TITUS
Abdulmesiani
Part No. 3
Previous part

Part: II 
II


Canto: 16 
Strophe: 1 
Verse: a       ძირით მისისა   იესესისა
Verse: c       
შვილი მართალი   იშვა ცხორებად,
Strophe: 2 
Verse: a       
ქალწულ-წმიდისა   წილჴდომილისა
Verse: c       
საქართველოსა   მეფედ წოდებად,
Strophe: 3 
Verse: a       
სვეტად სჯულისად,   ზღუდედ სულისად,
Verse: c       
აგარის ერთა   ცეცხლთა მომდებად!
Strophe: 4 
Verse: a       
ახალი ფასი    ხალიფასი
Verse: c       
მრავლად მოერთმის   თავთა მონებად.

Canto: 17 
Strophe: 1 
Verse: a       
იკითხვენ, სწერენ,   თაყუმსა სჩხრეკენ,
Verse: c       
რამლს ჰკრვენ, არჩევენ   ბედთა მათთაგან:
Strophe: 2 
Verse: a       
"ჩვენ რომ გვესმისა,   წყაროდ გვესმისა
Verse: c       
სამოთხის წყლისა   ცხოველისაგან".
Strophe: 3 
Verse: a       
ვთქვა მე აწ ვითა,   რომ იქმნეს წვითა
Verse: c       
მნათობნი მძაფრად   სხივთა მისთაგან?
Strophe: 4 
Verse: a       
ხედვენ მზერითა:   "სწორავს მზე რითა?"--
Verse: c       
ფიცვენ: "მიჰრიდა   თვისთა სხივთაგან!"

Canto: 18 
Strophe: 1 
Verse: a       
დოვლათ-სვიანად   სუფევს მზიანად,
Verse: c       
შვიდთა მნათობთა   გარმოზღუდვითა.
Strophe: 2 
Verse: a       
განათლდა არე   მისით, ვით მთვარე,
Verse: c       
როს განჴმულ იყვნეს   ცანი ჴომითა.
Strophe: 3 
Verse: a       
ხილვა მეფისა   მჭვრეტელთ ეფისა-
Verse: c       
თვალნი მაღნიტზე   ფოლადობითა.
Strophe: 4 
Verse: a       
ლხინად გვეყოფის,   არ გაგვეყოფის!
Verse: c       
არს მიწყივ შვებით   და განცხრომითა.

Canto: 19 
Strophe: 1 
Verse: a       
მჴედრად ქველობით,   უძლეველობით,
Verse: c       
სახედ უსწორო   ანაგებითა,
Strophe: 2 
Verse: a       
უფლად სპასპეტთა,   თვით ქალაქპეტთა,
Verse: c       
აქვს-ღა გოდოლნი   ანაგებითა.
Strophe: 3 
Verse: a       
მშვილდთა მაზრაკა   უქმნა მტერთ რაკა
Verse: c       
გულსა უწყალოდ   ანაგებითა.
Strophe: 4 
Verse: a       
ცუდ-ჰყოფს მისანსა   ტილისმისანსა
Verse: c       
ხრიზმოსთ კითხვითა,   ანა გებითა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Abdulmesiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 31.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.