TITUS
Teimuraz I, Txzulebani
Part No. 3
Previous part

Text: Shami-Parv.  
Line of ed.: 1  შამი-ფარვანიანი
Chapter: Intr.  
Line of ed.: 2 
[შესავალი]






Strophe: 1  
Line of ed.: 3  Verse: a        1. ღმერთო, ყოველთა ცხადთა და   იდუმალთ დაუფარაო,
Line of ed.: 4  Verse: b        ვის სერაბინნი ვერ გხედვენ,   პირსა ფრთა-მოუფარაო,
Line of ed.: 5  Verse: c        ვინ ისრაელნი განასხი,   ზღვასა დაანთქი ფარაო,
Line of ed.: 6  Verse: d     და   იგ შენთა ნებისმყოფელთა   ყოველთა სცავ და ჰფარაო.






Strophe: 2  
Line of ed.: 7  Verse: a        2. ვის ძალუც ღირსად, ჯეროვნად   შენის რასამე ქებისა,
Line of ed.: 8  Verse: b        ანუ მიწდომა მცირედ რამ   შენისა ხელმწიფებისა,
Line of ed.: 9  Verse: c        ცა და უფსკრული, მთა-ბორცვი   შენის შიშითა დნებისა,
Line of ed.: 10  Verse: d     და   მხეცნი, ფრინველნი, ნიანგნი,   ან რაცა წყალში ძვრებისა.






Strophe: 3  
Line of ed.: 11  Verse: a        3. დიონოს ბრძენმან მოგვითხრა   ანგელოზთ განწყობილობა,
Line of ed.: 12  Verse: b        იგ ცხრა დას-დასი გუნდობა,   უკანა ანუ წინობა,
Line of ed.: 13  Verse: c        წმინდა არსობით ხმობა და   იგ გალობისა ტკბილობა,
Line of ed.: 14  Verse: d     და   ვერც ხილვა შენი, ვერ ცნობა,   ვერცა რას მიწდომილობა.






Strophe: 4  
Line of ed.: 15  Verse: a        4. სხვათ ბრძენთა თვითან ისიბრძნეს   გულისხმითა და ცნობითა,
Line of ed.: 16  Verse: b        სოლომონს სიბრძნე შენ მიეც   შენისა მონდომობითა,
Line of ed.: 17  Verse: c        მასთან _ სულიცა ცხოველი,   მით ვერვინ მის ოდნობითა,
Line of ed.: 18  Verse: d     და   ვერცა მან სრულქმნა, ცუდად შვრა   დავითის ქნართა თხრობითი






Strophe: 5  
Line of ed.: 19  Verse: a        5. არისტრტელსა დაენთქა მისნი   უფსკრულნი ცნობანი,
Line of ed.: 20  Verse: b        ეგოდენ ბრძენი ვერ მიხვდა,   დააკლდა შენი ცნობანი;
Line of ed.: 21  Verse: c        გალილეველთა განაბრძვნეს   უწიგნოდ სულელობანი,
Line of ed.: 22  Verse: d     და   ჰყავ, ვითა თევზნი, უხმონი   _ რიტორთა ხელოვნებანი.






Strophe: 6  
Line of ed.: 23  Verse: a        6. ეს მიკვირს: ვერცა მათ გიცნეს   _ ენოს და პითაღორამა,
Line of ed.: 24  Verse: b        მათი ზღვა სიბრძნე, ცნობანი   _ მიკვირს თუ, მიუღო რამა!
Line of ed.: 25  Verse: c        ვერ მოიხმარეს სწავლანი,   ვითა ვირმა და ღორამა,
Line of ed.: 26  Verse: d     და   გლახ, სულნი მათნი იგ თუ არ   ეშმაკმან _ მიიღო რამა?






Strophe: 7  
Line of ed.: 27  Verse: a        7. არისტოტელმან აჯობა   ყოველსა სიბრძნე-მქონელსა;
Line of ed.: 28  Verse: b        შენ, შემომქმედი, ვერ გიცნა,   ვერ მისწვდა მიუწდომელსა,
Line of ed.: 29  Verse: c        სხვა რამცა ჰქონდეს ეშმაკსა,   ანუ კერპისა მდომელსა?
Line of ed.: 30  Verse: d     და   წარმართად მოკვდა, ჩავარდა   ცეცხლშიგან არ თუ მონელსა.


Page of ed.: 16  




Strophe: 8  
Line of ed.: 1  Verse: a        8. სიბილა ბრძენმან სიბრძნითა   სოლომონ გააკვირაო,
Line of ed.: 2  Verse: b        იგ გარდამოხდა სამხრეთით,   ვითა ფრინველი ირაო;
Line of ed.: 3  Verse: c        შენი ცნობა და დიდება   იმასაც დაეძვირაო,
Line of ed.: 4  Verse: d     და   ჯვარისა მოსწავებანი   კარგა რამ გააპირაო.






