TITUS
Nevm.dzlisp.
Part No. 2
Previous part

Canon: b  
Ode: upm.  
Ms. page: 17r  
Page of ed.: 189 
[უფალო მესმასა ჴმაჲ ]


Hymn number: 82(1)  
Hymn type: h     [საქმენი შენნი ვითარცა განიცადნა, ღაღატ-ყო ჴმითა წინაწარმეტყუელმან დღეს:მესმა მე სმენაჲ] კაცთა განახლებისაჲ და დამიკჳრდა შენი სიმდაბლით მოსლვაჲ, რაჲთა შეჰმუსრო ძლიერებაჲ მჴდომისაჲ.
Hymn type: t     
მხოლოჲ, ყოველთა კაცთა დამბადებელი, უფროჲს ცნობისა ჩჳლ იქმნა შენგან, სძალო, სწორი მამისაჲ და სულისა წმიდისაჲ და დაადგრა ღმრთეებით უცვალებელად, დაღაცათუ აწ მიიხუნა შენგან ჴორცნი.

Hymn number: 83(2)  
Hymn type: h     
სმენაჲ მესმა, უფალო, შობაჲ შენი ჩუენ კაცთათჳს. და შიშმან შემიპყრა მე, რამეთუ ჯერ-გიჩნდა დაუსაბამო[ო] ქრისტე, აღსასრულსა ჟამთასა მოსლვაჲ კაცთა ცხორებისათჳს, ამისთჳსცა გიღაღადებთ: ძალსა შენსა დიდებაჲ მრავალ-მოწყალეო.
Hymn type: t     
დაუსაბამოჲ ღმერთი, შენგან იშვა, უბიწოო, მზრდელი დაბადებულთაჲ ძუძუთა შენთაგან, ვითარცა ჩჳლი ბუნებით სძითა იზარდებოდა, რაჲთა ბუნებაჲ ჩუენი იჴსნას ცოდვისაგან და ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაჲ, მრავალ-მოწყალეო.

Hymn number: 84(3)  
Hymn type: h     
მოხუედ ჩუენდა ქალწულისაგან არა / ანგელოზი, Ms. page: 17v   Page of ed.: 191  არამედ თჳთ უფალი, განჴორციელებული ღმერთი და მიჴსენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაჲ ძალსა შენსა.
Hymn type: t     
შენ გიცნობთ ჩუენ მყუდროდ ნავსაყუდელად, დედოფალო, და ზღუდედ სიმტკიცისა დაურღუეველად, ღმრთისმშობელო, და მეოხად მიგავლენთ ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენ ყოველთაჲსა.

Hymn number: 85(4)  
Hymn type: h     
მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა მათ შენთა წმიდათაჲ და გადიდე შენ მხოლოჲ, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
შენ, დედაო უბიწო[ო], მეოხ გუეყავ ღმრთისა, რომელი შენგან გამოგჳბრწყინდა მჴსნელი სულთა ჩუენთაჲ.

Hymn number: 86(5)  
Hymn type: h     
მესმა სმენაჲ ძლიერებისა შენისაჲ, ქრისტე, რამეთუ ვითარცა ღმერთ ხარ, სიბრძნითა ყოველივე განაგე და გიღაღადებთ: დიდებაჲ, ძალსა, შენსა, უფალო.
Hymn type: t     
უსძლოო დედაო ქრისტესო, რომელმანცა მუცლად-იღე დამბადებელი უთესლოდ და ჰშევ ღმერთი ჴორცითა უზეშთაესად, მეოხ გუეყავ ჩუენ, დაუცხრომელად.

Hymn number: 87(6)  
Hymn type: h     
მთისაგან უჴელოდ ლოდი გამოეკუეთე, ქრისტე, ქალწულისაგან დედისა, ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელმან გიხილა და ღაღატ-ყო: Ms. page: 18r   Page of ed.: 193  ჴსნად ერისა შენისა მოხუედ, დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.
Hymn type: t     
რომელსა ქებაჲ ქებათაჲ შეგამკობდა, უსძლო[ო], ყოლად ქებულო ქალწულო და ეკლესიასტე სიბრძნით მოგასწავებდა, წმიდაო, ღმრთისა დედაო, უბიწო[ო], მეოხ გუეყავ მოსავთა შენთა.

Hymn number: 88(7)  
Hymn type: h     
წინაჲსწარ ესმა წინაჲსწარმეტყუელსა მოსლვაჲ შენი, ქრისტე, დაუკჳრდა და ქადაგებით მოასწავებდა და იტყოდა: აღივსო ქუეყანაჲ დიდებითა შენითა, უფალო, და სიმდაბლე ჩუენი არა უგულებელს-ჰყავ, არამედ ვითარცა შუენის ღმრთეებასა შენსა, მოხუედ და იჴსნენ ცხებულნი შენნი.
Hymn type: t     
სანატრელ ხარ შენ დედათა შორის, უბიწო[ო] სძალო მარიამ, რამეთუ შენგან მი[ი]ღო ბუნებაჲ კაცთა დაწყებისად დამბადებელმან ღმერთმან და აღიყვანა იგი ზეცად მამისა, დააგო განდგომილი და დაჰჴსნა მტერობაჲ პირველისა მის შეცოდებისაჲ.

Hymn number: 89(8)  
Hymn type: h     
მესმა მე სმენაჲ შენი და შემეშინა და გიგალობ შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, რამეთუ მოხუედ მოძიებად შეცდომილთათჳს და ვადიდებ მრავალსა შენსა კაცთმოყუარებასა.
Ms. page: 18v  
Page of ed.: 195 
Hymn type: t     
შენ გადიდებთ, ყოლად წმიდაო, და მიგავლენთ მეოხად წინაშე ღმრთისა. დაიცევ ერი შენი, ღმრთისმშობელო ქალწულო, სავნებელთაგან სული[ე]რთა და ჴორციელთაჲსა.

Hymn number: 90(9)  
Hymn type: h     
ქალწულისაგან შობაჲ პირველადვე წინაჲსწარმეტყუელმან იხილა რაჲ, ღაღატ-ყო: სმენაჲ მესმა და შემეშინა ფრიად, რამეთუ თემანით და მთით ჩრდილოჲთ მაღნართაჲთ მოხუედ ცხორებისათჳს ჩუენისა განჴორციელებად, ქრისტე.
Hymn type: t     
დიდებულებაჲ შენი ღმრთისმშობელო, ყოლად უბწო[ო], ვინ შეუძლოს გამოთქუმად? რამეთუ დამბადებელი ყოველთაჲ, ვითარცა ჩჩჳლი იტჳრთე შენ წიაღითა, დამხსნელი ბრძოლათაჲ, ყოვლისა მპყრობელი, მისა მიმართ მეოხ გუეყავ.

