GNC
Author: Teim._I 
Teimuraz I.
Work: Txz. 
Txzulebani


On the basis of the edition by
Al. Baramiʒe / G. Ǯaḳobia,
Teimuraz ṗirveli,
Txzulebata sruli ḳrebuli,
Ṭpilisi 1934
entered for the GNC project by Tamar Saneblidze
under the supervision of Irakli Garibashvili,
Tbilisi, 2016;
TITUS version by Jost Gippert,
Frankfurt a/M, 19.8.2016





Page of ed.: 3 
Text: Vard-Bulb.  
Line of ed.: 1 
ვარდ-ბულბულიანი
Chapter: Intr.  
Line of ed.: 2 
[შესავალი]






Strophe: 1  
Line of ed.: 3  Verse: a        1. ჰე, არსისა შემომქმედო!   შენგან არი ყოვლიფერი:
Line of ed.: 4  Verse: b        ცა, ქვეყანა,ზღვა და ხმელი,   დარი მზისა მონაფერი.
Line of ed.: 5  Verse: c        ვერვის ძალუც ხორციელსა   ქება შენი შესაფერი,
Line of ed.: 6  Verse: d     და   შენმცა მრისხავ, მოწყალეო,   თუ ტყუილად მოგეფერი!






Strophe: 2  
Line of ed.: 7  Verse: a        2. ვიწყო რამე სიტყვა მცირე,   ბრძენმან ვინმე ყურად იღოს,
Line of ed.: 8  Verse: b        გულისაგან საუნჯისა   ვის რა ედვას, გამოიღოს;
Line of ed.: 9  Verse: c        ჰმართებს, კაცმან კარგი ნახოს,   მანცა მისგან გარდმოიღოს,
Line of ed.: 10  Verse: d     და   უგბილმან და უგუნურმან   ვერა რამე წამოიღოს.






Strophe: 3  
Line of ed.: 11  Verse: a        3. სცანით, სიბრძნისა ტრფიალნო,   ძალნი სიტყვათა თქმულისა,
Line of ed.: 12  Verse: b        უცებთა არად სანდომი,   ცნობილთა _ წამლად გულისა;
Line of ed.: 13  Verse: c        მე გამიმწარდა საწუთრო,   აბეზარ ვიქმენ სულისა,
Line of ed.: 14  Verse: d     და   სოფლისა ავად ბრუნვამან   მე ერთობ გამაგულისა.






Strophe: 4  
Line of ed.: 15  Verse: a        4. ფილოსოფოსთ ეფენთ სიბრძნე   შვიდი არის, გან ექვსული!
Line of ed.: 16  Verse: b        ერთი არის, რიტორება,   სიტყვათ შეთხზვნა განექსული;
Line of ed.: 17  Verse: c        ნაძლევი ვარ, თუ ვინმე თქვას,   ჩემებრ რამე განლექსული,
Line of ed.: 18  Verse: d     და   უკვდავი ხარ _ ცნობა გმართებს,   პირუტყვად გაქვ გან ეგ სული?






Strophe: 5  
Line of ed.: 19  Verse: a        5. ვარდისა და ბულბულისა   ვის გაბჭობა არ ასმოდეს,
Line of ed.: 20  Verse: b        მას იამოს ეს ამბავი,   თუ ვისთვისმე ხელი რბოდეს;
Line of ed.: 21  Verse: c        ვის მახვილი გულად ედვას,   ცრემლთა ნაცვლად სისხლი სწორდეს,
Line of ed.: 22  Verse: d     და   იგ უცილოდ წადიერად   ყურსა სმენად მიუპყრობდეს.






Strophe: 6  
Line of ed.: 23  Verse: a        6. გააუბნა ერთმანერთსა   მოლა აჯამ ბრძენთა-ბრძენმან
Line of ed.: 24  Verse: b        ბულბულს ვარდი, ვარდს ბულბული   სიტყვა ტკბილი, ენა გრძელმან,
Line of ed.: 25  Verse: c        სალხინო და სალაღობოდ,   სხვად არასმე შესაძემან;
Line of ed.: 26  Verse: d     და   მიჯნურთათვის გულსა ლახვრად   ჭირსა ლხინზე დასაძემან.






Strophe: 7  
Line of ed.: 27  Verse: a        7. შევიწიო ძალი ღვთისა,   მე დავიწყო თარგმანობა,
Line of ed.: 28  Verse: b        გაზაფხულზე დაიწყების   აწინდელი სიტყვის თხრობა;
Line of ed.: 29  Verse: c        მზე კირჩხიბზედ გარდაჯდების,   შეიქნების ქვეყნად თბობა,
Line of ed.: 30  Verse: d     და   ფრინველთაგან შემღერება,   ჭიკჭიკი და ამო ხმობა.


Page of ed.: 4  




Strophe: 8  
Line of ed.: 1  Verse: a        8. ზღვა დაწყნარდა ღელვისაგან,   შეიცვალა ქარ-კეთილად,
Line of ed.: 2  Verse: b        ვითა გული გამწყრალისა,   დამშვიდდა და იქმნა ლბილად;
Line of ed.: 3  Verse: c        მკსინვარება ზამთრისა და   ყინვა დადნა, ვითა ცვილად,
Line of ed.: 4  Verse: d     და   ხეთა იწყეს შემოსადვე   პირველისა დანაწყილად.






Strophe: 9  
Line of ed.: 5  Verse: a        9. ჰაერიცა შეიცვალა,   ჟამ კეთილმან მოაბერა,
Line of ed.: 6  Verse: b        მანვე მიწა განაახლა,   ვინცა პირველ მოაბერა,
Line of ed.: 7  Verse: c        მაქებარად ხელოვნისა   გამოჩნდების მოამბე რა,
Line of ed.: 8  Verse: d     და   გამისინჯეთ ლექს ქართული,   ერთმანერთსა მოვაბე რა!






Strophe: 10  
Line of ed.: 9  Verse: a        10. წელიწადის მოქცევამან   მიწის პირი განაახლა,
Line of ed.: 10  Verse: b        იგ ოსტატი ხელოვანი   პირველ იყო, განა ახლა?
Line of ed.: 11  Verse: c        ქარი, მიწა, ცეცხლი, წყალი,   ერთმანერთსა თან აახლა,
Line of ed.: 12  Verse: d     და   ცა ყინვაზე, მიწა წყალზე   ადრიდგანვე დაასახლა.






Strophe: 11  
Line of ed.: 13  Verse: a        11. გაზაფხულის წვიმამ ხშირმან   ჟანგიანი მიწა რეცხოს,
Line of ed.: 14  Verse: b        ხენი ხილთა გამომღებლად   მიდგომილი დაიკვერცხოს,
Line of ed.: 15  Verse: c        ამაუბნა ჭიკჭიკითა   _ ლამის მეცა გამამერცხლოს,
Line of ed.: 16  Verse: d     და   მელექსემან ხამს, თუ სიტყვა   ახალასოს, წმინდად ვერცხლოს!






