TITUS
Amirandarejaniani
Part No. 2
Previous part

Chapter: 2 
Page: 290 
Line: 11 
კარი მეორე
Line: 12 
ბადრი იამანის ძისა ამბავი


Line: 13       ისმენდი, მეფეთ-მეფეო, ცხოვნდი უკუნისამდე! ადიდნეს ღმერთმან
Line: 14    
მოყვარენი თქვენნი და არცხვინნეს ორ-გულთა თქვენთა!

Line: 15       
ნადირობასა ვიყვენით. ავაზასა ქურციკი შეეპყრა. ამირან დარეჯანის
Line: 16    
ძე ზედა მოდგომილიყო და ხედვიდა. ოდეს შევხედენით,
Line: 17    
კაცი ვინ-მე მოვიდოდა, შავსა ტაიჭსა ზედა ჯდა, შავითა მოსილი
Line: 18    
იყო, პირი შავად-ვე შეეღება და ჴელი მარჯვენა შავად-ვე ჰქონდა.
Line: 19    
გარდაჴდა და თაყვანი-გვცა მან კაცმან. შეხედნა ამირან დარეჯანის
Line: 20    
ძემან, შეეწყალა და თქვა: ვაგლახ, იმას კაცსა რა სჭირს-ო. ჰკითხა:
Line: 21    
ვინ ხარ, ანუ რაჲსა ჭირისა უფალი ხარ-ო?

Line: 22       
მან მოაჴსენა. ამბავი ჩემი გრძელი-ა, ინადირე, განისვენე და
Line: 23    
მერმე მოგაჴსენო.

Line: 24       
ისწრაფა ამირან დარეჯანის ძემან და წავედით შინა. ვითა პური
Line: 25    
ვჭამეთ, გაიყარა დარბაზობა და უჴმო მას კაცსა. აწვია, დასვა ქვე
Line: 26    
და ჰკითხა: რა გჭირს, ანუ რად შემოსილ-ხარ შავითა-ო?

Line: 27       
ატირდა კაცი იგი და თქვა: პატრონისათვის-ო. უბრძანა: მოკვდა-ო?
Line: 28    
მოაჴსენა: არა, ფათერაკი წაეკიდა-ო. უბრძანა: გვითხარ მისი
Line: 29    
ამბავი-ო!

Line: 30       
გვითხრობდა კაცი იგი: პატრონი ჩემი იყო ბადრი იამანის ძე,
Line: 31    
ჭაბუკი გამორჩეული. ნაქმართა მისთა მოთლვა ყოლე არა ეგების,
Line: 32    
ამით რომელ გაგრძელდების და საწყინოდ გაჴდების, ცოტა რა-მე
Line: 33    
მოგაჴსენო: ოდეს მოიწიფა, ვერ-სადა ვინ შეება. სადა-ცა სახელოვანი
Line: 34    
ჭაბუკი ითქმოდის, წავიდის, შეების და აჯობის, რომელ ვერა-ვინ
Page: 291  Line: 1    
გაუსწორის ომი. და ვერა პოვა სწორი თვისი. შეჭირვებად ჯდა.
Line: 2    
არ-ცა ინადირებდა და არ-ცა ასპარეზობდა. უმძიმდა ყოველსა ქალაქსა
Line: 3    
და იტყოდეს: ნეტარ რა წაჰკიდებია ბადრი იამანის ძესა, რომელ
Line: 4    
ასრე შეჭირვებით არის?

Line: 5       
მე მესაწოლე ვიყავ და კარსა ზედა ვჯედ საწოლისასა. მო-ვინმე-ვიდა
Line: 6    
ბერი კაცი არაბი და ეგრე მითხრა: რას შეიჭირვებს
Line: 7    
ბადრი იამანის ძე-ო? მე უთხარ მიზეზი და მან მითხრა: მაგისთვის
Line: 8    
ნუ შეიჭირვებს, ეგეთი ღონე ვასწავლო, რომელ დღე დაბადებისა
Line: 9    
მან-ცა დასწყიოს და, ვინ-ცა მასთან დახვდეს, მან-ცა-ო.

Line: 10       
შევედ და მოვაჴსენე ბადრი იამანის ძესა. გაეხარნეს, ზე წამოჯდა
Line: 11    
და მიბრძანა: მომგვარე იგი კაცი-ო. გამოვედ და შევიყვანე
Line: 12    
იგი კაცი. უბრძანა: მითხრობ ჩემისა დამართებითსა კაცსა-ო? მან
Line: 13    
მოაჴსენა: გითხრობ-ო. უბრძანა: ვინ არის-ო? მან მოაჴსენა: ზღვათა
Line: 14    
მეფისა ასულისა გამოყვანებად წაედ და მუნ მოგხვდებიან ჭაბუკნი
Line: 15    
არა ერთნი და ორნი, განა მრავალნი და დიდად მარცხეთ საბრძოლველნი.
Line: 16    
გზა არის ესეთი, რომელ ყოლა არ ეგების მას გზასა
Line: 17    
შესლვა. უბრძანა ბადრი იამანის ძემან: მაშ, ვინ იცის იგი გზა-ო? მან
Line: 18    
მოაჴსენა: ცოტასა ხანსა მე ვიცი-ო. მიბრძანა გამოღება შესამოსლისა
Line: 19    
და შემოსა კაცი იგი. უბრძანა ყმასა მისსა ინდოსა ჭაბუკსა,
Line: 20    
მას ლომსა, და უთხრა ყოველი. თავმან თქვენმან, მეორესა-ვე დღესა
Line: 21    
წავედით და იგი ბერი კაცი არაბი წინ წავიძღვანეთ. თხუთმეტისა
Line: 22    
დღისა სავალი ვლეთ. ზედა წარგვაყენნა ქედსა და ჩაღმა გვიჩვენა
Line: 23    
და თქვა: აღარ წამოვალ, თქვენ ამასა მინდორსა დაჰმართეთ და
Line: 24    
თვით მოგხვდების, რასა-ცა ეძებთ. მე აქა თხუთმეტ დღე მოგელით
Line: 25    
და, თუ თქვენ არ მოხვალთ, წავალ-ო.

Line: 26       
ინდომან ჭაბუკმან უთხრა: ზენა-არმან ღმრთისამან და მზემან
Line: 27    
პატრონისა ჩემისამან, თუ-მცა ღმრთისაგან არ მეშინოდა, თავსა
Line: 28    
მოგკვეთდი. ესე კაცი ჴელმწიფე მოაცთუნვე და გზასა ზედა დააგდე?

Line: 29       
მან ცურცლვა რას-მე დაიწყო.

Line: 30       
მაშინ გაიცინა იამანის ძემან და ეგრე უთხრა: ნუ სწყრები, ინდოვ.
Line: 31    
ჩემსა მზესა, ჭაბუკობა გვინდა და აწ გამოვჩნდებით რაძი ჭაბუკნი
Line: 32    
ვიყვნეთ-ო.