Hymn number: 91(10)  
Hymn type: h     
ეუწყა რაჲ ამბაკუმს მოსლვაჲ შენი და ღაღადებდა: აჰა მოვალს მჴსნელი პყრობილთა ბნელსა და მაცხოვნეს ჩუენ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 92(11)  
Hymn type: h     
ღმერთი დაბადებულთაჲ სიმდაბლით მოვიდა ჴორცთა შესხმად ჴსნისათჳს ჩუენისა, რამეთუ უსხეულომან შეიმოსა ბუნებაჲ განხრწნილი და უღაღადებთ: დიდებაჲ ძალსა შენსა.
Hymn type: t     
--

Ms. page: 19r  
Page of ed.: 197 
Hymn number: 93(12)  
Hymn type: h     
უძლურებასა ჴორცთასა შეთხზულმან დღეს მძლავრისაჲ მის შეჰკარ ძლიერებაჲ და მძლავრებით შეკრულნი უძლეველმან გამოიჴსნენ. და განთავისუფლებულთა ესრეთ ღაღატ-ყვეს: დიდებაჲ ძლსა შენსა, უფალო.
Hymn type: t     
--



Ode: gham.  
ღამითგანსა


Hymn number: 94(1)  
Hymn type: h     
განვიბანენით ჴორცითა სულთა თანა მწიკულისა მისგან საცთურთა მტერისათა და წარვემართენით ჩუენ მცნებათა გზასა, რომელი მიმიყვანებს ჩუენ ცხორებასა მას განწმედილთასა, ჩინებულთა ღმრთისათა.
Hymn type: t     
ძალი მტერისაჲ მოუძლურდა სრულიად, სიტყუაჲ ღმრთისაჲ რაჲ ქუეყანასა გამოჩნდა, ინება გამოჴსნაჲ საცთურისაგან კაცთა ნათესავისაჲ, რაჟამს მიიხუნა უბიწოჲსა მის ქალწულისაგან ჴორცნი.

Hymn number: 95(2)  
Hymn type: h     
იესუ მთავარი მშჳდობისაჲ მოვიდა დღეს დაჴსნად პატიჟთა ადამ პირველ-ქმნულისა და ჴელნი, რომლითა შექმნა, შემშჭუალნა ჯუარსა და მით მოკლა მტერი ნათესავისა ჩუენისა და თჳსთა / მორწმუნეთა Ms. page: 19v   Page of ed.: 199  აჩუენა ძლევაჲ ჯუარითა და მშჳდობაჲ მოჰმადლა.
Hymn type: t     
ქერაბინთაგან მიუწდომელი და სერაბინთაგან უხილავი ღმერთი ჴორცითა გჳშევ, უბიწო[ო] და უქორწინებელო სძალო, ქალწულო მარიამ, რამეთუ უზეშთაეს ხარ სიმაღლესა ცათასა, რომელმან დაუტევნელი საშოსა დაიტიე.

Hymn number: 96(3)  
Hymn type: h     
შუამდგომელ იქმენ ღმრთისა და კაცთა, ქრისტე, ღმერთო ჩუენო. და შენ მიერ განვერენით ბნელისაგან ღამისა წყუდიადისა და ღირს ვიქმნენით ნათელსა მამისა შენისასა.
Hymn type: t     
ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, ყოლად უბიწო[ო], რაჲთა მოგუანიჭოს ჩუენ გამოჴსნაჲ უღლისაგან მტერთა ჩუენთაჲსა და მეფესა ჩუენსა მოჰმადლოს ძლევაჲ ბარბაროზთაჲ.

Hymn number: 97(4)  
Hymn type: h     
ნათლისა მომცემელო და საუკუნეთა შემოქმედო, უფალო, ნათელსა მცნებათა შენთასა დამამტკიცე, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ, სხუაჲ ღმერთი არა ვიცით.
Hymn type: t     
შენ, რომელმან შევ ქრისტე, დამბადებელი ყოველთაჲ, ჴორცითა, გიღაღადებთ და ვიტყჳთ: გიხაროდენ, ქალწულო, უბიწო[ო], გიხაროდენ, რომელმან Ms. page: 20r   Page of ed.: 201  საშოსა დაიტიე ღმერთი დაუტევნელი.

Hymn number: 98(5)  
Hymn type: h     
ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ, გიგალობთ შენ, ქრისტე, უფალო, რამეთუ ნებითა მამისაჲთა გარდამოჴედ სიმდაბლით ქუეყანად სულთა ჩუენთა ცხორებისათჳს.
Hymn type: t     
წმიდაო დედოფალო, ქალწულო, ნუ უგულებელს-ჰყოფ მვედრებელთა შენთა თხოვასა, შენგან შობილსა ღმერთსა ევედრე, რაჲთა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

Hymn number: 99(6)  
Hymn type: h     
დამჴსნელი ბნელისაჲ მის წესთა მათ წერილისა პირველისა შჯულისათა და მომცემელი მორწმუნეთა მადლთა მისთა, ქალწულისაგან იშვა ქრისტე და მიმიძღუა ჩუენ ნათლად ღმრთეებისა თჳსისა.
Hymn type: t     
დღეს იხარებდინ წმიდაჲ და ყოლად დიდებული ღმრთისმშობელი გამოუთქუმელი, რამეთუ მას შინა აღმოსცენდა განმაქარვებელი წყევისაჲ, რომლისაგან მივიღეთ კურთხევაჲ საუკუნოჲ.

Hymn number: 100(7)  
Hymn type: h     
ცხორებაჲ ხარ დაუსრულებელი და ნათელი მიუწდომელი, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, აჩრდილი ბნელისა მის უგუნურებისაჲ განაშორე ბუნებათაგან ჩუენთა და განანათლენ საცნობელნი სულთა ჩუენთანი ნათლითა მით დაუღამებელითა მცნებისა შენისაჲთა.
Ms. page: 20v  
Page of ed.: 203 
Hymn type: t     
რომელი მამისაგან უდედოდ პირველ საუკუნეთა იშვა, ქრისტე, ღმერთი ჩუენი, და შენგან უმამოდ, სძალო უბიწო[ო] და უქორწინებელო, ჴორცშესხმულ იქმნა ქრისტე ჟამიერი და უჟამოჲ ორითა ბუნებითა, ღმერთი და კაცი, მას ევედრე ჴსნა[დ] სულთა ჩუენთათჳს.

Hymn number: 101(8)  
Hymn type: h     
ნათელი რაჲ გამოუჩნდი სოფელსა წარუვალი და ღამე დღედ მოგუეახლა ჩუენ, ამისთჳსცა გიგალობდეთ, ზეცისა წესთა თანა დიდების-გმეტყუელებს ყოველი დაბადებული, უფალო.
Hymn type: t     
უმეტესო ყოველთა ნათესავთაო, ყოლად უხრწნელო ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ სასოჲ მორწმუნეთაჲ, დიდებისმეტყუელებით გადიდებთ: მიმიძეღ გზათა საღმრთოთა.

Hymn number: 102(9)  
Hymn type: h     
ღამისა წარსვლითა მოგუეახლა ჩუენ ნათელი განთიადისაჲ, ამისთჳსცა გიგალობენ წესნი ანგელოზთანი, დიდების-მეტყუელებს ყოველი დაბადებული უფალსა.
Hymn type: t     
ცათა მეუფემან. სათნო-იყო რაჲ შენ თანა დამკჳდრებაჲ და შენგან ჴორცნი შეისხნა ნებითა მამისაჲთა და შენ, მხოლოსა, ჩუენ მო/რწმუნენი მეოხად აღგიარებთ.

Ms. page: 21r  
Page of ed.: 205 
Hymn number: 103(10)  
Hymn type: h     
ცოდვისა ალმურსა წინაწარმეტყუელმან ესაია ბნელად უწოდა, ხოლო ცუარი შენ მიერ საკურნებელად ჩუენდა, რომელი მივიღეთ შენ მიერ, ქრისტე, ნათლისღებაჲ.
Hymn type: t     
ცოდვისა ალმურსა შეპყრობილ ვიყვენით ჩუენ, წარმართნი, ხოლო შენ, რაჟამს მოხუედ, სიტყუაო ღმრთისაო, ცხორებისათჳს ჩუენისა, განჰკაცენ ქალწულისაგან მჴსნელად სულთა ჩუენთა.

