TITUS
Text collection: Nevm.dzl. 
Heirmologion with Neumes

Ⴌევმირებული Ⴛლისპირნი


On the basis of the edition
Nevmirebuli ʒlisṗirni
(xelnac̣eri A-603),
gamosca, gamoḳvleva da saʒieblebi daurto
Gulnaz Ḳiḳnaʒem,
Tbilisi: Mecniereba 1982

entered by Elguja Giunashvili,
Tbilisi, 12.3.2011;
TITUS version by Jost Gippert,
Frankfurt a/M, 27.3.2011



Page of ed.:   მიუთითებს წინამდებარე გამოცემის გვერდს.
Ms. page.:   მიუთითებს ხელნაწერის გვერდს (იხ. ყოფილი ხელნაწერთა ინსტიტუტის Ⴀ-603 ნუსხა, გადაწერილი Ⴞ-ႾႨ საუკუნეთა მიჯნაზე).
Hymn number:   მიუთითებს ე. მეტრეველის გამოცემის ნუმერაციას (იხ. ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი, ორი ძველი რედაქცია Ⴞ-ႾႨ სს. ხელნაწერების მიხედვით, გამოსცა და გამოკვლევა დაურთო ელენე მეტრეველმა, თბილისი 1971, გვ. 34-204).



Codex: A-603 
Canon: a 
Ode: ug. 
Ms. page: 1r 
Page of ed.: 125 
ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი
უგალობდითსა ჴმაჲ


Hymn number: 1  
Hymn type: h     
სასწაულითა იჴსნა ერი უფალმან და ზღუაჲ მღელვარე სიტყჳთ განაჴმო პირველ, და დღეს უხ[რ]წნელად იშვა ქალწულისაგან და წარმიძღუა ჩუენ ზეცად ბუნებით სწორი მამისა თანა, რომელსა უგალობთ.
Hymn type: t     
ვერ შემძლებელ ვართ ქებად შენდა ღირსებით, ღმრთისა დედაო, რამეთუ უზეშთაეს ცნობათა ჩუენთა ამაღლებულ იპოე, ხოლო არა დავდუმნეთ დიდებად შენდა მსგავსად ძალისა, რაჲთა შემწედ მოგიგოთ.

Hymn number: 2  
Hymn type: h     
მონებისა მისგან მწარისა ჴსნილმან ისრაელმან განვლო ქუეყანაჲ დაულტოლველად და იხილნა მტერნი მისნი დანთქმულნი და გალობით უგალობდა ღმერთსა საკჳრველთ-მოქმედსა, რამეთუ დიდებულ არს.
Hymn type: t     
დაუტევნელი დაიტიე, რომელი იწოდე ცათა უ[ვრ]ცელეს და ქერაბინთა უმაღლესად გამოშჩნდი შენ, ქალწულო ღმრთისმშობელო, ამისთჳს ყოველნი ნათესავნი გნატრიან, ვითარცა იტყოდე.

Ms. page: 1v  
Page of ed.: 127 
Hymn number: 3  
Hymn type: h     
მხილველი ღმრთისაჲ მოსე ისრაელთა პირველად ადიდებდა ღმერთსა და მარიამ უპირობდა ბრძენთა მათ დედათა და ეტყოდა: მჴსნელსა ჩუენსა ღმერთსა უგალობდეთ დღეს.
Hymn type: t     
ღრუბელსა სულმცირესა მიემსგავსე, მარიამ, ეგჳპტეს შესლვითა, რაჟამს გეტჳრთა შენ შემოქმედი შენი მკლავთა ზედა, ქალწულო, და მზისთუალი სიმართლისაჲ შენ დაგეფარა.

Hymn number: 4  
Hymn type: h     
მარჯუენაჲ შენი უძლეველი ღმრთივ-შუენიერი და ღირსად საგალობელ არს რომლითა შენ, უკუდავო, ძლიერებით აოტენ მტერნი იგი და ისრაელთათჳს განჰმზადე გზაჲ ზღუასა მეწამულსა.
Hymn type: t     
გიხაროდენ, წყაროვო სიხარულისაო, გიხაროდენ, ბჭეო ცათაო. გიხაროდენ, სასანთელო და ტაკუკო ოქროჲსა წმიდისაო, რომელმან იტჳრთე ქრისტე _ ცხორების მომცემელი.

Hymn number: 5  
Hymn type: h     
ბუნებაჲ იგი მდინარეთაჲ მათ შეჰყინდა, იჴსნა ერი ზღუასა განმავალი, და რაჟამს კუალად-ეგო, საღმრთოჲთა მით ბრძანებითა დაანთქა სიღრ[მესა] მძლავრი მდევარი ერითურთ, ამისთჳს Ms. page: 2r   Page of ed.: 129  უგალობთ ღმერთსა ჩუენსა მხოლოსა, რამეთუ დიდებულ არს.
Hymn type: t     
დაბადებულთა ცხორებისათჳს გამოშჩნდი, უსძლოო, დედად ცათა მეუფისად, ამისთჳს აღგიარებთ ჭეშმარიტად ღმრთისმშობელად და მსგავსად უძლურებისა ჩუენისა ქებასა შეგასხამთ, ნუ დასცხრები ვედრებად ღმრთისა ჩუენ მოსავთა შენთათჳს.

Hymn number: 6  
Hymn type: h     
უგალობდეთ ყოველნი, რომელმან მწარისაგან ფარაოჲს მონებისა იჴსნა ისრაელი და სიღრმესა ზღჳსასა დაულტოლველად წიაღ-იყვანნა, გალობითა ახლითა, რამეთუ დიდებულ არს.
Hymn type: t     
უგალობდეთ ყოველნი მორწმუნენი ქალწულსა უბიწოსა, რომელმან უზეშთაესად გჳშვა დამბადებელი დაბადებულთაჲ და აღმავსნა ჩუენ ცხორებისა ნათლითა, რამეთუ დიდებულ არს.

Hymn number: 7  
Hymn type: h     
ზღჳსა ღელვანი განვლნა ისრაელმან ძალითა ზეგარდმოჲთა ფერჴითა დაულტობელად.
Hymn type: t     
მეოხ გუეყავ, ღმრთისმშობელო ქალწულო, მისა, რომელი ჰშევ შენ, რაჲთა აცხოვნეს სულნი ჩუენნი.



Ode: ucx.  
უცხონი


Hymn number: 8  
Hymn type: h     
აზღუდნეს წყალნი სიღრმეთანი და დაინთქა ფარაო მჴედრებითურთ, ხოლო ისრაელი გან/ვიდა Ms. page: 2v   Page of ed.: 131  მოსეს მიერ კუერთხითა მაქებლად და მგალობლად ღმრთისა საკჳრველთ-მოქმედისა, რამეთუ დიდებულ არს.
Hymn type: t     
ჴორცთა შენთაგან უბიწოთა, რომლმან მიიღო ქებაჲ ჩუენი, განაღმრთო იგი მოწყალებით, ევედრე მას ჴსნად ჩუენდა საცთურისა და სიკუდილისაგან, რაჲთა მარადის გალობით უგალობდეთ.

Hymn number: 9  
Hymn type: h     
რომელი შეეწია ღმერთი მოსეს ეგჳპტეს შინა და მის მიერ ფარაოჲსა ყოველი მჴედრობაჲ დაანთქა, უგალობდეთ მას, რამეთუ დიდებულ არს.
Hymn type: t     
დიდებული ითქუა შენთჳს, ყოველთა შემოქმედისა დედაო, რაჟამს ჰშევ ჴრციელად ძჱ დაუსაბამოჲსა მამისაჲ, უსძლო[ო] სძალო, გალობით გადიდებდეთ შენ.