Strophe: 12  
Line of ed.: 17  Verse: a        12. ვითა ტურფა ახალ-რძალი   საწუთროსა დანაზრობდა,
Line of ed.: 18  Verse: b        წყლისა პირსა ალვა ნორჩი   ტურფად რასმე ტანად ზრობდა;
Line of ed.: 19  Verse: c        ყვავილნი და მწვანე მოლნი   თავსა მიწით დანაზრობდა,
Line of ed.: 20  Verse: d     და   მზისა შუქთა მომლოდნელი   იგ არვისგან დანაზრობდა.






Strophe: 13  
Line of ed.: 21  Verse: a        13. ჯერ ვადიდო, რაც ძალ მედვას,   შემომქმედი მისგან ქმნილმან,
Line of ed.: 22  Verse: b        მაგრა რა ვქნა _ სოლომონცა   მცირე რამე უთხრა ძლივ მან;
Line of ed.: 23  Verse: c        აწ მოვიქცე პირველსავე   ამბავზედან სიტყვა-მცირმან,
Line of ed.: 24  Verse: d     და   საქებელად ძალსა მისსა   აღმოხეთქა ნერგთა ძირმან.






Strophe: 14  
Line of ed.: 25  Verse: a        14. დაუსწრო პირველ ყოველთა   ყვავილთა მოსვლა იამან,
Line of ed.: 26  Verse: b        მოგვართვა სული სურნელი,   იგ საყნოსელმა იამან;
Line of ed.: 27  Verse: c        თავმოდრეკილმან სიმდაბლით   არ თავი გაიზვია მან,
Line of ed.: 28  Verse: d     და   ტკბილად შეხედნა თვალმან და   გულისა კარმან ღიამან.






Strophe: 15  
Line of ed.: 29  Verse: a        15. სურნელი და პირად თეთრი   გაიშალა იასამან,
Line of ed.: 30  Verse: b        ვთქვი: ესე სჯობს ფერად, სულად,   დამამდურვა იასა მან;
Line of ed.: 31  Verse: c        მას ვერა სჯობს ერთი რამე,   ვერ უდარებს, იასა მან,
Line of ed.: 32  Verse: d     და   ვერ მიუველ მოსაკრეფლად,   ვის დაუსვამს ია სამან?


Page of ed.: 5  




Strophe: 16  
Line of ed.: 1  Verse: a        16. ზამბახმან პირი გაშალა,   იგ თავი სრულ მან დახარა,
Line of ed.: 2  Verse: b        აგვავსო სურნელებითა,   ზედ ყოვლმან სულმან დახარა;
Line of ed.: 3  Verse: c        ვთქვი: ჩემთანც მოდი საწოლსა   _ ბაღშიგან სულ მანდა ხარა,
Line of ed.: 4  Verse: d     და   ვფიცავ, ან ძმა ხარ ვარდისა,   ან, ჩემმან სულმან, და ხარა.






Strophe: 17  
Line of ed.: 5  Verse: a        17. რა მოვიდა დრო მოსვლისა,   სუმბულიცა მოვა სითმე,
Line of ed.: 6  Verse: b        ნახა ვინმე პირად მზემან,   თქვა: "ვსჯობვარო ნეტა რით მე!"
Line of ed.: 7  Verse: c        უსუნა და თქვა: "ეზომი   მე სიტურფე ვით დაგითმე?
Line of ed.: 8  Verse: d     და   შავი ხარ და სულ-ამბარი,   ზილფად მინდი, ან დაგით მე!"






Strophe: 18  
Line of ed.: 9  Verse: a        18. ნარგისი მოვა შვენებით,   ყვითლითა შემოსილაო,
Line of ed.: 10  Verse: b        არ ვიცი, ვის ჰგავს, სით მოვა,   ვისი გვარი და სილაო;
Line of ed.: 11  Verse: c        მისითა სურნელებითა   წალკოტი სულ ავსილაო;
Line of ed.: 12  Verse: d     და   გამდიდრებულა ბაღი და   მებაღე არ დავსილაო.






Strophe: 19  
Line of ed.: 13  Verse: a        19. ყაყაჩო და არღავანი   ერთმანერთსა ეუბნების:
Line of ed.: 14  Verse: b        _ "სიტურფით და შვენებითა,   ფერად ვერვინ გვედარების;
Line of ed.: 15  Verse: c        სურნელობით გვაჭარბებენ   _ გული ჩვენი ამით ჭკნების,
Line of ed.: 16  Verse: d     და   მივიდეთ და გავერივნეთ,   მათში ნურვინ გამოწყდების."






Strophe: 20  
Line of ed.: 17  Verse: a        20. სოსანმან უთხრა რეჰანსა:   "ქუფრი გაქვს, თალხი ფერები,
Line of ed.: 18  Verse: b        გიგავს რამ მგლოვიარესა,   გული ჩანს დანაბერები;
Line of ed.: 19  Verse: c        შენ სული გიდის სურნელი   ტურფად რამ მონაბერები,
Line of ed.: 20  Verse: d     და   უსული მაქვს და შვენება,   მათთან მეც შევეფერები."






Strophe: 21  
Line of ed.: 21  Verse: a        21. ვით გიამბო რიცხვი, ზომი   მათ ყვავილთა გარეგანთა,
Line of ed.: 22  Verse: b        სურნელნი და მრავალფერნი,   არ თუ მგზავსი ეკალ-ნართა;
Line of ed.: 23  Verse: c        თქვეს: "მოველით უკეთესსა,   მოვა, საქმე წაგვემართა,
Line of ed.: 24  Verse: d     და   ჰფერობს ჩვენი ხელმწიფობა,   რად დაყოვნდა, არ მოგვმართა?"






Strophe: 22  
Line of ed.: 25  Verse: a        22. თქვეს: " რა გვექმნების უმისოდ   ვარდისა მომლოდინესა?
Line of ed.: 26  Verse: b        ჩვენ თავი დაგვიც სამონოდ   მისთვის, გლახ, ცრემლთა მდინესა".
Line of ed.: 27  Verse: c        მოვიდეს, ნახეს გაშლილი,   თქვეს: "ეგზომ ტურფა ვინ ესა?"
Line of ed.: 28  Verse: d     და   თაყვანი სცეს და შეიტკბეს,   გაღიმდეს, გაიცინესა.