Line: 33       
მაშინ დადგა არაბი და წავედით ჩვენ და ვლეთ დიდი ხანი. კარავი
Line: 34    
იყო ერთი მარტო და კარსა ზედან ერთი ცხენი ება. მოაჴსენა
Line: 35    
ინდომან ჭაბუკმან: ვნახო, ისი კარავი ვისი არის-ო? უბრძანა: წაედ,
Line: 36    
ნახე-ო. წავიდა ინდო ჭაბუკი. ოდეს კარსა შეადგა, მწითური ვინ-მე
Line: 37    
ჭაბუკი იყო, ჰკითხა: ვინ ხარ-ო? აგინა გამოღმართ და უთხრა: ვიცი,
Line: 38    
მას არაბსა მოუცთუნვებიხართ, რომელსა სხვანი-ცა მრავალნი
Line: 39    
მოუცთუნვებიან და დაუჴოციან. ინდომან ჭაბუკმან ეგრე უთხრა:
Page: 292  Line: 1    
გინება დიაცური არის. თუ ჭაბუკი ხარ, გამოედ და შემაქციე-ო. მწითურმან
Line: 2    
ჭაბუკმან ეგრე უთხრა: უკუ-დეგ კარისაგან-ო! უკუ-დგა ინდო
Line: 3    
და გამოვიდა მწითური ჭაბუკი შეჭურვილი. ცხენი შემოუტევა
Line: 4    
და ჴრმალი გარდაჰკრა. მერმე ჴელი მიჰყო ინდომან ჭაბუკმან,
Line: 5    
ცხენისაგან მოჰჴადა და ჩვენთან მოიყვანა; გვითხრა: ესე ჭყირტად
Line: 6    
მეუბნებოდა და თქვენ გაიკითხეთ-ო. მან მწითურმან კაცმან თაყვანი-სცა
Line: 7    
და ეგრე მოაჴსენა: ვაშად მოხვედ, ნოსარ ნისრელო, უწინა-რე
Line: 8    
მოგელოდით-ო. ინდომან ჭაბუკმან ეგრე ჰრქვა: არა ნოსარ არს,
Line: 9    
ძმაო, ბადრი იამანის ძე არის-ო.

Line: 10       
წავედით და თანა წავიტანეთ მწითური ჭაბუკი. ვლეთ დიდი ხანი.
Line: 11    
ორნი კარავნი დგეს. ერთი დიდი და ერთი ცოტა და ცხენი ება
Line: 12    
დიდი და შავი. ოდეს კარსა შევდეგით, კაცი ვინ-მე ძილად წვა და ორნი
Line: 13    
მონანი ჴრმალ-მოწვდილნი -- ერთი თავით და ერთი ფერჴით უდგეს.
Line: 14    
შეჰყივლა ინდომან ჭაბუკმან: ვინ ხართ-ო? მათ მონათა პირსა
Line: 15    
ჴელი დაიდვეს და მდაბლად ეგრე ჰრქვეს. წაედით, ვირე მშვიდობით
Line: 16    
ხართ-ო. ბადრი იამანის ძემან ეგრე ჰრქვა. გააღვიძეთ! ეგე კაცი
Line: 17    
ვინ არის-ო? მათ ეგრე ჰრქვეს: მოედ და თვით გააღვიძე-ო. გარდაჴდა
Line: 18    
ინდო ჭაბუკი და შევიდა. მოეგებნეს იგი მონანი წინა და თითო
Line: 19    
ჴრმალი ჰკრეს. მან ერთითა ჴელითა ერთსა მოზიდა და ერთითა
Line: 20    
ერთსა და ქვეყანასა დაჰკრნა და ეგრე არქვა: ზენა-არმან ღმრთისამან,
Line: 21    
ვითა მე თქვენ მოგერივე, ეგრე-ვე ჩემი პატრონი თქვენსა
Line: 22    
პატრონსა მოერევის-ო. ესე იყო ჩვეულება მის მძინარისა ჭაბუკისა:
Line: 23    
ვირე არ შეარყივიან, არ გაიღვიძებდა. ყივილითა მივიდა და
Line: 24    
მოზიდნა ინდომან და გააღვიძა. მან კაცმან თვალნი ამართნა სისხლიანნი,
Line: 25    
რომელ საზაროდ კმა იყო. გაიღვიძა და ეგრე თქვა. ვიცი,
Line: 26    
მას ბერსა გლახ არაბსა მისებრივ უცთუნებია-ო, და ჩვენ შემოგვყივლა:
Line: 27    
წადით ვირე მშვიდობით ხართ-ო! ბადრი იამანის ძემან არქვა:
Line: 28    
მაგა სიტყვითა ჩვენი შექცევა არა ეგების, მოედ და ჴრმლითა
Line: 29    
შეგვაქცივენ-ო. ეგრე გვარქვა: ზე უკუ-დეგით-ო. უკუ-ვდეგით ჩვენ

Line: 30       
გამოვიდა შეჭურვილი იგი კაცი და, თავმან თქვენმან, საზაროდ
Line: 31    
კმა იყო. ინდო ჭაბუკი ლამოდა შებმასა. ბადრი იამანის ძემან ეგრე
Line: 32    
თქვა: არა, ძმაო, აწ ჩემდა არის-ო. ნავარდი შემოუვლეს ერთმან-ერთსა
Line: 33    
და შეიბნეს. და შემოუტივა მან კაცმან და რუბანი შემოალეწნა.
Line: 34    
ჴელი მიჰყო ბადრი იამანის ძემან, მოჰჴადა უნაგირისაგან და ქვეყანასა
Line: 35    
დაჰკრა. ადგა კაცი იგი და მოაჴსენა: ცხოვნდი უკუნისამდე
Line: 36    
ნოსარ ნისრელო! ღმერთო, კარგი კაცი მოხვედ-ო. და გაგვიკვირდა
Line: 37    
ჩვენ და ვთქვით: ვინ არის ნოსარ ნისრელი, რომელ ესე კაცნი ესრე
Line: 38    
შეუშინებიან? მწითურმან ჭაბუკმან მოაჴსენა: წიგნი მოეწერა
Line: 39    
ზღვათა მეფესა თანა ნოსარს, ვითა. მე მოვალ და ასულსა შენსა
Page: 293  Line: 1    
შევირთავ და ნუ გაათხოვებ, თუ თავისა შენისა მშვიდობა გინდა-ო.
Line: 2    
მას მოველოდით და აწ შენ ისი გვეგონე.

Line: 3       
წავედით მუნით და იგი მწითური ჭაბუკი თანა წავიტანეთ და იგი
Line: 4    
ერთი მუნ-ვე დავაგდეთ. მწითურმან ჭაბუკმან ჰრქვა ბადრი იამანის
Line: 5    
ძესა: მო-რასმე-გაჴსენებ და ნუ გამიწყრები-ო. უბრძანა: თქვი-ო.
Line: 6    
მოაჴსენა: შეიწყალე სიჭაბუკე შენი, ნუ გივის მამა-შენი მჭმუნვარედ
Line: 7    
და შეიქეც გარე. არა ეგების კაცისაგან შესლვა, სადა შენ დაგიმართებია,
Line: 8    
და, თუ კაცისა ჯობნასა ზედა ხარ, ისი ჩემგან დიდად
Line: 9    
უარესი არის-ო. უბრძანა ბადრი იამანის ძემან: მწითურო ჭაბუკო,
Line: 10    
ეგზომ-ცა მასმია ეგე გვარი სიტყვა შენგან-ო?

Line: 11       
წავედით და ვიარეთ დიდი ხანი. ჰკითხეს მას მწითურსა ჭაბუკსა:
Line: 12    
რა არს აქა წინა-ო? მან მოაჴსენა: აქა წინა ლაშქარნი დგანან
Line: 13    
შავისა ჭაბუკისანი მეტად დიდნი და თვით მარტო თორმეტითა კარვითა
Line: 14    
დგას შორს ღმერთმან თქვენი მტერი დააპყრას მას ყოფასა,
Line: 15    
მაგრა ლაშქარნი მისნი არას გვითხრობენ-ო.