Hymn number: 10  
Hymn type: h     
გალობითა ძლევისაჲთა უგალობდეთ ყოველნი ღმერთსა, რომელმან ქმნა სასწაულითა ნიშნები მკლავითა მით მაღლითა და იჴსნა ისრაელი, რამეთუ დიდებულ არს.
Hymn type: t     
იძლინენ დღეს ბუნებანი ნივთთანი შენ მიერ, სძალო, რომელმან ჰშევ ღმერთი უხილავი და დაადგერ ქალწულად, Ms. page: 3r   Page of ed.: 133  ვითარცა პირველ შობისა და შემდგომად შობასა.

Hymn number: 11  
Hymn type: h     
სუეტითა მით ცეცხლისაჲთა და ღრუბლითა ისრაელთა უძღოდა ღმერთი, ზღუაჲ განაპო და განიყვანნა იგინი, ხოლო მას შინა დაანთქა ეტლები ფარაოჲსი, უგალობდეთ გალობასა ძლევისასა, საკჳრველთ-მოქმედსა, რამეთუ დიდებულ არს.
Hymn type: t     
გიხაროდენი შენდა შეწირა, ქალწულო, გაბრიელ მთავარანგელოზმან და მუცლად-იღე პირველ საუკუნეთა სიტყუაჲ მამისაჲ, თანამფლობელი და გჳშევ ჩუენ ჴორცითა და დაადგერ ქალწულად, მას ევედრე ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა.



Ode: pas.  
პასექთაჲ


Hymn number: 12  
Hymn type: h     
ისრაელნი განვიდეს დაულტოლველად ზღუასა, იხილნეს მტერნი მათნი ოტებულნი სიღრმესა შინა, ხოლო უფალმან ერი თჳსი იჴსნა, განაძლიერნა დღეს და ღმერთსა უგალობდეს.
Hymn type: t     
უაღრეს ქერაბინთა გამოშჩნდი, ღმრთისმშობელო, შემოქმედი იტჳრთე, უბიწო[ო] მკლავთა ზედა. ამისთჳს აღგიარებთ ღმრთისმშობელად და ძალისა ჩუენისაებრ დაუცხრომელად გადიდებთ.

Ms. page: 3v  
Page of ed.: 135 
Hymn number: 13  
Hymn type: h     
გალობაჲ სულიერი ისრაელთა აღიღეს ებნითა და ბობღნითა, განვლეს რაჲ მეწამული. რამეთუ მოსე, რჩეული ღმრთისაჲ, უპირობდა, ხოლო მარიამ ესრეთ ჴმობდა: უგალობდეთ უფალსა საკჳრველთ-მოქმედსა, რამეთუ დიდებულ არს.
Hymn type: t     
განცჳბრდა მეტყუელებაჲ და მოუძლურდა სიბრძნე სოფლისა მეცნიერთაჲ, რამეთუ უზეშთაეს აღემატა საიდუმლოჲ შობისა შენისაჲ მოგონებისა და სიტყჳსა, რაჟამს ქალწულმან გჳშევ ძე ღმრთისაჲ და ქალწულადვე დაადგერ.

Hymn number: 14  
Hymn type: h     
სულმან საღმრთომან დაჰბერა მეწამულისა ღელვათა და შერისხვით განაჴმნა სიღრმენი მისნი, შეჰყინდეს და აზღუდნეს ორკერძოვე და გზა-ექმნა შემავალთა და მომსრველ მდევართა, უგუნურთა მათ მეგჳპტელთა, და განვლეს რაჲ ისრაელთა, ქნარითა და ბობღნი[თა] იწყეს განცხრომად და გალობად ღმრთისა.
Ms. page: 4r  
Page of ed.: 137 
Hymn type: t     
რომელი წინა საუკუნეთა იშვა მამისაგან უსხეულოჲ სიტყუაჲ ყოლადვე ყოფილი, აწ იშვების მეორედ ჴორცითა და მის მიერ ვიშუებით ჩუენ მეორედ სულითა, ხოლო ვინ არა განკჳრდეს, რამეთუ ქალწულისაგან, ვითარცა ყრმაჲ, მიიღებს სძითა ზრდასა მზრდელი დაბადებულთაჲ.



Ode: moix.  
მოიხილესა


Hymn number: 15(1)  
Hymn type: h     
მოიხილე, ცაო, და ვიტყოდით, რამეთუ სიტყუაჲ მამისაჲ ქუეყანად გარდამოჴდა, რომელმანცა ცანი მოდრიკნა და კაცებაჲ იჴუმია და აცხოვნა კაცი, ვითარცა კაცთ-მოყუარე ა[რს].
Hymn type: t     
მუცლად-იღე შენ დღეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჭეშმარიტად, ქალწულო, და გჳშევ ჩუენ ჴორცითა მიუწდომელი, კაცთა მიერ გამოუცდელი ღმერთი, მას ევედრე, ღირსო, ცხორებად სულთა ჩუენთათჳს.

Hymn number: 16(2)  
Hymn type: h     
მოიხილე, ცაო, და ვიტყოდით, და ისმენდინ ქუეყანაჲ სიტყუათა პირისა ჩემისათა, რამეთუ სახელსა უფლისასა ვხადე.
Hymn type: t     
ცათა უვრცელესად იქმნა საშოჲ შენი, უბიწო[ო], რომელმან დაუტევნელი დაიტიე, მისა მიმართ მიგავლენთ, მეოხ გუეყავ ჩუენ.

Hymn number: 17(3)  
Hymn type: h     
იხილეთ, იხილეთ, ესრე თქუა უფალმან, რამეთუ ღმერთი მე ვარ, Ms. page: 4v   Page of ed.: 139  რომელმან მონებისაგან ერი ისრაელისაჲ მოსეს მიერ განვარინე და უდაბნოს გამოვზარდე, ვიჴსენ რაჲ ძლიერმან ჴელმწიფებითა ჩემითა.
Hymn type: t     
საშოჲ განსწმიდე და შობაჲ განაახლე, უთესლოდ საშოსა რაჲ დაემკჳდრე თჳნიერად ხრწნილებისა, მაცხოვარ, იშევ რაჲ ქალწულისაგან წმიდისა, რომელმან ივნე ჩუენთჳს და ასდეგ მკუდრეთით, ცხორების მომცემელო.

Hymn number: 18(4)  
Hymn type: h     
მოელოდა, ვითარცა ცუართა, სიტყუათა მათ შენთა, ზეც[ა]თა უფალო, მოსე ეგჳპტესა შინა და მოიხილე მის ზედა წყალობით, და დასცნა მან მტერნი მეგჳპტელნი.
Hymn type: t     
ძირისაგან იესესისა აღმოცენებულო ქრისტეს დედაო, ყოველთა გამომზრდელსა უბიწოებით აწოებდი შენ, მას ევედრე აწ სულთა ჩუენთათჳს.

Hymn number: 19(5)  
Hymn type: h     
დიდებულ იქმნა პირი მოსესი ხილვისა მისგან საღმრთოჲსა, რომელი პირველ არასადა ეხილვა,რომლისა შეწევნითა იჴსნეს ისრაელნი და ჩუენ გუასწავეს გალობაჲ; მიეცით დიდებაჲ ღმერთსა, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაჲ.
Hymn type: t     
დაიტიე ცეცხლი ღმრთეებისაჲ საშოსა შენსა, უსძლო[ო], და არა შეიწუ Ms. page: 5r   Page of ed.: 141  მის მიერ, უბიწო[ო], არამედ უვნებელად დაიცევ, ვითარცა მთასა სინასა მაყუალი, რომელი იხილა მოსე სახედ შენდა, ღირსო ღმრთისმშობელო.