Strophe: 23  
Line of ed.: 29  Verse: a        23. მათ შუა დასვეს ხელმწიფედ,   იგი მისებრივ შვენოდა,
Line of ed.: 30  Verse: b        ეგზომი მათი სიტურფე   მასთან არ გამოჩნდებოდა;
Line of ed.: 31  Verse: c        მეფე, გლახა და მდიდარი   იშვებდენ, არ მოსწყენოდა,
Line of ed.: 32  Verse: d     და   იგ, მისთვის ხელი, ბულბული   თავს ევლებოდა, მღეროდა.


Page of ed.: 6  




Strophe: 24  
Line of ed.: 1  Verse: a        24. ბაღი, ბაღჩა და წალკოტი   შეამკო, დააშვენა მან,
Line of ed.: 2  Verse: b        იგ მონად შექმნა ყოველნი   თეთრ-წითლად შუქთა მფენამან:
Line of ed.: 3  Verse: c        სრულ საყნოსელი აავსო   სურნელებისა დენამან,
Line of ed.: 4  Verse: d     და   ვეღარა ქნა რა სევდამან,   შეჭირვებისა წყენამან.






Strophe: 25  
Line of ed.: 5  Verse: a        25. ყველამ მომართა სალხინოდ,   იგ ვისცა სცალდა, ვის არა,
Line of ed.: 6  Verse: b        რცხვენიან ჭირისუფალსა,   თვარ შეჭირვებით ზის არა;
Line of ed.: 7  Verse: c        შელეწეს ზღუდე, კარები,   ღობემან ვეღარ ისარა,
Line of ed.: 8  Verse: d     და   რაღა იციან ღამისა,   ან მზისა ამოსვლისა რა?






Strophe: 26  
Line of ed.: 9  Verse: a        26. ბულბულისა რაღა გითხრა   მრავალგვარად ყეფა, მღერა,
Line of ed.: 10  Verse: b        მისმან ეგზომ ხელობამან   ყოვლი სული შეაჯერა;
Line of ed.: 11  Verse: c        იგ სულისა დაუღებლად   ზახილი და ცრემლთა დენა,
Line of ed.: 12  Verse: d     და   ვარდმან ნახა, ითაკილა,   შეუვიდა გულსა წყენა.






Strophe: 27  
Line of ed.: 13  Verse: a        27. მან ერთ-დღე იხმო მებაღე   ხალვათად თავის წინარე,
Line of ed.: 14  Verse: b        თქვა: "გკითხავ რასმე, მიამბე,   თვარე გყო ცრემლთა მდინარე;
Line of ed.: 15  Verse: c        ბევრ-მრავალ-გვარად მხმობელი,   მითხარ, ეგ ჩიტი ვინ არე?
Line of ed.: 16  Verse: d     და   კვდების, იწვის და იძახის,   არვის უნახავს მძინარე.






Strophe: 28  
Line of ed.: 17  Verse: a        28. "რა მე მოვსულვარ, მას აქეთ   ბრუნავს ამ ჩემსა არესა,
Line of ed.: 18  Verse: b        დაფრინავს სრულა ხედახე,   იძახის, კვნესის მწარესა;
Line of ed.: 19  Verse: c        რა გამეღვიძოს, აქ ვნახავ   ჩემზედან დამბრუნვარესა,
Line of ed.: 20  Verse: d     და   პირს არ შეიღებს, არ გავლის   გარე ბაღისა კარესა."






Strophe: 29  
Line of ed.: 21  Verse: a        29. "ბევრჯერ მინახავს უსულოდ   ეკალთა ძირსა მდებარე,
Line of ed.: 22  Verse: b        გავბედავ უთხრა: `დამარხეთ,   რა ბაღში მოვა მებარე'.
Line of ed.: 23  Verse: c        იტყვის: `ვცოცხალვარ, რად მმარხავთ?   _ გულსა ცეცხლი \\ მწვავს მდებარე!'
Line of ed.: 24  Verse: d     და   აწ მითხარ: _ მე და ეს ბაღი   შენს ხელთ ვართ, შენ მოგებარე".






Strophe: 30  
Line of ed.: 25  Verse: a        30. მებაღე ჰკადრებს: "ტურფაო   თვალად, ფერად და სულადო!
Line of ed.: 26  Verse: b        იხარებს ყოვლი ქვეყანა,   რა მოხვალ კარგ-უსულადო,
Line of ed.: 27  Verse: c        მე შენი სამსახური მაქვს   ჩემად სიცოცხლედ, სულადო,
Line of ed.: 28  Verse: d     და   მე ვხედავ ამა საწყალსა   ჭკვისაგან გარდასულადო."






Strophe: 31  
Line of ed.: 29  Verse: a        31. "მიბრძანე, მითხარ მართალი   _ თვარ ვიკადრებდი მე რადო!
Line of ed.: 30  Verse: b        შენთვის იწვის და ენთების,   პირისპირ გიზის მზერადო;
Line of ed.: 31  Verse: c        თავსა გველების ხელქმნილი,   ზედ დაგჭიკჭიკებს მღერადო,
Line of ed.: 32  Verse: d     და   აწ შენცა ჰკითხე, გიამბოს,   უბრძანე _ `დამკვნეს მე რადაო'?


Page of ed.: 7  




Strophe: 32  
Line of ed.: 1  Verse: a        32. "რა წახვალ, დაიკარგების,   რა მოხვალ _ მოვა ესეცო,
Line of ed.: 2  Verse: b        გაკვდების თავგანწირული,   ხედავ, ლახვარსა ეს ეცო!
Line of ed.: 3  Verse: c        უსახლკარო და ღარიბი,   ცოტა რამ ტანსა ეს ეცო,
Line of ed.: 4  Verse: d     და   რას გერჩის, თვარემ შენ იცით   _ გავაგდებინო ესეცო!"






Strophe: 33  
Line of ed.: 5  Verse: a        33. "თუ რასმე მკითხავ _ დაეხსენ,   იყოს ამ შენსა არესა,
Line of ed.: 6  Verse: b        ამოა, ტკბილი მხმობელი,   ნუ მოშლი ბაღის კარესა,
Line of ed.: 7  Verse: c        ბრალია, აქ არ იძახდეს,   კაცმან გააგდოს გარესა!"
Line of ed.: 8  Verse: d     და   არ დაიშალა, ბულბულსა   სიტყვასა ეტყვის მწარესა.






Strophe: 34  
Line of ed.: 9  Verse: a        34. აწ ბულბულსა სიტყვა უთხრა   მქისე რამე, არ თუ ტკბილი:
Line of ed.: 10  Verse: b        "სადა მე და ან ვინ შენა?   _ ხელი ხარ და, ან შეშლილი,
Line of ed.: 11  Verse: c        ჰყეფ, იძახი დღივ და ღამე,   გამიკრთების თვალთა ძილი,
Line of ed.: 12  Verse: d     და   საქმე ხელად აგიღია,   ერთობ ძნელი, არ ადვილი."