Line: 16       
ვლეთ დიდი ხანი. მინდორი იყო სრულიად გარდავსებული ლაშქრითა.
Line: 17    
ჩვენ ლაშქარნი გავიარენით. ზოგნი იმღერდეს და ზოგნი
Line: 18    
სმად სხდეს. ვითა გვნახნეს, ეგრე თქვეს: მოვიდა ნოსარ ნისრელი-ო.
Line: 19    
და თქვა ბადრი იამანის ძემან: ნოსარ ნისრელი, ღმერთო, კარგი და
Line: 20    
სახელოვანი კაცი არის-ო.

Line: 21       
ვიარეთ სამხრამდინ. ყოველნი ლაშქარნი გავიარენით და ყოველნი
Line: 22    
ქებას შეასხმიდეს შავსა ჭაბუკსა. გავიარენით იგი ლაშქარნი
Line: 23    
და შორს, მილიონსა ერთსა, კარავი დგა დიდი და თორმეტნი
Line: 24    
სხვანი კარავნი დგეს. რა გვნახნეს მიმავალნი, მივიდეს და მოაჴსენეს
Line: 25    
შავსა ჭაბუკსა: მოვლენ კაცნი ვინ-მე ჭაბუკნი-ო.

Line: 26       
გამოიხედა და ეგრე თქვა: ნახეთ, იგი ვის-მე ბედშავი ჭაბუკი
Line: 27    
შეუპყრია და თან მოჰყავს-ო. აუხარა ჴელი და ჰკითხა: ნოსარ არის
Line: 28    
ნისრელი-ო? მათ ეგრე არქვეს. ბადრი იამანის ძეა-ო. გამოგვეგება წინა.
Line: 29    
მოვიკითხეთ და მან ჩვენ მოგვიკითხნა. დაგვიდგეს კარავი დიდი.
Line: 30    
გვეამხანაგა და მუნ მოვიდა შავი ჭაბუკი. ესე იყო პირველი
Line: 31    
აუგი შავისა ჭაბუკისა, რომელ, რასა-ც კაცსა მოერივის, არ დაარჩენდის
Line: 32    
და ისწრაფდა შუღლსა.

Line: 33       
მას დღესა დიდი პატივი გვცა და დია გამოგვისვენა ღამით კაცი
Line: 34    
გამოეგზავნა და შემოეთვალა: არა ჟამი არის დგომისა და გამოსვენებისა,
Line: 35    
ვიცი. განა წესი არის ჩემი. ხვალე ომი არის შენი და
Line: 36    
ჩემი-ო.

Line: 37       
გაიხარნა ბადრი იამანის ძემან და პასუხი შეუთვალა: მოღმა ვერას
Line: 38    
გეტყოდი, სტუმარი ვიყავ, განა, რადგან თქვენ მიბრძანებთ,
Line: 39    
დია, ღმერთო, წინაშე ვარ-ო.

Page: 294 
Line: 1       
დილასა შეეკაზმა შავი ჭაბუკი. გარდაჯდა მისსა შავსა ცხენსა
Line: 2    
და გამოვიდა. თავმან თქვენმან, თუ-ცა გენახა, მოგეწონებოდა. შეეკაზმა
Line: 3    
ბადრი იამანის ძე და მისსა თეთრსა ტაიჭსა შეჯდა. ორ
Line: 4    
კაცად, თავმან თქვენმან, კმა იყვნეს. შემოუვლეს ნავარდი ერთმან-ერთს
Line: 5    
და შეიბნეს. ჴრმალთა მათთა ჭეხა გვანდა ცისა ჭეხასა. იბრძოლეს
Line: 6    
დიდი ხანი. გარდაალეწეს ოროლი ჴრმალი ერთმან-ერთსა.
Line: 7    
ბოლოსა ჟამსა გაწყრა ბადრი. გაიყვანა ცხენი, შემოიქცა და
Line: 8    
შემოჰკრა ჴრმალი მჴარსა მარჯვენასა და მარცხენასა თეძოსა
Line: 9    
დაასო, ჩამოაგდო და მოკლა. იმა შავისა ჭაბუკისა ლაშქარნი
Line: 10    
მოღმართ გვიჭვრეტდეს. ვითა იგი მკვდარი ნახეს, შემოგვიტევეს
Line: 11    
ცხენი, და შევიბენით. ბადრი იამანის ძისა არა საკვირველი
Line: 12    
იყო, მაგრა თუ-ცა გენახა ინდო ჭაბუკი, მოგეწონებოდა.
Line: 13    
გავაქციენით. მერმე გარდაჴდა ბადრი იამანის ძე და შავისა ჭაბუკისა
Line: 14    
კარავსა შევიდა. მან მწითურმან ჭაბუკმან მოაჴსენა ბადრი იამანის
Line: 15    
ძესა: კურთხეულ არს მცა მარჯვენა შენი რომელ არა არის
Line: 16    
პირსა ყოვლისა ქვეყანისასა ჭაბუკი შენებრი თავმან შენმან. ამის
Line: 17    
შავისა ჭაბუკისა ჴელითა თორმეტი ბუმბერაზი მომკვდარან, დია
Line: 18    
კარგები, და არ გვეგონა, თუ-ცა მისდა ჭაბუკი ჯობნილ-იყო. აწ
Line: 19    
გზა არის ძნელი, განა შენ ვითარი ჭაბუკი ხარ, ყველა ადვილია
Line: 20    
შენგან-ო!

Line: 21       
დავყავით მუნ კვირა ერთი და პყრობილნი გამოუშვენით. მოგვხვდა
Line: 22    
კაცი ვინ-მე, რომელსა ერქვა უსიბ, გამოვიყვანეთ და ეგრე
Line: 23    
ჰრქვა: კურთხეულ-მცა არს მარჯვენა შენი და ჭაბუკობა შენი, რომელ
Line: 24    
აზღვევინე სისხლი ეგზომისა ჭაბუკისა შავსა ჭაბუკსა და მე
Line: 25    
მიჴსენ მისთა ჴელთაგან მე მუქაფა სხვა ვეღა-რა შემიძლია ამისგან
Line: 26    
კიდე, რომელ გზისა, რომლისადა დაგიმართებია, დია გმსახურო.

Line: 27       
უბრძანა ბადრი იამანის ძემან. იცი-ა გზა ყოლე? უსიბ მოაჴსენა:
Line: 28    
ვიცი-ო. გაეხარნეს ბადრი იამანის ძესა გზისა მეცნიერობა და
Line: 29    
დაუდვა იმედი უსიბსა. მაშინ წავედით და თქვა უსიბ: აქა წინა სამისა
Line: 30    
დღისა სავალსა მჴეცთა შინა გვინდა სიარული-ო. ვიარეთ და
Line: 31    
აგვიჩნდა ქვეყანა უკაცური, ჴევნარი და კლდიანი. თქვა უსიბ: აქათგან
Line: 32    
მჴეცთა ქვეყანა არს-ო. გამოჩნდეს ორნი ლომნი. მოვაჴსენე: მე
Line: 33    
მიბრძანე, დავჴოცნე-მეთქი. მიბრძანა: მიედ-ო. მივედ და დავჴოცენ.
Line: 34    
მადლი მიბრძანა და წავედით. რას-ღა მოვთვალვიდე, გამოჩნდა
Line: 35    
მჴეცი ერთი, რომელსა ცხვირსა რქა ედგა დიდი. გვიბრძანა
Line: 36    
ბადრი იამანის ძემან: ამაზედა მე მნახეთ-ო. მოაჴსენა უსიბ: მეფეო,
Line: 37    
ისი არა სათქვენო არის, ინდო ჭაბუკსა უბრძანეთ, იმან და იმან
Line: 38    
გარდაიწყვიდონ-ო.