Hymn number: 20(6)  
Hymn type: h     
ზეშთა ბუნებისა ხილვაჲ იხილა შჯულისმდებელმან: ბუნებითი იგი თჳთ-მგზებარე ცეცხლი ედებოდა მაყუალსა და არა შესწუვიდა მას. და შიშით ზარ-განჴდილი ესრეთ იტყოდა: წმიდა არს და მართალ სახელი შენი, უფალო, სასწაულთა მოქმედო.
Hymn type: t     
დიდებულ იქმნა სასწაული ქუეყანასა ზედა, ქალწული მიუდგა და გჳშვა ჩუენ სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჴორცითა და ქალწულადვე ჰგიეს. ვინ იხილა ესე შორის დედათა? ღომელი მისგან განჴორციელდა, მან წმიდა ყო საყოფელი თჳსი.

Hymn number: 21(7)  
Hymn type: h     
იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი, რომელმან ბრძანებითა მოსეს მიერ განვიყვანე ერი ჩემი უდაბნოდ, რაჲთა ვიჴსნე იგინი ძლიერებითა ჩემითა და ჴელმწიფებითა ღმრთეებისაჲთა.
Hymn type: t     
მადლითა შენითა, მეუფისა დედაო, აღმსარებელნი შენნი დაგჳცვენ Ms. page: 5v   Page of ed.: 143  საცთურთაგან, ღმრთისმშობელო მარიამ, რამეთუ შენგან იშვა მჴსნელი ყოველთაჲ, ქალწულო, და მომცემელი ცხორებისაჲ.

Hymn number: 22(8)  
Hymn type: h     
თავსა წიგნთასა დაწერა მოსე პირველად ქრისტესთჳს და ამცნო ისრაელთა, ვითარმედ: ღმერთმან წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს ძმათაგან თქუენთა ჴორციელთა, ვითარ-ესე მე, ხოლო თქუენ ღმერთად იცანთ იგი, მისი ისმინეთ და სცხონდეთ, რამეთუ მისგან იქმნეს სიმართლე, მადლი და ჭეშმარიტებაჲ.
Hymn type: t     
აჰა, ესერა, სთნდა მეუფესა სიკეთე შენი, ყოველთა ნათესავთა სამკაულო, მოგმადლნა დიდებულნი ძლიერმან ზეგარდამო სულთა ჩუენთა განმანათლებელნი, სასწაულთა სიმრავლენი, რომელსა ენანი ჩუენნი ვერ შემძლებელ არიან ჯერისაებრ ქებად შენდა, ქალწულო.

Hymn number: 23(9)  
Hymn type: h     
მეორედ შობაჲ მოსესი კიდობნისა მისგან მწყურნებთა შინა, რომლისა მიერ იჴსნა ისრაელნი უფალმან მონებისაგან მეგჳპტელთაჲსა, სახედ-იყო მეორედ შობასა მაცხოვრისა ჩუენისასა, რომელი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა მამისაგან იშვა უდედოდ ცათა შინა, და კუალად ქუეყანასა ზედა დედისაგან უმამოდ კიდობნისა მისგან სიწმიდისაჲთა მჴსნელად ჩუენდა.
Ms. page: 6r  
Page of ed.: 145 
Hymn type: t     
სამოსლითა პორფირითა და ფესუედითა ოქროქსოილითა პირად-პირადად შემკობილსა სძალსა წმიდასა ყოველი ენაჲ ქებით უგალობს, უაღრეს არს იგი ქერაბინთა, რომელსაცა წინაჲსწარვე ამბაკუმ უღაღადა, ვითარმედ: მზე ამაღლდა და მთუარე დადგა წესსავე ზედა თჳსსა, რამეთუ ღმერთი იშვა მისგან და ქალწულადვე ეგო უბიწოდ, და არს იგი სასოჲ და მეოხი მორწმუნეთაჲ.



Ode: gandzl.  
განძლიერდასა


Hymn number: 24(1)  
Hymn type: h     
ღმერთო, მოხედენ მონათა გალობასა და დაამდაბლე სიმაღლე მაცთურისაჲ და ზეშთა აღამაღლე დღეს ეკლესიაჲ და შეუშფოთებელად დაამტკიცენი მოსავნი შენნი მართლმადიდებლობასა.
Hymn type: t     
წმიდაჲ წმიდათაჲ, ქალწულებით მშობელი, უკუდავებისა მიმსგავსებულ იქმნა დღეს საყდართა ქერაბინთა, რაჟამს იტჳრთა დაუსაბამოჲ ღმერთი ჴორციელ-ქმნული წიაღთა თჳსთა, მჴსნელი დაბადებულთაჲ.

Hymn number: 25(2)  
Hymn type: h     
წინა საუკუნეთა მამისაგან შობილსა ძესა მხოლოსა და ქალწულისაგან განჴორციელებულსა ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, უღაღადებ/დეთ: Ms. page: 6v   Page of ed.: 147  რომელმან აღამაღლა რქაჲ ჩუენი, წმიდა ხარ შენ, უფალო.
Hymn type: t     
უმეტეს ხარი შენ ყოველთა ნათესავთა ქუეყანისათა, რამეთუ შენ მხოლომან დაჰჴსნენ წესნი ბუნებათანი, ვინაჲთგან უთესლოდ გჳშევ ჩუენ ბუნებათა შემოქმედი ღმერთი დიდებულო ქალწულო.

Hymn number: 26(3)  
Hymn type: h     
შენ, მხოლო[ო], რომელმან უწყი უძლურებაჲ კაცთა ბუნებისაჲ და წყალობით შეიმოსე შენ, შემმოსე მე ძალი მაღლით გარდამო, რაჲთა ჴმა-ვყო: წმიდა არს ტაძარი სულიერი, სადიდებელი შენი, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
მუცლად-იღე ღმერთი უთესლოდ საშოსა შენსა, ქალწულო, სულითა წმიდითა და არა შეიწუ, ვითარცა იხილა მოსე სახე შენი მაყულოვანით, რამეთუ შენთჳს გამოისახა საიდუმლოჲ იგი მიუწდომელი.

Hymn number: 27(4)  
Hymn type: h     
შენ, რომელმან პირველად მუცლად-ღებისა სამოელ უბიწოჲსა აღუთქუ იგი ღმერთსა, მღდელისა დედაო ანა, იხარებ ჩუენ თანა და იტყოდე: განაძლიერენ აწცა, უფალო, გულნი ჩუენ[ნ]ი.
Hymn type: t     
შენ, რომელმან მზე სიმართლისა იტჳრთე Ms. page: 7r   Page of ed.: 149  მთი/ებისა პირველად, უწინარეს შობილი, მუცლითა, უბიწოო, ჩუენ, მორწმუნენი, გიღაღადებთ: გიხაროდენ ღმრთისმშობელო სასუფეველსა.