Strophe: 35  
Line of ed.: 13  Verse: a        35. რა ბულბულს ესმა, იამა   ვარდისა გაუბნებაო,
Line of ed.: 14  Verse: b        უზომოს სიხარულითა   ვეღარ ზის, ზე-ქვე ხლტებაო:.
Line of ed.: 15  Verse: c        _ "ჩემისა სიკვდილისაგან,   მითხარ, თუ რა გერგებაო?
Line of ed.: 16  Verse: d     და   თუ გაგეყრები ცოცხალი,   მე სული ამომხდებაო!"






Strophe: 36  
Line of ed.: 17  Verse: a        36. "რად ეგრე უცხოდ გამხადე,   ბრძანებ: _ `შენ ვინ და მე ვინა?'
Line of ed.: 18  Verse: b        ცეცხლსა უშრეტსა უწყალოდ   სხვამან ვინ დამაწვევინა?
Line of ed.: 19  Verse: c        შენი შეიდი ბულბული   კარში რამ გაგაწვევინა?
Line of ed.: 20  Verse: d     და   ნეტარძი, დამხსნა სურვილსა,   ცოცხალს არ გამაწევინა!"






Strophe: 37  
Line of ed.: 21  Verse: a        37. ვარდმან უბრძანა ბულბულსა:   "უჭკვო ვინმე ხარ ხელადო,
Line of ed.: 22  Verse: b        იგ შენი ვინმე საფერი   სჯობდა სჯობდა აგეღო ხელადო;
Line of ed.: 23  Verse: c        უფრო სხვა გვარი უნდოდა   ჩემთვის გაჭრილი გულადო,
Line of ed.: 24  Verse: d     და   ხელმწიფეთ სატრფიალოსა   რად გამხდი საკიცხველადო?"






Strophe: 38  
Line of ed.: 25  Verse: a        38. ბულბულმან უთხრა: "პირ-მზეო,   რად აგრე მოშიშორეო?
Line of ed.: 26  Verse: b        ეგრე მწარისა სიტყვითა   გულში ლახვარი მორეო,
Line of ed.: 27  Verse: c        შენს ახლოს ყოფნას არ ვღირსვარ,   ეკალში გამაგორეო,
Line of ed.: 28  Verse: d     და   აქ შენს წინ თავსა მოვიკლავ,   თუ კიდევ მეტყვი `შორეო'!"






Strophe: 39  
Line of ed.: 29  Verse: a        39. ვარდმან თქვა: "შენი სიტყვები   მე გულში მეცა დანადო,
Line of ed.: 30  Verse: b        მიჯნური უნდა საფერი,   _ ვინც ნახონ _ თვალად, ტანადო,
Line of ed.: 31  Verse: c        მე ვარ ყვავილთა ხელმწიფე,   ვის ხედავ ჩემისთანადო?
Line of ed.: 32  Verse: d     და   დამეხსენ, თვარ გაცემინებ,   სიგრძე მოგეცეს განადო!"


Page of ed.: 8  




Strophe: 40  
Line of ed.: 1  Verse: a        40. ბულბულმან უთხრა: "საკვდავად   მე თავი გამიწირაო,
Line of ed.: 2  Verse: b        მე შენი შეკვეთილი ვარ,   არ სხვა ფრინველი, ირაო;
Line of ed.: 3  Verse: c        მომკლავ, დამარჩენ _ მე შენმან   სიტურფემ გამაკვირაო,
Line of ed.: 4  Verse: d     და   შენად საფერად დაგმღერი,   არ ავად რასმე ვყვირაო."






Strophe: 41  
Line of ed.: 5  Verse: a        41. ვარდმან უბრძანა: "ღვთის მადლსა,   დამეხსენ, გამეცალეო,
Line of ed.: 6  Verse: b        გვერც მახლავნ ტურფა ყვავილნი,   ამათთვის მომაცალეო;
Line of ed.: 7  Verse: c        სტუმრად ვართ, ცოტა ხანი გვიც,   ეს ბაღი დაგვიცალეო,
Line of ed.: 8  Verse: d     და   სხვაგან ქენ შენი ბუნაგი,   ადგილი გარდიცვალეო."






Strophe: 42  
Line of ed.: 9  Verse: a        42. აწ გაახშირებს ბულბული   ტირილსა, სულთქმა, უშებსა,
Line of ed.: 10  Verse: b        იგ სისხლის ფერად ნაღებსა,   გლახ, ცრემლებს გარდმოუშვებსა,
Line of ed.: 11  Verse: c        ეტყვის: "სად მაგდებ, საწყალსა   ტყვესა აწ შენგან უშვებ სა?
Line of ed.: 12  Verse: d     და   მეც ვიცი, შენი შვენება   კაცს ცოცხალს არ გაუშვებსა."






Strophe: 43  
Line of ed.: 13  Verse: a        43. "არ გაგეყრები, ცოცხალი   რომ წვრილად დამახევინო,
Line of ed.: 14  Verse: b        შენსა ეკალსა ავეცმი,   სხვა შტო არ ვიცი, ხე ვინო;
Line of ed.: 15  Verse: c        ფეხთ ქვეშ მოგიკვდე, ჩემზედან   საყელო გარდგახევინო,
Line of ed.: 16  Verse: d     და   ჩემისა სიბრალულითა   სიცოცხლე დაგაწყევინო!"






Strophe: 44  
Line of ed.: 17  Verse: a        44. ვარდმან უბრძანა: "ბულბულო,   ვერ გხედავ ჩემსა ფერასა,
Line of ed.: 18  Verse: b        ვიც გაწყენ, მაგრა არ ღირსხარ   პირისპირ ჩემსა მზერასა,
Line of ed.: 19  Verse: c        სხვაც არის ტურფა ყვავილი,   ჩამომეკიდე მე რასა?
Line of ed.: 20  Verse: d     და   ნახე, თუ ჩემისთანასა   აღმოანორჩებს მზე რასა".






Strophe: 45  
Line of ed.: 21  Verse: a        45. "მე თავის ქება მრცხვენოდა,   აწ არ დამეხსენ _ ვიქებო:
Line of ed.: 22  Verse: b        მიწის ნაყოფსა ყოველსა   სიტურფით გავაქიქებო;
Line of ed.: 23  Verse: c        თასს მოუხდები სავსესა,   ჭიქასა მე ვაჭიქებო,
Line of ed.: 24  Verse: d     და   მჭვრეტელნი გულსა ეტყვიან:   `ესე სჯობს, მასთან იქ ებო!'






