TITUS
Author: Rust. 
Šota Rustaveli
Text: Vepx. 
Vepxisṭq̇aosani

The Old Georgian Poem
on The Knight in The Panther's Skin



On the basis of the editions by
Aḳaḳi Šaniʒe (S),
Tbilisi 1975
and
A. Baramiʒe / . Ḳeḳeliʒe / A. Šaniʒe (K),
Tbilisi 1957
edited by Jost Gippert and Vaxṭang Imnaišvili,
Frankfurt a/M, 31.1.1996;
TITUS version by Jost Gippert,
Frankfurt a/M, 5.11.1997 / 13.10.1998 / 1.9.1999 / 27.12.1999 / 1.6.2000 / 10.6.2001 / 21.3.2007





Chapter: 1 
დასაწყისი







Strophe: S1/K1 
Verse: a       რომელმან შექმნა სამყარო   ძალითა მით ძლიერითა,
Verse: b       ზეგარდმოთ არსნი სულითა   ყვნა ზეცით მონაბერითა,
Verse: c       ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა,   გვაქვს უთვალავი* ფერითა,
Verse: d    და   მისგან არს ყოვლი ხელმწიფე   სახითა მის მიერითა.






Strophe: S2/K2 
Verse: a       ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ   სახე ყოვლისა ტანისა,
Verse: b       შენ დამიფარე, ძლევა მეც   დათრგუნვად მე სატანისა,
Verse: c       მომეც მიჯნურთა სურვილი,   სიკვდიდმდე გასატანისა,
Verse: d    და   ცოდვათა შესუბუქება,   მუნ თანა წასატანისა.






Strophe: S3/K3 
Verse: a       ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება   შუბისა, ფარ-შიმშერისა,
Verse: b       - მეფისა მზის თამარისა,   ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, -
Verse: c       მას, არა ვიცი, შევჰკადრო   შესხმა ხოტბისა, შე-, რისა,
Verse: d    და   მისთა მჭვრეტელთა ყანდისა   მირთმა ხამს მართ, მი-, შერისა.






Strophe: S4/K4 
Verse: a       თამარს ვაქებდეთ მეფესა   სისხლისა ცრემლ-დათხეული,
Verse: b       ვთქვენი ქებანი ვისნი მე   არ-ავად გამორჩეული.
Verse: c       მელნად ვიხმარე გიშრის ტბა   და კალმად მე ნა რხეული,
Verse: d    და   ვინცა ისმინოს, დაესვას   ლახვარი გულსა ხეული.






Strophe: S5/K5 
Verse: a       მიბრძანეს მათად საქებრად   თქმა ლექსებისა ტკბილისა,
Verse: b       ქება წარბთა და წამწამთა,   თმათა და ბაგე-კბილისა,
Verse: c       ბროლ-ბადახშისა თლილისა,   მის მიჯრით მიწყობილისა.
Verse: d    და   გასტეხს ქვასაცა მაგარსა   გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.






Strophe: S6/K6 
Verse: a       აწ ენა მინდა გამოთქმად,   გული და ხელოვანება, -
Verse: b       ძალი მომეც და შეწევნა   შენგნით მაქვს, მივსცე გონება;
Verse: c       მით შევეწივნეთ ტარიელს,   ტურფადცა უნდა ხსენება,
Verse: d    და   მათ სამთა გმირთა მნათობთა   სჭირს ერთმანერთის მონება.






Strophe: S7/K7 
Verse: a       მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის   ცრემლი გვდის შეუშრობილი;
Verse: b       მისებრი მართ დაბადებით   ვინმცა ყოფილა შობილი!
Verse: c       დავჯე, რუსთველმან გავლექსე,   მისთვის გულს ლახვარ-სობილი,
Verse: d    და   აქამდის ამბვად ნათქვამი,   აწ მარგალიტი წყობილი.






Strophe: S8/K8 
Verse: a       მე, რუსთველი ხელობითა,   ვიქმ საქმესა ამა დარი:
Verse: b       ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა,   მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;
Verse: c       დავუძლურდი, მიჯნურთათვის   კვლა წამალი არსით არი,
Verse: d    და   ანუ მომცეს განკურნება,   ანუ მიწა მე სამარი.






Strophe: S9/K9 
Verse: a       ესე ამბავი სპარსული,   ქართულად ნათარგმანები,
Verse: b       ვით მარგალიტი ობოლი,   ხელით-ხელ საგოგმანები,
Verse: c       ვპოვე და ლექსად გარდავთქვი,   საქმე ვქმენ საჭოჭმანები,
Verse: d    და   ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს*   ლაღმან და ლამაზმან ნები.






Strophe: S10/K10 
Verse: a       თვალთა, მისგან უნათლოთა,   ენატრამცა ახლად ჩენა;
Verse: b       აჰა, გული გამიჯნურდა,   მიჰხვდომია ველთა რბენა!
Verse: c       მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმარის,   მისცეს სულთა ლხენა.
Verse: d    და   სამთა ფერთა საქებელთა   ლამის ლექსთა უნდა ვლენა.