Page: 295 
Line: 1       
გაიყვანა ცხენი ინდომან ჭაბუკმან და თავმან თქვენმან ვითა კატა,
Line: 2    
[ეგრე] მოკლა.

Line: 3       
თქვა უსიბ: არს, ღმერთო, გზა საჭირო და ძნელი, განა რომელი
Line: 4    
პატრონი ჩვენი არის, და ყმა მისი ინდო, მათთანა ყველა ადვილი
Line: 5    
არის-ო.

Line: 6       
წავედით მუნით და ვლეთ დიდი ხანი. გამოჩნდა მინდორსა შიგან
Line: 7    
მჴეცი პილოს ოდენი და აქვნდა ორგნით-ვე თავი და გამოვიდოდა
Line: 8    
პირისა მისისაგან ცეცხლი, და საზაროდ კმა იყო. მოაჴსენა: მეფეო.
Line: 9    
აჰა ისი, მაგრა საშენო არ-ცა იგი არს-ო. უბრძანა უსიბს. ჩემსა მზესა,
Line: 10    
ჩემსა თეთრსა ტაიჭსა შეჯე და წამობეზღე და ნახო ნაკვეთიანობა
Line: 11    
ჴრმლისა ჩემისა. გაიცინა უსიბ და ეგრე თქვა: თუ-ცა დია მალი
Line: 12    
არის, ყოლე არა შევჯდები-ო. გაჯდა უსიბ თეთრსა ტაიჭსა და
Line: 13    
ეჩვენა მჴეცსა. წაუდგა ბადრი იამანის ძე ჩალათა შიგან. შემოუტევა
Line: 14    
უსიბს მჴეცმან და გაექცა მჴეცსა უსიბ, და ვითა დაესწორა,
Line: 15    
იყივლა: ჟამი არს, მეფეო, მიშველეო გამოვიდა, შეუტევა, დაჰკრა
Line: 16    
ჴრმალი ზურგსა და მიწასა შიგან გამოავლო. იყივლა უსიბ: კურთხეულ-მცა
Line: 17    
არს მარჯვენა შენი! არს, ღმერთო, ძნელი გზა ესე. მაგრა
Line: 18    
გაგვიადვილებს პატრონი ჩვენი-ო.

Line: 19       
წავედით და მუნით ვლეთ ორი დღე. სხვა კაცი ვინ-მე წამოდგა
Line: 20    
ქედსა ზედა, ჩამოგვყივლა: მოდით, მოისწრაფეთ-ო! და ერთი გველი.
Line: 21    
ჴელთა ჰქონდა და ერთი წელთა ერტყა. ჴელთა რომელი ჰქონდა,
Line: 22    
შემოგვტყორცა და წავიდა. ჩვენ წავედით და ვლეთ ცოტა ხანი
Line: 23    
სხვა. მას ქედსა ზედა წავადეგით და ჩავხედენით. ორნი ვეშაპნი
Line: 24    
წვეს დიდნი -- ერთი შავი და ერთი თეთრი. თქვა ბადრი იამანის
Line: 25    
ძემან: შავი, მე და თეთრი თქვენ სამთა-ვე. მაშინ უსიბ მოაჴსენა:
Line: 26    
ჩემი კერძი თქვენდა-ვე მომიჴსენებია-ო. აიხვნა ხიშტნი და შეუტევა.
Line: 27    
ცხენი შავსა ვეშაპსა ბადრი იამანის ძემან და თეთრსა -- ინდომან
Line: 28    
ჭაბუკმან. შავმან ვეშაპმან შეუტევა ბადრი იამანის ძესა ჩასანთქმელად.
Line: 29    
გაგულისდა ბადრი ჰკრნა ხიშტნი პირსა და ერთსა მჴარსა.
Line: 30    
მიწასა შიგან ჩაასვნა. ინდოსა ჭაბუკსა შეუტევა თეთრმან ვეშაპმან და
Line: 31    
ჩანთქა ვირე წელთამდის და გაიქცა. შეხედნა ბადრი იამანის ძემან,
Line: 32    
მიეწივა, ჴრმალი ჰკრა და მოკლა ვეშაპი ეგრე უბრძანა: ძმაო, ასრე-ვე
Line: 33    
შენ მიშველე, რა დამეჭირვოს-ო. მაშინ თქვა [ინდომან ჭაბუკმან]:
Line: 34    
მადლი ღმერთსა, რომელ შენ ეგეთი ჭაბუკი დაგბადა-ო.

Line: 35       
გავიარეთ მჴეცთა ქვეყანა და იყო სამი ათასი დარჩეული აბაში
Line: 36    
მცველი. გზათა დგეს შეკაზმულნი და მიგველოდეს. ვითა გავჩნდით,
Line: 37    
შემოგვიტევეს ცხენი და ღმერთმან ორ-გულთა თქვენთა მისცეს,
Line: 38    
ვითა გავჴადენით და დავჴოცენით წავედით და იყო ზღვისა პირსა
Line: 39    
ქალაქი ერთი ცოტა, შვენიერი. კარგნი კაცნი ქალაქისანი გამოგვეგებნეს
Page: 296  Line: 1    
წინა ძღვენითა და ყოველი ერი ქებასა შეასხმიდეს. დავყავით
Line: 2    
მას ქალაქსა შინა სამი დღე განვისვენეთ და მივედით ზღვისა
Line: 3    
პირსა. თქვა უსიბ: აქა ვითა ვართ, დღე ერთი ნავითა მოვლენ ლაშქარნი,
Line: 4    
რომელ არ-ცა რიცხვი იყოს და არ-ცა შეგება. არს მათთანა
Line: 5    
ერთი კაცი მწითური, დიდი, და ყოველსა ლაშქარსა ზედა თავადი
Line: 6    
არს, და მათ ლაშქართა აბჯარი ჩვენსა გაჰკვეთს და ჩვენი მათ ვერა
Line: 7    
გაჰკვეთს. თუ იგი თავადი კაცი მოვკლათ, ყველა განქარდების,
Line: 8    
თუ არა, სხვა ღონე არა არს-ო.

Line: 9       
ვლეთ ერთი დღე სხვა ვითა თქვა უსიბ მოვიდა ლაშქარი აურაცხელი
Line: 10    
ნავითა. გვესროდეს და შეგვაჭირვებდეს, მაშინ გვიყივლა
Line: 11    
ბადრი იამანის ძემან: ჩაიმალენით ნავსა შიგან-ო! ჩავიმალენით
Line: 12    
ჩვენ. მოვიდა იგი მწითური კაცი და თვით თავადი, ყიოდა: იხვეწენითო!
Line: 13    
რა მოგვეახლა, ახლტა ბადრი იამანის ძე და მისსა ნავსა შიგან
Line: 14    
ჩახლტა, დაჰკრა ჴრმალი მას თავადსა მწითურსა და მოკლა.

Line: 15       
გავიარეთ ზღვა და მივედით მას კუნძულსა, სადა იყო ზღვათა
Line: 16    
მეფისა ქვეყანა. მისი იყო ზღვასა შიგა კუნძულსა ოციათასი სოფელი ვნახეთ
Line: 17    
ქვეყანა, რომელ არა ნახულა კაცისა თვალთაგან ეგეთი.
Line: 18    
მოეწონა ბადრი იამანის ძესა. ვიარეთ სამი დღე და მოაჴსენა
Line: 19    
უსიბ: აქა ტალა გვიჯობს-ო. დამაყენეს მე. თავის ქება არა ჴამს,
Line: 20    
განა არა უბადოდ ვიყავ. დილასა ნახა მეფემან დია კაცი მეჴოცა
Line: 21    
და ცხენი. დამიმადლა.