Strophe: 9  
Line of ed.: 5  Verse: a        9. ბალამ ბოსორით ბრძენი და   გრძნეული, მოგვი, მისარი,
Line of ed.: 6  Verse: b        იგ ვისცა სწყევდის გრძნებითა,   ფიცხლად საკვდავად ის არი;
Line of ed.: 7  Verse: c        მგზავრ ანგელოზი წინ დახვდა,   ხმალი აქვს, არ თუ ისარი,
Line of ed.: 8  Verse: d     და   ჯორმან იხილა, დაუდგა   უძრავად _ ჰგავს, თუ ქვის არი.






Strophe: 10  
Line of ed.: 9  Verse: a        10. ვერცა მან გიცნა სიბრძნითა,   ვერც სწავლა მოიხმარაო,
Line of ed.: 10  Verse: b        ვარსკვლავი იაკობისი   _ ეს უნებურად წამაო,
Line of ed.: 11  Verse: c        ბაბილოვანით ბეთლემად,   ვინ მოგვნი მოიყვანაო,
Line of ed.: 12  Verse: d     და   ცრუ წინასწარმეტყველებით   ეშმაკნი წარიყვანაო.






Strophe: 11  
Line of ed.: 13  Verse: a        11. მე რა ვთქვა ცნობა-უსრულმან   შენთვის საფერნი, რანი და,
Line of ed.: 14  Verse: b        ცოდვითა დაშავებულმან   მართ ვითა იგ ყორანი და,
Line of ed.: 15  Verse: c        თუ კი წავწყმდები, რას მარგებს   იგ ვინმე მომცეს რანი და!
Line of ed.: 16  Verse: d     და   ქრისტეს მონა ვარ, მითა მძულს   მეჩიტი, მინარანი და.






Strophe: 12  
Line of ed.: 17  Verse: a        12. სრულ განსაცდელში დავლიე   ჩემნი ჟამნი და დღენია,
Line of ed.: 18  Verse: b        სხვას ვისმე ჩემნი პატიჟნი   არც ვის კი ამბად სმენია;
Line of ed.: 19  Verse: c        თვალთაგან ცრემლი უწყვეტი   ნილოსის მსგავსად მდენია,
Line of ed.: 20  Verse: d     და   ცუდად უსაქმოდ ყოფითა   ცნობანი გარდამელია.






Strophe: 13  
Line of ed.: 21  Verse: a        13. მე გასაძლებლად დავწერე   ხან ისი, ხან ეს რამეო,
Line of ed.: 22  Verse: b        გული ამაზედ დავაპყარ,   ბევრი დღე დავაღამეო,
Line of ed.: 23  Verse: c        სრულად ფიქრშიგან ჯდომითა   გული არ შევიღამეო,
Line of ed.: 24  Verse: d     და   ჩარხი უკუღმა დაბრუნდა,   ბედი დამტერდა, ვა მეო!






Strophe: 14  
Line of ed.: 25  Verse: a        14. რაც გამეგონა სპარსთაგან   წიგნები ლაყაბიანი,
Line of ed.: 26  Verse: b        ამბავი ანუ შაირნი   სალაღობო და წყლიანი,
Line of ed.: 27  Verse: c        ლექსი ლექსად ვთქვი, ამბავი   არც ყოლ არ დავაგვიანი,
Line of ed.: 28  Verse: d     და   პირველად სამიჯნურონი,   ვითა ვარდი და იანი.






Strophe: 15  
Line of ed.: 29  Verse: a        15. ვარდს გავაუბნე, გავაბჭე   ბულბული მისთვის ხელები,
Line of ed.: 30  Verse: b        ხელს მოვაგონე ხელმქნელი,   ცრემლი ვადინე ცხელები,
Line of ed.: 31  Verse: c        ბრძენთაგან შესაწყნარები,   სიტყვა არ საკიცხელები,
Line of ed.: 32  Verse: d     და   ცოტა რამ უკუ ვიყარე,   სევდა ვქენ განათხელები.


Page of ed.: 17  




Strophe: 16  
Line of ed.: 1  Verse: a        16. შემოდგომა-გაზაფხული   ერთმანერთსა შევადარე,
Line of ed.: 2  Verse: b        მე გაბჭობით გავაუბენ,   სიტყვა ესრეთ მოვაგვარე,
Line of ed.: 3  Verse: c        ყველას ვისმე ცოტას ხანსა   ვალაღობე, უკუ ვყარე,
Line of ed.: 4  Verse: d     და   რაც რამ კარგი ორთავ სჭირდა,   ყველას თავი მოუყარე.