Hymn number: 28(5)  
Hymn type: h     
ყოვლისა მპყრობელი და დამბადებელი ყოველთაჲ, სიბრძნე იგი და ძალი ღმრთისაჲ, განმაძლიერებელი ეკლესიათაჲ შეურყეველად, შენ თავადი ხარ, ქრისტე, ღმერთი ყოველთაჲ, რომელი წმიდა ხარ.
Hymn type: t     
ცათა უვრცელესად გამოჩნდა საშოჲ ქალწულისაჲ, დაუტევნელი დაიტია, ამისთჳს მორწმუნენი ჭეშმარიტად ღმრთისმშობელად ვხადით და ესრეთ უღაღადებთ: ყოლად წმიდაო, ჩუენთჳსცა მეოხ გუეყავ

Hymn number: 29(6)  
Hymn type: h     
დამამტკიცე მე, ქრისტე, კლდესა ზედა მცნებათა შენთასა შეუძრავსა და განმანათლე ნათლითა მით შენითა, რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ წმიდაჲ, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
განმინათლე გონებაჲ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო, დაბნელებული გემოთა მიერ, ვედრებითა წმიდი[სა] მარადის ქალწულისა მიერ უბიწოჲსა.

Hymn number: 30(7)  
Hymn type: h     
განმაძლიერე, ქრისტე, რომელმანცა დააფუძნე ქუეყანაჲ წყალთა ზედა, რამეთუ არავინ არს წმიდაჲ შენებრ, უფალო.
Hymn type: t     
გიხაროდენ, ქალწულო, რომელმან სიტყუაჲ ღმრთისაჲ გამოუთქუმელად გჳშევ, მიუწდომელი ბუნებით, მრავალმოწყალე.



Ode: ucx.  
Ms. page: 7v  
Page of ed.: 151 
უცხონი


Hymn number: 31(8)  
Hymn type: h     
განძლიერდა დღეს გული ჩემი უფლისა მიმართ, ღმრთისა ჩემისა, რამეთუ მან მიჴსნა მე წყევისა პატიჟთაგან და შემმოსა მე ძალი საღმრთოჲ წმიდაჲ.
Hymn type: t     
შენ, ღმრთისმშობელო, უქორწინებელად გჳშევ ჩუენ სიტყუაჲ ღმრთისაჲ, ყოლად უსძლო[ო] სძალო, წმიდაო დედაო, მისა მიმართ, ღირსო, მეოხ გუეყავ ჩუენ.

Hymn number: 32(9)  
Hymn type: h     
განძლიერდინ გული მცნებათა შენთა, ქრისტე ღმერთო, რომელმან დაამტკიცენ ცანი და ქუეყანაჲ წყალთა ზედა, ყოლად ძლიერო, და ჴმა-ვყო: წმიდა არს ძალი შენი საკჳრველი, სასწაულთა მოქმედო.
Hymn type: t     
შენ გიგალობს, სძალო, გუნდი ზეცისა უსხეულოთაჲ, შენ გაქებს ყოველი ენაჲ ადამეანთაჲ, რამეთუ შემოქმედი მათი უფროჲს ცნობისა იშვა შენგან, მისა მიმართ მეოხ გუეყავ ჩუენ.



Ode: pas.  
პასექთაჲ


Hymn number: 33(10)  
Hymn type: h     
შეამკვე ეკლესიაჲ, ქრისტე, წყლითა და საღმრთოჲთა მით სისხლითა შენითა, რომელი აღმოსცენდა გუერდისა შენი[სა]გან, მჴსნელო, რომლითა განვძლიერდით.
Hymn type: t     
ემსგავსე შენ საყდართა ქერაბინთა და მათ ზედა მჯდომარე იტჳრთე, ქალწულო, არა შეიწუა, ვითარცა გამოისახა საიდუმლოჲ, რომელიცა ძლიერ არს.

Hymn number: 34(11)  
Hymn type: h     
ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდურთა, ესე იგი არს კლდე, რომელი უფლისა მიერ/იყო Ms. page: 8r   Page of ed.: 153  და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა, რომელსა ზედა დააფუძნა ეკლესიაჲ ქრისტემან, რომელი-იგი წარმართთაგან გამოიჴსნა.
Hymn type: t     
ერთსა ძესა ვადიდებთ ჩუენ, რომელმან ქალწულისაგან ჴორცნი შეისხნა და არა იცვალა, არამედ ერთი გუამი ორითა ბუნებითა ღმერთად და კაცად ვიხილეთ, ივნო და დაეფლა საფლავსა, აღდგა და გზა-გუექმნა ჩუენ ზეცად აღსლვისა, მორწმუნეთა თჳსთა.

Hymn number: 35(12)  
Hymn type: h     
მჴსნელო იესუ, უძლურ ყვენ მჴდომნი იგი ჩუენნი და მტერნი შენთა ეკლესიათანი, ბოროტნი მჴეცთა ბუნებათანი, ურწმუნონი, მორწმუნეთა მოშურნენი ნათესავნი მჴევლისანი შემწენი ეშმაკისანი, დასცენ და ერნი შენნი განაძლიერენ.
Hymn type: t     
იძლია ევა ედემს შინა ზრახვითა გონიერისა გუელისა მაცთურისაჲთა, მოიკლა და ნაშობნი მისნი მივეცენით სიკუდილსა და ხრწნილებასა, ხოლო შენ მიერ, მშობელო ღმრთისა მაცხოვრისაო, კულად-ვეგენით მასვე უხრწნელებასა.



Ode: upm.  
მესმასა


Hymn number: 36(1)  
Hymn type: h     
პირველ აუწყა წინაჲსწარმეტყუელებით ცხორებაჲ კაცთაჲ ამბაკუმ და იტყოდა: რისხვასა შინა / მოიჴსენი წყალობაჲ. Ms. page: 8v   Page of ed.: 155  ჩრდილოჲთ მაღნართაჲთ, მო-რაჲ-ხუედ შენ მაცხოვრად ერისა ამის სიტყუაჲ დამბადებელი.
Hymn type: t     
ქალწული წმიდაჲ იესეს ძირისაგან აღმოგჳცენდა და გჳშვა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რომელი პირველ საუკუნეთა იყო, და უვნებელად დაიცვა ქალწულებაჲ შობასა მისსა უაღრეს ბუნებათა.

Hymn number: 37(2)  
Hymn type: h     
კვერთხი იესეს ძირისაგან აღმოსცენდი შენ, ქრისტე, მთისაგან წმიდისა ქალწულისა და მაღნარით გამოხუედ განჴორციელებული სძლისაგან უქორწინებელისა, ღმერთი უსხეულოთაჲ, დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.
Hymn type: t     
ვერ მისწ[უ]თების გონებაჲ ჩუენი ქებად შენდა უზეშთაესო დიდებისაო, ასულო დავითისო, ღმრთისმშობელო ქალწულო, არამედ მსგავსად უძლურებისა ჩუენისა შევსწირავთ დღეს ძღუენსა ენითა შემასხმელითა.

Hymn number: 38(3)  
Hymn type: h     
ღაღატ-ყო ამბაკუმ სულითა წინაჲსწარ და თქუა: მოხუედ მაცხოვრად ერისა რჩეულისა, სახიერ, და აწ ჩუენცა ვიხილეთ ჭეშმარიტად აღსრულებაჲ თქუმულთა მისთაჲ Ms. page: 9r   Page of ed.: 157  და ვღაღადებთ: უფალო, დიდებაჲ ძალსა შენსა.
Hymn type: t     
ვადიდებთ საიდუმლოსა შენსა, ღმრთისმშობელო, რამეთუ რომელი-იგი უხილავ არს ძალთაგან ზეცისათა, გარდამოჴდა შენ ზედა, ვითარცა წჳმაჲ საწუმისსა ზედა ჴსნისათჳს ჩუენისა, მაქებელთა შენთა.

