TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 6
Previous part

Chapter: 6  
თავი 6


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო, რაჟამს იწყეს კაცთა განმრავლებად ქუეყანასა ზედა, ასულებ ესხნეს მათ.
Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და იხილნეს ძეთა მათ ღმრთისათა ასულნი იგი კაცთანი, რამეთუ შუენიერ იყვნეს, და მოიყვანნეს თავისა თჳსისა ცოლებად ყოველთაგან, რომელი გამოირჩიეს.
Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და თქუა ღმერთმან: არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ, რამეთუ ჴორციელ არიან იგინი; იყვნენ დღენი მათნი ას და ათ წელ.
Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ხოლო გმირნი იყვნეს ქუეყანასა ზედა მათ დღეთა შინა, და შემდგომად მისა ვითარცა შევიდიან ძენი იგი ღმრთისანი ასულთა კაცთასა და შობდეს მათგან, იყვნეს გმირნი საუკუნითგან კაცნი იგი სახელოვან.
Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და იხილა უფალმან ღმერთმან, რამეთუ განმრავლდეს უკეთურებანი მათნი ქუეყანასა ზედა და ყოველივე Page of ms. P: 37R   განიზრახვიდა განკრძალულად ბოროტსა გულსა თჳსსა ყოველსა დღესა.
Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და შეინანა ღმერთმან, რამეთუ შექმნა კაცი ქუეყანასა ზედა და განიზრახა.
Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და თქუა ღმერთმან: აღვჴოცო კაცი, რომელი ვქმენ, პირისაგან ქუეყანისა კაცითგან მიპირუტყუადმდე, და ქუეწარმავალითგან ვიდრე მფრინველადმდე ცისა; შევინანე, რამეთუ ვქმნენ იგინი.
Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ხოლო ნოვე პოვა მადლი წინაშე ღმრთისა. Page of ms. P: 162V  
Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ესე შობანი არიან ნოვჱსნი: ნოვე კაცი მართალი იყო და სრულ ნათესავსა მას შორის; და სათნო-ეყო ნოვე ღმერთსა.
Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და შვნა სამ ძჱ: სემ, ქამ და იაფეთ.
Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და განიხრწნა [ქუეყანაჲ] წინაშე Page of ms. P: 163R   ღმრთისა და აღივსო ქუეყანაჲ სიცრუვეთა მათთაგან.
Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და იხილა უფალმან ღმერთმან ქუეყანაჲ, და იყო იგი განხრწნილ, რამეთუ განხრწნა ყოველმან ჴორციელმან გზაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა.
Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოვეს: ჟამი ყოვლისა კაცისაჲ მოიწევის წინაშე ჩემსა, რამეთუ აღივსო ქუეყანაჲ სიცრუვეთა მათთაგან. და აჰა ესერა მე განვხრწნე იგინი და ქუეყანაჲ.
Verse: 14   Link to mcat Link to sept   
იქმენ თავისა შენისა კიდობანი ძელთაგან ულპოლველთა, ბუდედ-ბუდედ ჰქმნე იგი, მოჰკირო იგი შინაჲთ, გარჱთ ნავთითა.
Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და ესრჱთ ჰქმნე კიდობანი იგი: სამას წყრთა ჰყო სიგრძჱ კიდობნისაჲ მის და ერგასის წყრთა სივრცჱ მისი და ოცდაათ წყრთა სიმაღლჱ მისი.
Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ზე-შეკრებულად ჰყო კიდობანი იგი და ერთსა წყრთასა ზედა შეასრულო, ხოლო კარი კიდობნისაჲ მის ჰყო გუერდით კერძო, ქუეშე და ზე სახლებად აღაშჱნო იგი ძგიდედ-ძგიდედ.
Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ხოლო მე აჰა მოვჰჴადო წყლით-რღუნაჲ ქუეყანასა ზედა განხრწნად ყოველი ჴორციელი, რომელსა თანა არს სული ცხოველი ცასა ქუეშე, და რაოდენი-რაჲ იყოს ცასა ქუეშე, მოწყდეს.
Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და დავამტკიცო აღთქუმაჲ ჩემი შენ თანა, და შეხჳდე კიდობანსა მას შენ და ძენი შენნი და ცოლი შენი და ცოლნი ძეთა შენთანი შენ თანა კიდობანსა მას.
Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და ყოველთაგან საცხოართა და ყოვლისაგან ჴორციელისა ორი - მამალი და დედალი - ყოველთაგან პირუტყუთა შეიყვანო კიდობანსა მას, რაჲთა ჰზრდიდე თავისა შენისა თანა; მამალი და დედალი იყოს.
Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ქუეწარმავალი თესლად-თესლადისა მათისაჲ, ორი ყოვლისაგან შევიდეს შენ თანა მამალი და დედალი - გამოზრდად.
Verse: 21   Link to mcat Link to sept   
შენ შეიღე შენ თანა ყოველთაგან საზრდელთა, რაჲთა სჭამდე, Page of ms. P: 163V   და შეიკრიბო თავისა შენისა, რაჲთა იყოს შენდა და მათდა საჭმლად.
Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და ყო ნოვე, ვითარცა უბრძანა უფალმან ღმერთმან.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.