Strophe: 17  
Line of ed.: 5  Verse: a        17. შამი-ფარვანას წიგნისა   ვინებე გარდმოღებანი,
Line of ed.: 6  Verse: b        ესოდენ ცუდთა ლაყაბსა   ვინცა-ვინ მითხრას ქებანი!
Line of ed.: 7  Verse: c        არც ჩემის საქმით ნათქვამი,   არც გულსა მქონდა დებანი,
Line of ed.: 8  Verse: d     და   სპარსთ უთქვამსთ აშიყ-მაშიყად,   მათგან არს მოგონებანი.






Strophe: 18  
Line of ed.: 9  Verse: a        18. შამი სპარსულად სანთელსა   ჰქვიან მათისა ენითა,
Line of ed.: 10  Verse: b        ფარვანა მისთვის მიჯნურად   უთქვამს, გლახ, ცრემლთა დენითა,
Line of ed.: 11  Verse: c        ყოვლთა მიჯნურთა უსაწყლე   იგ სურვილისა სენითა,
Line of ed.: 12  Verse: d     და   იგ გაულექსავთ ყურთათვის   შაქრად და თაფლად სმენითა.






Strophe: 19  
Line of ed.: 13  Verse: a        19. იფიქრა ისპაანელმან,   მელექსეთ შიგან ქებულმან,
Line of ed.: 14  Verse: b        კაცმან განთქმულმან სპარსთ შიგან,   არ ცუდად მიდ-მოდებულმან;
Line of ed.: 15  Verse: c        განფინა მისნი სიბრძნენი,   იგ უქეს ბრძენთა კრებულმან,
Line of ed.: 16  Verse: d     და   მისთა ლაყაბთა თარგმნითა   იგ არც მე დადუმებულმან.






Strophe: 20  
Line of ed.: 17  Verse: a        20. თქმულა პირველად ფარვანა   იგ სანთლისათვის ხელადო.
Line of ed.: 18  Verse: b        დასაბამითგან იგ მისთვის   გაჭრილი მინდვრად, ველადო,
Line of ed.: 19  Verse: c        მისთა შუქთა და სხივთაგან   უწყალოდ დანამწველადო,
Line of ed.: 20  Verse: d     და   იგ მისთვის ყურბან-სადაღად,   ფარვანა თავსა მვლელადო.






Strophe: 21  
Line of ed.: 21  Verse: a        21. არც ერთი არის მართალი,   ზღაპარი ყოვლის ხონები,
Line of ed.: 22  Verse: b        სარგებლად თქმულა კაცთათვის   ეს ყველა მოსაგონები,
Line of ed.: 23  Verse: c        შეექცეს, ყური მიუპყრას   სევდითა დანაღონები,
Line of ed.: 24  Verse: d     და   იგ რიტორება გამოჩნდეს   და სიბრძნე მოსაწონები.






Strophe: 22  
Line of ed.: 25  Verse: a        22. ვინ ხართ გონების უფალი,   მთარგმნელი დაღრმობილისა,
Line of ed.: 26  Verse: b        მოდით, სიბრძნისა ტრფიალნო,   სმენად სიტყვისა ტკბილისა!
Line of ed.: 27  Verse: c        სცანით ღარიბთა სიტყვათა   სალიზღად შეწყობილისა,
Line of ed.: 28  Verse: d     და   ვით ნაკადული ღარშიგან,   სწორად მიდენით მილისა.






Strophe: 23  
Line of ed.: 29  Verse: a        23. მოდით, მუჯნურნო, რომელთა   ცრემლთა გდისთ ნაკადულები,
Line of ed.: 30  Verse: b        იგ მოყვრისათვის საკვდავად,   ვის შეგიწირავს სულები;
Line of ed.: 31  Verse: c        ვისაც გწვავს ცეცხლი უშრეტი,   გაქვს გული დანაწყლულები
Line of ed.: 32  Verse: d     და   ნახეთ ფარვანა დამწვარი,   მკვდარი, სულ-ამოსულები.


Page of ed.: 18  




Strophe: 24  
Line of ed.: 1  Verse: a        24. მისგან ისწავეთ ყოველთა   ხელობა, მიჯნურობანი,
Line of ed.: 2  Verse: b        სიყვარულისა ცეცხლშიგან   იგ მისებრ გამოდნობანი;
Line of ed.: 3  Verse: c        მას ვითარ თავი გარდაუც,   თქვენ მიაყოლეთ ცნობანი,
Line of ed.: 4  Verse: d     და   თითი უკავეთ ყოველთა,   ვინც ვერ, ჰქნათ მის ოდნობანი.