Hymn number: 39(4)  
Hymn type: h     
უსხეულოთა თანა დგა ამბაკუმ საჴუმილავსა მას სულიერსა და იხილა ქერაბინთა ზედა მჯდომარე და ქადაგა მოსლვაჲ მაცხოვრად ერისა და ჴსნად ცხებულთა თჳსთა და ღაღადებდა: უფალო, დიდებაჲ ძალსა შენსა.
Hymn type: t     
დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ შენ, უქორწინებელო მარიამ, ჴორცითა ჰშევ, რომელი პირველ საუკუნეთა ღმერთი არს, საყდართა ქერაბინთა წინ მკლავთა ზედა იტჳრთე და ღაღადებდი: უფალო, დიდებაჲ ძალსა შენსა.

Hymn number: 40(5)  
Hymn type: h     
იგავმან წინაჲსწარმეტყუელთამან განკაცებაჲ შენი, ქრისტე, ქალწულისაგან ქადაგა, ნათელი ბრწყინვალე კაცთა ნათესავსა აჩუენა, და უფსკრული ღაღადებს და გალობით იტყჳს: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
ძუელი შჯული შენთჳს ქადაგებდა, კარავი საწამებელი და კიდობანი შჯულისაჲ, Ms. page: 9v   Page of ed.: 159  ტაკუკი და კუერთხი, კიბე იგი და სასაკუმევლე, ღმრთისმშობელო ქალწულო, და ჩუენ, მორწმუნენი, ცხორებასა სასოდ აღგიარებთ შენ.

Hymn number: 41(6)  
Hymn type: h     
მესმა, უფალო, სმენაჲ შენ ღმრთისაჲ და შემეშინა ფრიად და გადიდე შენ, მხოლოჲ კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
ვითარცა ნავთსაყუდელსა მშჳდსა. შევედრებული ესე, ღმრთისმშობელსა ჩუენ, ყოველნი ვადიდებთ.

Hymn number: 42(7)  
Hymn type: h     
წარმართთა გამოუჩნდა მადლი შენი და დიდებაჲ შენი იხილეს მორწმუნეთა, რაჟამს ჯუარსა ეცუ, მაცხოვარ, და სოფელი ყოველი იჴსენ.
Hymn type: t     
შენ, წმიდაო ღმრთისმშობელო უბიწო[ო], სასოდ ჩუენდა აღგიარებთ მორწმუნენი შენნი, რომელმან დაიტიე საშოსა შენსა ღმერთი ყოველთაჲ.

Hymn number: 43(8)  
Hymn type: h     
დიდ არს საიდუმლოჲსა შენისა, ქრისტე, განგებულებაჲ, რამეთუ ზეშთა პირველ იხილა ღმრთისმეტყუელმან ამბაკუმ, გარდამოსლვაჲ გიღაღადა მაცხოვრად ერისა შენისა, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
შენ, ყოლად სანატრელო ღმრთის-მშობელო _ ქალწულო მარიამ, რომელმან ცხორების მომცემელი ქრისტე ღმერთი ჴორცითა ჰშევ, ჩუენ, მორწმუნენი ქებასა შევსწირავთ შენდამი, ყოლად სანატრელო.

Hymn number: 44(9)  
Hymn type: h     
საიდუმლოჲ მესმა, უფალო, ცხებულთა შენთა ჴსნისაჲ და გადიდე მოწყალე



Ode: pas.  
პასექთაჲ


Hymn number: 45(10)  
Hymn type: h     
მოხუედ შენ დაბადებული ჩრდილოჲთ, ამბაკუმ ქადაგა წინაჲსწარმეტყუელებით მოსლვაჲ შენი ქუეყნად და ძირისაგან იესესისა აღმოცენებაჲ. და აწ ჩუენცა ჭეშმარიტად ვიხილეთ, დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.
Hymn type: t     
კურთხეულ ხარ შენ შორის დედათა, რომელი გამოშჩნდი საკჳრველი წესითა უფროჲს ბუნებისა, რამეთუ შემოქმედი ბუნებათაჲ უთესლოდ შევ და დაადგერ ქალწულად უბიწოდ, მას ევედრე ჴსნად სულთა ჩუენთათჳს, რომელნი გიგალობთ.
Ms. page: 10r  
Page of ed.: 161 
Hymn type: t44     
ყოლად ქებულო ქალწულო, შენგან შობილსა ევედრე ჴსნად ჩუენდა, მგალობელთა შენთა.



Ode: ucx.  
უცხონი


Hymn number: 46(11)  
Hymn type: h     
ამაღლდა მზე და მთოვარე და დადგა წესსა ზედა თჳსსა, აჰმაღლდი ძელსა ზედა, სულგრძელო, და აჩუენე, ვითარცა ღმერთ ხარ, ძლიერებაჲ შენი მოწყალე.
Hymn type: t     
შობაჲ უთესლოდ დამბადებელისაჲ და დადგრომაჲ ქალწულად _ ორივე საკჳრველ ყო უფალმან და სიმდაბლით შეგურთა ჩუენ, რაჲთა დაბალნი ზეცად აღგუამაღლნეს.

Hymn number: 47(12)  
Hymn type: h     
სიტყუაჲ, რომელი იხილა ამბაკუმ ფრთეთა ზედა ქართაჲსა, შემკული მამისაგან და მომავალი სოფლად მაცხოვრად ერისა და ჴსნად ცხებულთა თჳსთა, და ღაღადებდა: უფალო, დიდებაჲ ძალსა შენსა.
Hymn type: t     
სიტყუაჲ მამისაჲ დაუსაბამოჲ, პირველ ჟამთა შობილი, აღსასრულსა ჟამთასა შენგან იშვა ჴორცითა, უბიწოო სძალო, რომელსა უღაღადებთ მორწმუნენი: უფალო, დიდებაჲ ძალსა შენსა.

Hymn number: 48(13)  
Hymn type: h     
მოსლვაჲ შენი ქადაგა ჩრდილოჲთ, დამბადებელო, ამბაკუმ წინაჲსწარმეტყუელებით და გამოსახვაჲ მაცხოვრად, ძირთაგან იესესთა აღმოცენებაჲ. და აწ ჩუენცა ჭეშმარიტად ვღაღადებთ: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.
Hymn type: t     
რომელი საუკუნეთა პირველ საყდართა ზედა მჯდომარე/ იყო, Ms. page: 10v   Page of ed.: 163  გარ[და]მოჴდა ჴსნად ჩუენდა, მაქებელთა შენთათჳს, ქალწულო ყოლად ქებულო, რომელნი ძღუენსა შენდა შევსწირავთ და ვღაღადებთ: დიდებაჲ ძალსა შენსა, ქალწულო.

Hymn number: 49(14)  
Hymn type: h     
თანაარსებაჲ მამისა და სულისაჲ, თანამფლობელი, თანაგანმგებელი სიტყუაჲ ამბაკუმ პირველვე აუწყა ჴორცთა შესხმად შემავალი სიჩრდოსა მას მუცელსა ქალწულისასა, და ესრეთ ღაღადებდა: ღმერთი სამხრით მოვალს, მთით ჩრდილოჲთ მაღნართაჲთ.
Hymn type: t     
ვინ არა გესავს, ანუ ვინ არა გნატრის, უზეშთაესო შენ ყოველთა კაცთაჲსაო, ქერობინთა ეტლთა საყდართა უმაღლესო, ცათა უვრცელესო, ღირსო? დღეს ღმრთისა მოვლინებულმან საღმრთომან მახარებელმან ანგელოზმან ჴმა-ყო შენ მიერ ჴსნაჲ ჩუენი.

