TITUS
Apocalypsis Ioannis iberice
Part No. 2
Previous part

Chapter: 2 
Verse: 1  Link to gntLink to apjocomm   ანგელოზსა ეფესოჲსა ეკლესიისასა არქუ, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა უპყრიან შჳდნი იგი ვარსკულავნი მარჯუენესა მისსა, რომელი-იგი ვალს შჳდთა მათ სასანთლეთა შორის ოქროჲსათა:
Verse: 2  Link to gntLink to apjocomm   
ვიცნი საქმენი შენნი და შრომაჲ შენი და მოთმინებაჲ შენი ვითარმედ ვერ ძალ-გიც ტჳრთვად უკეთურთა მათ და გამოსცადენ იგინი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა მოციქულად, და არა არიან, და ჰპოვენ იგინი მტყუვარ.
Verse: 3  Link to gntLink to apjocomm   
და მოთმინებაჲ გაქუს და იტჳრთე სახელისა ჩემისათჳს და არა დაშუერ.
Verse: 4  Link to gntLink to apjocomm   
არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ სიყუარული იგი შენი პირველი დაუტევე.
Verse: 5  Link to gntLink to apjocomm   
მოიჴსენებდ, უკუეთუ სადაჲთ დაეცი, და შეინანე და პირველნივე საქმენი ქმნენ, უკუეთუ არა, მოვალ ადრე და აღვძრა სასანთლჱ შენი ადგილისაგან თჳსისა, უკუეთუ არა შეინანო.
Verse: 6  Link to gntLink to apjocomm   
არამედ ესე გაქუს, რამეთუ გძულან საქმენი იგი ნიკოლაელთანი, რომელნი-იგი მე მძულან.
Verse: 7  Link to gntLink to apjocomm   
რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა: რომელმან სძლოს, მივსცე მას ჭამად ძელისა მისგან ცხორებისა, რომელი არს შორის სამოთხესა ღმრთისა ჩემისასა.
Verse: 8  Link to gntLink to apjocomm   
და ანგელოზსა ზმირნისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს პირველი და უკუანაჲსკნელი იგი, რომელი იქმნა მკუდარ და ცხონდა:
Verse: 9  Link to gntLink to apjocomm   
ვიცნი საქმენი შენნი და ჭირი და სიგლახაკჱ (არამედ მდიდარ ხარ) და გმობაჲ იგი მათი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა ჰურიად, და არა არიან, არამედ შესაკრებელი ეშმაკისაჲ.
Verse: 10  Link to gntLink to apjocomm   
ნუ გეშინის საქმეთაგან, რომელთა ეგულების მოწევნად შენ ზედა, რამეთუ აჰა ესერა ეგულების ეშმაკსა თქუენგანთა შთაგდებად საპყრობილესა, რაჲთა გამოიცადნეთ ათ დღე. იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ.
Verse: 11  Link to gntLink to apjocomm   
რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა: რომელმან სძლოს, არაჲ ევნოს მას სიკუდილისა მისგან მეორისა.
Verse: 12  Link to gntLink to apjocomm   
და ანგელოზსა პერღამისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს, რომელსა-იგი აქუს მახჳლი ორპირი აღლესული:
Verse: 13  Link to gntLink to apjocomm   
ვიცნი საქმენი შენნი, და თუ სადა მკჳდრ ხარ, სადა-იგი არს საყდარი ეშმაკისაჲ. და გიპყრიეს სახელი ჩემი და არა უარ-ჰყავ სარწმუნოებაჲ ჩემი დღეთა მათ ანტიპაჲს, მოწამისა ჩემისა სარწმუნოჲსათა, რომელი-იგი მოიკლა თქუენ შორის, სადა-იგი ეშმაკი მკჳდრ არს.
Verse: 14  Link to gntLink to apjocomm   
არამედ მაქუს შენდა მომართ მცირედი, რამეთუ გყვანან ვინმე, რომელთა უპყრიეს სწავლაჲ იგი ბალამისი, რომელი ასწავა ბალაკს, რაჲთა დადვას დაბრკოლებაჲ წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, და ჭამად კერპთა ნაზორევისა და სიძვად.