Line: 22       
ვიარეთ იგი დღე. მიმწუხრდა. თქვა უსიბ: აქა ტალა გვინდა-ო.
Line: 23    
დადგა თვით უსიბ და დიდი ომი გარდაიჴადა. მადლი უბრძანა ბადრი.
Line: 24    
ვლეთ სამი დღე და მოაჴსენა უსიბ: აქა კარგი ტალა გვინდა-ო.
Line: 25    
უბრძანა ინდოსა ჭაბუკსა: ამას ღამე შენდა არის ტალა-ო. დადგა
Line: 26    
ინდო და ორი ეგზომი ლაშქარი მოვიდა და განა-ღა-მცა
Line: 27    
დაეჴოცნა.

Line: 28       
და ვლეთ დღე მეოთხე. ხენი იყვნეს შვენიერნი და წყარო გამოდიოდა
Line: 29    
ძირსა მათსა. მეფემან ბრძანა: ამას ღამე ჩვენი სადგომი
Line: 30    
აქა არის-ო, და დავდეგით. მუნ ღვინოსა ვსვემდით. აივსო ჭიქა ღვინითა
Line: 31    
და უსიბ მოაჴსენა მეფესა: ლომო ლომთაო, ესე ბრძანე და
Line: 32    
ამას ღამე ტალა შენდა არის-ო.

Line: 33       
გამოუღო მეფემან, შესვა და ეგრე უბრძანა: დია თურე საჭირო
Line: 34    
არის! ჩემსა მზესა, გულოვნად დაიძინეთ-ო. ვითა შეღამდა, გაჯდა
Line: 35    
თეთრსა ტაიჭსა და წავიდა. შეხედნა ინდომან ჭაბუკმან და ეგრე
Line: 36    
თქვა: ვის მისსა ამხანაგსა ეშინიან, ფუ იმას-ო! დადგა ტალასა მას
Line: 37    
ღამესა. არ-ცა გვესმა ჴმა და არ-ცა ჟღავილი. ოდეს დილასა ვნახეთ,
Line: 38    
რომელ ჩვენ ყველასა გვეჴოცა, სამი ეგზომი მარტოსა დაეჴოცა.
Line: 39    
უსიბ თქვა: აღარა არის გზა საჭირო, მიწურვილ-ვართ ქალაქსა.

Page: 297 
Line: 1       
ვლეთ სამი დღე სხვა და მივედით ქალაქისა კართა. ვნახეთ ქალაქი
Line: 2    
დიდი და შვენიერი. დავდეგით ქალაქისა კართა. მოეგზავნნეს
Line: 3    
ზღვათა მეფესა კაცნი და შემოეთვალა: ვაშად მოხვედ. ბადრი იამანის
Line: 4    
ძეო, ჭაბუკობა შენი მესმის და მიხარის.

Line: 5       
გამოეცა კარავი და დაგვიდგეს და გამოგზავნა სანუკვარი და
Line: 6    
გავისვენეთ მას დღესა. მეორესა დღესა და მესამესა მოვიდეს მოქალაქენი,
Line: 7    
ნახეს და მოეწონათ პატრონი ჩვენი, რომელ არა იყო სწორი
Line: 8    
მისი სიშვენიერითა და ჭაბუკობითა. გვეგონა, აღარა არის საჭირო
Line: 9    
ჩვენი-ო.

Line: 10       
გამოეგზავნა კაცი ზღვათა მეფესა და შემოეთვალა: შვილო
Line: 11    
ბადრი, დიდი ჭირი გინახავს ზღვათა ზედა, გზათა შიგან და დიდნი
Line: 12    
ომნი გარდაგიჴდიან, რომელ არა-ვის უქმნიან ნაქმარნი ეგეთნი. მე
Line: 13    
სიძე ეგეთი ჭაბუკი მინდა. აწ გაასრულე ჭაბუკობა შენი. კაცნი
Line: 14    
არიან სამნი ჩემნი და შეები. თუ დააჯერნე იგინი, მაშინ-ღა ხარ
Line: 15    
სიძე ჩემი.

Line: 16       
მოაჴსენა პასუხი ბადრი იამანის ძემან: მე ჭაბუკობისა ძებნად
Line: 17    
წამოსრული ვარ სახლით ჩემითა. აწ თუ ათასი-მცა გყავს, ვირე არ
Line: 18    
შევებმით, თუ-ცა შენ შემრთვიდე, მე არ-ცა ეგრე შევირთო

Line: 19       
წავიდა უსიბ ქალაქსა და მოვიდა და ეგრე თქვა: მიცნიან რანი-ცა
Line: 20    
კაცნი არიან: ერთსა აბაში ჰქვიან და ერთსა მოკლე ჭაბუკი სიდიდისათვის
Line: 21    
და ერთისა არა ვიცი, მაგრა აქებენ და ამას იტყვიან: მათ
Line: 22    
სამთა ომი არ ეგების კაცისაგან-ო.

Line: 23       
გამოეცა ზღვათა მეფესა შესამოსელი და შემოეთვალა: ხვალე
Line: 24    
შენი და აბაშისა, ომი არის-ო. გაიხარნა ბადრი იამანის ძემან.

Line: 25       
ქალაქსა ზედან ციხე იყო მაღალი. დილას გამოვიდა მეფე და
Line: 26    
დაჯდა. დაისვა გვერდით ასული მისი და ცოლი და დაისხნა დიდებულნი
Line: 27    
მისნი. წამოდგა ყოველი კაცი ხედვად: რომელნი-მე ზღუდეთა,
Line: 28    
რომელნი-მე უბანთა, რომელთა-მე კარნი გამოახვნეს და დადგეს
Line: 29    
ხედვად. გამოვიდა აბაში და წამოადგეს ზედა მებუკე-მედაბდაბენი,
Line: 30    
ვლნეს. სცემდეს და იყო ზმა. შეეკაზმა ბადრი იამანის ძე და
Line: 31    
გამოვიდა. შეუტევეს ერთმან-ერთსა, გარდაჴდა ომი დიდი დილითგან
Line: 32    
ვიდრე ცხრა ჟამამდე. მერმე უყივლა ინდომან ჭაბუკმან: პირველად
Line: 33    
შეხედენ შენსა მზესა და შენმან მზემან, არა შენებურად
Line: 34    
გხედავ-ო.

Line: 35       
მაშინ გაიყვანა ცხენი ბადრი იამანის ძემან, შემოიქცა და შეუტივა.
Line: 36    
ჰკრა ჩაბალახსა ზედა ჴრმალი და გულამდისინ ჩაჰკვეთა და
Line: 37    
მოკლა. იზრიალა ყოველმან დაბადებულმან და ქება შეასხეს ბადრი
Line: 38    
იამანის ძესა.

Line: 39       
მეფემან რა ნახა აბაში მოკლული, ადგა, მუჴლსა ჴელნი დაიკრნა
Page: 298  Line: 1    
და შევიდა სახლსა, გამოსცა შესამოსელი და მოულოცა ომი. თქვა
Line: 2    
ყოველმან ერმან: არა არს პირსა ყოვლისა ქვეყანისასა ჭაბუკი ბადრი
Line: 3    
იამანის ძისებრი-ო.

Line: 4       
გამოჴდეს დღენი. მიმწუხრად ნადიმად ჯდა ზღვათა მეფე, გამოეცა
Line: 5    
შესამოსელი, ღვინო და ხილი, და შემოეთვალა: კარგი იყავ,
Line: 6    
მომეწონე და აწ შენი და მოკლისა ჭაბუკისა ომი არს-ო. გაეხარნეს
Line: 7    
ბადრი იამანის ძესა და პასუხი შეუთვალა: მე დიდად ვისწრაფი
Line: 8    
და ორნი-ვ ერთად შემომებნენ-ო.