Hymn number: 50(15)  
Hymn type: h     
ზეცით ქუეყანად გარდამოჰჴედ სიტყუაჲ ღმრთისაჲ მოქცევად წარმართთა, რომელსა იტყოდა წინაჲსწარმეტყუელი: შეძრწუნდეს საყოფელნი ეთიოპელთანი და კარვები იგი ქუეყანისა მის მადიამისაჲ.
Hymn type: t     
--



Ode: gham.  
ღამითგანსა


Hymn number: 51(1)  
Hymn type: h     
საცთურთა ბნელთა ღამისათა შენდობად Ms. page: 11r   Page of ed.: 165  მოხუედი, ქრისტე, აღმსთობილნი შევსწირავთ დღეს გალობასა შენდა, ვითარცა ღმერთ ხარ, რაჲთა წარმიძღუე გზასა მშჳდობისასა, შესლვად სასუფეველსა, რომელ აღმითქუ ჩუენ.
Hymn type: t     
ცხორებისათჳს კაცთა ნათესავისა განჴორციელდა ღმერთი შენგან, ქალწულო, შეურევნელად შეიერთა კაცებაჲ და იშვა მხოლოჲ ორითა ბუნებითა და მით ბრწყინვალედ განანათლა სოფელი.

Hymn number: 52(2)  
Hymn type: h     
ღმერთი ხარ მშჳდობისაჲ და მამაჲ მოწყალე და დიდისა ზრახვისა ანგელოზი, საკჳრველი თანა-მზრახვალი მომივლინე ჩუენ, რომელი მიმიძღუა ჩუენ ნათლად და უღაღადებთ: ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ მგალობელად შენდამი, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
ღმრთის-მშობლად პირველად აღგიარეს შენ წინაჲსწარმეტყუელთა და მამად-მთავართა და გეტყოდეს: ისმინე, ასულო, და იხილე, დიდებაჲ ასულისა მეუფისაჲ შინაგან საშოსა დაემკჳდრა და იშვა ღმერთი დაბადებულთაჲ.

Hymn number: 53(3)  
Hymn type: h     
შენ, რომელმან განანათლენ მოსლვითა შენითა, ქრისტე, და განსწმიდენ კიდენი ქუეყანისანი ჯუარითა, განანათლენ გულნიცა მგალობელთა შენთანი ნათლითა მეცნიერებისა შენისაჲთა.
Ms. page: 11v  
Page of ed.: 167 
Hymn type: t     
მვედრებელთა შენთა, რომელნი გესავთ სარწმუნოებით, ნუ განმაგდებ, ღმრთის-მშობელო, არამედ მიითუალე და შეწირე წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ შენ ხარ სასოჲ ჩუენი.

Hymn number: 54(4)  
Hymn type: h     
ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეახო ბაგეთა სერაბინმან ესაიას და განწმიდა იგი ქადაგად და იტყოდა: მკჳდრნო ქუეყანისანო, ისწავეთ სიმართლე, რამეთუ დადუმნა უღრმთოჲ.
Hymn type: t     
უცხოდ მუცლად-ღებული ქალწულმან წმიდამან უბიწოდ დაიტია და უზეშთაეს ბუნებათა გჳშვა ჩუენ ცათა დაუტევნელი, წიაღითა იტჳრთა მჴსნელი დაბადებულთა.

Hymn number: 55(5)  
Hymn type: h     
ბრწყინვალედ შუენიერებასა ღმრთეებისა შენისასა, ქრისტე, მიუთხრობთ: დიდებაჲ ბუნებითი დაუსაბამოჲ, სამარადისოჲ მის თანა გამოჰბრწყინდი საშოისაგან ქალწულისა. მზე იგი სიმართლისაჲ მსხდომარეთათჳს ბნელსა და აჩრდილთა.
Hymn type: t     
სიქადულო მორწმუნეთაო, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ გევედრებით: ნუ დასცხრები ვედრებად უფლისა მიმართ, რაჲთა მიჴსნეს ჩუენ Ms. page: 12r   Page of ed.: 169  ცოდვათა ჩუენთაგან და ღირს მყვნეს დამკჳდრებად სასუფეველსა მისსა მვედრებელნი შენნი, სძალო ღმრთისაო.

Hymn number: 56(6)  
Hymn type: h     
ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ, გიგალობთ შენ, ქრისტე, რომელი ხარ მჴსნელი სულთაჲ დაუსაბამოჲსა მამისა თანა, მშჳდობაჲ შენი მომეც, სახიერ, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
სიქადულო ჩუენო, ღმრთისმშობელო ქალწულო, სასოდ ჩუენდა შენ მოგიგებთ; შობილსა შენდა დამაგენ ჩუენ, განდგომილნი ესე დღეს ვედრებითა შენითა.



Ode: ucx.  
უცხონი


Hymn number: 57(7)  
Hymn type: h     
მნათობად ჩუენდა გამოაბრწყინვე დაუვსებელი ნათელი აღმსთობილთა ყოფად სამართალთა მცნებათა შენთა, უფალო კაცთ-მოყუარე, ქრისტე, ღმერთო ჩუენო.
Hymn type: t     
შენ, ცათა უვრცელესო ქალწულო და ქერაბინთა უმაღლესო, სიქადულო ჩუენო, ღმრთისმშობელო, ევედრე ჩუენთჳს ქრისტესა, რომელნი სარწმუნოებით გადიდებთ.

Hymn number: 58(8)  
Hymn type: h     
შენი მშჳდობაჲ მომეც ჩუენ, ძეო ღმრთისაო, რამეთუ სხუაჲ შენსა გარეშე ჩუენ არავინ ვიცით და სახელსა შენსა სახელ-ვსდებთ, რამეთუ ღმერთი ხარ ცხოველთა და მკუდართაჲ.
Hymn type: t     
უხრწნელი საშოჲ შენი დღეს განწმიდნა რაჲ, ღმრთისმშობელო, Ms. page: 12v   Page of ed.: 171  შენ/გან რაჲ ჴორცნი მოიხუნა სიტყუამან, მამისა თანასწორმან სულით წმიდითურთ, რომლისა ვედრებად ჩუენთჳს ნუ დასცხრები.

Hymn number: 59(9)  
Hymn type: h     
ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ, გიგალობთ შენ, ქრისტე ღმერთო, უფალო ჩუენო, რომელი ჩუენთჳს დაჰგლახაკენ და ჯუარითა სიკუდილი ჩუენთჳს დაითმინე.
Hymn type: t     
მნათობთა შემოქმედისა სამებასა სრულსა, რომელი მისცემს ნათელსა, ნათლად აღვიარებთ მამასა, სათნოდ ძესა ვადიდებთ, ნათლად სულსა წმიდასა მიუთხრობთ.

Hymn number: 60(10)  
Hymn type: h     
აჩრდილი რჩულსაჲ მის პირველისაჲ განქარდა, რაჟამს მზე იგი სიმართლისაჲ ქრისტე გამობრწყინდა ჴორცითა ღრუბლისაგან სულმცირისა, რომელი ქადაგა ესაია.
Hymn type: t     
რომელი იყო, არს და ჰგიეს მარადის უცვალებელად, დიდებული სამებაჲ _ მამაჲ, ძე და სული წმიდაჲ, რომელსა ჩუენ, მოსავნი, დაუცხრომელად თაყუანის-ვსცემთ.

Hymn number: 61(11)  
Hymn type: h     
სულიერმან ებანმან _ ჴმამაღალმან და ნესტ[უ]მან საღმრთომან, საღმრთოჲთა მადლითა განბრძნობილმან ესაია სულისა მიერ წმიდისა ზეცისა იგი საი/დუმლოჲ დაფარული Ms. page: 13r   Page of ed.: 173  ქადაგა განცხადებულად, ქალწულისა მიდგომილებაჲ და მისგან შობაჲ ძისა და ღმრთისაჲ, რომლისა სახელი ევმანოელ.
Hymn type: t     
რამეთუ დაგიკჳრდა შენ წინაშე შემოსლვაჲ ჩემი, შენ, ყოლად წმიდაო სანატრელო დედოფალო, არამედ ისმინე ჩემი: მე ვარ გაბრიელ, ანგელოზი მეუფისაჲ საყდართა წინაშე მდგომელი, გახარებ შენ ღმრთისა სიტყუასა, რამეთუ მუცლად შენდა შემოვალს და უმამაკაცოდ კაც-იქმნების.

