TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 5
Previous part

Chapter: 16  
Verse: 1   Link to mcatLink to sept   ხოლო სარა, ცოლი მისი, არა შობდა. და იყო მჴევალი მისი ეგჳპტელი, რომელსა სახელი ერქნა აგარ.

Verse: 2   Link to mcatLink to sept   
Page of ms. O: 5r  ჰრქუა სარა აბრაჰამს ქუეყანასა მას ქანაანისასა: აჰა-ესერა დამაყენა მე ღმერთმან არა შობად. შევედ უკუე მჴევლისა ჩემისა, რაჲთა შვილიერ იქმნე მისგან. და ერჩდა აბრაჰამ ჴმასა სარაჲსსა.

Verse: 3   Link to mcatLink to sept   
და მოიყვანა სარა, ცოლმან აბრაჰამისმან, აგარ მეეგჳპტელი, მჴევალი თჳსი, შემდგომად (ათისა წლისა დამკ)ჳდრებისა აბრაჰამისა ქუეყანასა მას ქანაანისასა, და მისცა აგი აბრაჰამს, ქმარსა თჳსსა, მისა ცოლად.

Verse: 4   Link to mcatLink to sept   
და შევიდა მისა და მიუდგა იგი. და იხილა, რამეთუ მიდგომილ არს და შეურაცხ იქმნა დედოფალი იგი მის წინაშე.

Verse: 5   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა სარა აბრაჰამს: მევნების მე შენგან. მე მიგეც მჴევალი ჩემი წიაღთა შენთა. ვითარცა იხილა, რამეთუ მიდგომილ არს, შეურაცხ ვიქმენ მის წინაშე. საჯენ უფალმან შენ შოვრის და ჩემ შოვრის.

Verse: 6   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა აბრაჰამ სარას: აჰა მჴევალი შენი ჴელთა შენთა შინა არს. იჴმიე, ვითარცა სათნო-არს შენდა. და ძჳრსა უყოფდა მას სარა. და ივლტოდა იგი პირისაგან მისისა.

Verse: 7   Link to mcatLink to sept   
პოვა იგი ანგელოზმან უფლისამან წყაროსა ზედა წყლისასა უდაბნოსა, წყაროსა მას გზასა ზედა სორისასა.

Verse: 8   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აგარ, მჴევალო სარაჲსო, ვინაჲ მოხუალ?... და მან ჰრქუა მას: პირისაგან სარაჲსა, დედოფლისა ჩემისა, ვივლტი.

Verse: 9   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: მიიქეც დედოფლისა შენისა და დამდაბლდი დაბლდი Page of ms. O: 5v  ქუეშე ჴელსა მისსა.

Verse: 10   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი, რომელი ვერ აღირაცხოს სიმრავლითა.

Verse: 11   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აჰა-ესერა მიდგომილ ხარ შენ და შვე ძჱ და უწოდი სახელი მისი ისმაელ, რამეთუ შეისმინა უფალმან სიმდაბლისა შენისაჲ.

Verse: 12   Link to mcatLink to sept   
ესე იყოს კაც ველურ. ჴელნი მისნი ყოველთა ზედა და ჴელნი ყოველთანი მის ზედა და წინაშე ყოველთა ძმათა მისთა დაიმკჳდროს.

Verse: 13   Link to mcatLink to sept   
და ჰხადა აგარ სახელსა უფლისასა, რომელი-იგი ეჩუენა მას: შენ ხარ ღმერთი, რომელმან მომხედენ მე. რამეთუ თქუა, ვითარმედ წინაშე პირისპირ ვიხილე, რომელი-იგი მეჩუენა მე.

Verse: 14   Link to mcatLink to sept   
ამისთჳს ეწოდა ჯურღმულსა მას ჯურღმული, სადა-იგი ვიხილე წინაშე, აჰა-ესერა შოვრის კიდესა და შოვრის ბარადსა.

Verse: 15   Link to mcatLink to sept   
და უშვა აგარ აბრაჰამს ძჱ და უწოდა აბრაჰამ ძესა თჳსსა, რომელი-იგი უშვა მას აგარ, ისმაელ.

Verse: 16   Link to mcatLink to sept   
აბრაჰამ იყო ოთხმეოც და ექუსის წლის, რაჟამს უშვა აგარ ისმაელი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.