Strophe: S11/K11 
Verse: a       რაცა ვის რა ბედმან მისცეს,   დასჯერდეს და მას უბნობდეს:
Verse: b       მუშა მიწყივ მუშაკობდეს,   მეომარი გულოვნობდეს;
Verse: c       კვლა მიჯნურსა მიჯნურობა   უყვარდეს და გამოსცნობდეს,
Verse: d    და   არცა ვისგან დაიწუნოს,   არცა სხვასა უწუნობდეს.






Strophe: S12/K12 
Verse: a       შაირობა პირველადვე   სიბრძნისაა ერთი დარგი,
Verse: b       - საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი,   მსმენელთათვის დიდი მარგი,
Verse: c       კვლა აქაცა ეამების,   ვინცა ისმენს კაცი ვარგი;
Verse: d    და   გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის,   შაირია ამად კარგი.






Strophe: S13/K13 
Verse: a       ვითა ცხენსა შარა გრძელი და   გამოსცდის დიდი რბევა,
Verse: b       მობურთალსა - მოედანი,   მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,
Verse: c       მართ აგრევე მელექსესა -   საუბართა ტკბილთა ფრქვევა.
Verse: d    და   რა მისჭირდეს საუბარი   და დაუწყოს ლექსმან ლევა,






Strophe: S14/K14 
Verse: a       მაშინღა ნახეთ მელექსე   და მისი მოშაირობა,
Verse: b       რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა,   დაუწყოს ლექსმან ძვირობა,
Verse: c       არ შეამოკლოს ქართული,   არა ქმნას სიტყვა-მცირობა,
Verse: d    და   ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა,   იხმაროს დიდი გმირობა.






Strophe: S15/K15 
Verse: a       მოშაირე არა ჰქვიან,   თუ ვინმე თქვას ერთი, ორი;
Verse: b       თავი ყოლა ნუ ჰგონია   მელექსეთა კარგთა სწორი;
Verse: c       განაღა თქვას ერთი, ორი,   უმსგავსო და შორი-შორი,
Verse: d    და   მაგრა იტყვის: " ჩემი სჯობსო",   უცილობლობს ვითა ჯორი.






Strophe: S16/K16 
Verse: a       მეორე ლექსი ცოტაი,   ნაწილი მოშაირეთა,
Verse: b       არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა,   გულისა გასაგმირეთა,
Verse: c       ვამსგავსე მშვილდი ბედითი   ყმაწვილთა მონადირეთა:
Verse: d    და   დიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს   ხოცა ნადირთა მცირეთა.






Strophe: S17/K17 
Verse: a       მესამე ლექსი კარგი არს   სანადიმოდ, სამღერელად,
Verse: b       სააშიკოდ, სალაღობოდ,   ამხანაგთა სათრეველად;
Verse: c       ჩვენ მათიცა გვეამების,   რაცა ოდენ თქვან ნათელად.
Verse: d    და   მოშაირე არა ჰქვიან,   ვერას იტყვის ვინცა გრძელად.






Strophe: S18/K18 
Verse: a       ხამს, მელექსე ნაჭირვებსა   მისსა ცუდად არ აბრკმობდეს,
Verse: b       ერთი უჩნდეს სამიჯნურო,   ერთსა ვისმე აშიკობდეს,
Verse: c       ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს,   მას აქებდეს, მას ამკობდეს,
Verse: d    და   მისგან კიდე ნურა უნდა,   მისთვის ენა მუსიკობდეს.






Strophe: S19/K19 
Verse: a       ჩემი აწ ცანით ყოველმან,   მას ვაქებ, ვინცა მიქია;
Verse: b       ესე მიჩს დიდად სახელად,   არ თავი გამიქიქია!
Verse: c       იგია ჩემი სიცოცხლე,   უწყალო ვითა ჯიქია;
Verse: d    და   მისი სახელი შეფარვით   ქვემორე მითქვამს, მიქია.






Strophe: S20/K20 
Verse: a       ვთქვა მიჯნურობა პირველი   და ტომი გვართა ზენათა,
Verse: b       ძნელად სათქმელი, საჭირო   გამოსაგები ენათა;
Verse: c       იგია საქმე საზეო,   მომცემი აღმაფრენათა;
Verse: d    და   ვინცა ეცდების, თმობამცა   ჰქონდა მრავალთა წყენათა.






Strophe: S21/K21 
Verse: a       მას ერთსა მიჯნურობასა   ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,
Verse: b       ენა დაშვრების, მსმენლისა   ყურნიცა დავალდებიან;
Verse: c       ვთქვნე ხელობანი ქვენანი,   რომელნი ხორცთა ჰხვდებიან;
Verse: d    და   მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენ   არ სიძვენ, შორით ბნდებიან.