Line: 9       
დილასა გამოვიდა მეფე და დაჯდა მას-ვე ადგილსა, დაისხნა დიდებულნი
Line: 10    
და დაიდვა ნადიმი ეგრე-ვე ზღუდეთა ზედა წამოდგეს
Line: 11    
ყოველნი კაცნი და სცემდეს ბუკსა და დაბდაბსა. და ეგრე-ვე ზმა
Line: 12    
იყო ქალაქსა შინა. გამოვიდა მოკლე ჭაბუკი. ეგზომ დიდი იყო,
Line: 13    
რომელ ნიშანი არა მიეცემის. გაჯდა იამანის ძე ცხენსა და გავიდა.
Line: 14    
შეუზახნეს. გავიდეს ყოველი ერი ჭვრეტად. შეიბნეს. ესე-რე არა
Line: 15    
ჰგვანდა პირველსა ომსა, ვითა-მცა ცოტანი ყმანი ყოფილიყვნეს. იყო
Line: 16    
ომი დილითგან მწუხრამდე. გაჭირდა ომი. მოკლისა ჭაბუკისა ყმამან
Line: 17    
შემოუტივა ცხენი, თუ-მცა ჴრმალი იამანის ძესა ჰკრა. ნახა ინდომან
Line: 18    
ჭაბუკმან, შემოუტივა მას ყმასა, ჩაბალახსა ზედა ჴრმალი
Line: 19    
ჰკრა და მოკლა, ეგრე უთხრა: მიეშვი, ძმაო, იმათ გარდაიწყვიტონ-ო.
Line: 20    
ვითა ნახა მოქნეული ინდოსა ჭაბუკისა ბადრი იამანის ძემან ფიცხლავ
Line: 21    
ცხენი გაიყვანა, შემოიქცა და შემოუტივა და იყივლა: აწ
Line: 22    
მნახე, ინდო ჭაბუკო! ჰკრა ჴრმალი ჩაბალახსა ზედა და წინას ტახტასა
Line: 23    
უნაგირისასა დასვა. მაშინ იყივლეს მოქალაქეთა და თქვეს:
Line: 24    
კურთხეულ-მცა არს მარჯვენა შენი და ჭაბუკობა შენი-ო! გარდააყრიდეს
Line: 25    
თავსა დრამასა, დრაჰკანსა და თვალ-მარგალიტსა. გარდაჴდა
Line: 26    
უსიბ და დაიწყო უბეთა ჩაყრა და ეგრე თქვა: ისი ცოლსა შეირთავს,
Line: 27    
ჩვენ დრაჰკანსა, დრამასა და თვალსა რად არ ავკრეფთ-ო?!

Line: 28       
მაშინ დაიცა მეფემან მუჴლსა ჴელი და შეღმართ წავიდა და ეგრე
Line: 29    
თქვა: ვინ მოვიდა, რომელმან ამომიწყვიდნა ლაშქარნი და ამომიჴოცნა
Line: 30    
ბუმბერაზნი-ო! მერმე გამოეგზავნნა კაცნი და გამოეცა
Line: 31    
შესამოსელი და მოელოცა ომი. მოიყვანნა მეფემან ზღვათამან დიდებულნი
Line: 32    
და დაჯდა. მიუგზვნნა ასულსა მისსა კაცნი: შვილო, მე
Line: 33    
დაბერებულ-ვარ და შენ ხარ შვილი ჩემი მკვიდრი და ესეთსა ქმარსა
Line: 34    
ვეძებდი შენთვის, რომელ-მცა არა-ვინ იყო დამართებითი მისი.
Line: 35    
აწ, შვილო, აღარ ვაბრძოლოთ, იმას კაცსა კმაა, რომელ ომნი გარდაუჴდიან
Line: 36    
და ნაქმარნი უქმნიან. ამისი ერთისა ჩვენისა ყმისა ომი
Line: 37    
არა ეგების კაცისაგან და შეირთე ისი კაცი ქმრად-ო.

Line: 38       
მაშინ გამოსცა პასუხი მოკლე, ვითა: მე ეგეთი ქმარი არ მინდა,
Line: 39    
რომელ ეგრე ვგონებდე, თუ მისი დამართებითი კაცი არის და ანუ
Page: 299  Line: 1    
უკეთესი ქვეყანასა ზედა-ო. აწ შეაბით ისი მესამე-ცა და, თუ აჯობოს-ღა,
Line: 2    
დავმორჩილდე ბრძანებასა თქვენსა.

Line: 3       
დაუმძიმდა მეფესა და დიდებულთა, განა ღონე არა იყო. გამოეგზავნა
Line: 4    
კაცი ზღვათა მეფესა და გამოეცა შესამოსელი და შემოეთვალა:
Line: 5    
ღმერთმან იცის, არა ჩემგან არის, განა თვით გაიგონე ვისგან
Line: 6    
არის. აწ თვით შენი და აზარმანიკისა ომი არი; აჯობო --
Line: 7    
სიძე ხარ ჩემი-ო.

Line: 8       
ბადრი იამანის ძემან გასცა პასუხი: ვიცი, მეფეო, რომელ ეგე
Line: 9    
კაცნი მოგწყინებოდეს და დამაჴოცინენ და ეგე კაცი უფრო მოგწყინებოდის
Line: 10    
და მართალ ხარ უსარგებლონი კაცნი იყვნეს. აწ
Line: 11    
გიბრძანებია, დია, ღმერთო, შევიბნეთ. თუ-ცა არ გებრძანა, მე უომრად
Line: 12    
არ-ცა ეგრე გაუშვებდი.

Line: 13       
დილასა გამოვიდა მუნ-ვე ზღვათა მეფე და დაჯდა მას-ვე ადგილსა,
Line: 14    
გვერცა დაუჯდა დედოფალი, დაისვეს შუა ასული და მათ გარე
Line: 15    
დაისხნეს დიდებულნი. და ემოსა ქალსა ძოწეული ოქრო-ქსოვილი
Line: 16    
და ვთქვი: თუ-ცა არა ჴორციელი-ა, მზე არის-ო. წამოდგა ზედა
Line: 17    
ყოველი ქალაქი და დიდი და მცირე ტიროდეს ბადრი იამანის ძისათვის.
Line: 18    
შეეკაზმა ბადრი იამანის ძე და გავიდა. აზარმანიკ გვიანად
Line: 19    
გამოვიდა. მაშინ, ვითა გამოვიდა აზარმანიკ, ექენნეს დიდებულნი
Line: 20    
ზღვათა მეფესა და მისსა ასულსა: ნუ ვაბრძოლებთ, თვარა მოვაკლვევინებთ
Line: 21    
იმას კაცსა სასიძოსა თქვენსა, და ვერა პირი უპოეს.
Line: 22    
მოვიდეს დიდებულნი და ექენნეს აზარმანიკს: ნუ გახვალ-ო. მან
Line: 23    
გაიწყრო გული, იკრა მათრაჴი, წამოაძგერა დიდებულთა ცხენი და
Line: 24    
დასცნა.