Strophe: 46  
Line of ed.: 25  Verse: a        46. "მეფენი და ხელმწიფენი   ნატრით თავსა გარდმიყრიან,
Line of ed.: 26  Verse: b        რა მე მნახვენ, გულისაგან   შეჭირვებას გარდიყრიან,
Line of ed.: 27  Verse: c        დაიმონის სულმან ჩემმან,   ბაღით არსით გამიყრიან,
Line of ed.: 28  Verse: d     და   სხვა ტურფა რამ სანახავი.   ჩემგან კიდე აი, ყრიან!!"






Strophe: 47  
Line of ed.: 29  Verse: a        47. "ხელნი ხელქმნილსა მადრიან,   მიჯნურნი _ სამიჯნუროსა,
Line of ed.: 30  Verse: b        ჩემზედ შეითხზვნენ რიტორნი   სიტყვასა მათებუროსა;
Line of ed.: 31  Verse: c        ვინ თავს დამირჭობს, არა მშურს   გვირგვინი მათ ებუროსა,
Line of ed.: 32  Verse: d     და   ნახე, სული და წამლობა   თუ ვინმე გამომწუროსა!"


Page of ed.: 9  




Strophe: 48  
Line of ed.: 1  Verse: a        48. "კეკლუცნი ღაწვთა მნათობსა   შემირჭმენ, ზედან მიდებენ,
Line of ed.: 2  Verse: b        უნდათ, რომ იყვნენ ჩემთანა,   მითვისტომებენ, მიდებენ;
Line of ed.: 3  Verse: c        მაგრა ცუდია _ მნახავნი   უტურფესობას მიდებენ,
Line of ed.: 4  Verse: d     და   "გგავს, მაგრა კიდევ შენ სჯობო",   _ მე ამით გულსა მიდებენ.






Strophe: 49.  
Line of ed.: 5  Verse: a        49. "აშიყ-მაშიყნი რა ჟამად   ერთმანერთს შეეყრებოდეს,
Line of ed.: 6  Verse: b        ხელთ უჭირავარ ორთავე,   წოლად რა წაეყრებოდეს;
Line of ed.: 7  Verse: c        უჩემოთ არცერთი ვარგა,   რა დაწვნენ და ეყრებოდეს,
Line of ed.: 8  Verse: d     და   მათსა საწოლსა, საჯდომსა   ქვეშ სხვა ვინ წაეყრებოდეს?"






Strophe: 50  
Line of ed.: 9  Verse: a        50. "ქალნი ტურფანი, კეკლუცნი   ჩემთვის წალკოტად მორებენ,
Line of ed.: 10  Verse: b        დამკრეფენ ბროლის თითითა,   ეკალსა მომაშორებენ;
Line of ed.: 11  Verse: c        სურნელს უბესა ჩემითა   ავსებენ, ამოყორებენ,
Line of ed.: 12  Verse: d     და   ჩემს მიდამოსა ლხინობენ,   თამაშობენ და გორებენ".






Strophe: 51  
Line of ed.: 13  Verse: a        51. "არ ჩამომეხსენ, მე თავი,   მგონია, მაქებინეო,
Line of ed.: 14  Verse: b        შენ არ იცი და მე ვიცი,   სადაური ვარ, ვინეო;
Line of ed.: 15  Verse: c        სად იყო ჩემი სამყოფი,   პირველ სად მოვილხინეო,
Line of ed.: 16  Verse: d     და   მე ბრძანებითა ღვთისათა   სამოთხით მოვივლინეო".






Strophe: 52  
Line of ed.: 17  Verse: a        52. ბულბულმან უთხრა ტირილით,   ცრემლით აავსო გობანი:
Line of ed.: 18  Verse: b        "დია გმართებს და გშვენიან   ყოვლითურთ ქება-მკობანი;
Line of ed.: 19  Verse: c        მაგრამს წესია კეკლუცთა   მიჯნურზედ ამაყობანი,
Line of ed.: 20  Verse: d     და   ყმობაცა აღარ მაღირსე,   არ თუ ამხანაგობანი!"






Strophe: 53  
Line of ed.: 21  Verse: a        53. "აწ მიწაშიგან ჩამაგდე,   დიაღ, ცად გაიწიეო,
Line of ed.: 22  Verse: b        მე გვარად ინდოური ვარ,   შენთვის აქ მოვიწიეო;
Line of ed.: 23  Verse: c        შენისა სიყვარულითა,   ხედავ, რომ დავიწვი, ეო,
Line of ed.: 24  Verse: d     და   ცემა მიქადე, გაგდება,   გვერცა არ დამიწვიეო".






Strophe: 54  
Line of ed.: 25  Verse: a        54. "უცხო ვარ, უამხანაგო,   არ ცუდი ვინმე ჩიტია,
Line of ed.: 26  Verse: b        იადონი და მერცხალი   _ ვერა ხმობს ჩემთან _ გვრიტია,
Line of ed.: 27  Verse: c        ფერად-ფერადი ჩემი ხმა   ვერც სასმენელმან იტია,
Line of ed.: 28  Verse: d     და   აწ მომკლა შენმან სურვილმან,   საკვდავად შემომიტია",






Strophe: 55  
Line of ed.: 29  Verse: a        55. "მე სახაფიფო ყოველთა   სათქმელად გამოსულია,
Line of ed.: 30  Verse: b        უწყალოდ შორს დაჭერითა   მე ამომართვი სულია;
Line of ed.: 31  Verse: c        საჭვრეტლად აღარ მიმიშვი,   არცა მკარ შენი სულია,
Line of ed.: 32  Verse: d     და   შენად საქებრად მხმობელი   ვერც მაშინ დამასულია!"



Page of ed.: 10  




Strophe: 56  
Line of ed.: 1  Verse: a        56. "ბრძენთა და ფილოსოფოსთა,   რიტორთა, მოშაირეთა,
Line of ed.: 2  Verse: b        სპარსთა, ინდოთა, ქართველთა   _ ცნობილთა, არ თუ ვირეთა _
Line of ed.: 3  Verse: c        შენად მიჯნურად დამწერეს   ჩემთვის არ დამაძვირეთა,
Line of ed.: 4  Verse: d     და   თუ არ გფერობდი, რისთვის გთქვეს,   მათ ვინ დაუყოფს პირებთა?"






Strophe: 57  
Line of ed.: 5  Verse: a        57. "შენც იცი _ ჩემი ამბავი   არ ახალია, ძველია,
Line of ed.: 6  Verse: b        შენი ქება და დიდება   ვიძახი _ არ დამელია;
Line of ed.: 7  Verse: c        შემოგფრინავ და შემოგმზერ,   გლახ, გული გარდამელია,
Line of ed.: 8  Verse: d     და   ამდენი უსამართლობა   გვკითხოს _ მე მოველია!"






