TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 5
Previous part

Chapter: 5 

Section: (a) 
Verse: 1   Link to sept   ესე წიგნი შესაქმისა კაცთასა, რომელსა დღესა შექმნა ღმერთმან ადამ * ხატებად ღმრთისა.

Verse: 2   Link to sept   
შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი.

Verse: 3   Link to sept   
ხოლო ცხოვნდა ადამ ორას ოცდაათ წელ და შვა სახოვნებისაებრ თჳსისა და ხატებისაებრ თჳსისა. და სახელ_სდვა სახელი მისი სით.

Verse: 4   Link to sept   
ხოლო იქმნნეს ** დღენი ადამისნი შემდგომად შობისა სეითისა შვიდას(?) წელ და შვნა ძენი და ასულნი.

Verse: 5   Link to sept   
და იქმნნეს ყოველნი დღენი ადამისნი, რომელთა ცხოვნდა ცხრაასოცდაათ წელ და მოკუდა.

Verse: 6   Link to sept   
ხოლო ცხოვნდა სით ორას და ხუთ წელ. და შვა ენოს.

Verse: 7   Link to sept   
და ცხოვნდა სით შემდგომად შობისა ენოსისა შვიდსა და შვიდ წელ და შვნა ძენი და ასულნი.

Verse: 8   Link to sept   
და იქმნნეს ყოველნი დღენი სეითისნი ცხრაასდაათორმეტ წელ და მოკუდა,


Section: (b) 
Verse: 9   Link to sept   
და ცხოვნდა ენოს ასოთხმეოცდაათ წელ. და შვა კაინან.

Verse: 10   Link to sept   
და ცხოვნდა ენოს შემდგომად შობისა მის კაინანისსა შვიდასათხუთმეტ წელ. და შვნა ძენი და ასულნი.

Verse: 11   Link to sept   
და იქმნნეს ყოველნი დღენი ენოსისნი ცხრაასდახუთ წელ და მოკუდა.

Verse: 12   Link to sept   
და ცხოვნდა კაინან ასსამეოცდაათ წელ. და შვნა მალელეილ.

Verse: 13   Link to sept   
და ცხოვნდა კაინან შემდგომად შობისა მის მალელეილისსა შვიდასორმეოც წელ. და შვნა ძენი და ასულნი.

Verse: 14   Link to sept   
და იქმნა ყოველნი დღენი კაინანისნი ცხრაასდაათ წელ. და მოკუდა.

Verse: 15   Link to sept   
და ცხოვნდა მალელეილ ასსამეოცდახუთ წელ და შვა იარედ.

Verse: 16   Link to sept   
და ცხოვნდა მალელეილ შემდგომად შობისა მის იარედისსა შვიდასოცდაათ წელ. და შვნა ძენი და ასულნი.

Verse: 17   Link to sept   
და იქმნეს ყოველნი დღენი მალელეილისნი. შვიდასოთხმეოცდაათხუთმეტ წელ და მოკუდა.

Verse: 18   Link to sept   
და ცხოვნდა იარედ ასსამეოცდაორ წელ და შვა ენუქ.

Verse: 19   Link to sept   
და ცხოვნდა იარედ შემდგომად შობისა მის ენუქისსა შვიდას წელ. და შვნა ძენი და ასულნი.

Verse: 20   Link to sept   
და იქმნნეს ყოველნი დღენი იარედისნი რვაასსამეოცდაორ წელ და მოკუდა.

Verse: 21   Link to sept   
* და ცხოვნდა ენუქ ასსამეოცდახუთ წელ. და შვა მათუსალა.

Verse: 22   Link to sept   
ხოლო სათნო ეყო ენუქ ღმერთსა. და ცხოვნდა ენუქ შემდგომად შობისა მის მათუსალასა ორას წელ და შვნა ძენი და ასულნი.

Verse: 23   Link to sept   
და იქმნნეს ყოველნი დღენი ენუქისნი სამასსამეოცდახუთ წელ.

Verse: 24   Link to sept   
და სათნო ეყო ენუქ ღმერთსა და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან.

Verse: 25   Link to sept   
და ცხოვნდა მათუსალა ასსამეოცდაშვიდ წელ. და შვა ლამექ.

Verse: 26   Link to sept   
და ცხოვნდა მათუსალა შემდგომად შობისა მის ლამექისა. შვიდასოთხმეოცდაორ წელ. და შვნა ძენი და ასულნი.

Verse: 27   Link to sept   
და იქმნნეს ყოველნი დღენი მათუსალასნი, რომელთა ცხოვნდა, ცხრაასსამეოცდაცხრა წელ. და მოკუდა.

Verse: 28   Link to sept   
და ცხოვნდა ლამექ ასოთხმეოცდარვა წელ და შვა ძე.

Verse: 29   Link to sept   
და უწოდა სახელი მისი ნოე მეტყუელმან:ამან განმისუენოს ჩუენ საქმეთაგან ჩვენთა და მწუხარებათაგან ჴელთა ჩუენთასა და ქუეყანისაგან, რომელი დაწყევა უფალმან ღმერთმან ჩუენმან.

Verse: 30   Link to sept   
და ცხოვნდა ლამექ შემდგომად შობისა მის ნოესსა. ხუთასსამეოცდახუთ წელ და შვნა ძენი და ასულნი.

Verse: 31   Link to sept   
და იქმნნეს ყოველნი დღენი ლამექისნი შჳდასორმეოცდააცამეტ წელ და მოკუდა.

Verse: 32   Link to sept   
და იყო ნოე წელიწადთა ხუთასთა. და შვნა ნოე სამნი ძენი:სემ, ქამ და იაფეთ.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.