Hymn number: 104(11)  
Hymn type: h     
შენ, მნათობთა ნათლისა მომცემელო და განწირულთა მაცხოვარებაო, ქრისტე, მჴსნელო ყოველთაო, შენდა აღვიმსთობთ, მეუფეო მშჳდობისაო, განგუანათლენ ჩუენ ნათლითა მით შენითა, რამეთუ შენსა გარეშე, უფალო, სხუაჲ არავინ ვიცით.
Hymn type: t     
შენ, ღმრთისა სიტყჳსა დამტევნელო ქალწულო, განწირულთა სასო[ო], დავრდომილთა ნავთსადგურო, შენდა მოვილტით და შენ მიგავლენთ ძისა შენისა, რაჲთა მოვიღოთ მისგან მეოხებითა შენითა ბრალთა შენდობაჲ და ცხორებაჲ სულთა ჩუენთაჲ, ღირსო.

Ms. page: 21v  
Page of ed.: 207 
Hymn number: 105(12)  
Hymn type: h     
ნაკუერცხალი, რომელ ესაიას ეჩუენა მზედ სიმართლისად, ქალწულისაგან გამოჩნდა და ბნელსა შინა მსხდომარეთა ღმრთისმეცნიერებისა ნათელი მოსცა.
Hymn type: t     
--



Ode: ghagh.  
ღაღატყავსა


Hymn number: 106(1)  
Hymn type: h     
წინაჲსწარმეტყუელმან მუცლისა სიმჴურვალე ზღჳსა მჴეცისაჲ სამ დღე თავს-იდვა და მოასწავა მეორედ შობაჲ კაცთაჲ ჴსნისათჳს ყოფადისა მუცლისა მისგან ვეშაპისა მის, რომელი მოკლა მჴსნელმან.
Hymn type: t     
შენ, ვითარცა დედასა სიტყჳსა მის ღმრთისასა, პატივ-გცემთ, ყოლად უხრწნელო სძალო, რამეთუ იჴსნი ჭირისაგან, რომელნი შენდამი ღაღადებენ, რაჲთა დავიცვნეთ საცთურისაგან მტერისა ბორიტისა.

Hymn number: 107(2)  
Hymn type: h     
იონა, დანთქმულმან ზღუასა შინა პირველ ვეშაპისაგან, წინაჲსწარვე გამოსახა დაფლვაჲ მჴსნელისაჲ სამისა დღისაჲ და აღდგომაჲ უხრწნელად და განუცხადა მან სახე დიდებულისა ვნებისაჲ, ცხორების მომცემელი ყოველთაჲ.
Hymn type: t     
ბუნებაჲ დედათაჲ, პირველ შეურაცხი Ms. page: 22r   Page of ed.: 209  ევ/აჲს ცთომითა შენ მიერ დიდებულ იქმნა, ყოლად წმიდაო, უქორწინებელო დედაო ღმრთისაო, რამეთუ შენ მიერ მოვიღეთ ნათელი ბრწყინვალე, განმანათლებელი სულთა ჩუენთაჲ.

Hymn number: 108(3)  
Hymn type: h     
ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალთა მოწყალებათა შენთა მოვილტი. აღმომიყვანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები.
Hymn type: t     
უსძლო[ო], ქალწულებით მუცლად-იღე და უთესლოდ გჳშევ ჩუენ ზეცისა მეუფე და დაადგერ ქალწულადვე და ჩუენ მოგვასწავე ღმრთეებაჲ მისი.

Hymn number: 109(4)  
Hymn type: h     
ღელვათა ცოდვისათა მომიცვეს მე ძლერად, არამედ იონაჲსებრ ვღაღადებ: უფალო, უფალო, აღმოიყვანე განხრწნისაგან ცხორებაჲ ჩემი.
Hymn type: t     
უმეტეს ხარ ყოველთა დაბადებულთა, წმიდაო, რამეთუ დამბადებელი შენი საშოსა დაიტიე და გჳშევ ჩუენ ღმერთი და კაცი სრული.

Hymn number: 110(5)  
Hymn type: h     
ვღაღატ-ყავ დღეს ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ჩემისა და მოავლინა სოფლისა მაცხოვარმან და განხრწნისაგან იჴსნა ცხორებაჲ ჩემი.
Ms. page: 22v  
Page of ed.: 211 
Hymn type: t     
მუცლად-იღე დამბადებელი, წმიდაო ღმრთისმშობელო, და ჰშევ ჴორცითა, რომელმან სათნო-იყო ბუნებაჲ ჩუენი კაცობრივი შემოსად.

Hymn number: 111(6)  
Hymn type: h     
ღმრთისა მიმართ ვღაღადებთ მწუხარებით ყოველნი, ვითარცა-იგი იონა წინაჲსწარმეტყუელი: აღმომიყვანე ჩუენ ღელვათაგან განმხრწნელთა, მხოლოო სახიერო, გევედრებით.
Hymn type: t     
ჩუენ ყოველნი აღგიარებთ ღმრთისმშობელად, ღირსო სძალო ღმრთისაო და დედაო უქორწინებელო, და სარწმუნოებით გევედრებით, წმიდაო, მეოხ გუეყავ ძისა შენისა მიმართ.

Hymn number: 112(7)  
Hymn type: h     
ღაღადებასა მონათა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ, უფალო, არამედ ვითარცა იჴსენ იონა მუცლისაგან ვეშაპისა, მიჴსენ მეცა ვეშაპისა მისგან უხილავისა და მტერი[საგან] ბოროტისა, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.
Hymn type: t     
ცათა უ[ვ]რცელესო და ქერობინთა უმაღლესო, ყოლად წმიდაო ქალწულო, უბიწო[ო] ღმრთისმშობელო, შენ ყოველთა შემოქ/მედი Ms. page: 23r   Page of ed.: 213  უაღრეს კაცთა ბუნებისა უშევ სოფელსა, მას ევედრე, სანატრელო, ცხორებად სულთა ჩუენთათჳს.

Hymn number: 113(8)  
Hymn type: h     
სიღრმეთაგან აღმომიყვანე მეოხებითა წმიდათაჲთა და მაცხოვნე მე ღელვათა მათგან ამის სოფლისა მშჳდობით, ჭეშმარიტო განმგებელო.
Hymn type: t     
სიტყუაჲ ღმრთისაჲ დაუსაბამოჲ შენ მიერ, დედაო უსძლო[ო], განჴორციელდა და საცთურთაგან განათავისუფლა სოფელი, მისა მიმართ მეოხ გუეყავ.



Ode: ucx.  
უცხონი


Hymn number: 114(9)  
Hymn type: h     
აღმომიყვანე ცოდვათა ჩემთაგან განმხრწნელთა, უფალო, ღმერთო ჩემო.
Hymn type: t     
შენ გევედრებით ჩუენ, მორწმუნენი, ღმრთისმშობელო, აცხოვნენ [სულნი ჩუენნი].

Hymn number: 115(10)  
Hymn type: h     
ჴმაჲ ვედრებისაჲ სიღრმეთაგან გულისათა ისმინე, უფალო. დანთქმული ვნებათაგან მიჴსენ,
Hymn type: t     
სახიერ, რამეთუ შენ ხარ ცხორებისა ჩუენისა მიზეზი.

Hymn number: 116(11)  
Hymn type: h     
რაჟამს წინაჲსწარმეტყუელი შეძრწუნებული შთავარდა უფსკრულსა, ღაღატ-ყო შენდამი: აღმომიყვანე მე სიღრმისაგან, მხოლო[ო] სახიერო, გევედრები.
Ms. page: 23v  
Page of ed.: 215 
Hymn type: t     
რომელი ხარ უზეშთაეს ქერაბინთასა, ქალწულო, რამეთუ მათ ზედა მჯდომარე იტჳრთე წიაღითა და ჴორცითა გჳშევ ჩუენ მჴსნელი დაბადებულთაჲ.



