TITUS
Qaramaniani
Part No. 3
Previous part

Chapter: (3) 
Page of ed.: 25 
Line of ed.: 18  აქა უშანგ-შას გახელმწიფება


Line of ed.: 19       ამჟამად ყარამანის ბიძა გორჯასპი ხელმწიფეც გარდაიცვალა და
Line of ed.: 20    
სპარსთა ქვეყანასა სხვა ხელმწიფე დაეპატრონა. ამა უშანგ ხელ\მწიფემან
Line of ed.: 21    
(შვიდი იყლიმი ხლმითა დაიპყრო და სპარსთა სამეფოსაცა
Line of ed.: 22    
ესევე დაეპატრონა. ამა შვიდი იყლიმისა მეფენი, გარდახვეწილნი,
Line of ed.: 23    
რაჰინდ ინდოეთის ხელმწიფესთან მივიდნენ და უშანგ-შა აგან მათ
Line of ed.: 24    
ზედა მძლავრობა შესჩივლეს. ამათ ენებათ, რათა რაჰინდი უშანგ
Line of ed.: 25    
ხელმწიფეზედან მოეყვანათ და მისითა შემწეობითა სამეფო მათი
Line of ed.: 26    
მათვე დაეპყრათ. რაჰინდმან ამათ გულისათვის ბრძანება გასცა და
Line of ed.: 27    
წასასვლელი თადარიკი ბრძანა. ორმოცჯერ ასი ათასი მეომარი ლაშ\ქარი
Line of ed.: 28    
მოაწვივა. ოცდაათი ათასი მეომარი სპილო შეყარა და უშანგ\შაზე
Line of ed.: 29    
საომრად წამოვიდა,

Line of ed.: 30       
აწ ამბავი ესე დაუტეოთ და ცოტა რამ
Line of ed.: 31    
უშანგ-შას ამბავი მოგახსენოთ: რა უშანგ ხელმწიფესა
Line of ed.: 32    
ესე ამბავი მოხსენდა, რომელ მისნი გაქცეულნი მეფენი ინდოთა
Line of ed.: 33    
ხელმწიფეს შეხვეწნიან -- და რაჰინდ ინდოეთის ხელმწიფე შემწედ
Page of ed.: 26  Line of ed.: 1    
უშოვნიათ და დიდის ლაშქრითა მოყავსთო, ამა ამბისა მსმენელმან
Line of ed.: 2    
უშანგმან ესრე თქვა: საწადი ჩემი ესე იყო, რომე ინდოთა ზედან
Line of ed.: 3    
წასულ ვიყავ, აწ ამბავი ესე ჩემთვის ერთი მიზეზია. მასვე წამსა
Line of ed.: 4    
ბრძანება გასცა, ჩვიდმეტი ასი ათასი მეომარი შეიყარა და ინდოეთი\საკენ
Line of ed.: 5    
გამგზავრდა. ამის წასვლისა ამბავი ჯაშუშმან ინდოეთის ხელ\მწიფეს
Line of ed.: 6    
მოახსენა ვითა, უშანგ-შა ჩვიდმეტის ასის ათასის მეომრით
Line of ed.: 7    
წამოვიდა. რა ერანით გაქცეულს მეფეებს ესე ამბავი ესმათ, დიდსა
Line of ed.: 8    
მწუხარებასა მიეცნენ. ამა ამბისა მსმენელმან რაჰინდ ხელნი შეიტ\ყუბნა
Line of ed.: 9    
და სიცილი დაიწყო. ესრედ თქვა: უშანგ-შას აღსასრული
Line of ed.: 10    
მოახლოებულა და სიცოცხლისა მისისა ფიალა აღვსებულა, თვარა
Line of ed.: 11    
მისთანას მცირის ლაშქრით ჩემებრ დიდ ხელმწიფესა ზედა საომ\რად
Line of ed.: 12    
ვითა მოვა?! ესე ჩემთვის კეთილი იქმნა, რომელ ჩვენი გზა
Line of ed.: 13    
გრძელი შემოკლდა და იგი ჩვენსა სიახლოვესა მოვალსო. მასვე
Line of ed.: 14    
ალაგსა დაიყოვნა, საცა ამბავი ესე მოხსენდა და მუნითგან აღარა
Line of ed.: 15    
წავიდა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Qaramaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 13.1.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.