Hymn number: 62(12)  
Hymn type: h     
განგუანათლენ მგალობელნი სასუფეველსა შენსა, ქრისტე, რამეთუ აღიმსთობენ შენდამი და მოუთხრობენ, რომელი მოივლინე დღეს, სახიერ, მჴსნელად სულთა ჩუენთა.
Hymn type: t     
მიითუალე, ღმრთისმშობელო ვედრებაჲ ჩუენი და განდგომილნი ესე დამაგენ ძესა შენსა და ღმერთსა, რომელი იტჳრთე, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელნი იტყოდეს.



Ode: ghagh.  
ღაღატყავსა


Hymn number: 63(1)  
Hymn type: h     
შთაჴდა იონა სიღრმეთა მათ ზღჳსათა და ღაღადებდა ღმრთისა მიმართ ვედრებით: აღმომიყვანე დანთქმისაგან, უფალო, ხოლო მე, ქრისტე, შენდა მომართ ვღაღადებ: უგულებელს-ყავ ბრალთა ჩემთა სიმრავლე
Hymn type: t     
სძალო წმიდაო, ვედრებად ნუ დასცხრები, Ms. page: 13v   Page of ed.: 175  რომლი/სა იქმენ დედა უბიწოებით, რაჲთა განვერნეთ ღელვათა სოფლისათა, რამეთუ შენ ხარ მყუდროჲ ნავთსაყუდელი მოსავთა შენთაჲ, ღმრთისმშობელო ქალწულო.

Hymn number: 64(2)  
Hymn type: h     
პირველ იონა შთანთქმული მჴეცისაგან განმხრწნელისა წარმოიგდო უხრწნელად და ქალწულისა მუცელსა სიტყუაჲ ღმრთისაჲ განჴორციელდა და მშობელი თჳსი დაიცვა უხრწნელად, ხოლო ბუნებანი შეცვალნა, ვითარცა ინება და გუაცხოვნნა ჩუენ.
Hymn type: t     
ორთა მუცელთა ბუნებანი შეცვალნეს ვეშაპისა და ქალწულისამან დღეს, რამეთუ პირველ უხრწნელად დაჰმარხა მუცელმან ნაყოფი, ხოლო აქა დღეს ნაყოფმან დაიცვა მუცელი იგი, სახე იყო ამისა, რამეთუ ქალწული ჰგიეს ქალწულად.

Hymn number: 65(3)  
Hymn type: h     
მომიცვნა ჩუენ სიღრმემან ღელვათამან და არავინ არს მჴსნელ ჩუენდა და ვიქმნენით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი, არამედ იჴსენ ერი შენი, უფალო. შენ ხარ სასოჲ და ნუგეშინის-მცემელი განწირულთაჲ.
Hymn type: t     
შენდა მომართ იხარებენ, ღმრთისმშობელო, მამა-დედანი კაცთანი, რამეთუ უკუ-მოიღეს ედემი შენ მიერ, რომელი წარეწყმიდა ურჩებითა, შენ ხარ ქალწულ პირველ შობამდე და შემდგომად შობისა.

Ms. page: 14r  
Page of ed.: 177 
Hymn number: 66(4)  
Hymn type: h     
რომელმან თავს-იდვა ჭირი იგი ზღჳსაჲ მის, სივლტოლასა მისსა ურჩებით შეპყრობილ იქნა იგი მუცელსა შინა ვეშაპისასა იონა და ღაღატ-ყო: აღმოვედინ განხრწნისაგან ცხორებაჲ ჩემი.
Hymn type: t     
შენ, რომელმან მოსპე ყუედრებაჲ დედისაჲ მის ევაჲსი, ქალწულო და აჰჴოცე ჴელით-წერილი იგი ცოდვისაჲ მუცლად-ღებითა კრავისა მის ღმრთისაითა, რომელი დაიკლა ჯუარსა ზედა ჩუენთჳს.

Hymn number: 67(5)  
Hymn type: h     
ცუდ იქმნა სიმჴურვალე იგი, განმხრწნელი მუცლისაჲ, სიღრმეთა მათ ვეშაპისათა და სახედ გამოჩნდა აღდგომისათჳს შენისა იონა ჴსნილი შთანთქმისა მისგან და ღაღატ-ყო ჴმითა საგალობელითა: შევსწირავთ შენდა მსხუერპლსა ქებისასა უფალო.
Hymn type: t     
ცეცხლმან ღმრთეებისამან არა შეწუა საშოჲ შენი, უქორწინებელო დედაო ძისა ღმრთისაო, არამედ იონაჲს სახედ ეგე უხრწნელად და უვნებელად, ყოლად უბიწო[ო], ხოლო ჩუენ, მოსავნი შენნი, ქებასა შენდა შევსწირავთ, ღმრთისმშობელო.

Hymn number: 68(6)  
Hymn type: h     
წინაჲსწარმეტყუელი იჴსენ ვეშაპისაგან, მოწყალე, მეცა ცოდვათაგან მიჴსენ აწ, კაცთ-მოყუარე უფალო.
Ms. page: 14v  
Page of ed.: 179 
Hymn type: t     
მამასა ღმერთსა უგალობთ და ძესა ღმერთსა ვადიდებთ და სულსა წმიდასა თაყუანის-ვსცემთ ერთობით მორწმუნენი.

Hymn number: 69(7)  
Hymn type: h     
სიღრმით გამო ღაღატ-ყო მწუხარებითა იონა: იჴსენ ცხორებაჲ ჩემი განხრწნისაგან, უფალო, ვითარცა მოწყალე ხარ.
Hymn type: t     
დაიტიე, ქალწულო, სიტყუაჲ ღმრთისაჲ უცხო-სახედ და გჳშევ ჩუენ ჴორცითა დამბადებელი შენი, მისა მეოხ გუეყავ ჩუენ.
Hymn type: t     
იონაჲს სახედ გიღაღადებთ, უფალო, ჴმითა ქებისაჲთა ვედრებით: აღმოიყვანე განხრწნისაგან ცხორებაჲ ესე ჩემი.

Hymn number: 70(8)  
Hymn type: h     
ღმრთისმშობელად აღგიარებთ მორწმუნენი ღირსად,
Hymn type: t     
--

Hymn number: 71(9)  
Hymn type: h     
დედაო იესუჲსო, ნუ უგულებელს-ჰყოფ, ქალწულო, მადიდებელთა შენთა.
Hymn type: t     
--



Ode: ucx.  
უცხონი


Hymn number: 71(10)  
Hymn type: h     
წინაჲსწარმეტყუელისა იონაჲს მიმსგავსებული ვჴმობ: ცხორებაჲ ჩემი, სახიერ, იჴსენ ხრწნილებისაგან, და მაცხოვნე მე, მაცხოვარო სოფლისაო, გიგალობთ: დიდებაჲ შენდა.
Hymn type: t     
მუცლად-იღე უთესლოდ და შევ ღმერთი და ეგე ქალწულად. დიდ არს საიდუმლოჲ შენი. გიხაროდენ, მარიამ სიხარულებანო და სიქადულო მოსავთა შენთაო, ქალწულო.

