TITUS
Author: Bes. 
Besiḳi
(Besarion Gabašvili)

Text: Txz. 
Works

On the basis of the edition
Besiḳi [Besarion Gabašvili].
Gamocema kartul siṭq̇vaḳazmul mc̣erlobis sazogadoebisa
S.R. Gorgaʒis redakciit,
Tbilisi 1912
(Kartuli ḳazmulsiṭq̇vierebis biblioteḳa, 1)

electronically prepared by Jost Gippert,
Frankfurt a/M, 31.12.1998;
TITUS version by Jost Gippert,
Frankfurt a/M, 1.1.1999 / 27.12.1999 / 1.6.2000 / 31.12.2002 / 22.3.2007





Page: (2) 


Part: 1  
I

სატრფიალო ლექსები




Page: (3) 


Text: Sevdis_baghs  
სევდის ბაღს *



Strophe: 1  
Verse: 1     სევდის ბაღს შეველ შენაღონები:
Verse: 2     
მოკრეფად1 მსურდა ვარდის კონები.
Verse: 3     
ვარდმან შემრისხა თავ-მომწონები,
Verse: 4     
ისარი მყორცა დასამონები,
Verse: 5     
სრულად მიმიღო ყოვლი ღონები;
Verse: 6     
მითხრა: "იფიქრე გულს-ნაქონები;
Verse: 7     
მისთვის იქმნები2 დასაყოვნები!"
Verse: 8     
ვერ მივხვდი მახვილ-განაწონები3 ;
Verse: 9     
მისთვის შევიქმენ ცრემლთა ფონები!4


Page: (4) 

Strophe: 2  
Verse: 1     
იასა ვჰკითხე, - მუნ იდგა ნაზი:
Verse: 2     
"ვარდსა რა ვუქმენ2 კართა სარაზი?
Verse: 3     
"ამაყად მწყრალი ვნახე ლამაზი!"
Verse: 4     
მანცა გამაგდო: "გარეგან - გაზი,
Verse: 5     
"შენგან გვაჩნია გულებსა3 ხაზი!
Verse: 6     
"სიხარულიდამ დაბლა კერძ დაზი!
Verse: 7     
"შენს გულსა ჰკითხე, მიაპყარ გაზი!
Verse: 8     
"შენის გონებით4 იქნები რაზი:
Verse: 9     
"ჩვენ დაგვთმეო და სხვას ემონები!"

Strophe: 3  
Verse: 1     
რა ია გამიწყრა, ნარგიზს1 მივმართე,
Verse: 2     
სისხლის ცრემლითა სიტყვანი დავრთე;
Verse: 3     
ვეუბნებოდი: "შენ წარმიმართე2
Verse: 4     
იწროს3 გზის პოვნად! გზები გაქვს ფართე!
Verse: 5     
ჩემსა ნუგეშსა ხელი შემართე:
Verse: 6     
ვარდს მამუდარე, ალერსი ჩართე.
Verse: 7     
შავ-გულსა ლხინი შენ მოუსართე.
Verse: 8     
შემომითვალოს4, რა უკუღმართე?
Verse: 9     
რად მომიგონა4 მოუგონები?"

Strophe: 4  
Verse: 1     
ნარგიზი1 ვნახე შებრალებითა,
Verse: 2     
ცრემლსა სცვარვიდა მორიდებითა;
Verse: 3     
მითხრა: "ყარიბო!" მონაზებითა:
Verse: 4     
"ვარდი მით არის გულ-დაკლებითა,
Verse: 5     
"რომ შენი იყო2 თავ-დადებითა, --


Page: (5) 

Verse: 6     
"შენ რისთვის დაჰსთმე სხვისა4 ხლებითა?
Verse: 7     
"თავი მოსწონდა4, ჰყვანდი ნებითა; -
Verse: 8     
"რად გიკვირს, გასწყრეს4 ცეცხლ-მოდებითა?
Verse: 9     
"ნაცვალი მოგხვდა დანახსოვნები!"

Strophe: 5  
Verse: 1     
დავბრუნდი ყოვლგნით შეუბრალები;
Verse: 2     
ბაღის კარს დავჯექ1 შენაძალები,
Verse: 3     
ცრემლით აღმევსნეს2 მწირნი თვალები;
Verse: 4     
ვიყავ ბედისა დამაბრალები.
Verse: 5     
ვინცა მნახვიდენ4 დამაშვრალები,
Verse: 6     
შეიქმნებოდენ4 ჭირ-ნაკრძალები.
Verse: 7     
მეც მომხვდა სოფლის მკვლელი4 ბრჭალები!
Verse: 8     
ბესიკი3 სიკვდილს არ ვემალები,
Verse: 9     
თავი მაქვს მისთვის შენაწონები!


Page: (6) 


Next part



This text is part of the TITUS edition of Besiki, Txzulebani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.