TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 3
Previous part

Chapter: 14  
Verse: 1   Link to mcatLink to sept   და იყო მეფობასა მას ამარფალ მეფისა სენარისასა და არიოქ მეფისა სილლარისასა Page of ms. O: 2v  და ქოდოლაგომორ მეფისა მის ელამისასა და თარგალ მეფისა მის წარმართთაჲსა.

Verse: 2   Link to mcatLink to sept   
და ყვეს ბრძოლაჲ ბალაკის თანა, მეფისა სოდომელთაჲსა, და ბასაჲს თანა, მეფისა გომორელთაჲსა, და სინარ მეფისა ადამაჲსასა და სობომორ მეფისა სიბოჲმისა და მეფისა ბალაკისა: ესე-იგი არს სეგორი.

Verse: 3   Link to mcatLink to sept   
ესე ყოველნი შეითქუნეს ღელესა მას მარილოანსა, ესე-იგი არს ზღუაჲ მარილთაჲ.

Verse: 4   Link to mcatLink to sept   
ათორმეტ წელ ჰმონებდეს ქოდოლაგომორს ხოლო მეათცამეტესა წელსა განდგეს.

Verse: 5   Link to mcatLink to sept   
და მეათოთხმეტესა წელსა მოვიდა ქოდოლაგომორ და მეფენი იგი მის თანა და მოწყჳდნეს გმირნი იგი, რომელნი იყვნეს ასტაროთს შინა კარანისასა, და ნათესავნი ძლიერნი და სომმელნი იგი სავეს შინა ქალაქსა.

Verse: 6   Link to mcatLink to sept   
და ქორელნი იგი მთათა შინა სეირისათა, ვიდრე ბელეკუნადმდე ფარანისა, რომელ არს უდაბნოსა ზედა.

Verse: 7   Link to mcatLink to sept   
და მოაქციეს და მოვიდეს წყაროსა მას საშჯელისასა, ესე-იგი არს კადე. და მოწყჳდნეს ყოველნი მთავარნი ამალეკისანი და ამორეველი იგი, რომელ დამკჳდრებულ იყვნეს ასასან თამარს.

Verse: 8   Link to mcatLink to sept   
განვიდა მეფჱ სოდომისაჲ და მეფჱ გომორისაჲ და მეფჱ ადამაჲსაჲ და მეფჱ სიბოიმისაჲ და მეფჱ ბალაკისაჲ, ესე-იგი არს სეგორი, და ეწყვნეს მათ ბრძოლად ჴევსა მას მარილოანსა.

Verse: 9   Link to mcatLink to sept   
ქოდოლაგომორს, მეფესა ელამისასა, და თარგალს, მეფესა Page of ms. O: 3r  წარმართთასა, და ამარფალს, მეფესა სალაჰარისასა -- ოთხნი ესე მეფენი ხუთთა მიმართ.

Verse: 10   Link to mcatLink to sept   
ხოლო ჴევი იგი მარილოანი მღჳმენი იყვნეს მალთისანი. და ივლტოდა მეფჱ სოდომელთაჲ და მეფჱ გომორელთაჲ და შეცჳვეს მას შინა. და სხუანი იგი მთად კერძო (ივლტოდეს.

Verse: 11   Link to mcatLink to sept   
და წა)რიღეს ყოველი ცხენები სოდომისაჲ და გომორისაჲ და ყოველი საზრდელი მათი და წარვიდეს.

Verse: 12   Link to mcatLink to sept   
და წარიყვანეს ლოტცა, ძმის წული აბრაჰამისი, და ნაყოფი მისი და წარვიდეს, რამეთუ მკჳდრ იყო იგი სოდომს შინა.

Verse: 13   Link to mcatLink to sept   
მო-ვინმე-ვიდა განრინებულთაგანი მიერ კერძო და უთხრა აბრაჰამს, რამეთუ იგი დამკჳდრებულ იყო მუხასა მას თანა მამბრჱსსა, ოლმორს ძმისა ესქოლისსა და ძმისა ავნანისსა.

Verse: 14   Link to mcatLink to sept   
ესმა აბრაჰამს, რამეთუ წარიტყუენა ლოტ, ძმის წული მისი. აღირაცხნა თჳსნი სახლისა ნაშობნი მისნი სამას ათრვამეტნი და დევნა-უყო შემდგომად მათსა ვიდრე დანდმდე.

Verse: 15   Link to mcatLink to sept   
და დაესხა ღამე, იგიდა მონანი, და მოსრნა იგინი. და წარიქცინა იგინი ვიდრე ქობალადმდე, რომელ არს მარცხენით კერძო დამასკისა,

Verse: 16   Link to mcatLink to sept   
და მოაქცია ყოველი ცხენები სოდომისაჲ და ლოტ, ძმის წული თჳსი, მოიყვანა და ყოველი მონაგები მისი და დედანი და ერი.

Verse: 17   Link to mcatLink to sept   
გამოვიღა მეფჱ სოდომისაჲ შემთხუევად Page of ms. O: 3v  აბრაჰამისა, მო-რაჲ-ქცეულ იყო იგი მოწყუედისაგან ქოდოლაგომორისა და მეფეთა მათ, რომელნი იყვნეს მის თანა ღელესა მას სავესა, ესე-იგი არს ველი მეფეთაჲ.

Verse: 18   Link to mcatLink to sept   
და მელქიზედეკ, მეფემან სალემისამან, გამოართუა აბრაჰამს პური და ღჳნოჲ. ხოლო იყო ესე მღდელი ღმრთისა მაღლისაჲ.

Verse: 19   Link to mcatLink to sept   
და აკურთხა აბრაჰამი და თქუა: კურთხეულ არს აბრაჰამი ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან დაჰბადნა ცანი და ქუეყანაჲ,

Verse: 20   Link to mcatLink to sept   
და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ჴელთა შენთა. და მისცა მას აბრაჰამ ათეული ყოვლისაგან.

Verse: 21   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა მეფემან სოდომელთამან აბრაჰამს: მომცენ მე კაცნი, და ცხენები მიიღე შენდად.

Verse: 22   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა აბრაჰამ მეფესა სოდომელთასა: განვიპყრნე ჴელნი ღმრთისა მიმართ მაღლისა, რომელმან დაჰბადნა ცანი და ქუეყანაჲ.

Verse: 23   Link to mcatLink to sept   
უკუეთუ საბლითგან ვიდრე ჴამლის ტეფადმდე -- შესასხმელთამდე -- მოვიღო ყოვლისაგან, რომელ არს შენი, რაჲთა არა სთქუა, ვითარმედ: მე განვამდიდრე აბრაჰამი,

Verse: 24   Link to mcatLink to sept   
გარნა რომელ-რაჲ ჭამეს ჭაბუკთა ამათ, და ნაწილი კაცთა ამათ, რომელნი მოვიდეს ჩემ თანა: ესქოლ, ავნან, მამბრე, ამათ მიიღონ ნაწილი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.