Ode: kurtx.  
კურთხეულარსა


Hymn number: 117(1)  
Hymn type: h     
რომელმან პირველ ალი საჴუმილისაჲ მის მძლავრი დაშრიტა და ღირ[ს]ნი ყრმანი იჴსნა აქა დღეს, საშოჲ ქალწულისაჲ დაიცვა შობასა მის[ს]ა შეუწველად, რომელსა უღაღადებთ ჩუენ: ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
Hymn type: t     
განუყოფელი სამითა თჳთებითა, ერთარსებით ცნობილი მორწმუნეთაჲ, მამაჲ მშობელი, ძჱ უჟამოდ შობილი და სული წმიდაჲ, ნუგეშინის-მცემელი, რომელსა ვეტყჳთ: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

Hymn number: 118(2)  
Hymn type: h     
ყრმანი წმიდანი საჴუმილსა ცეცხლისასა შეითხინეს და შეცურეულნი ცუარითა უვნებელად დაიცვებოდეს მოსლვითა ანგელოზისა ღმრთისაითა და სიხარულით განბრწყინვებულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფროჲსად ამაღლებულო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
ჩუენ, მორწმუნეთა, მოგუეცა სიბრძნე და აღვიარებთ დღეს სამგუამიანსა ღმერთსა, ბუნებით გამოუკულეველსა Ms. page: 24r   Page of ed.: 217  და ანგელოზთა/თანა თაყუანის-ვსცემთ მამასა, ძესა, სულსა წმიდასა, სამებასა უღაღადებთ ერთარსებასა განუყოფელად, ღმერთსა და უფალსა საუკუნეთასა.

Hymn number: 119(3)  
Hymn type: h     
ბრძანებამან უშჯულოჲსა მძლავრისამან უფროჲსად მოტყინარე აღაგზნა საჴუმილი ყრმათათჳს და ღმერთმან ყოველთამან ასხურა ცუარი ზეცით სამთა მათ მგალობელთა, რომელ-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე.
Hymn type: t     
განუყოფელსა ძალსა სამებისასა, მიუწდომელსა ჩუენგან, მორწმუნენო, ვაკურთხევდეთ არა გამოწულილვით, არამედ სარწმუნოებით და ესრეთ ვღაღადებთ: ღმერთო საუკუნეთაო, კურთხეულ ხარ შენ].

Hymn number: 120(4)  
Hymn type: h     
ხატისა მისთჳს ოქროჲსა, რომელი იმსახურა ველსა მას დეირისასა, სამთა ყრმათა შიში შეურაცხ-ყვეს მძლავრისაჲ მის და შეითხინეს საჴუმილსა მას და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: [კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო].
Hymn type: t     
მამაო დაუსაბამოო და ძეო მხოლოდ-შობილო, სულო წმიდაო, სამგუამოვნებაო, განუყოფელო და შეურევნელო, ერთ ღმრთეებაო ჭეშმარიტო, ყოველნი გიღაღადებთ და ვიტყჳთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენ[თაო].

Ms. page: 24v  
Page of ed.: 219 
Hymn number: 121(5)  
Hymn type: h     
რომელი დაემკჳდრე ქალწულისა მუცელსა და დაიცევ ქალწულად განუხრწნელად, უბიწოდ, კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
Hymn type: t     
სამებაჲ ერთარსებაჲ თაყუანის-საცემელი აღვიარეთ ყოველთა და ესრეთ უღაღადებდეთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო.

Hymn number: 122(6)  
Hymn type: h     
მაყუალი მოტყინარე და საჴუმილი ქალდეველთაჲ მათ, შეცურეული, ჭეშმარიტად მოგასწავებდა შენ, ღმრთისმშობელო, რამეთუ შეიწყნარე ცეცხლი ღმრთეებისაჲ საშოსა შენსა უვნებელად, რომელსა უღაღადებთ და ვიტყჳთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
სამგუამოვნებით აღვიარებთ განუყოფელად სამებასა წმიდასა, ღმრთეებით გამოუკულეველსა და ერთარსებით ვადიდებთ ჩუენ მორწმუნენი, მართლაღსარებით და ვიტყჳთ: მამაო, ძეო სულით წმიდითურთ კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.



Ode: ucx.  
უცხონი


Hymn number: 123(7)  
Hymn type: h     
ყრმანი, ღმრთივ განბრძნობილნი, ოდესმე ღმრთისმეტყუელად გამოჩნდეს, ბრწყინვალითა სულითა და განწმედილითა ბაგითა ესრეთ ღაღადებდეს: ღმერთო ყოველთაო და უფალო მამათა ჩუენთაო, კურთხეულ ხარ შენ.
Ms. page: 25r  
Page of ed.: 221 
Hymn type: t     
აღვიარებთ ყოველნი არსებასა დაუბადებელსა, სამებასა წმიდასა, განახლებულითა სულითა ესრეთ უღაღადებთ: სამებაო წმიდაო და ერთარსებით დიდებულო, კურთხეულ ხარ შენ.

Hymn number: 124(8)  
Hymn type: h     
ყრმანი მაღლისა მიმართ საჴუმილით ღმრთისმეტყუელებდეს: კურთხეულ ხარ შენ, მარადის დიდებულო.
Hymn type: t     
ქალწულო, გიხაროდენ, რომელმან ჰშევ ქრისტე ღმერთი, ძალთაგან ქებული და დიდებული.

Hymn number: 125(9)  
Hymn type: h     
ალი იგი ქალდეველთაჲ მათ აღატყდებოდა და მგალობელთა ყრმათა არა შეეხებოდა, რამეთუ მოსავ იყვნეს ძალსა მაღლისასა. და გალობით ესრეთ იტყოდეს: ღმერთო მამათა ჩუენთაო, მარადის კუთხეულ ხარ შენ.
Hymn type: t     
უაღრეს ბუნებათა ვიცანთ ჩუენ, მორწმუნეთა, აწ ძალი სამებისა წმიდისაჲ და აღვიარებთ ერთარსებასა მამისა, ძისა და სულისა წმიდისა სარწმუნოებით და ვიტყჳთ: ღმერთო მამათა [ჩუენთაო, მარადის კურთხეულ ხარ შენ].

Hymn number: 126(10)  
Hymn type: h     
უზეშთაეს საკჳრველებათა იპოვნეს ყრმანი ბაბილონს შემწედ შჯულსა მას მამათასა. Ms. page: 25v   Page of ed.: 223  და ცეცხ/ლსა შინა ბრწყინვალენი, ცუარითა სხურებულნი ერთობით ღაღადებდეს და იტყოდეს: უფროჲსა[დ] ამაღლებულო უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო კურთხეულ ხარ შენ.
Hymn type: t     
აღვიარებთ სამგუამოვნებასა ღმრთეებისასა და თაყუანის-ვსცემთ ერთარსებასა ბუნებისა მისისასა, უსხეულ[ო]სა, განუყოფელსა და შეურევნელსა ძალსა და გამოსახულსა სრულსა სამებისასა დაუსაბამოსა, დაუცხრომელად ვაკურთხევდეთ და ვიტყოდით: ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.



Ode: akrtx.  
აკურთხევდითსა


Hymn number: 127(1)  
Hymn type: h     
დაბადებულნი გამოჩნდეს თავისუფლად და ძედ ნათლისად იწოდნეს განწირულნი, და მიზეზი იგი ბნელისაჲ მგლოვარე არს, და ჭეშმარიტად აღყუავილნა მიზეზი წარმართ[თ]ა ჴსნისაჲ, სასო-წარკუეთილი დღეს.
Hymn type: t     
სამებაჲ წმიდაჲ, გარე-შეუწერელი, ერთარსებაჲ ღმრთეებრ გამოუთქუმელი, სამგუ[ა]მოვნებით გუესწავა მორწმუნეთა აღსარებად, Ms. page: 26r   Page of ed.: 225  რომელსა თაყუანის-ვსცემთ სარწმუნოებით აწ და უკუნისამდე.