Hymn number: 72(11)  
Hymn type: h     
ბუნებამან განმხრწნელმან და მხურვალემან მუცელმან ვეშაპისამან არა გახრწნა ჴორცნი წინაჲსწარმეტყუელისანი, არამედ დაი/ცვნა იგინი სამ დღე Ms. page: 15r   Page of ed.: 181  და მით გამოსახა მესამისა დღისაჲ ადგომაჲ შენი დიდებული.
Hymn type: t     
ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ ეგო უცვალებელად, რაჟამს შეერთო შეზავებითა ბუნებასა ადამეანთასა ბრძმედსა შინა ქალწულისა საშოჲსასა და იშვა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ორითა ბუნებითა განუყოფელად და შეურწყმელად.

Hymn number: 73(12)  
Hymn type: h     
სიღრმესა შთა[ნთ]ქმული იონა იჴსენ, შეწყდომილი მუცელსა მჴეცისასა შენდა მომართ ჴმობდა: აღმომიყვანე განხრწნისაგან უხრწნელად, განწირულთა სასო[ო].
Hymn type: t     
ქალწულო, ღირსად აღგიარებთ მორწმუნენი, რაჲთა განმარინე ჩუენ წყევისა პატიჟთაგან, ურჩებით მოგებულთა ევაჲს ცთომითა, რამეთუ შენ ხარ სასოჲ და შემწე განწირულთაჲ.

Hymn number: 74(13)  
Hymn type: h     
იონა მენავეთა გარდააგდეს ნავით უფსკრულად და არა მოიკლა, არამედ დაიცვა ღმერთმან მჴეცისა მუცელსა შინა და უჩუენა მას ქალწულისა, მშობლისა, ქალწულებაჲ უქცეველი, ქუეყანაჲ დაუთრგუნველი, რომლისა მოქლონნი მისნი ჰგიან, ვითარცა კლიტენი საუკუნონი.
Ms. page: 15v  
Page of ed.: 183 
Hymn type: t     
იძლევიან ყოველნი ბუნებანი დაბადებულთანი და განცჳფრდებიან გონებანი გონიერთანი, რამეთუ ვერ მისწ[უ]თებიან საიდუმლოსა შენისა მის ქალწულებით მუცლად-ღებისასა, ღირსო, ხოლო დაეცადებიან გამოძიებად და განკჳრვებით დაუცხრომელად გადიდებენ შენ



Ode: kurtx.  
კურთხეულარსა


Hymn number: 75(1)  
Hymn type: h     
სიყუარულითა ყოველთა მჴსნელისაჲთა არად შეჰრაცხეს ყრმათა რისხვაჲ მძლავრისა ღმრთის-მოძულისაჲ და ცეცხლსა შეთხეულნი არა შეიწუნეს და ესრეთ ღაღადებდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
Hymn type: t     
ერთი ძე მხოლოჲ, თანა-დაუსაბამოჲ მამისა და სულისა წმიდისა, შენგან განჴორციელდა უქცეველად, უსძლო[ო] სძალო მარიამ, რომელსა უღაღადებთ: მამათა ჩუენთა ღმერთო, [კურთხეულ ხარ შენ].

Hymn number: 76(2)  
Hymn type: h     
ყრმანი სარწმუნოებით აღზრდილნი წინა-აღუდგეს მძლავრსა მას და არა შეშინდეს იგინი სიმძაფრისა მისგან ცეცხლისა, არამედ შორის ალსა დგეს და ღაღადებდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
Hymn type: t     
სამითა თჳთებითა განუყოფელად და შეურწყმელად მოგუესწავა ჩუენ სამებაჲ და აღვიარებთ ერთარსებით თაყუანის-საცემელსა ღმერთსა და ვღაღადებთ: [მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ].

Ms. page: 16r  
Page of ed.: 185 
Hymn number: 77(3)  
Hymn type: h     
ვითარცა-რაჲ სიონს შინა მდგომარე იყვნეს ყრმანი ცეცხლსა შინა და ანგელოზისა მსავსად გამოუჩნდა უფალი და განუქარვა ალი და საჴუმილისაჲ ცუარითა და იტყოდეს: კურთხეულ ხარ ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
სამებისა ძალი მხოლოჲ ბრწყინვალე, უაღრესი ბუნებათაჲ გუესწავა ჩუენ მგალობელთა: მამაჲ დაუსაბამოჲ, ძე თანა-განმგებელი, სულიწმიდაჲ, სწორი ბუნებით, ერთარსებით თაყუანის-ცემული ღმერთი მამათა ჩუენთაჲ.

Hymn number: 78(4)  
Hymn type: h     
აბრამიანთა ყრმათა საჴუმილსა მას შინა სამებაჲ გამოსახეს და ალი ცეცხლისაჲ ცუარად გარდააქციეს და გალობით იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
მორწმუნენო, მოვედით, ერთსა ნებასა ღმრთეებისასა აღვიარებდეთ ჩუენ მართლსარწმუნოებით და გალობით ვიტყოდით: კურთხეულ ხარ შენ, უფალო [ღმერთო მამათა ჩუენთაო].

Hymn number: 79(5)  
Hymn type: h     
გულისწყრომასა მძლავრისასა შური საღმრთოჲ რაჲ წინა-აღუდგა და გარდაცვალა ცეცხლი იგი შემწველი ცუა[რ]ად და რისხვაჲ სიხარულად და სამძალითა შემასხმელითა ღმრთისა ებანთა თანა გალობით იტყოდა სახიობასა ამას, ღაღადებდა: მამათა ჩუენთა ღმერთო მარადის კურთხეულ ხარ.
Ms. page: 16v  
Page of ed.: 187 
Hymn type: t     
სამებასა ერთარსებასა დაუცხრომელად თაყუანის-ვსცემდეთ განწმედილნი გულითა, ბრწყინვალენი სულითა სარწმუნოებით ესრეთ უღაღადებდეთ: დამიცვენ ჩუენ, დაბადებულნი შენნი, მანქანებათაგან მაცთურისათა, რაჲთა გიგალობდე: მამათა ჩუენთა ღმერთო მარადის [კურთხეულ ხარ].

Hymn number: 80(6)  
Hymn type: h     
ხატსა მას მონებდეს, სახიობითა ჴმობდეს შეკრებულნი იგი ერნი, გალობაჲ სიონისაჲ აღიღეს, მამული ყრმათა დავითისთაჲ და მძლავრთაჲ მათი დაჰჴსნეს და ძუელი იგი, რომელ ჰყოფდეს და ცეცხლი მათი ცუარად შცვალეს, და გალობით იტყოდეს: უფროჲსად ამაღლებულო, მამათა ჩუენთა ღმერთო მარადის კურთხეულ ხარ.
Hymn type: t     
სახედ სამებისა სახიობად სამთა მათ ცეცხლსა შეთხეულთა ყრმათა საჴუმილსა მას შეაც[უ]რიეს ბაბილონს და მძლავრისა განრისხებასა კურთხევად შესცვალებდეს და სამებისა მგალობელნი ყრმანი მაღალსა აკურთხევდეს: [მამათა ჩუენთა ღმერთო მარადის კურთხეულ ხარ].

Hymn number: 81(7)  
Hymn type: h     
შენ, რომელი გამოშჩნდი ცეცხლად მაყლოანსა შინა და მით გამოსახე შობაჲ შენი ქალწულისაგან, კურთხეულ ხარ შენ უფალო საუკუნითგან უკუნისამდე.
Hymn type: t     
--





Next part



This text is part of the TITUS edition of Nevm.dzlisp..

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.