Strophe: 25  
Line of ed.: 5  Verse: a        25. მას არგეთ რამე საწყალსა,   დამწვარსა, დავალებულსა,
Line of ed.: 6  Verse: b        მას ტკბილი ამხანაგობა   ავასხეთ, დავალებულსა;
Line of ed.: 7  Verse: c        წყალი დაასხით მოსწრაფედ   მას გულსა დავალებულსა,
Line of ed.: 8  Verse: d     და   ხელი დახურეთ თვალზედან   საკვდავად დალულებულსა.






Strophe: 26  
Line of ed.: 9  Verse: a        26. ცოცხალს მიუსწრათ, ისმინეთ   იგ მისი ნაუბარები,
Line of ed.: 10  Verse: b        რას ეტყვის მისსა დამწველსა   _ სცნათ სიტყვა მისი მწარები,
Line of ed.: 11  Verse: c        საყვარელისა შუქითა   ფრთანი გარ შემომწვარები,
Line of ed.: 12  Verse: d     და   უცილოდ მოკვდეს _ დამარხეთ,   თან მიატანეთ ბარები.






Strophe: 27  
Line of ed.: 13  Verse: a        27. სანთელი ბრწყინავს, მიჯნურნი   სხედან მის გარეშემოსა,
Line of ed.: 14  Verse: b        მას ადიდებენ, ვინ ეგრეთ   ტურფად და ნათლად შემოსა,
Line of ed.: 15  Verse: c        ლალისა ფერსა ღვინოსა   სმენ გემრიელსა გემოსა,
Line of ed.: 16  Verse: d     და   ფარვანას ხედვენ მასთანა   ხელსა, შემცდარსა, დელოსა.






Strophe: 28  
Line of ed.: 17  Verse: a        28. ფარვანა სანთელს ევლება,   შექმნილა მისთვის სადაღა,
Line of ed.: 18  Verse: b        ჭკუა და ცნობა წასვლია   _ მას დაუკარგავს სადა ღა?
Line of ed.: 19  Verse: c        მის მეტი მისად პატრონად   სხვა ვინ უნდოდეს, სად აღა?
Line of ed.: 20  Verse: d     და   მიჯნურთა მისის ბრალითა   გული დასწვია სადაღ ა!






Strophe: 29  
Line of ed.: 21  Verse: a        29. მათ გაუარმდა მეჯლისი   მის საბრალოსა მზერითა,
Line of ed.: 22  Verse: b        იგ იტყვის: "ჩემსა ხელმქნელსა,   ხედავთო, სჯობსო მზე რითა?
Line of ed.: 23  Verse: c        სრულად ერთობით ციერნი   იგ აჭარბებენ ზე რითა?
Line of ed.: 24  Verse: d     და   თქვენც მოიგონეთ მზე მზებად,   ვინც ვინმე შეიზვერითა."






Strophe: 30  
Line of ed.: 25  Verse: a        30. მათ გაუახლდა სახმილი,   ვინც ვისთვის ვინმე იწოდა,
Line of ed.: 26  Verse: b        სურვილმან მუნით საკვდავად   იგ მათთვის დანა იწოდა;
Line of ed.: 27  Verse: c        უხელეს სხვათა მიჯნურთა   ახლა ფარვანა იწოდა,
Line of ed.: 28  Verse: d     და   აწ მოსთქვამს მისთა ჭირთა და   საკვდავად გამოიწოდა.






Strophe: 31  
Line of ed.: 29  Verse: a        31. ფარვანა ეტყვის სანთელსა:   "მანათობელო ღამისა,
Line of ed.: 30  Verse: b        შენისა სიყვარულითა   სული ამოსვლას ლამისა,
Line of ed.: 31  Verse: c        აშიყობამ და სურვილმან   მე გული შემიღამისა,
Line of ed.: 32  Verse: d     და   ნუმცა მექნების უშენოდ   სიცოცხლე ერთის წამისა."


Page of ed.: 19  




Strophe: 32  
Line of ed.: 1  Verse: a        32. "ამან შემშალა _ ვერ ვხედავ   ქვეყნად მე შენსა დარესა,
Line of ed.: 2  Verse: b        ზოგი რამ მზესა მიგიგავს   და ზოგი რამე მთვარესა,
Line of ed.: 3  Verse: c        შენმან სხივმან და ციმციმმან   ჭირსა დამაბა მწარესა,
Line of ed.: 4  Verse: d     და   თავსა გევლები, ნუ მომკლავ   მე შენსა მემუდარესა."






Strophe: 33  
Line of ed.: 5  Verse: a        33. "კურთხეულმც არის, რომელმან   ესრეთ დაგბადა შენაო,
Line of ed.: 6  Verse: b        ბრწყინვალედ კამკამებითა   შეგამკო, დაგაშვენაო;
Line of ed.: 7  Verse: c        მეყოფის მუდამ უწყალოდ   გულსა ლახვრისა შენაო,
Line of ed.: 8  Verse: d     და   სულისა ამოსასვლელად   შემქნია ბერვა, ქშენაო."






