TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 3
Previous part

Chapter: 3  
თავი 3


Verse: 1   Link to mcat Link to sept   Page of ms. K: _  Page of ms. L: 304V   ... ზედა, რომელი შექმნა ღმერთმან. და ჰრქუა გუელმან დედაკაცსა მას: რაჲ ესე გრქუა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან, ვითარმედ: შჭამოთ ხისა ყოვლისაგან სამოთხისა, ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა, რომელ არს შორის სამოთხესა, არა შჭამოთ?
Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა დედაკაცმან მან: ყოვლისაგან ხისა, რომელ არს სამოთხესა, ვჭამოთ,
Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა ვჭამოთ.
Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა გუელმან მან დედაკაცსა მას: იცოდა ღმერთმან, რამეთუ არა სიკუდილითა მოსწყდეთ,
Verse: 5   Link to mcat Link to sept   
რომელსა დღესა შჭამოთ მისგანი, აღგეხილნენ თუალნი თქუენნი და იყვნეთ თქუენ, ვითარცა ღმერთნი, მეცნიერ ცნობად კეთილისა და ბოროტისა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
Page of ms. L: 305R   და იხილა დედაკაცმან მან, რამეთუ კეთილ არს თუალთა ახილვაჲ და შუენიერ განცდად. და მოიღო ხისა მისგანი, ჭამა და სცა ქმარსაცა თუისსა, ჭამეს,
Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და აღეხილნეს თუალნი მათნი და ცნეს, რამეთუ შიშუელ არიან. და შეკერეს ფურცელი ლეღუისაჲ და იქმნეს თავისა მათისა სამოსლად.
Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და ესმა ჴმაჲ უფლისა ღმრთისაჲ, ვიდოდა რაჲ შორის სამოთხესა. და დაემალნეს ადამ და ცოლი მისი პირისაგან უფლისა ღმრთისა შორის სამოთხესა მას.
Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და უწოდდა უფალი ღმერთი ადამს და ჰრქუა: ადამ, ადამ, სადა ხარ?
Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ხოლო მან ჰრქუა: აჰა, აქა ვარ, უფალო. ჴმაჲ შენი მესმა, ხუიდოდე რაჲ შორის სამოთხესა, შემეშინა, რამეთუ შიშუელ ვარ, და დავიმალე.
Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ჰრქუა მას უფალმან: ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ, არა თუ ხისა მისგან, Page of ms. L: 305V   რომლისა გამცენ შენ მისგან არა ჭამაჲ, და მისგან შჭამე?
Verse: 12   Link to mcat Link to sept   
მიუგო და ჰრქუა: დედაკაცი ესე რომელ მომეც, მან მცა და ვჭამე.
Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა უფალმან დედაკაცსა მას: რაჲ ესე ჰყავ? ჰრქუა დედაკაცმან: გუელმან მაცთუნა და ვჭამე.
Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ჰრქუა უფალმან გუელსა მას: წყეულ იყავ შენ ყოველთა შორის ქუეწარმავალთა, რომელნი ვლენან ქუეყანასა ზედა. მკრდითა და მუცლითა ხუიდოდი და მიწასა [შჭამდე] ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.
Verse: 15   Link to mcat Link to sept   
მტერობაჲ დავდვა შორის შენსა და შორის დედაკაცისა, შორის შენსა და შორის ნათესავისა მისისა. იგი უმზირდეს თავსა შენსა და შენ უმზირდე ბჭალსა მისსა.
Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ხოლო დედაკაცსა მას ჰრქუა: განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი Page of ms. L: 306R   და სულთქუმანი შენნი, და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და იგი უფლებდეს შენ ზედა.
Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ხოლო ადამს ჰრქუა: რამეთუ ისმინე ჴმაჲ ცოლისა შენისაჲ, რამეთუ შჭამე ხისა მისგან, რომლისა გამცენ არა ჭამაჲ, წყეულ იყავნ ქუეყანასა საქმეთაგან შენთა, მწუხარებით შჭამდე ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.
Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ეკალსა და კუროისთავსა აღმოგიცენებდე და შჭამდე თივასა ველისასა.
Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ოფლითა პირისა შენისაჲთა [შჭამდე პურსა შენსა], ვიდრე მიქცევამდე მუნვე მიწად, რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწადვე მიხუალ.
Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და უწოდა ადამ სახელი ცოლისა მისისა __ ცხორება, რამეთუ ესე არს დედაჲ ყოველთა ცხოველთაჲ.
Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და უქმნა [ღმერთმან] ადამს და ცოლ\სა Page of ms. L: 306V   მისსა სამოსელი ხალენისაჲ და შეჰმოსა მათ.
Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და თქუა ღმერთმან: აჰა, ესერა, იქმნა ადამ, ვითარცა ერთი ჩუენგანი, ცნობად კეთილისა და ბოროტისა. აწ უკუე მიყოს ჴელი მისი და ჭამოს ხისა მისგანი და ცხონდეს უკუნისამდე.
Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და გამოავლინა იგი უფალმან სამოთხისა მისგან საშუებელისაჲსა
Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და დაადგინა მუნ ქერობინი და მოტყინარჱ მახუილი იქცევისი დაცვად გზისა ხისა მის ცხორებისაჲსა. {1}



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.