Strophe: 58  
Line of ed.: 9  Verse: a        58. "რა გნახეს, გიხმეს ყოველთა   ყვავილთა უტურფესადო,
Line of ed.: 10  Verse: b        შენად უფერად მიჯნურად,   ნეტარ, დამწერეს მე სადო?
Line of ed.: 11  Verse: c        ეგზომ მოთქმა და ზახილი,   მგონი, მეყოფის კვნესადო,
Line of ed.: 12  Verse: d     და   დამწვი, გამხადე აბედად   შენ იქმენ ჩემად კვესადო!"






Strophe: 59  
Line of ed.: 13  Verse: a        59. ტირილით ხმობდა: "მარგეთ რა,   მოდით, მიჯნურნო, მორებით,
Line of ed.: 14  Verse: b        წყლული მინახეთ ულხენი,   იგ რომ თქვენცა გჭირსთ სწორებით;
Line of ed.: 15  Verse: c        ჩემგან ისწავლეთ ხელობა   ახლო, ნუ ერთობ შორებით,
Line of ed.: 16  Verse: d     და   ვერა მარგოთ რა _ დამმარხეთ,   საფლავად მიმაგორებით".






Strophe: 60  
Line of ed.: 17  Verse: a        60. "ეს ვის ასმია სულდგმულსა   _ ხელს უთხრას: `ნუ ხარ ხელიო!
Line of ed.: 18  Verse: b        ცეცხლსა მოგიღებ უშრეტსა   _ ნუ დაგეწვების ყელიო,
Line of ed.: 19  Verse: c        გატირებ სისხლის ცრემლითა   _ ღაწვნი ნუ გაქვან სველიო,
Line of ed.: 20  Verse: d     და   წადი და სხვათა უჭვრიტე   _ ჩემთან ხარ ნუ მომსვლელიო'.






Strophe: 61  
Line of ed.: 21  Verse: a        61. "მე წამეკიდა ეს ჭირი   სხვათა მიჯნურთა მეტადო,
Line of ed.: 22  Verse: b        ვისთვის მოვკვდი და ვეწამე   _ აღარ მიმიშვა ჭვრეტადო;
Line of ed.: 23  Verse: c        მე ამას დავჯერებულვარ   _ პირსა გიჭვრეტდე რეტადო,
Line of ed.: 24  Verse: d     და   ისწრაფი ჩემსა სიკვდილსა   ნაცვლად ცეცხლისა შრეტადო".






Strophe: 62  
Line of ed.: 25  Verse: a        62. თქვა: "ნეტარ, მომკლა, როდესცა   მაჯა ვერ მცემდეს და მარა,
Line of ed.: 26  Verse: b        საკაცეზედან დამაკრა   _ ეს ბაღი ისე დამარა;
Line of ed.: 27  Verse: c        ეკალთა ძირსა დამმარხა,   მე დამძრა იქიდამ არა,
Line of ed.: 28  Verse: d     და   ვერ მომეხმარნეს მოყვასნი   _ ძმამან რა მარგო, დამა რა?"






Strophe: 63  
Line of ed.: 29  Verse: a        63. ვარდმან თქვა: "მესმა, ბულბულო,   შენის სიტყვისა მიგება,
Line of ed.: 30  Verse: b        მეწყალვი, ვნახე, გლახ, შენი   ჩემთვის ლახვარზე მიგება;
Line of ed.: 31  Verse: c        მაგრამ არ გმართებს შენ სხვათა   მიჯნურთა თვალის მიგება,
Line of ed.: 32  Verse: d     და   შენსა უღირსსა საქმესა   წინა მისწრობა, მიგება".


Page of ed.: 11  




Strophe: 64  
Line of ed.: 1  Verse: a        64. "მე ერთი ტურფა, უებრო   ვარ ყოვლთა საქებარადო,
Line of ed.: 2  Verse: b        მთას ავყვავდები მას უკან,   როდეს მომკრეფენ ბარადო;
Line of ed.: 3  Verse: c        თეთრი ვარ ბროლის უთეთრე,   ყირმიზი _ ლალის გვარადო,
Line of ed.: 4  Verse: d     და   საჭვრეტლად შვენიერი ვარ,   სურნელი მუშკ-ამბარადო".






Strophe: 65  
Line of ed.: 5  Verse: a        65. მერე ეს ჰკადრა: "აწ შენი   სიკეთე გამაგონეო,
Line of ed.: 6  Verse: b        ამისად შესადარებლად   შენც თავი მომაწონეო,
Line of ed.: 7  Verse: c        შენი და ჩემი საქმენი   გასინჯე და აწონეო,
Line of ed.: 8  Verse: d     და   თუ ჩემს თავს არა ღირს იყო,   დამეხსენ, ჩემო ღონეო!"






Strophe: 66  
Line of ed.: 9  Verse: a        66. ბულბულმან სულთქნა საბრალოდ,   ამოიკვნესა მწარენი,
Line of ed.: 10  Verse: b        ცრემლი დასთხია თვალთაგან   სისხლის ფერისა დარენი;
Line of ed.: 11  Verse: c        მისის, სულთქმისა კვამლითა   სრულ დაწვა იგი არენი,
Line of ed.: 12  Verse: d     და   ვითამც თქვა სიტყვა ამაყი,   იგ არ თუ სამუდარენი!






Strophe: 67  
Line of ed.: 13  Verse: a        67. უთხრა, თუ: "თავი არ მომაქვს   მე შენად საკადრისადო,
Line of ed.: 14  Verse: b        ერთიცა არ დამცდომია   მანდეთ ლახვარი მკრი სადო;
Line of ed.: 15  Verse: c        ხამს სიბრალული გაქონდეს   შენთვის უწყალოდ მკვდრისადო,
Line of ed.: 16  Verse: d     და   ბრძანე, თუ ფილოსოფოსთა   შენთვის არა მთქვეს, ვისადო?"






Strophe: 68  
Line of ed.: 17  Verse: a        68. "ვითა შენ სხვანი ყვავილნი,   ვერ შედარების მე ჩიტი,
Line of ed.: 18  Verse: b        შენზედ ვილოცავ, არ ვიცი   მაქა, მადინა, მეჩიტი,
Line of ed.: 19  Verse: c        შემოგფრინავ და შემოგმზერ,   პირდაპირ ჩამოგეჩიტი,
Line of ed.: 20  Verse: d     და   შენთვის ვიძახი, შენს მეტი   სხვა გზა არ ვიცი _ გეჩიტი."






Strophe: 69  
Line of ed.: 21  Verse: a        69. "შენმან სურვილმან დამლია,   თვალ-ტანად დამანასაო,
Line of ed.: 22  Verse: b        თვარე ფრინველსა ათასსა   მე ვჯობვარ, არ თუ ასსაო!
Line of ed.: 23  Verse: c        დავსწყევლი ჩემსა მშობელსა,   მამასა, იმ ანასაო,
Line of ed.: 24  Verse: d     და   შენ სიკვდილისა სასმელსა,   ვიცი შემასვამ თასსაო!"