Line: 25       
გამოვიდა. ოდეს ვნახეთ, არათ გვანდეს იგი წინანი და მოეგზავნა
Line: 26    
ათი წყრთა რკინის არგანი და [ეთქვა]: ესეთსა-ვე მე ავიღებ და
Line: 27    
დღეს ამითი შევიბნეთ-ო. აიღო ბადრი იამანის ძემან და ჴელს იმარჯვებდა.
Line: 28    
შემოუვლეს ნავარდი ერთმან-ერთსა და შეიბნეს. დილითგან
Line: 29    
ვიდრე მწუხრამდის ომი იყო და ვერა აჯობა ერთმან-ცა. შეიქცა
Line: 30    
აზარმანიკ და შევიდა ქალაქად. ბადრი იამანის ძე თავისსა სადგომსა
Line: 31    
ჩამოჴდა. მერმე მოაჴსენეს დიდებულთა ყოველთა ზღვათა
Line: 32    
მეფესა, ვითა: არა-ვინ არის დამართებითი მის კაცისა და გიბრძოლებია აზარმანიკ
Line: 33    
და ისი და ვერა გარდაუწყვეტია, ნუღა-რა აბრძოლებთ-ო. სწადდა
Line: 34    
მეფესა-ცა, განა ვერა ქმნა რა თავისსა ასულსა თანა.

Line: 35       
მას ღამესა ნადიმად ვსხედით. იყივლა ვინ-მე, უჴმო უსიბს და
Line: 36    
გავიდა, დაყო დიდი ხანი და შემოვიდა. ეგრე მოაჴსენა: თუ არას
Line: 37    
მიბოძებ, არ ვიტყვი-ო. უბრძანა: ჩემსა მზესა. თქვი-ო. მოაჴსენა: შენ
Line: 38    
თანა საცოლესა შენსა ცხენი გამოუგზავნია. ეგზომ გაეხარნეს, ვითა-მცა
Line: 39    
ყოველი ქვეყანა მისცემოდა. აწვივეს იგი კაცი და შემოვიდა
Page: 300  Line: 1    
შინა. ცხენი შემოიყვანეს. საკრამანგისა ფლასი ზედა ეხურა. თვალსა
Line: 2    
კაცისასა ეგეთი არა უნახავს და ეგრე შემოეთვალა: თეთრი ტაიჭი
Line: 3    
შენი მაშვრალი არის და ნაომარი, აწ ამითი შეები აზარმანიკსა-ო
Line: 4    
მადლი გარდაიჴადა და შეუთვალა: ეგრე გიბრძანებია, თუ: გუშინ
Line: 5    
ავად გამეჩვენე და დღეს ამით უკეთ გამეჩვენე-ო. სიკვდილი გინდა
Line: 6    
შენ და შენსა მამასა აზარმანიკისა და მო-ცა-ვკლა, სხვა რა-ღა
Line: 7    
გინდა?

Line: 8       
დილასა მიუგზავნა კაცი ზღვათა მეფესა ბადრი იამანის ძემან
Line: 9    
და ესე შეუთვალა: აწე გამოგზავნე აზარმანიკი, გუშინდელი ომი ლაღობა
Line: 10    
იყო. სატკივართა ადგილთა პოლოტიკნი რკინანი დაიკიდნენ
Line: 11    
და მე-ცა აგრე ვიქმ და გარდავსწყვიტოთ-ო. გაუკვირდა მეფესა და
Line: 12    
ყოველსა კაცსა სისწრაფე ბადრი იამანის ძისა ომისათვის და გამოსცა
Line: 13    
პასუხი: ხვალისად მზა-მცა ხარ?
Line: 14    
მას ღამესა ნადიმად ვსხედით. მოვიდა იგი-ვე კაცი. გაიყვანა
Line: 15    
უსიბ. შემოვიდა და ეგრე მოაჴსენა, ვითა: იგი-ვე კაცი არის-ო. საცოლესა
Line: 16    
შენსა ჴრმალი გამოუგზავნია და ეგრე შემოუთვლია: ხვალე
Line: 17    
შენი და აზარმანიკის ომი არის და გარდაწყვეტა გითქვამს-ო. აწ
Line: 18    
ესე ჴრმალი წელთა შეიბი და ამით შეები. მაშ, ღმერთო, ჴრმალად
Line: 19    
კმა იყო. მადლი მოაჴსენა და ეგრე შეუთვალა: თუ ავი ქმარი გესვა, ხვალე
Line: 20    
მნახე-ო.

Line: 21       
დილა რა გათენდა, გამოვიდა ზღვათა მეფე, დაჯდეს და შუაში
Line: 22    
დაისვეს ასული. და ეცვა მას მზესა ელვარე რამე. ვფიცავ ღმერთსა
Line: 23    
ცხოველსა, რომელ მზე მისდა არა ჯობნილ-ა. ეგრე-ვე დასხდეს დიდებულნი
Line: 24    
და წამოდგა ყოველი ქალაქი ხედვად. სცემდეს ბუკსა და
Line: 25    
დაბდაბსა და ტიროდეს ყოველნი, მით რომელ ეგონა ყველასა
Line: 26    
ჯობნა აზარმანიკისი. როგორადა-ც გამოვიდა აზარმანიკ შეკაზმული
Line: 27    
და ეკიდნეს რკინანი სატკივართა ადგილთა და ცხენსა-ცა. თავმან
Line: 28    
თქვენმან, საზაროდ კმა იყო. ეგრე-ვე გავიდა ბადრი იამანის ძე. ესე
Line: 29    
იყო წესი მისი, რომელ სამნი ჴრმალი დაიკიდნის და მას-ცა სამნი
Line: 30    
ეკიდნეს. შემოუვლეს ნავარდი ერთმან-ერთსა და შეიბნეს. თავმან
Line: 31    
თქვენმან, ამას არ-ცა პირველი ომი გვანდა და არ-ც ვის სხვა ეგეთი
Line: 32    
ომი უნახავს. იყო დილითგან ვიდრე მწუხრამდის ომი და მათისა
Line: 33    
ომისაგან და ბუკისა და დაბდაბის ცემისგან ყურთა ჴმა არ ჩავარდებოდა.
Line: 34    
გარდაალეწეს ოროლი ჴრმალი ერთმან-ერთსა და უყივლა უსიბ
Line: 35    
ბადრი იამანის ძესა: პირველად შეხედენ შენსა მზესა და მერმე მისეული
Line: 36    
ჴრმალი რად დაგავიწყდა-ო?

Line: 37       
ამაზედან გაიყვანა ცხენი ბადრი იამანის ძემან, იყივლა ფიცხლად
Line: 38    
და თქვა: აწ ნახე ბადრი იამანის ძის ჴრმლისა ნაკვეთიანობა-ო,
Line: 39    
და შემოუტივა და შე-თურე-ეშინა აზარმანიკს და გაექცა. და მიეწია
Page: 301  Line: 1    
ბადრი იამანის ძე, ჴრმალი ზურგსა გადაჰკრა და მუცლისა
Line: 2    
ტყავმან-ღა დაიჭირა და მოკლა აზარმანიკ.

Line: 3       
მაშინ ახლტა მეფე, ჴელნი შეიტყველნა, გაიცინა და შეიქმნა სიხარული
Line: 4    
დიდი ქალაქთა შინა და ყოველნი ქებასა შეასხმიდეს ბადრი
Line: 5    
იამანის ძესა. ყოველმან ქალაქმან ძღვენი მოართვეს მეფესა
Line: 6    
და დედოფალსა და სიხარული დიდი შეიქმნა. გამოვიდეს და თაყვანი-სცეს
Line: 7    
ბადრი იამანის ძესა, გვიჴმეს და წავედით. ჩამოეგებნეს
Line: 8    
მეფე და დედოფალი წინა და მას-ვე დღესა ქორწილი ქმნეს და
Line: 9    
დასხდეს ცოლი და ქმარი ერთგან და ამას იტყოდეს: ერთი ყმა და
Line: 10    
ერთი ქალი ამათდა, ღმერთო, არა ჯობნილა-ო. და მოსცა ყოველი
Line: 11    
ქალაქი და საჭურჭლე ასი და ერთი თვით დაიჭირა.