Strophe: 34  
Line of ed.: 9  Verse: a        34. "სხვას ვერას ვხედავ საწყალი,   იგ თუ არ შენსა შუქებსა,
Line of ed.: 10  Verse: b        პირი და ენა დაეყო   ყოველსა შენსა უქებსა!
Line of ed.: 11  Verse: c        სმა-ჭამა დამვიწყებია,   ნეტარ რა გამასუქებსა,
Line of ed.: 12  Verse: d     და   ფრთასა შემომწვავ საწყალსა,   ვიცი, რომ ჩამსვამ ქუქებსა".






Strophe: 35  
Line of ed.: 13  Verse: a        35. "რა შენ ბრწყინვალედ აენთი,   მე დასაწვავად მზა ვარ და,
Line of ed.: 14  Verse: b        მე შენთვის დავბადებულვარ,   სხვა არ ვიცი თუ, რა ვარ და,
Line of ed.: 15  Verse: c        ჩემი სიცოცხლე, მორჩენა   სათუოს იქით ჩავარდა,
Line of ed.: 16  Verse: d     და   შენ ხელმქმნელი და მე ხელი   _ ეს ყოვლს ქვეყანას გავარდა."






Strophe: 36  
Line of ed.: 17  Verse: a        36. "ბრძანება ღვთისა ეს არის,   ამ ნივთზე დავიბადეო:
Line of ed.: 18  Verse: b        შენი ტყვე ვიყო საწყალ, შენი   მეხვიოს ბადეო,
Line of ed.: 19  Verse: c        არც წყალი მასვი საწყალსა,   არცა წამალი მადეო,
Line of ed.: 20  Verse: d     და   მოინდომე და მომკვდარვარ   _ შენ ესრეთ მოიწადეო."






Strophe: 37  
Line of ed.: 21  Verse: a        37. სანთელმან გასცა პასუხი,   ძლივღა აღირსა გვიანად:
Line of ed.: 22  Verse: b        _ "მე შენი რაც გავიგონე,   არც ერთი მესმა ჭკვიანად,
Line of ed.: 23  Verse: c        ღვთისაგან დაბადებული   მე რომ ვნათობდე მზიანად,
Line of ed.: 24  Verse: d     და   რა გრჯის, რასათვის მოკვდები,   დაიწვი დანაცრიანად!"






Strophe: 38  
Line of ed.: 25  Verse: a        38. ფარვანას ესმა პასუხი   მისისა დამდაგავისა,
Line of ed.: 26  Verse: b        იგ შორად განსაშორავი,   არ თუ შეწყობა ზავისა,
Line of ed.: 27  Verse: c        თქვა: "თუ გავძლებდე უშენოდ,   ვის რა შურს, ვის რა გავისა?
Line of ed.: 28  Verse: d     და   არცა ვარ ცნობისუფალი,   არცა ხელთ მქონე თავისა".






Strophe: 39  
Line of ed.: 29  Verse: a        39. "გული, ცნობა და გონება   წამართვი ჩემო მზეო, და,
Line of ed.: 30  Verse: b        შენ გაქვს საკუთრად, ჩემთანა   არც ბეწვი მოიძეოდა,
Line of ed.: 31  Verse: c        ჩემი სისხლი და სიკვდილი   სრულად შენ დაგეზღვეოდა,
Line of ed.: 32  Verse: d     და   როგორიცა ხარ, მე შენი   ქება აწ დავიწყეო და"


Page of ed.: 20  




Strophe: 40  
Line of ed.: 1  Verse: a        40. "მზისაგან უბრწყინვალეა   ეგ შენი კამკამებანი,
Line of ed.: 2  Verse: b        ქვეშე თეთრი და ზე წითლად   ალისა მცხინვარებანი,
Line of ed.: 3  Verse: c        ვინმცა თქვას თქვენი შუქი და   ან შვენებისა ქებანი!
Line of ed.: 4  Verse: d     და   გულსა და თვალსა ახარებს   შენი წინ ანათებანი."






Strophe: 41  
Line of ed.: 5  Verse: a        41. "ოქროზედ ვინმე აგანთებს,   ჩამოსხმული ხარ ტანადო,
Line of ed.: 6  Verse: b        დასჩაგრავ ბრწყინვალებითა,   ვინ შვენის შენისთანადო?
Line of ed.: 7  Verse: c        ვერცხლს უთეთრე ხარ, შენთანა   იგ გახდეს გასაბანადო,
Line of ed.: 8  Verse: d     და   იგ სახლი სახლად არ ვარგა,   უშენოდ _ ბანი ბანადო."