Strophe: 70  
Line of ed.: 25  Verse: a        70. "ყვავილში შენ ხარ ღარიბი,   ფრინველში-მე ვარ, მგონია,
Line of ed.: 26  Verse: b        დაგვწერეს აშიყ-მაშიყად,   მგონი, თქვენც გაგიგონია;
Line of ed.: 27  Verse: c        ესეოდენი უცხო ხმა   შენს ეშყზე მომიგონია,
Line of ed.: 28  Verse: d     და   შენს ეშყზე მოვკვდე, წავეგო   _ იგ ეგრე მო იგონია!"






Strophe: 71  
Line of ed.: 29  Verse: a        71. "მკვრელნი, მთქმელნი და რიტორნი,   მგოსანნი, მოშაითენი,
Line of ed.: 30  Verse: b        "ვარდ-ბულბულს" გაიძახიან   ყოველი სული იმთენი;
Line of ed.: 31  Verse: c        აწყა დამიწყე წუნობა,   გამცრიცე, გამაყვითენი,
Line of ed.: 32  Verse: d     და   შენი ბრალია-შემშალე,   თეთრ-წითლად პირი მითენი".


Page of ed.: 12  




Strophe: 72  
Line of ed.: 1  Verse: a        72. ვარდმან უბრძანა ბულბულსა:   "შენს ლაყაბს ვინ აუაო?
Line of ed.: 2  Verse: b        ხმა და უსული კარგი გაქვს,   არა ხარ ხარაბუაო;
Line of ed.: 3  Verse: c        შენმან ეგზომმან ზახილმან   მე ერთობ დამაყრუაო,
Line of ed.: 4  Verse: d     და   თუ ერთხელ წავიკიდებით,   ვინ ჩამოგვივა შუაო?"






Strophe: 76  
Line of ed.: 5  Verse: a        76. "მოლექსეთაგან ნათქვამი   სიტყვა მოიღე პირადო,
Line of ed.: 6  Verse: b        დაგწერეს ჩემად მიჯნურად   _ არ მიმაჩნიხარ ჩირადო;
Line of ed.: 7  Verse: c        რუსთველმანც მაქო, შენც იცი,   ეკლიანად და ძირადო,
Line of ed.: 8  Verse: d     და   შორს წადი, იყავ მიჯნური,   აქ ჩემთან დაიწვი რადო?"






Strophe: 74  
Line of ed.: 9  Verse: a        74. "იგ ახლოს მყოფთა მიჯნურთა   ზრახვა არ დააკლდებაო,
Line of ed.: 10  Verse: b        შენ ვერას ირგებ, შემრჩება   მე ცუდი მოყივნებაო;
Line of ed.: 11  Verse: c        არ შეადგების სააოდ   იგი, ვინ ვისთვის კვდებაო,
Line of ed.: 12  Verse: d     და   წადი და იყავ მშვიდობით,   გეყოფა ცეცხლთა დებაო!"






Strophe: 75  
Line of ed.: 13  Verse: a        75. ბულბულს რა ესმა, ცრემლთაგან   დააყენებდა შორევსა,
Line of ed.: 14  Verse: b        _ "რად მეტყვი, სულთა წამღებო,   სიტყვასა მოსაშორევსა?
Line of ed.: 15  Verse: c        `სხვა გიყვარდესო' _ ეგ სიტყვა   გულში ლახვარსა მორევსა,
Line of ed.: 16  Verse: d     და   შენსა ეშყსა და სურვილსა   სხვისა ვისიმცა მორევსა?"






Strophe: 76  
Line of ed.: 17  Verse: a        76. "ეგზომს ხანს შენი ხელქმნილი   სხვაგან სად უნდა წარევდეს?
Line of ed.: 18  Verse: b        ხამს, თუმცა სხვათა მიჯნური   შენს სიტურფესა წარევდეს;
Line of ed.: 19  Verse: c        შენი მძებნელი, გლახ, შენთვის   თავს უნდა გაიმწარევდეს,
Line of ed.: 20  Verse: d     და   შენისა მოკრეფისათვის   ხელსა ეკალში წარევდეს".






Strophe: 77  
Line of ed.: 21  Verse: a        77. ესე თქვა, დაბნდა, უსულოდ   ეკალში დანამცემობდა,
Line of ed.: 22  Verse: b        მას უბედურსა, საწყალსა   გულზედან დანა მცემობდა;
Line of ed.: 23  Verse: c        ვარდს შეებრალდა, რა ნახა,   თვალს ცრემლი გარდმომცემობდა,
Line of ed.: 24  Verse: d     და   წყალსა ასხემდა გულზედან,   ძლივ ჭკუას მონამცემობდა.






Strophe: 78  
Line of ed.: 25  Verse: a        78. უთხრა: "რად შემიქ, ბულბულო,   შენის სისხლისა მზღვეველად?
Line of ed.: 26  Verse: b        სხვანიც ყოფილან მიჯნურნი   არ შენებრ დასაწვეველად,
Line of ed.: 27  Verse: c        არ ჩამომეხსენ, არ ვიყავ   შენი მე აქა მწვეველად,
Line of ed.: 28  Verse: d     და   მოჰკვდები, _ ცოდვა მომხვდების,   _ ვიცი, თუ გაგაგდო ველად!"






Strophe: 79  
Line of ed.: 29  Verse: a        79. "ნება დამირთავს, აწ იყავ   ბაღისა ამ მიდამოსა,
Line of ed.: 30  Verse: b        მას ადიდებდი, ყვავილნი   ვინც ასე ტურფად დამოსა;
Line of ed.: 31  Verse: c        გაიცდიდი და სინჯევდი   თეთრ-წითლად, ყვითელ-მწვანოსა,
Line of ed.: 32  Verse: d     და   შენიმც ბრალი აქვს, ვინც შენი   გაგდება შეიწამოსა!"


Page of ed.: 13  




Strophe: 80  
Line of ed.: 1  Verse: a        80. ბულბულს რა ესმა, გაცოცხლდა,   უძრავად აღარ ბნდებოდა,
Line of ed.: 2  Verse: b        სიკვდილისაგან დახსნასა,   სიცოცხლეს იმედებოდა;
Line of ed.: 3  Verse: c        სისხლისა ცრემლი შეაშრა,   ცეცხლი არ ისრევ სდებოდა,
Line of ed.: 4  Verse: d     და   ვარდსა დაუწყო ყველაი   _ მის შესაფერად მქებობდა.






