათდა მიმართ: ისმინენ, ისრაელ, ყოველნი სამართალნი და მშჯავრნი, რაოდენთა მე ვიტყჳ ყურთა მიმართ თქუენთა ამას დღესა შინა. და ისწავენით ესენი და დაიმარხეთ ქმნაჲ ამათი.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
უფალმან ღმერთმან აღთქუმა-ყო თქუენდა მიმართ, აღთქუმაჲ ხორივს შინა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
არა მამათა თქუენთა აღუთქუა უფალმან აღთქუმაჲ ესე, არამედ თქუენდა მიმართ. ხოლო თქუენ ცოცხალნი ყოველნი დღეს.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
პირითა პირისა მიმართ იტყოდა უფალი თქუენდა მიმართ მთასა საშუალ ცეცხლისა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მე ვდეგ შუა უფლისა და შუა თქუენსა მას ჟამსა შინა მოთხრობად თქუენდა სიტყუათა უფლისათა, რამეთუ შეშინდით პირისაგან ცეცხლისა და არა აღხუედით მთად, იტყოდა რაჲ:

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანე შენ ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან კირთებისა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თჳნიერ ჩემსა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
არა ჰქმნე თავისა შენისა ქანდაკებული, არცა ყოველი მსგავსებაჲ ცასა შინა ზე და რაოდენი ქუეყანასა ზედა ქუე და რაოდენი წყალსა შინა ქუეშე კერძო ქუეყანისა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
არა თაყუანის-სცე მათ, არცა ჰმსახურო მათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, ღმერთი მოშურნე, მიმგებელი ცოდვასა მამათასა შვილთა მიმართ მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მოქმედი წყალობისაჲ ათასამდე მოყუარეთა ჩემთა და დამცველთა ბრძანებათა ჩემთასა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისაჲ ამაოსა ზედა, რამეთუ არა განსწმედს უფალი ღმერთი შენი მომღებელი სახელისა მისისა ამაოსა ზედა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
დაიცევ დღე შაბათთაჲ წმიდა-ყოფად მისსა, ვითარ-სახედ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ექუსთა დღეთა იქმოდი და ჰქმნნე ყოველნი საქმენი შენნი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ხოლო დღესა მეშჳდესა -- შაბათებ უფლისა ღმრთისა შენისა, არა ჰქმნა მას შინა ყოველი საქმე შენ და ძემან შენმან და ასულმან შენმან, მონამან შენმან და მჴევალმან შენმან და ყოველმან პირუტყუმან შენმან და მწირმან მსხემან შენ შორის, რაჲთა განისუენოს მონამან შენმან და მჴევალმან შენმან, კაჰრაულმან შენმან, ვითარცა სახედ შინა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და მოიჴსენე, რამეთუ მრწემ იყავ ქუეყანასა ეგჳპტისასა დაგამოგიყვანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან მიერ ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა. ამისთჳს გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან, რაჲთა დაიცვა შენ დღე შაბათთაჲ და წმიდა-ჰყო იგი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, ვითარ-სახედ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან, რაჲთა კეთილი იქმნეს შენდა და რაჲთა გრძელჟამ იყო ქუეყანასა ზედა, რომელსა უფალი ღმერთი სენი მოგცემს შენ.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
არა ჰკლა!

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
არა იმრუშო!

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
არა იპარო!

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
არა ცრუდ სწამო მოყუსისა შენისა ზედა წამებაჲ ცრუჲ!

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
არა გულან გითქუას სახლი მოყუსისა შენისაჲ, არცა აგარაკი მისი, არცა მონაჲ მისი, არცა მჴევალი მისი, არცა ზროხაჲ მისი, არცა კაჰრაული მისი, არცა ყოველი საცხოვარი მისი, არცა ყოველი, რაოდენი იყოს მოყუსისა შენისაჲ!

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
სიტყუათა ამათ იტყოდა უფალი ყოვლისა შესაკრებელისა მიმართ მთასა ზედა საშუალით ცეცხლისაჲთ ბნელი, ნისლი, ალმური, ჴმაჲ დიდი და არა შესძინა. და დაწერნა ესენი ორთა ზედა ფიცართა ქვისათა და მომცნა მე უფალმან.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და იყო ვითარცა გესმა-ყე ჴმაჲ უფლისაჲ საშუალით ცეცხლისაჲთ და მთაჲ იწუებოდა ცეცხლითა და მოვიდეს ჩემდა ყოველნი წინამძღუარნი ტომთა თქუენთანი და ბერობაჲ თქუენი

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და მეტყოდეთ: აჰა, გჳჩუენა უფალმან ღმერთმან ჩუენმან დიდებაჲ მისი და ჴმაჲ მისი გუესმა საშუალით ცეცხლისაჲთ. ამას დღესა შინა ვიხილეთ, ვითარმედ იტყოდის ღმერთი კაცისა მიმართ და ცოცხალ იყოს.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და აწ ნუ მოვკუდებით, რამეთუ აღმწბნეს ჩუენ ცეცხლმან ამან დიდმან, შე-თუ-ვსძინოთ ჩუენ სმენად ჴმაჲ უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ მერმე, და მოვკუდეთ.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ვინ არს ჴორციელი, რომელსა ესმა ჴმაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, მეტყუელისაჲ საშუალით ცეცხლისაჲთ, ვითარ ჩუენ, და ცოცხალ იყოს?

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
მოჴუედ შენ და ისმინენ ყოველნი, რაოდენნიცა თქუნეს უფალმან ღმერთმან ჩუენმან, და შენ იტყოდი ჩუენდა მომართ ყოველთა, რაოდენნიცა თქუნეს უფალმან ღმერთმან ჩუენმან შენდამი, და ვისმინნეთ და ვყვნეთ.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და ისმინა უფალმან ღმერთმან ჴმაჲ სიტყუათა თქუენთა მზრავალთაჲ ჩემდამო და თქუა უფალმან ჩემდა მომართ: მესმა ჴმაჲ სიტყუათა ამის ერისათაჲ, რაოდენნი თქუეს შენდამი. სამართალ არიან ყოველნი რაოდენნი თქუნეს.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
ვინ მისცეს ესრეთ ყოფად გული მათი მათ შორის, ვითარმცა მეშიშვოდეს მე და იცვიდეს მცნებათა ჩემთა ყოველთა დღეთა, რაჲთა კეთილ იყოს მათდა და ძეთა მათთა საუკუნოდ.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
ვიდოდე და არქუ მათ: მიიქეცით სახლთა თქუენთა!

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
ხოლო შენ აქა დეგ ჩემ ტანა და ვთქუნე შენდამი მცნებანი და სამართალნი და მშჯავრნი, რაოდენნი ასწავნე მათ და ყვნენ ესრეთ ქუეყანასა ზედა, რომელსა მე მივსცემ მათ ნაწილად,

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და დაიცევით ქმნად, ვითარ-სახედ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
მსგავსად ყოვლისა გზისა, რომელი გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან სლვად მას ზედა, რაჲთა დაგაწყნაროს შენ და კეთილ იყოს შენდა და იდღეგრძელოთ ქუეყანასა ზედა, რომელი დაიმკჳდროთ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.