Strophe: 42  
Line of ed.: 9  Verse: a        42. მთვარე რაზომცა ნათობდეს   გავსილი ბნელ საღამოსა,
Line of ed.: 10  Verse: b        მისთა შუქთაგან უშენოდ   ვახშამი ვერვინ ჭამოსა,
Line of ed.: 11  Verse: c        უშენოდ ლხინი, მეჯლისი   _ ვინძლი _ ვინ შეიწამოსა!
Line of ed.: 12  Verse: d     და   ეგზომმა უებრობამა,   გლახ, შენმან მე მიწამოსა."






Strophe: 43  
Line of ed.: 13  Verse: a        43. "აწ რა ვქნა ხელმან, საწყალმან   _ სიკვდილი მამეწურაო,
Line of ed.: 14  Verse: b        თვალთაგან სისხლის ცრემლი მდის,   ერთ წამ არ მამეწურაო,
Line of ed.: 15  Verse: c        შენ მოწყალება არა გაქვს,   არ ვიცი რა ვქნა, თუ რაო,
Line of ed.: 16  Verse: d     და   ერთ ლუკმად არვის ვეყოფი   მგელი შემჭამს, თუ ტურაო."






Strophe: 44  
Line of ed.: 17  Verse: a        44. "რასთვის პასუხსა მიძვირებ,   თვალთა საჩენო სულო, და,
Line of ed.: 18  Verse: b        ვირემდის სრულად არ მომკლავ,   ნუ მეჭვ, რომ დამასულო და,
Line of ed.: 19  Verse: c        თავიდგან ჩემო დამწველო,   აწ ჩემო აღსასრულო და,
Line of ed.: 20  Verse: d     და   წადი, რას ჰყოვნი, რასა მრჯი   შენ სულო ამოსულო და."






Strophe: 45  
Line of ed.: 21  Verse: a        45. სანთელმან უთხრა პასუხი   ბრძენი, არ ცუდი ყბედობით:
Line of ed.: 22  Verse: b        _ "მე ღმერთმან შემქნა სამადლოდ,   შენ სადით მომხვდი ბედობით?
Line of ed.: 23  Verse: c        ხატთა და ჯვართა წილი ვარ   სულისა საიმედობით,
Line of ed.: 24  Verse: d     და   შენ რომ შემცდრობით დაიწვა,   სისხლი რად ჩემსა ქედობით?"






Strophe: 46  
Line of ed.: 25  Verse: a        46. ფარვანას ესმა, ატირდა   მეტის მეტისა წყენითა,
Line of ed.: 26  Verse: b        ღონე მოეღო საწყალსა,   მხარი დაუშვრა ფრენითა,
Line of ed.: 27  Verse: c        კვლავცა დაუწყო ქება და   ხვეწნა ცრემლისა დენითა,
Line of ed.: 28  Verse: d     და   ჭირსა სჭამს, თავსა ევლება   მასვე გარშემო ფრფენითა.






Strophe: 47  
Line of ed.: 29  Verse: a        47. "ნუ მომკლავ უწყლად, ნუ გინდა   ჩემი ცოდვა და ბრალები,
Line of ed.: 30  Verse: b        სხვას შენთვის მკვდარი ვის უნდი,   თუ შენ არ შეგებრალები?
Line of ed.: 31  Verse: c        შენის სიტურფით ვერ არის   ვერ ბროლი, ვერცა ლალები,
Line of ed.: 32  Verse: d     და   აგავსებ ჩემის ცოდვითა,   სიკვდილსა არ ვეკრძალები".


Page of ed.: 21  




Strophe: 48  
Line of ed.: 1  Verse: a        48. "სხვა არვინ ვარგა უშენოდ,   მე როგორ ვიყო ხელი და,
Line of ed.: 2  Verse: b        ლხინი და ჭირი, სმა-ჭამა   უშენოდ ყველა ბნელი და,
Line of ed.: 3  Verse: c        ერთაჭამა და ქორწილი,   მასპინძელ-საწვეველი და,
Line of ed.: 4  Verse: d     და   ტურფა-კეკლუცთა ყრილობა,   მიჯნურთა სულ დამწველი და."






Strophe: 49  
Line of ed.: 5  Verse: a        49. "ჭამასა გახდი სამოთხედ   ბრწყინვალედ ელვარებითა,
Line of ed.: 6  Verse: b        ტურფათა გამომჩენელი   _ შემატებ, არ თუ კლებითა,
Line of ed.: 7  Verse: c        მას სრასა, სახლსა საჯდომსა   ავსებ მათისა ქებითა,
Line of ed.: 8  Verse: d     და   გონჯის სიგონჯეს დაჰფარავ   შენისა მოხმარებითა".