Hymn number: 128(2)  
Hymn type: h     
საკჳრველი დიდებული ბაბილონს შინა საჴუმილმან აჩუენა ცუარისა ცურევითა, რამეთუ ყრმანი იჴსნა ალისაგან შემწველისა და მოსწყჳდნა ქალდეველნი წამისყოფითა სულგრძელისაჲთა, რომელსა ვაკურთხევთ ჩუენ და ავამაღლებთ მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
განეცხადა მორწმუნეთა სამებაჲ უზეშთაესი ყოველთა კაცთა ბუნებისაჲ, მამაჲ ზეცით წამებდა ძისა საყუარელისათჳს და სული წმიდაჲ იხილვა სახედ ტრედისა გარდამოსრული, რომელსა ვაკურთხევთ ჩუენ და ავამაღ[ლებთ მას უკუნისამდე].

Hymn number: 129(3)  
Hymn type: h     
საჴუმილი იგი ცეცხლისაჲ ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
Hymn type: t     
შენ, ღმერთო ჩუენო, ღმრთისაგან გამოსრულო, გიხილეთ განჴორციელებული და შენ მიერ ვიხილეთ მამაჲ შენი, უხილავი ღმერთი, თანაარსი სულით წმიდითურთ და ვიტყოდით: აკურთხევდით ყოველნი [საქმენი უფლისანი უფალსა].

Hymn number: 130(4)  
Hymn type: h     
რომელმან დაჰბადა ყოველი Ms. page: 26v   Page of ed.: 227  სიბრძნითა გამოუთქუ/მელითა სიტყუამან საღმრთომან და არარაჲსაგან შექმნა მეტყუელად: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.
Hymn type: t     
მოვედით, მორწმუნენო, და უგალობდით სამებასა დამბადებელსა, დაუბადებელსა და ქებულსა კაცთა შორის, აკურთხევდით [საქმენი უფლისანი უფალსა].

Hymn number: 131(5)  
Hymn type: h     
რომელმან პირველ სიბრძნითა დაჰბადენ დაბადებულნი და უკანაჲსკნელსა დღესა განაახლენ გამოუთქმელად ბუნებისა შემოსითა კაცობრივისა საიდუმლოდ ჩუენთჳს, რომელნი გაკურთხევთ შენ, ამაღლებულსა ღმერთსა.
Hymn type: t     
გარე-შეუწერელსა მას სამებასა, მიუწდომელსა ღმრთეებისა ბუნებითა გამოუკულეველად ვაკურთხევთ და სარწმუნოებით ვიტყჳთ: ამაღლებულ ხარ დაბადებულთაგან, ამისთჳს გაკურთხევთ შენ მღდელნი და მონანი.

Hymn number: 132(6)  
Hymn type: h     
საჴუმილსა მას შინა ყრმათასა წინაჲსწარვე გამოსახე მშობელი შენი, უფალო და სახიობამან მათმან იჴსნა იგინი ცეცხლისა მისგან შემწუველისა და იტყოდეს: კიდენი სოფლისანი აკურთხევდით უფალსა და უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Ms. page: 27r  
Page of ed.: 229 
Hymn type: t     
ვითარცა ცეცხლმან ნივთიერმან ბუნებაჲ თჳსი შეცვალა და პატივ-სცა სამთა ყრმათა არა-შეხებითა გუამთა მათთა წმიდათა, ეგრეთვე შენ, ღმრთისმშობელო, დაიცევ შეუწველად ცეცხლისა მისგან უნივთოჲსა, რომელსა ავამაღლებთ მას უკუნისამდე.

Hymn number: 133(7)  
Hymn type: h     
შეძრწუნდა უბიწოჲსაგან გუამისა ყრმათა, სულითა შემოსილთა, და დაემორჩილა ცეცხლი ძლიერად, შჳდწილ მოტყინარე შეწუვად უძლური და უკუდავსა თანა საჴუმილისა განმაქარვებელსა იტყოდეს: ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
აღვიარებთ მორწმუნენი სამითა გუამითა სამებასა წმიდასა, დაუსაბამოსა ღმერთსა, ბუნებით ერთსა განუყოფელად და მართლმადიდებლობით თაყუანის-ვსცემთ და სარწმუნოებით ესრეთ უღაღადებთ: ყოველნი [საქმენი უფლისანი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე].

Hymn number: 134(8)  
Hymn type: h     
საჴუმილად გარდამოსრულსა ყრმათა ებრაელთათჳს ღმერთსა, რომელმან ცეცხლი ცუარად შეცვალა, აკურთხევდით ყოველნი / საქმენი Ms. page: 27v   Page of ed.: 231  უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
სამგუამოვნებით ნათელსა სამებისა ღმრთისა ერთბუნებასა აღვიარებთ ყოველნი მორწმუნენი და ვიტყჳთ: ყოველნი საქმენი უფლისანი დამბადებელსა აკურთხევდით უკუნისამდე.

Hymn number: 135(9)  
Hymn type: h     
სიტყუაჲ მძლავრისაჲ წინაჲსწარ განძლიერდა შჳდწილ აღგზებად საჴუმილსა, რომელმან ვერ დაწუნა ყრმანი, შეურაცხის-მყოფელნი კადნიერად ბრძანებასა მისსა, რამეთუ თქუეს: ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
სიტყუაჲ უჟამოჲ, მხოლოჲ დაუსაბამოჲ, მამისა მხოლოჲსა თანადაუსაბამოჲსა საღმრთოჲ ნათელი ჭეშმარიტი, თანამფლობელი სულით წმიდით, ერთარსებით ცნობილი აღვიარეთ მორწმუნეთა და თაყვანის-ვსცემთ და ავამაღლებთ მას უკუნისამდე.

Hymn number: 136(10)  
Hymn type: h     
ბრძანებასა ურჩულოჲსა მის მძლავრისასა არა დაემორჩილნეს სამნი ყრმანი, შეითხინეს საჴუმილსა და ესრეთ იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.
Ms. page: 28r  
Page of ed.: 233 
Hymn type: t     
სამებასა ერთარსებასა, დაუსაბამოსა, მიუწდომელსა მორწმუნენი მართლმადიდებლობით ესრეთ უღაღადებთ: აკურთხ[ევდით საქმენი უფლისანი უფალსა].

Hymn number: 137(11)  
Hymn type: h     
უცნებაჲ საცთურთაჲ და ბრძანებაჲ საშინელი მეფისა მზაკუვარისაჲ სამთა წმიდათა, ღირსთა ყრმათა სამებისა რიცხუთა შ[ე]ურაცხ-ყვეს, და განცხრომაჲ უღმრთოთაჲ მათ განაქარვეს ყოლად ქებულთა უბიწოთა, მინდობილთა ღმრთისა ძალსა და, ცეცხლსა შინა დაცვულნი უვნებელად, მაღალსა აკურთხევდეს და ამაღლებდეს მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
სულსა წმიდასა ღმრთისასა მიუწდომელსა, თანაარსსა მამისასა და თანამფლობელსა ძისასა, რომელ არს ხატი ძლიერებისაჲ, შემოქმედი, რომელიცა იქცეოდა ზედა წყალთა, რომელიცა გამოჩნდა სახედ ტრედისა მამისა და ძისა თანა, ვაკურთხევთ მორწმუნენი ერთსა ღმრთეებასა და ავამაღლებდეთ მას უკუნისამდე.