Verse: 15  Link to gntLink to apjocomm   
ეგრეთვე შენცა გყვანან, რომელთა უპყრიეს სწავლაჲ იგი ნიკოლაელთაჲ.
Verse: 16  Link to gntLink to apjocomm   
შეინანე; უკუეთუ არა, მოვალ შენდა ადრე და ბრძოლა-ვყო მათ თანა მახჳლითა პირისა ჩემისაჲთა.
Verse: 17  Link to gntLink to apjocomm   
რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა, ვითარმედ: რომელმან სძლოს, მივსცე მას მანანაჲსა მისგან დაფარულისა და მივსცე რიცხჳ სპეტაკი და რიცხუსა მას თანა სახელი ახალი დაწერილი, რომელი არავინ უწყის, გარნა რომელმან მიიღოს.
Verse: 18  Link to gntLink to apjocomm   
და ანგელოზსა თჳატრისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს ძჱ ღმრთისაჲ: რომლისა თუალნი არიან, ვითარცა ალი ცეცლხლისაჲ, და ფერჴნი მისნი მსგავს არიან რვალსა გუნდრუკსა:
Verse: 19  Link to gntLink to apjocomm   
ვიცნი საქმენი შენნი და სიყუარული შენი და სარწმუნოებაჲ და მსახურებაჲ და მოთმინებაჲ და საქმენი შენნი უკუანაჲსკნელნი უმრავლეს პირველისა.
Verse: 20  Link to gntLink to apjocomm   
არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ უტევე ცოლი შენი იეზაბელ, რომელი იტყჳს თავსა თჳსსა წინაწარმეტყუელად და ასწავლის და აცთუნებს ჩემთა მონათა სიძვად და ჭამად კერპთა ნაზორევისა.
Verse: 21  Link to gntLink to apjocomm   
და მივეც მას ჟამი, რაჲთა შეინანოს, და არა ჰნებავს სინანულად სიძვისაგან მისისა.
Verse: 22  Link to gntLink to apjocomm   
აჰა ესერა დავამჴუა იგი სარეცელსა ზედა, და რომელნი იმრუშებდეს მის თანა, შთავყარნე ჭირსა დიდსა, უკუეთუ არა შეინანონ საქმეთაგან მათთა.
Verse: 23  Link to gntLink to apjocomm   
და შვილნი მისნი მოვსწყჳდნე სიკუდილითა, და ცნან ყოველთა ეკლესიათა, ვითარმედ მე ვარ, რომელი განვიკითხავ გულსა და თირკუმელთა; და მიგცე თქუენ თჳთოეულსა საქმეთა თქუენთაებრ.
Verse: 24  Link to gntLink to apjocomm   
ხოლო თქუენ გეტყჳ, სხუათა მაგათ, რიმელნი ხართ თჳატირს შინა, რომელთა არა გაქუს სწავლაჲ ესე, რომელთა არა გიცნობიან სიღრმენი ეშმაკისანი, ვითარ იტყჳან, არღარა მოვაწიო თქუენ ზედა სხუაჲ სიმძიმე.
Verse: 25  Link to gntLink to apjocomm   
არამედ რომელი-ეგე გაქუს, დაიმჭირეთ, ვიდრემდის მოვიდე.
Verse: 26  Link to gntLink to apjocomm   
და რომელმან სძლოს და დაიმარხნეს ვიდრე აღსასრულადმდე საქმენი ჩემნი, მივსცე ჴელმწიფებაჲ წარმართთა ზედა.
Verse: 27  Link to gntLink to apjocomm   
და ჰმწყსიდეს მათ კუერთხითა რკინისაჲთა; ვითარცა ჭურნი იგი მეკეცეთანი შეიმუსრნიან, ვითარცა მე მოვიღე მამისაგან.
Verse: 28  Link to gntLink to apjocomm   
და მივსცე მას ვარსკულავი იგი განთიადისაჲ.
Verse: 29  Link to gntLink to apjocomm   
რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Apocalypsis Ioannis iberice.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.