TITUS
Epiphanius Cyprensis, De mensuribus et ponderibus
Part No. 2
Previous part

Chapter: 10   Link to satberd
Line of ed.: 9       მაშინ წარავლინა მეფემან მიწერა წიგნი სახე ესევითარი,
Line of ed.: 10    
"მეფისაგან პტოლემეოსისა მოძღუვართა მაგათ რომელნი
Line of ed.: 11    
ხართ იჱრუსალემს ჰურიანი დიდი სიხარული საწიგნე დავჰმბადე
Line of ed.: 12    
და მრავალი წიგნები შევიკრიბე თითოეულთა ნათესავთა და
Line of ed.: 13    
დავდევ მას შინა. ხოლო მესმა თუ თქუენთა-ცა არიან წიგნნი
Line of ed.: 14    
წინაჲსწარმეტყუელთანი რომელნი ღმრთისათჳს და სოფლისა
Line of ed.: 15    
დაბადებასა აუწყებენ, აწ ეგენი თანა სხჳთ წიგნებითურთ
Line of ed.: 16    
თჳნიერ შურისა და ორგულებისა მომიძღუანეთ, რაჲმეთუ პატივისათჳს
Line of ed.: 17    
და არა ხოლო თუ გამოძიებისათჳს გინა თუ თანა
Line of ed.: 18    
ბოროტებისა რაჲმეთუ არა ეგევითარისათჳს ვეძიებ არამედ
Line of ed.: 19    
სარწმუნოებისათჳს და თქუენისა სარგებელისათჳს მაგათ
Line of ed.: 20    
ვეძიებთ. და რომელნი მცირისა ჟამისა წინა ჩუენგან თქუენდა
Line of ed.: 21    
კეთილ იქმნა მოიგონეთ. და მოიჴსენეთ რაჲმეთუ ოდეს იგი
Line of ed.: 22    
ეპიფანე ანტიოქელთა მეფემან თქუენი ეგე სოფელი წარტყუჱნა
Line of ed.: 23    
და მრავალი ტყუჱ განსყიდად ჩუენდა სოფლად მოიყვანნა,
Line of ed.: 24    
და მე ყოველნი ფასითა ვიჴსნენ და თითოეულნი მრავალთაგან
Line of ed.: 25    
სენთა განვკურნენ, შიშუჱლნი შევმოსენ და ყოველნი
Line of ed.: 26    
საგზლითა განუტევენ. და აწ საკურთხეველი ოქროჲსა აღმზადებული
Line of ed.: 27    
მრავალთაგან თუალთა პატიოსანთა აღმკული ასისა
Line of ed.: 28    
წონილისა ტალანტისა ნაცვალად საკურთხეველისა მის რომელი
Line of ed.: 29    
იგი წა(რ)იღო ანტიოქოს მიგიძღუანე მრავლითა სამსახურებელითა
Line of ed.: 30    
სხეულად წმიდისა მაგის ადგილისა. და ესე გაუწყე თქუენ
Line of ed.: 31    
რაჲთა იცოდით რაჲმეთუ ლოცვისათჳს და კეთილად მსახურებისა
Page of ed.: 14   Line of ed.: 1    
წიგნებსა მაგას ვითხოვ". და წიგნი იგი წარეძღუანა და
Line of ed.: 2    
ძღუჱნი-ცა მათ თანა. მიიღეს წიგნი იგი და წარიკითხეს და
Line of ed.: 3    
იხილეს ძღუჱნი იგი. და ფრიად განიხარეს და დაუყოვნებელად
Line of ed.: 4    
წიგნები იგი ებრაელებრი ოქროჲთა წერილი მიუძღუანეს ოც და
Line of ed.: 5    
ორი წიგნი რომელ იგი საჩინო იყვნეს შჯულისანი, და სამეოც და
Line of ed.: 6    
ათორმეტნი წიგნნი რომელნი დაფარულ არიან. ხოლო მეფემან
Line of ed.: 7    
დიდითა სიხარულითა მიითუალა და ვერ შეუძლეს წარკითხვად,
Line of ed.: 8    
რაჲმეთუ ებრაელებრი წერილი იყო და სიტყუაჲ-ცა ებრაელებრი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Epiphanius Cyprensis, De mensuribus et ponderibus.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.