Strophe: 50  
Line of ed.: 9  Verse: a        50. "მტერიც ვერ გაძლებს უშენოდ,   ხარ ყოვლთა მოსახმარია,
Line of ed.: 10  Verse: b        მოყვარე ვარ და მიჯნური,   ნუ ეჭვ, რომ გაგეყარია;
Line of ed.: 11  Verse: c        სიკვდილისაგან სიცოცხლე   აწ ჩემი უფრო მწარეა,
Line of ed.: 12  Verse: d     და   ვეღარ მოვიწვდი _ ასეთი   გულსა ისარი მკარია."






Strophe: 51  
Line of ed.: 13  Verse: a        51. სანთელმან უთხრა: "დამეხსენ   ნეტარ, შენ ვინ და მე ვინა?
Line of ed.: 14  Verse: b        სამადლოდ შემქნა, რომელი   საყდართა მჯდომი, ზე ვინა,
Line of ed.: 15  Verse: c        ეკლესიათა მსახურად   სრულ ღამე გამათევინა,
Line of ed.: 16  Verse: d     და   ვინ მკვდარსა მუდამ ამინთოს,   მას ცოდვა არ აზღვევინა."






Strophe: 52  
Line of ed.: 17  Verse: a        52. "სრულ ჩემი საქმე სამღთოა,   მე ვინ და მიჯნურობანი,
Line of ed.: 18  Verse: b        მუდამ მით ვნათობ, არა აქვს   მით ვაარდსა ჩემსა ძრობანი,
Line of ed.: 19  Verse: c        ეგ შენგან არ მეკადრების,   ეს არის მართლის თხრობანი,
Line of ed.: 20  Verse: d     და   სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე,   რად გინდა სუდარობანი!"






Strophe: 53  
Line of ed.: 21  Verse: a        53. ფარვანა ეტყვის მტირალი,   იგ საწყლად მოუბარადო:
Line of ed.: 22  Verse: b        _ "სულ ბრწყინავ უამხანაგოდ,   მისთვის ხარ საქებარადო,
Line of ed.: 23  Verse: c        უნდა, რომ თავს გევლებოდე   სრულა თესლად და გვარადო,
Line of ed.: 24  Verse: d     და   ვირემდი დავიწვებოდე,   გარე გირბენდე ჩქარადო.






Strophe: 54  
Line of ed.: 25  Verse: a        54. ვითა ბულბული ვარდისთვის   გაჭრილი, გახელებული,
Line of ed.: 26  Verse: b        შენ სჯობხარ ვარდსა სინათლით,   მეტი ხარ, არ თუ კლებული;
Line of ed.: 27  Verse: c        ბულბულს მე ვჯობვარ მიჯნურად,   გული უწყალოდ ღებული,
Line of ed.: 28  Verse: d     და   შენთა შუქთა და სხივთაგან   დამწვარი, დავალებული."






Strophe: 55  
Line of ed.: 29  Verse: a        55. "იგი იმღერს და იზახის,   ყეფს ხმასა რასმე ამოსა,
Line of ed.: 30  Verse: b        არ იწვის, არცა მოკვდების,   არც არა გაიმწაროსა;
Line of ed.: 31  Verse: c        პირსა გიყურებ მნათობსა   და ტანსა ალვა-საროსა,
Line of ed.: 32  Verse: d     და   რა ვეგდო მკვდარი, დამწვარი   _ შენც მნახავ უსუდაროსა."


Page of ed.: 22  




Strophe: 56  
Line of ed.: 1  Verse: a        56. ვინ აქო ვარდი-ბულბული,   შამი-ფარვანაც უქია,
Line of ed.: 2  Verse: b        ბულბულს ჰკლავს ვარდის შვენება,   ფარვანას _ სანთლის შუქია,
Line of ed.: 3  Verse: c        ვარდს უმზეობა დააჭკნობს,   სანთელს დაავსებს ბუქია,
Line of ed.: 4  Verse: d     და   საბრალოს მათსა მიჯნურსა   ჭირი სჭირს არსუბუქია.






Strophe: 57  
Line of ed.: 5  Verse: a        57. დრო მომეახლა ლხენისა-სიკვდილი   მონაწურია,
Line of ed.: 6  Verse: b        აღარც მე მინდა სიცოცხლე,   რადგან შენ აგრე გსურია,
Line of ed.: 7  Verse: c        რად არ გეწყალვი, უღვთოო,   ხარ თურე კარა ურია!
Line of ed.: 8  Verse: d     და   ეგ ეგრეც მიყავ _ დამმარხე   _ ცოტა რამ სამსახურია!"