Ode: ucx.  
უცხონი


Hymn number: 138(12)  
Hymn type: h     
რომელმან პირველ ყრმათა ებრაელთა საჴუმილსა შინა ცუარი ასხურა ზეგარდამო და ალითა მით გარემოის ქალდეველნი მოსრნა, Ms. page: 28v   Page of ed.: 235  ამას უგალობდეთ და ვიტყოდით: ღმერთსა აკურთხევდით და უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
შენ, ღმრთისა სძალო, მარიამ ქალწულო, სიქადულო ჩუენ მორწმუნეთაო, შენ გუაქ მჴსნელად და მეოხად ძისა შენისა მიმართ, ევედრე, რაჲთა მოწყალე გუ[ე]ქმნას ჩუენ, მოსავთა შენთა ქრისტიანეთა, სძალო ყოლად უბიწო[ო].

Hymn number: 139(13)  
Hymn type: h     
ღირსნი და ყოლად უბიწონი ყრმანი საჴუმილსა შინა გალობდეს ღმრთისა მიმართ ჴმითა, რამეთუ ანგელოზისა მიერ ცუარითა შეიცურინეს და სხურებულნი ზეგარდამო გაკურთხევდეს შენ, უფალო, ბაგითა უბიწოჲთა და აგამაღლებდეს უკუნისამდე.
Hymn type: t     
სამებასა ერთარსებასა ვაქებთ, მამასა, ძესა სულითა წმიდითა განუყოფელად ერთღმრთეებად აღვიარებთ ყოველნი სარწმუნოებით, ანგელოზთა თანა ვღაღადებთ: აკურთხევდით მას ყოველნი საქმენი უფლისანი და [ამაღლებდით უკუნისამდე].

Hymn number: 140(14)  
Hymn type: h     
რომელმან მოსეს მაყლოანსა მას შინა მოასწავა სახე ქალწულებისაჲ მთასა სინასა წინაჲსწარ, მას გალობით ვაკურთხევდეთ და ავა[მაღლებდეთ].
Hymn type: t     
დიდებაჲ მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, Ms. page: 29r   Page of ed.: 237  რომელსა / შუენის პატივი და ქებაჲ ანგელოზთა და კაცთაგან, მათ თანა ჩუენცა ვაკურთხევდეთ და ავ[ამაღლებდეთ].

Hymn number: 141(15)  
Hymn type: h     
რომელი ანგელოზთაგან ცათა შინა იდიდების ღმერთი, ძენი კაცთანი უგალობდით მას ყოლად უკუნისამდე.
Hymn type: t     
გალობითა ბრწყინვალეთა გიგალობთ შენ ყოველნი ნათესავნი, რამეთუ გჳშევ ქრისტე, უფალი ყოლად დიდებული.

Hymn number: 142(16)  
Hymn type: h     
რომელმან საჴუმილსა ცუარი ასხურა ებრაელთა ყრმათა ცეცხლსა შინა და შეწუნა უფალმან რისხვით ქალდეველნი იგი, უგალობდეთ და ვიტყოდეთ: აკურთხევდით და უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე,
Hymn type: t     
--

Hymn number: 143(17)  
Hymn type: h     
შემზადებაჲ სახიობათაჲ და განცხრომაჲ მეფისა უშჯულოჲსაჲ განაქარვა ბაბილონს შეერთებამან ყრმათამან, რაჟამს ღაღატ-ყვეს ერთითა ჴმითა, რამეთუ იყვნეს საჴუმილსა მას შინა ნიავისაგან შეცურეულ და გალობასა ყოვლისა სოფლისასა დამბადებელისა მიმართ იტყოდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, უგალობდით და უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
არსებასა ღმრთეებისასა, უცვალებელსა და გამოუკულეველსა თჳთებითა Ms. page: 29v   Page of ed.: 239  სამგუ/ამოვნებასა აღვიარებთ ჩუენ, მორწმუნენი, სარწმუნოებით, მამასა ძით და სულით წმიდითურთ გამოუთქუმელად. ამაღლებულსა სამებასა, ყოლად წმიდასა, ერთღმრთეებად ქებულსა ღმრთისმეტყუელებით უგალობთ და ვიტყჳთ: აკურთხევდით ყოველნი სა[ქმენი უფლისანი უფალსა, უგალობდით და უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე].

Hymn number: 144(18)  
Hymn type: h     
ხატსა მა[ს] ოქროჲსასა არა თაყუანის-სცეს ღმრთივ გჳრგჳნოსა[ნ]თა ყრმათა უცვალებელისა და ცხოველისა ღმრთისა ხატსა ამბორის-ყოფითა და შორის ალსა დგეს და ესრეთ ღაღადებდეს: ყოველნი არსნი და ყოველი დაბადებული უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
--



Ode: adid.  
ადიდებდითსა


Hymn number: 145(1)  
Hymn type: h     
უზეშთაეს არს ბუნებასა კაცთასა, სძალო წმიდაო და დედაო უსძლო[ო], დიდებაჲ შენ და ქებაჲ შენი ჯერისაებრ, ხოლო ჩუენ წადიერნი არა დავდუმნეთ მსგავსად ძალისა ჩუენისა ქებად შენდა.
Hymn type: ta     
დაგუამტკიცენ ჩუენ ვედრებითა შენითა, დედაო ღმრთისა ქველისმოქმედისაო რაჲთა ვიდოდით შენ მიერ უქცეველად გზასა საღმრთოსა მადიდებელნი შენნი და ცხორებასა კეთილსა მივემთხჳნეთ.
Hymn type: tb     
უჴორცოთაგან თუალშეუდგამი ღმერთი, Ms. page: 30r   Page of ed.: 241  სამებაჲ წმიდაჲ გარე-შეუწერელი, მიუწდომელი ძალთაგან ზეცისათა, ვიცანთ ჭეშმარიტებით ჩუენ, მორწმუნეთა, სარწმუნოებით და ქებით ვადიდებთ მას.

Hymn number: 146(2)  
Hymn type: h     
ვერ შემძლებელ ვართ დიდებად შენდა ჯერისაებრ ქუეყანისანი, და მოუძლურდებიან ზეცისანი, ღმრთისმშობელო, რამეთუ უზეშთაეს იქმენ, შეიწირე სარწმუნოებაჲ ჩუენი, უწყი სიყუარული ჩუენი, ვითარცა ნათელსა ქრისტეანობისასა, გადიდებთ.
Hymn type: ta     
დედაჲ ქალწული არა ყოფილ არს კაცთა შორის, არცა უთესლოდ ნაყოფი გამოსრულ არს მუცლისაგან, რამეთუ შენ, ქალწულო, ბუნებათა წარჰჴედ, ამისთჳსცა ყოველნი ნათესავნი განწმედილითა გულითა ვითარცა ნა[თელსა ქრისტეანობისასა გადიდებთ].
Hymn type: tb     
უსხეულოთა ზეცისა წესნი დაუცხრომელად, წმიდაარსობით აქებენ სამებასა წმიდასა და იტყჳან: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს სამებაჲ წმიდაჲ, სწორი ღმრთეებითა და ჩუენ, უღირსნი, მათ თანა მართლაღსაარებით, მსგავსად შეძლებისა, შიშით ვადიდებთ.

Hymn number: 147(3)  
Hymn type: h     
დაუსაბამოჲსაგან მამისა ძე ღმრთისაჲ გამოჩნდა, ქალწულისაგან მჴსნელად ჩუენდა განჴორციელდა, განგუანათლებს Ms. page: 30v   Page of ed.: 243  დაბნე/ლებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რაჲთა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ.
Hymn type: ta     
უსძლოჲსაგან დედისა უმამოდ ძჱ ღმრთისაჲ გამოჩნდა, რომელი პირველ მამისაგან იშვა უდედოდ, აღსასრულსა ჟამთასა კაც იქმნა და იშვა მაცხოვრად სოფლისა, რაჲთა ღმერთ ყოს კაცებაჲ და განააახლოს სახიერებით.
Hymn type: tb     
სამებასა წმიდასა, ბუნებით მიუწდომელსა, მართლმადიდებლობისა აღსარებითა უგალობდეთ ჩუენ, მორწმუნენი, გალობითა ღმრთივ-შუენიერითა ნათელსა წარუვალსა, სულთა ჩუენთა განმანათლებელსა.