Strophe: 81  
Line of ed.: 5  Verse: a        81. თქვა: "შენ მან მოგცეს მუქაფა,   ვინ ეგრე ტურფად გშენაო,
Line of ed.: 6  Verse: b        სალხენად ყოვლთა სულდგმულთა   შეგამკო, დაგაშვენაო;
Line of ed.: 7  Verse: c        სიკდილს მომტაცე, სიცოცხლე   მიბოძე იგ აქ შენაო,
Line of ed.: 8  Verse: d     და   დამწყვიტე დენა ცრემლისა,   სულთქმა, კვნესა და ქშენაო!"






Strophe: 82  
Line of ed.: 9  Verse: a        82. "შენით შვენის და იხარებს   წალკოტი, ბაღჩა ბაღადო,
Line of ed.: 10  Verse: b        ღმერთმან დაგბადა ყვავილთა   თუ არ ხელმწიფედ, რაღადო?
Line of ed.: 11  Verse: c        შენი გაყრა და შორს ყოფნა   აღარ დამასვი დაღადო,
Line of ed.: 12  Verse: d     და   მუსიკთა ყოვლთა უტკბოსად   მე შენი ქება ვღაღადო!"






Strophe: 83  
Line of ed.: 13  Verse: a        83. "რომ არ გამწირე სიკვდილად,   აღარ გამაძე გარე მე,
Line of ed.: 14  Verse: b        შენს მიდამოსა მამყოფე,   იგ არ გაჭრილი მარე მე,
Line of ed.: 15  Verse: c        არ მომიშორე, თუცაღა   ახლო არ მიმიკარე მე,
Line of ed.: 16  Verse: d     და   ფერი, სული და სიტურფე   ვეღარას შეგიდარე მე!"






Strophe: 84  
Line of ed.: 17  Verse: a        84. "დაგბრუნავ, თავსა გევლები   მე შეში ყურბან-სადაღა,
Line of ed.: 18  Verse: b        შენ შემოგწირე საკვდავად   გული დამწვარი, სადაღა,
Line of ed.: 19  Verse: c        შენთვის მკვდარი და ტყვექმნილი,   ნეტარ, წავიდე სადა ღა?
Line of ed.: 20  Verse: d     და   შენთანა ჩემად პატრონად,   ნეტარ, ვიშოვნო სად აღა?"






Strophe: 85  
Line of ed.: 21  Verse: a        85. "რამდენს ხმას ვიცვლი, ეგზომსა   შენს სიტურფესა ვთვალაო,
Line of ed.: 22  Verse: b        შენთვის ხელქმნასა, დაწვასა   ვიძახი, არ დავმალაო;
Line of ed.: 23  Verse: c        გაშლილსა გნახავ _ დავიწვი,   რა პირსა გაილალაო,
Line of ed.: 24  Verse: d     და   ხმა-მაღლა შენსა მქებელსა   გარეგან რასთვის მლალაო?"






Strophe: 86  
Line of ed.: 25  Verse: a        86. "გავცოცხლდები ერთ-წელ-მკვდარი,   რა დრო მოვა შენი ფასლი,
Line of ed.: 26  Verse: b        თავს დაგიწყებ შემოვლასა,   სულს ამოსვლას აღარ ვაცლი,
Line of ed.: 27  Verse: c        უსულსა და ტკბილსა ხმასა   საქებარად შენზედ დავსცლი,
Line of ed.: 28  Verse: d     და   შენს ჭვრეტაზედ სამოთხეში   ყოფასაცა არ გავსცვლი".






Strophe: 87  
Line of ed.: 29  Verse: a        87. " დღე დამელევის მაშინვე,   ოდეს დაიწყეს ლევასა,
Line of ed.: 30  Verse: b        გული ვერ გაძლებს ქვაქმნილი   შენის გაყრისა ლევასა;
Line of ed.: 31  Verse: c        მაშინ დაიწყებ უძღებად   ჩემის სისხლისა ლევასა
Line of ed.: 32  Verse: d     და   მე დამიმკვიდრებ გულისა   სევდასა, იგ მალე ვასა!"


Page of ed.: 14  




Strophe: 88  
Line of ed.: 1  Verse: a        88. "წავალ და დავიკარგები,   შიგან ჩავჯდები ყანასა;
Line of ed.: 2  Verse: b        თუ ხელს მოვჰკიდებ, უცილოდ   ზედ დავეხევი დანასა;
Line of ed.: 3  Verse: c        ვეცადო, არვინ მაღირსებს   შენ-თანა წამოტანასა,
Line of ed.: 4  Verse: d     და   არ მოვინდომებ უშენოდ   იქიდამ ამოყვანასა!"






Strophe: 89  
Line of ed.: 5  Verse: a        89. "თვალით არას დავინახავ,   შევიქნები უტყვი, მუნჯი,
Line of ed.: 6  Verse: b        ვირ არ მოხვალ, მე სოფლისა   სიყვარულსა არ ვიუნჯი;
Line of ed.: 7  Verse: c        მე ბულბულად ვეღარ მიცნობს   თათარი და ვერცა გურჯი,
Line of ed.: 8  Verse: d     და   სიკვდილისა მონატრესა   მიწა მინდა ერთი ბღუჯი".






Strophe: 90  
Line of ed.: 9  Verse: a        90. ვარდმან უბრძანა პასუხი   ტკბილი და არ გამწყრალები:
Line of ed.: 10  Verse: b        სიტყვა იხმარე მსმენელთა   საბრალოდ, შესაწყალები;
Line of ed.: 11  Verse: c        მიჯნურად ერთობ კარგი ხარ,   გულსა გჭირს დასაბრალები
Line of ed.: 12  Verse: d     და   მთქმელი ხარ ერთობ უებრო,   ხმა გაქვს არ დასამალები."






Strophe: 91  
Line of ed.: 13  Verse: a        91. "ვითამც თქვეს ფილოსოფოსთა,   საქმე რამ შეგიდარესა,
Line of ed.: 14  Verse: b        ერთს საქმეს ვერ ვემოწმები   იგ მათგან ნაუბარესა;
Line of ed.: 15  Verse: c        მხედავ სადაც ვარ _ ვაშვენებ   იგ ყოვლსა არემარესა,
Line of ed.: 16  Verse: d     და   ამას კი ვიტყვი, ვერ გხედავ   თვალ-ფერად ჩემსა დარესა".






Strophe: 92  
Line of ed.: 17  Verse: a        92. ბულბულმან მისი პასუხი   ვეღარ თქვა, ენა დაება,
Line of ed.: 18  Verse: b        სიახლოვითა ეფონა   ცოტა რამ ჭირი და ვება;
Line of ed.: 19  Verse: c        ამა სიტყვაზედ გარდაწყდა   მათი ბრძოლა და დავება,
Line of ed.: 20  Verse: d     და   მეც მომეწყინა ტყუილი   ეს ცუდი გალაყბაება.




Next part



This text is part of the TITUS edition of Teimuraz I, Txzulebani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.