Strophe: S22/K22 
Verse: a       მიჯნური შმაგსა გვიქვიან   არაბულითა ენითა,
Verse: b       მით რომე შმაგობს მისისა   ვერ-მიხვდომისა წყენითა;
Verse: c       ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე,   დაშვრების აღმაფრენითა,
Verse: d    და   კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება   კეკლუცთა ზედა ფრფენითა.






Strophe: S23/K23 
Verse: a       მიჯნურსა თვალად სიტურფე   ჰმართებს მართ ვითა მზეობა,
Verse: b       სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე,   სიყმე და მოცალეობა,
Verse: c       ენა, გონება, დათმობა,   მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.
Verse: d    და   ვისცა ეს სრულად არა სჭირს,   აკლია მიჯნურთ ზნეობა.






Strophe: S24/K24 
Verse: a       მიჯნურობა არის ტურფა,   საცოდნელად ძნელი გვარი;
Verse: b       მიჯნურობა სხვა რამეა,   არ სიძვისა დასადარი:
Verse: c       იგი სხვაა, სიძვა სხვაა,   შუა უზის დიდი ზღვარი,
Verse: d    და   ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა,   გესმას* ჩემი ნაუბარი!






Strophe: S25/K25 
Verse: a       ხამს მიჯნური ხანიერი,   არ მეძავი, ბილწი, მრუში,
Verse: b       რა მოჰშორდეს მოყვარესა,   გაამრავლოს სულთქმა, უში,
Verse: c       გული ერთსა დააჯეროს,   კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში;
Verse: d    და   მძულს უგულო სიყვარული,   ხვევნა, კოცნა, მტლაში-მტლუში.






Strophe: K26 
Verse: a       მას ცოცხალი ნუ ელევის,   რაცა პირველ შეუყვარდეს,
Verse: b       ნუცა ლხინსა აუზვავდეს,   ნუცა ჭირსა შეუზარდეს:
Verse: c       მისთვის დათმოს ყველაკაი,   მისთვის ველთა გამოვარდეს,
Verse: d    და   ნურა გაჰვა, სოფელიცა   მისი კერძი გარდაქარდეს






Strophe: S26/K27 
Verse: a       ამა საქმესა მიჯნური   ნუ უხმობს მიჯნურობასა:
Verse: b       დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა,   სთმობდეს გაყრისა თმობასა;
Verse: c       ესე მღერასა ბედითსა ჰგავს,   ვაჟთა ყმაწვილობასა.
Verse: d    და   კარგი მიჯნური იგია,   ვინ იქმს სოფლისა თმობასა.






Strophe: S27/K28 
Verse: a       არს პირველი მიჯნურობა   არ-დაჩენა ჭირთა, მალვა,
Verse: b       თავის-წინა იგონებდეს,   ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა,
Verse: c       შორით ბნედა, შორით კვდომა,   შორით დაგვა, შორით ალვა,
Verse: d    და   დათმოს* წყრომა მოყვრისაგან,   მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.






Strophe: S28/K29 
Verse: a       ხამს, თავისსა ხვაშიადსა   არვისთანა ამჟღავნებდეს,
Verse: b       არ ბედითად "ჰაჲ-ჰაჲ"-ს ზმიდეს,   მოყვარესა აყივნებდეს,
Verse: c       არსით აჩნდეს მიჯნურობა,   არასადა იფერებდეს,
Verse: d    და   მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს,   მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.






Strophe: S29/K30 
Verse: a       მას უშმაგო ვით მიენდოს,   ვინ მოყვარე გაამჩივნოს?
Verse: b       ამის მეტი რამცა ირგო:   მას ავნოს და თვითცა ივნოს.
Verse: c       რათამე-ღა ასახელოს,   რა სიტყვითა მოაყივნოს?
Verse: d    და   რა ჰგავა*, თუ მოყვარესა   კაცმან გული არ ატკივნოს*!






Strophe: S30/K31 
Verse: a       მიკვირს, კაცი რად იფერებს   საყვარლისა სიყვარულსა:
Verse: b       ვინცა უყვარს, რად აყივნებს   მისთვის მკვდარი მისთვის წყლულსა?
Verse: c       თუ არ უყვარს, რად არა სძულს?   რად აყივნებს, რაც არ სძულსა?!
Verse: d    და   ავსა კაცსა ავი სიტყვა   ურჩევნია სულსა, გულსა.






Strophe: S31/K32 
Verse: a       თუ მოყვარე მოყვრისათვის   ტირს, ტირილსა ემართლების;
Verse: b       სიარული, მარტოობა   ჰშვენის, გაჭრად დაეთვლების.
Verse: c       იგონებდეს, მისგან კიდე   ნურად ოდეს მოეცლების,
Verse: d    და   არ დააჩნდეს მიჯნურობა,   სჯობს, თუ კაცთა ეახლების.




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.