Hymn number: 148(4)  
Hymn type: h     
რომელმან ჰშევ მთიები მზისა უბრწყინვალესი, ღმერთი ჴორციელ ქმნული, მოსრული ჩუენდა სა[შოჲსა] შენისაგან ჴორციელად გამოგჳჩნდა გამოუთქმელი სიმდაბლით, ამისთჳსცა, ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ.
Hymn type: ta     
რომელსა იტყოდეს წინაჲსწარმეტყუელნი სულითა წმიდითა შობისათჳს შენგან, ქალწულო მარიამ, აღესრულა ჭეშმარიტად და იქმენ შენ დედა მჴსნელისა, ამისთჳს სარწმუნოებით ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გადიდებთ.
Ms. page: 31r  
Page of ed.: 245 
Hymn type: tb     
რომელსა დაუცხრომელითა ჴმითა აქებენ ზეცისა ანგელოზნი სამებასა, ერთღმრთეებით დიდებულსა, უხილავსა, განუზომელსა და ყოლად მიუწდომელსა, მათ თანა მორწმუნენი გალობით ვადიდებთ.

Hymn number: 149(5)  
Hymn type: h     
სიტყუასა ზეცით მოსრულსა ღმრთისა მიერ მამისა სიბრძნით განახლებად ადამისა, ჴორც-შესხმულსა ღმრთისმშობელისაგან უზეშთაეს ცნობათა, ჩუენ, მორწმუნენი, სარწმუნოებით მშობელსა მის[ს]ა თანა გალობით მას ვადიდებდეთ.
Hymn type: ta     
სძალო, დედაო ქალწულო, სიმრავლე ანგელოზთაჲ ევედრებიან ჩუენთჳს ქრისეტესა, ძესა შენსა, და შენცა მიგავლენთ მორწმუნენი: ვედრებად მოსავთა შენთათჳს ნუ დასცხრები, რაჲთა განმარინნეს ჩუენ საფრჴეთაგან ეშმაკისათა.
Hymn type: tb     
სამებისა ერთსა ძალსა აღვიარებთ ყოველნი მორწმუნენი სამგუამოვნებასა და ვიცნობთ მას სიბრძნით შემოქმედად ანგელოზთა და კაცთა, მართლითა სარწმუნოებითა ზეცისა გუნდთა თანა დაუცხრომელად ვადიდებთ.

Hymn number: 150(6)  
Hymn type: h     
ადიდე შენ, მაცხოვარ, ღმრთისმშობელი, რომელმან გშვა შენ, რომლისა მიერ მჴსნელმან ჴორცნი შეისხნა, Ms. page: 31v   Page of ed.: 247  რომლითა მიჴსნა ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან, ვითარცა სახიერმან ღმერთმან, ჩუენ ყოველნი ვჰნატრით მას და შენ მხოლოსა გალობით გადიდებთ.
Hymn type: ta     
გონებაჲ განცჳბრდების შესხმად ქებასა შენსა, ღმრთისმშობელო, რამეთუ უზეშთავს აღემატა დღეს მეცნიერებასა ადამეანთასა დიდებაჲ შენი, უბიწო[ო],
Hymn type: tb     
ხოლო შემსგავსებულად უძლურებისა ჩუენისა გადიდებთ.

Hymn number: 151(7)  
Hymn type: h     
მოედით, ერნო, სულითა განწმედილითა გალობით ვადიდებდეთ უბიწოდ მშობელსა ღმრთისა ევმანოელისა და წარუდგინოთ ჩუენ ვედრებაჲ მის მიერ შობილსა მას მისგან ლმობიერად, რაჲთა განმარინეს ჩუენ. ქრისტე ღმერთო ჩუენო, გუაცხოვნენ ჩუენ.
Hymn type: ta     
შენ, დიდებულო დედაო მაცხოვრისაო, უბიწო[ო] მარიამ, მიჴსნენ მორწმუნენი შენი განსაცდელისაგან სიქდულო ჩუენო, ევედრე ძესა შენსა დაუცხრომელად ხსნად ჩუენდა მტერთა უხილავთაგან მოსავნი შენნი, სახარულევანო.
Hymn type: tb     
გამოუთქუმელი ბუნებით ერთღმრთეებაჲ, მამაჲ დაუსაბამოჲ, ძე მხოლოდ-შობილი, სული სწორი ბუნებით, თაყუანის-ცემული განწყობილთა მიერ ზეცისა მღჳ[ძარეთა, აღვიარეთ, Ms. page: 32r   Page of ed.: 249  რაჲთა განმარინნეს ჩუენ საბრჴეთაგან ეშმაკისათ[ა].

Hymn number: 152(8)  
Hymn type: h     
ქალწულებაჲ შენი, ღმრთისმშობელო უბიწოო, რომელი არა შეწუა ცეცხლმან ღმრთეებისამან, მას ვადიდებდეთ.
Hymn type: t     
რომელი დაემკჳდრა საშოსა შენსა უთესლოდ, ღმრთისმშობელო, ქრისტე ღმერთი და მჴსნელი სულთაჲ ჩუენთა ვადიდეთ.

Hymn number: 153(9)  
Hymn type: h     
რომელ მუცელსა დაიტიე ღმერთი დაუტევნელი და უშევ სოფელსა სიხარული, შენ გადიდებთ ღმრთისმშობელო ქალწულო.
Hymn type: ta     
ყოველნი დაბადებულნი გნატრიან, ღმრთისმშობელო, ქალწულო, დედაო უბიწო[ო], მეოხ-გუეყავ შენდამი მორწმუნეთა.
Hymn type: tb     
რომელ განუშორებელ არს ჩუენ მიერ დიდებასა, სამებაჲ, ღმრთეებით ერთარსებაჲ, მორწმუნენი მას გალობით ვადიდებთ.

Hymn number: 154(10)  
Hymn type: h     
ვადიდებთ ყოველნი უბიწოსა ქალწულსა, რომელმან გჳშვა ღმერთი ჴორცითა მაცხოვრად სოფლისა და მჴსნელად მორწმუნეთა.
Hymn type: t     
აღვიარებთ ქალწულსა მარიამს ღმრთისმშობელად სარწმუნოებით ჩუენ, მორწმუნენი, და მისგან შობილსა ორად ბუნებად ვიტყჳთ.



Ode: ucx.  
უცხონი


Hymn number: 155(11)  
Hymn type: h     
უფროჲს ბუნებისა და ზეშთა სიტყჳსა მოგემადლა, უსძლო დედაო და დიდებულო ქალწულო, რამეთუ ღმერთი უფალი, მჴსნელი და მაცხოვარი მოგჳჩნდა საშოჲსაგან შენისა, Ms. page: 32v   Page of ed.: 251  განკაცებუ/ლი და არა შეცვალებული, ამას ყოველნი ნათესავნი ღირსად გალობით, ვითარცა სთქუ, გნატრიან და გადიდებენ.
Hymn type: t     
სიტყუამან საღმრთომან მახარებელთა და მოციქულთამან და იგავმან წინაჲსწარმეტყუელთამან გამოსახულმან გუაუწყა ჩუენ, მორწმუნეთა და აღვიარებთ ბუნებასა სამებისასა, დიდებულსა, გამოუკ[უ]ლეველსა და მიუწდომელსა თჳთებასა გუამოვნებისასა, დღეს გალობითა საღმრთოითა ღირსად დაუცრო[მელად] ვადიდებთ.

