TITUS
Abdulmesiani
Part No. 4
Previous part

Part: III 
III


Canto: 20 
Strophe: 1 
Verse: a       აღვძრნა ბაგენი,   ბრგვნილად მაგენი
Verse: c       
გულისხმის-ყოფით   შესხმად ქებისა
Strophe: 2 
Verse: a       
მაღლისა, მჴნისა,   ბრძენთა სეხნისა,
Verse: c       
აღმოთქმად ვიწყო   ნეტა რებისა?
Strophe: 3 
Verse: a       
გოლებრ მწთოლვარე,   არად მკმოლვარე
Verse: c       
სამართლად ღირსი   ნეტარებისა.
Strophe: 4 
Verse: a       
არა სთნავს რისხვა.   გესმის? -არი სხვა:
Verse: c       
ნამდვილ ჩვეული   მოწყალებისა.

Canto: 21 
Strophe: 1 
Verse: a       
ესა მართალი:    სამართალი
Verse: c       
ხეს შეიქმს ჴმელსა   წყალმომდინარედ.
Strophe: 2 
Verse: a       
აქვს მას ტრიონი   სანატრიონი
Verse: c       
საწმისისაგან   სამოსად გარედ.
Strophe: 3 
Verse: a       
აწ ესე ლომი,   თვით სელომი
Verse: c       
მისთვის აღეგო   კეთილ-საჴმარედ.
Strophe: 4 
Verse: a       
წყლად არს გეონი,   ვინ ლეგეონი
Verse: c       
პირდაყოფილ-ყო   უქმად, მედგარედ.

Canto: 22 
Strophe: 1 
Verse: a       
აქვს სასოება   მას, სათნოება,
Verse: c       
სარწმუნოება   სიყვარულითა.
Strophe: 2 
Verse: a       
მადლთა ტალანტი,   სავსედ ბალანტი
Verse: c       
შეუკრებიეს   თვით სურვილითა.
Strophe: 3 
Verse: a       
ქველის საქმითა   ვკვირობ აქ მითა,
Verse: c       
რაც ოდენ მესმის   იდუმალითა.
Strophe: 4 
Verse: a       
უსხეულონი   ზეცისა ძალნი
Verse: c       
მისთვის იშვებენ   სიხარულითა.

Canto: 23 
Strophe: 1 
Verse: a       
აფთონს ბრძავს, ათენს,   ესრეთ გაათენს
Verse: c       
წყვდიადსა ნათლად   სხივნი მზისანი.
Strophe: 2 
Verse: a       
კაცმან სულელმან   და უსულელმან
Verse: c       
ვერ გულისხმა-ყოს   ზრახვა მისანი;
Strophe: 3 
Verse: a       
ფშვის და სურნელობს,   თვით მომცემელობს
Verse: c       
ჩვენდა სიბრძნესა   მადლნი ღმრთისანი!
Strophe: 4 
Verse: a       
ვისცა შეჰრისხდა,   ნამდვილვე მიჰხვდა
Verse: c       
მას სალმობანი   სიკვდილისანი.

Canto: 24 
Strophe: 1 
Verse: a       
ბრძანონ სამალად,   არ თუ სამალად:
Verse: c       
"ელი ამო სით,   ეს რომ არა მით?
Strophe: 2 
Verse: a       
მასთანა შორად,--   ართუა შორად! --
Verse: c       
ელია-მოსით,   ესრომ-არამით.
Strophe: 3 
Verse: a       
ქველად ჭერითა,   რისხვით, ჭერითა
Verse: c       
ელი ამ ოსით,   ესრო მარ ამით.
Strophe: 4 
Verse: a       
მასარ რითა?   მას არ არითა,
Verse: c       
ელ ია-მოსით.   ეს რომ , რა მით?"

Canto: 25 
Strophe: 1 
Verse: a       
ვით ვუძლოთ ქებად,   შესხმად, დიდებად
Verse: c       
თქვენდა, მსაჯულო   სიმართლისაო?!
Strophe: 2 
Verse: a       
ჰმთავრობ და უფლებ,   ათავისუფლებ
Verse: c       
პყრობილთა, ბრძმედო   სიწმიდისაო.
Strophe: 3 
Verse: a       
მენანდარ გიცნობს,   ოქრო-ჴმად გიძნობს,
Verse: c       
სამუსიკოო   ზირაქისაო.
Strophe: 4 
Verse: a       
არსება გმზეობს:   მის მიერ გმზეობს,
Verse: c       
წიაღი გელის   აბრამისაო.



Next part



This text is part of the TITUS edition of Abdulmesiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 31.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.