

ესე სახელები არს ძეთა ისრაელისათა, რომელნი შესრულ იყვნეს ეგჳპტედ იაკობის თანა, მამისა მათისა, კაცად-კაცადი ყოვლითურთ სახლით მათით შევიდეს:


რუბენ, სჳმეონ, ლევი, იუდა,


იზაქარ, ზაბულონ და ბენიამენ,


დაან და ლეფთალემ, გაად და ასერ.


ხოლო იოსებ იყოვე ეგჳპტეს. და იყო ყოველი სული იაკობისითგანი სამეოც და ათხუთმეტ.


აღესრულა იოსებ და ყოველნი ძმანი მისნი და ყოველივე იგი ნათესავი;


ხოლო ძენი ისრაელისანი აღორძნდეს და განმრავლდეს და ამრღუე იქმნეს და განძლიერდებოდეს დიდად ფრიად, რამეთუ განამრავლებდა მათ ქუეყანა იგი.


აღდგა მეფე სხუა ეგჳპტეს შინა, რომელმან იცოდავე არა იოსებ.


და ჰრქუა ნათესავსა თჳსსა: აჰა-ესერა, ნათესავი ესე ძეთა ისრაელისათა დიდი სიმრავლე არს და ძლიერ არს უფროს ჩუენსა.


მოვედით და დავიმორჩილნეთ იგინი, ნუუკუე განმრავლდენ და, ოდეს თუ სადმე შეგუემთხჳოს ბრძოლა, შეერთნენ იგინიცა მტერთა მათ ჩუენთა და გუბრძოდიან ჩუენ და ეგრეთ განვიდენ ქუეყანით.


და დაადგინნა მათ ზედა ზედამდგომელნი საქმისანი, რათა ძჳრსა შეაჩუენებდენ მათ საქმითა და უშენნენ ქალაქნი ძლიერნი ფარაოს: პითოფი და რამესე და ონი, რომელ არს მზის ქალაქი.


და რაოდენ იგინი დაამდაბლებდენ, ეგოდენ ესენი განმრავლდებოდეს და განძლიერდებოდეს დიდად ფრიად, და საძაგელ-იყვნეს ეგჳპტელნი ძეთაგან ისრაელისათა.


და მსძლავრობდეს მეგჳპტელნი იგი ძეთა ისრაელისათა ძლით.


და აჭირვებდეს სალმობით ცხორებასა მათსა საქმითა მით ფიცხელითა თიჴისა და ალიზისათა და ყოვლითავე საქმითა, რომლითა დაიმონებდეს მათ სასტიკად.


და ჰრქუა მეფემან მან მეგჳპტელთამან ყრმისა ამქუმელთა მათ ებრაელთასა, სახელი ერთისა მის სეფორა და ერთისა _ ფოა,


და ჰრქუა მათ: ოდეს შეხჳდეთ შვინებად ებრაელთა მათ და შობასა იყვნენ, უკუეთუ წული იყოს, მოკალთ იგი, და უკუეთუ ქალი იყოს, განარინეთ იგი.


შეეშინა ღმრთისა ყრმისა აღმქუმელთა მათ და არა ყვეს, ვითარ-იგი უბრძანა მათ მეფემან ეგჳპტელთამან და აცხოვნებდეს წულსა.


მოუწოდა მეფემან ეგჳპტელთამან ყრმისა აღმქუმელთა მათ და ჰრქუა: რასათჳს ჰყავთ საქმე ესე და აცხოვნებდით ყოველსა წულსა?


ჰრქუეს ყრმისა აღმქმელთა მათ ფარაოს: არა ვითარცა დედანი ეგჳპტისანი არიან ებრაელთა დედანი, რამეთუ შვიან ვიდრე შესლვადმდე ყრმისა აღმქმელთა და შობდეს იგინი.


კეთილსა უყოფდა ღმერთი ყრმისა აღმქმელთა მათ და განმრავლდა ერი იგი და განძლიერდებოდა ფრიად,


რამეთუ ეშინოდა ღმრთისა ყრმისა აღმქმელთა მათ, და იშენეს თავისა მათისა სახლებ.


უბრძანა ფარაო ყოველსა ერსა თჳსსა და ჰრქუა: ყოველი წული, რომელი შვიან ებრაელთა, მდინარესა შთასთხევდით და ყოველსა ქალსა აცხოვნებდით.