Line: 12       
დავყავით სამი თვე მას ეგეთსა სიხარულსა შინა და განსვენებასა.
Line: 13    
მერმე გაგზავნა ზღვათა მეფემან კაცი და უჴმო ყოველსა ლაშქარსა
Line: 14    
და საბრძანებელსა თვისსა. და მოვიდა ლაშქარი ურიცხვი,
Line: 15    
ორი ათასი მჴედარი შეკაზმული და მოიღო ყოველმან ძღვენი, რომელ
Line: 16    
ეყოფოდა მეფესა ერთსა საჭურჭლედ. და მოიჴადა გვირგვინი
Line: 17    
და დაადგა ბადრი იამანის ძესა. და ყოველმან კაცმან ძღვენი მოართვეს
Line: 18    
მეფეს და დედოფალს. და მიუთვალნა ყოველნი საჭურჭლენი
Line: 19    
და დალოცეს მეფედ ბადრი. მოიჴადა გვირგვინი ბადრი იამანის
Line: 20    
ძემან და დაადგა თავსა მეფესა-ვე და მოაჴსენა: ღმერთმან
Line: 21    
ათას წელს გაცოცხლოს ნებასა თქვენსა ზედა. მეფობა თქვენი-ა და
Line: 22    
გვირგვინი თქვენ-ვე დაიდგით; სიცოცხლე და სიხარული ჩემი მანამდის
Line: 23    
არის, ვირე ნებასა თქვენსა ზედა ხართ-ო. დაიმადლა ზღვათა მეფემან;
Line: 24    
მერმე თქვა ბადრი იამანის ძემან: მეფე ვარ დიდი და ჭაბუკობისა
Line: 25    
მძებნელი ვიყავ და ვცან ძალი ჭაბუკობისა ჩემისა და სახლმან
Line: 26    
ჩემმან და მამულმან ჩემმან არა იცის-ო. ამისთვის შექმნა დაღრეჯა.

Line: 27       
სხდეს ნადიმად ზღვათა მეფე და ბადრი იამანის ძე. და ჰკითხა
Line: 28    
ზღვათა მეფემან იამანის ძესა, ვითა: რად დაგიღრეჯიან-ო? მან არა
Line: 29    
უთხრა. კვლა ჰკითხა: ნუ-თუ მამულსა და სახლსა წასლვა გწადიან?
Line: 30    
აწ წაედ, ოდეს გწადდეს მუნ იყავ, ოდეს გწადდეს, აქა იყავ. აწ მეფე
Line: 31    
ხარ ყოველთა მეფეთა-ო.

Line: 32       
ბადრისა გაეხარნეს. და თქვა უსიბ: ამის სახლისა დაგდება და მაგისას
Line: 33    
წასლვა არს, ღმერთო, საკვირველი-ო! გაიცინნა მეფემან და
Line: 34    
თქვა: ჩემსა მზესა, ავი სახლი არს ბადრისა-ო? უსიბ მოაჴსენა: უბადო,
Line: 35    
ღმერთო, არს-ო. ბადრი იამანის ძემან მოაჴსენა: პატიმრობისაგან
Line: 36    
გამოვიყვანე, ყოლ-ყოლ არა იცის, რას ზრახავს. მერმე ჰრქვა
Line: 37    
ზღვათა მეფემან: შეეკაზმე, წაედ და წაიტანე შენი ცოლი შენ თანა,
Line: 38    
და საჭურჭლეთა ნუ მიჰყოფ ჴელსა, მე ჩემითა კაცითა გამოგიგზავნი-ო.

Page: 302 
Line: 1       
მოსცა ზღვათა მეფემან კერული და უკერავი, დრაჰკანი, თვალი
Line: 2    
და მარგალიტი ასი აქლემი და ათასი ჯორი. და წამოიტანა თანა
Line: 3    
ლაშქარი ასი ათასი მჴედარი და წამოვედით. გამოვიარეთ ზღვა. და
Line: 4    
მისსა პირსა იყო ქალაქი შვენიერი. დავდეგით მუნ. არქვა უსიბ
Line: 5    
ინდოსა ჭაბუკსა აქა დგომა არა კარგი არის-ო, განა ვერა ჰკადრებდეს,
Line: 6    
თუ შიში არის და ნუ დასდგებით-ო.

Line: 7       
ლაშქარნი დაყარნა დადგა კიდე ინდო ჭაბუკი. უსიბ, მე და დედოფალი
Line: 8    
ერთსა მილიონსა კიდე დავდეგით ლაშქართაგან. არქვა
Line: 9    
უსიბ ინდოსა ჭაბუკსა: აქა დევთა ქვეყანა არის, დიდი სიფრთხილე
Line: 10    
გვინდა-ო. ჩვენ ბადრის ვერა მოვაჴსენეთ.

Line: 11       
შუა-ღამისა ჟამსა მოვიდა ბაყბაყ დევი, მძინარე ბადრი იამანის
Line: 12    
ძე შეიპყრა, წაიყვანა. დილასა შეიქმნა ლაშქართა შიგან ძებნა.
Line: 13    
გზა და კვალი ვერა გავიგეთ. წავიდა კვალსა ინდო ჭაბუკი და იგი-ცა
Line: 14    
წაჴდა. შევიქეცით გარე და დედოფალი წავიყვანეთ და ზღვათა მეფესა
Line: 15    
შინა მივჰგვარეთ. შეიქმნა ტირილი და თქვა: ნეტარ რა არს
Line: 16    
ღონე, რომელ-მცა ვიჴსენით იგი? გაგზავნნა ლაშქარნი, განა ვერა
Line: 17    
შევიდიან, დაჴოცნიან და გამოაქცივიან. მათ ქვეყანათა ლაშქართაგან
Line: 18    
შესლვა უღონო იყო. თქვა მეფემან: მომიგონებია ღონე! ჰკითხეს
Line: 19    
დიდებულთა: გვიბრძანე-ო. ბრძანა: გავგზავნოთ კაცი ნოსარ
Line: 20    
ნისრელსა თანა, რომელსა მოეწერა: მოვალ და ასულსა შენსა შევირთავ-ო.
Line: 21    
ნუთუ-მცა იგი იყო ღონე ჩვენი? მაშინ თქვეს ყოველთა და აწვივეს. და
Line: 22    
გვიბრძანა უსიბსა და მე და გამოგვგზავნა ნოსარ ნისრელსა
Line: 23    
თანა, და შეუთვალა ყოველი ყოფილი.

Line: 24       
მივედით ნისარსა. და ნოსარ ჯდა წალკოტსა შიგან ნადიმად
Line: 25    
და სხდეს დიდებულნი, იმღერდეს მგოსანნი. მივედით, თაყვანის-ვეცით
Line: 26    
და გვკითხა მიზეზი ჩვენისა შაოსნობისა. მოვაჴსენეთ ყოველი.
Line: 27    
მოიქცა და უთხრა ყმასა მისსა ალი დილამსა: გესმის-ო? მოაჴსენა:
Line: 28    
მესმის-ო. -- ლომო, გვალე, ვიჴსნათ ისი კაცი-ო.

Line: 29       
თავმან თქვენმან! მეორესა-ვე დღესა წამოვედით. ყმა მისი ალი
Line: 30    
დილამი თან წამოიტანა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Amirandarejaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 15.11.2018. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.