Strophe: 58  
Line of ed.: 9  Verse: a        58. სანთელმან უთხრა: "საწყალო,   რად გარდასრულხარ ჭკვისაგან?
Line of ed.: 10  Verse: b        ვით გასძლებს ჭირსა ეგზომსა   გული უმაგრე ქვისაგან?
Line of ed.: 11  Verse: c        მე შენს სიბრალულს ჩამომხსენ,   შენც მოისვენე წვისაგან,
Line of ed.: 12  Verse: d     და   წადი და თავსა ეწივე   მუდამ ლახვრისა ჭრისაგან!"






Strophe: 59  
Line of ed.: 13  Verse: a        59. "ღმერთსა გაფუცებ, დამეხსენ,   წადი და სხვაგან ირეო,
Line of ed.: 14  Verse: b        ცუდად ნუ გინდა სიკვდილი,   შენთვის ნუ ამატირეო,
Line of ed.: 15  Verse: c        შენისა სიბრალულითა   მეც ლხინი დამიძვირეო,
Line of ed.: 16  Verse: d     და   ცეცხლი გწვავს, ცეცხლი უშრეტი,   ლახვრითა გაიგმირეო."






Strophe: 60  
Line of ed.: 17  Verse: a        60. ფარვანას ესმის სიტყვები   მისისა დამწველისანი,
Line of ed.: 18  Verse: b        თქვა: "ამას იქით ვერ გავსძლებ   _ გულიცა მქონდა ქვისანი,
Line of ed.: 19  Verse: c        დრო მოუვიდა ბედკრულსა   ამ სოფლით გარდასვლისანი,
Line of ed.: 20  Verse: d     და   აწ ამას იქით მოკვდების,   ამას აწ უნდა მისანი.






Strophe: 61  
Line of ed.: 21  Verse: a        61. მხარი გაშალა, მიჰმართა,   სად სანთლის შუქი კრთებოდა,
Line of ed.: 22  Verse: b        სულ მისთა ჭირთა, წაღებად,   სადაღად თავს ევლებოდა;
Line of ed.: 23  Verse: c        _ თქვენც აგრე ჰქენით, მიჯნურნო,   ვინცა-ვინ ვისთვის კვდებოდა!
Line of ed.: 24  Verse: d     და   თავგაწირული სიკვდილად   ცეცხლშიგან შეიწვებოდა.






Strophe: 62  
Line of ed.: 25  Verse: a        62. მხარნი მოეწვნეს სრულობით,   ქვე ჩამოვარდა, დაეცა,
Line of ed.: 26  Verse: b        მისთვის საკვდავად ლახვარი   უნდოდა, მგონივ, და... ეცა,
Line of ed.: 27  Verse: c        ცოტა ხანს მუცლით იღოღა,   სული უნდოდა გაეცა,
Line of ed.: 28  Verse: d     და   გასწირა მისმან ხელმქნელმან,   სხვას ვის უნდოდა დაეცა?!






Strophe: 63  
Line of ed.: 29  Verse: a        63. მკვდარიც არ მოსხლტა სანთელსა,   იგ ზედა ეკრა, ეხია,
Line of ed.: 30  Verse: b        ეწამა მისთვის, დაიწვა,   მოკვდა, ლახვარსა ეხია;
Line of ed.: 31  Verse: c        მისად წაღებად საკაცე,   არც უნაგირი, კეხია,
Line of ed.: 32  Verse: d     და   არც ვინ დამარხა, შესუდრა,   არც არა ზედა ეხვია.


Page of ed.: 23  




Strophe: 64  
Line of ed.: 1  Verse: a        64. რა ჩამოვარდა სანთლითა,   სასანთლეზედან მდებობდა,
Line of ed.: 2  Verse: b        მკვდარი, უსულო, დამწვარი   გაცივდა, აღარ თბებოდა;
Line of ed.: 3  Verse: c        მისის ცოდვითა სანთელი   თავის სიკვდილსა ნებობდა,
Line of ed.: 4  Verse: d     და   მიჯნურნი მისთვის მტირალნი   ყველა მუნ შემოკრბებოდა.






Strophe: 65  
Line of ed.: 5  Verse: a        65. მუნით ტირს ცხელის ცრემლითა,   სანთელს ღვარი სდის წვეთადო,
Line of ed.: 6  Verse: b        მისისა სიბრალულითა   გულსა სჭრის დანა მკვეთადო;
Line of ed.: 7  Verse: c        ნათელი სინანულისა   მიჯობს გულს მადგეს სვეტადო;
Line of ed.: 8  Verse: d     და   ეს უსარგებლო ლაყაბი   მეყოფა მეტის-მეტადო.




Next part



This text is part of the TITUS edition of Teimuraz I, Txzulebani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.