Hymn number: 156(12)  
Hymn type: h     
გადიდებს შენ ყოველი თესლები, სახარულევანო, რამეთუ შობითა შენითა დაჰჴსენ წყევაჲ დაბადებულთაჲ და მოგუანიჭე კურთხევაჲ საუკუნოჲ.
Hymn type: t     
გიხაროდენ, ქალწულო, და მხიარულ იყავ, რამეთუ შენგან შობილი აღმობრწყინდა საფლავით, სიკუდილი მოაკუდინა და სოფელი განანათლა მოწყალებით.

Hymn number: 157(13)  
Hymn type: h     
რომელმან უზეშთაეს ბუნებათა მამისაგან გამოსრული სიტყუაჲ საშოსა თჳს[ს]ა იტჳრთა, ღმრთისმშობელსა, ქალწულსა მარიამს ვადიდებდეთ ყოველნი.
Hymn type: t     
--

Hymn number: 158(14)  
Hymn type: h     
უხრწნელსა და დიდებულსა ქალწულსა ყოველნი მორწმუნენი გალობით და ქებით, ვითარცა ღირს არს, ვადიდებთ მას.
Hymn type: t     
--

Ms. page: 33r  
Page of ed.: 153 
Hymn number: 159(15)  
Hymn type: h     
შენ, სიქადულსა პირველისა მის დედისა ევაჲ[ს]სა, ღმრთისმშობელსა, რომელმან გჳშვა ჩუენ მეუფე დიდებისაჲ, ამისთჳს სიხარულით ყოველნი მორწმუნენი გადიდებთ შენ, ვითარცა შუამდგომელსა ღმრთისა და კაცთასა, რომელმან შეგუაერთენ ქუეყანისანი ზეცისათა.
Hymn type: t     
--

Hymn number: 160(16)  
Hymn type: h     
ვის ესმა, ანუ ვინ იხილა, რამეთუ ქალწული მიდგომილ არს უთესლოდ, თჳნიერ ბუნებრივისა ლმობისა, შობს ყრმასა, განმაქარვებელსა წყევისასა? ამისთჳს ყოველნი ნათესავნი ღმრთისმშობელსა მარიამს გალობით ვადიდებთ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 161(17)  
Hymn type: h     
ქუეყანისა ნაშობთა ვის ესმა, ანუ ვინ იხილა ოდესმე, რამეთუ ქალწული იპოა მიდგომილ უთესლოდ, თჳნიერ ლმობისა ყრმისა მშობელად? ამას, შენ, საკჳრველსა, და შენ, უსძლოსა ღმრთისმშობელსა მარიამს, გალობით გადიდებთ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 162(18)  
Hymn type: h     
გიხაროდენ შენ, ესაია, სულითა განბრწყინვებულო, აღესრულა თქუმული შენი _ აყუავილნა ძირი იესესი, ქალწული მიუდგა და გჳშვა მთავარი მშჳდობისაჲ იუდაჲს თესლისაგან, რომელიცა იხილა პირველ იაკობ Ms. page: 33v   Page of ed.: 255  ვარსკულავი განთიადისაჲ, განმანათლებელი ყოვლისა სოფლისაჲ. დღეს იქმნა ჴსნაჲ წარმართთაჲ ქალწულისა მიერ წმიდისა, რომელი იქმნა დედა მეუფისა.
Hymn type: t     
--

Hymn number: 163(19)  
Hymn type: h     
შენ, ყოლად უბიწოსა და სანატრელსა ქალწულსა, რომელი გამოშჩნ[დი] უაღრეს ყოველთა ნათესავთა ადამისთა და უზეშთაეს ძალთა ზეცისათა, რამეთუ შემოქმედი მათი მუცლითა იტჳრთე და გჳშევ მჴსნელი დაბადებულთაჲ, ამითჳს, ღმრთისმშობელო, ითხოე ძისა შენისაგან შემსხმელთა შენთათჳს შენდობაჲ ცოდვათაჲ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 164(20)  
Hymn type: h     
ადიდებს სული ჩემი უფალსა _ იტყოდა ქალწული, რაჟამს სათნო-იყო მაღალმან სიკეთე მისი და საშოსა მისცა ჴორცითა გამოიხატა ხატი გამოუხატველისა ღმრთისაჲ, სიბრძნით გამომხატველი ადამისი, და ჩუენ გამოგჳჩნდა ღმერთი და კაცი ორითა ბუნებითა, მჴსნელი და მაცხოვარი სულთაჲ ჩუენთა, ამას ყოველნი გალობით ვადიდებდეთ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 165(21)  
Hymn type: h     
აჰა, ესერა, ამიერითგან მნატრიან მე ყოველნი ნათესავნი, შენ, ეტლო სიწმიდისაო, Ms. page: 34r   Page of ed.: 257  კიბეო ღმრთისა გარდამოსლვისაო, კიდობანო საღმრთოჲსა განსუენებისაო, ტაძარო ნათლითა შემოსილო და კარაო, სავსეო საღმრთოჲთა მით დიდებითა, რომელმან გჳშევ ჴორცითა ღმერთი უცვალებელი, ამას ყოველნი გალობით ვადიდებდეთ.

Hymn number: 166(22)  
Hymn type: h     
ყო სიმტკიცითა მკლავისა თჳსისაჲთა ჴ[ს]ნაჲ ადამის ნათესავთაჲ მჴსნელმან დაბადებულთამან, რამეთუ ჴორცითა დაფარა თუალთ-შეუდგამი შანთი ღმრთეებისაჲ, ვითარცა კაცი, ქუეყანასა გამოჩნდა და კაცთა შორის იქცეოდა განკაცებული ქალწულისგან პირველ საუკუნეთა ღმერთი ყოველთაჲ, ამას ყოვლნი გალობით [ვადიდებდეთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 167(23)  
Hymn type: h     
შეიწყნარა ისრაელი, მონაჲ თჳსი, რომელი იჴსნა პირველ ეგჳპტით მონებისაგან, აქა დღეს სიმდაბლით გამოჩნდა ეკლოანისაგან ქუეყანისა ქალწულისა საშოსა თჳთ თავადი შჯულისმდებელი, წინა-მომცემელი შჯულისაჲ და მიჴსნა მონებისაგან საცთურისა ფარაო უხილავისა უძლეველმან ღმერთმან, ამ[ას ყოველნი გალობით ვადიდებდეთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 168(24)  
Hymn type: h     
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ, ჴმა-ყო ზაქა[რია], Ms. page: 34v   Page of ed.: 259  უტყუებითა შეპყრობილმან, რაჟამს ძისა შობასა ღმრთისმეტყუელად გამოჩნდა, უწოდა მას იოვანე წოდებისაებ[რ] ანგელოზისა, რომელმან გჳჩუენა კრავი ღმრთისაჲ და ძე მაღლისაჲ, თჳთ უცოდველი, ამხუმელი ცოდვათა სოფლისაჲთაჲ, ამას ყოველნი გალობით ვა[დიდებდეთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 169(25)  
Hymn type: h     
ვითარცა იტყოდა პირითა წინაჲსწარმეტყუელთა თჳსთაჲთა: უქცეველად განკაცნა გარე-შეუწერელი უსხეულოჲ ღმერთი, იპოა ხატითა, ვითარცა კაცი, ხატი უხილავი, გამოუჩინებელისა ღმრთისაჲ, რომელმან შეიმოსა მსგავსებაჲ მსგავსებითა თჳსითა და [ა]ცხოვნა კაცებაჲ განკაცებითა, ამას [ყოველნი გალობით ვადიდებდეთ].
Hymn type: t     
--





Next part



This text is part of the TITUS edition of Nevm.dzlisp..

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.