TITUS
Papuna Orbeliani, Ambavni Kartlisani
Part No. 2
Previous part

Paragraph: (1) 
Page of ed.: 43 
Line of ed.: 5       ქორონიკონს უკზ, თვესა ივლისსა მოიშველა ერისთავმა შან\შემ
Line of ed.: 6    
ჯარი ლეკისა. პირველ მიუხდენ ხაშმის ციხესა, აიღეს ციხე და
Line of ed.: 7    
იავარ-ყვეს საქონელი ანუ ტყვე ურიცხვი. წამოვიდნენ, მოვიდნენ,
Line of ed.: 8    
შემოადგნენ ანანურის ციხესა. ერისთავი ბარძიმ შიგ იყო თავისის
Line of ed.: 9    
ძმით და სახლის კაცით. ჩამოვიდა ერისთავი შანშე და ძმა მისი
Line of ed.: 10    
იესე ყულარაღასი თავისის ჯარით. დაუწყეს ბრძოლა. არ-ავად იყვ\ნენ
Line of ed.: 11    
შიგნით მყოფნი ციხისანი. ამდენი ლეკი ამოსწყვიტეს, რომ
Line of ed.: 12    
მკვდრის სანგარს ივლებდნენ ლეკნი და ეგრე იბრძოდეს, ვითარ
Line of ed.: 13    
შანშე ერისთვის კაცნი ბელადნი იყვნეს. უპოვეს ადგილი წყლისა
Line of ed.: 14    
და მოუჭრეს წყალი. ზაფხულის ჟამი იყო და დიაღ შეწუხდენ უწ\ყლოდ.
Line of ed.: 15    
მისცეს ფიცი ბარძიმ ერისთავს და გამოიყვანეს უთრუთ
Line of ed.: 16    
ერისთავის შვილი თავისის ცოლ-შვილით. არ მიენდო და შეუპოვა\რის
Line of ed.: 17    
კოშკში ავიდა. უღალატეს ერისთავს ბარძიმს და მოკლეს. ეგ\რევე
Line of ed.: 18    
ამასთან აბელ და გივი დახოცეს. დაიჭირეს ვინც თან გაყო\ლოდათ.
Line of ed.: 19    
შეესივნენ ციხესა. აიკლეს, ააოჴრეს მონასტერი, დაამტვ\რიეს
Line of ed.: 20    
ხატნი პატიოსანნი, გამოასხეს ტყვე უთვალავი. უთრუთ, რო\მელი
Line of ed.: 21    
იყო კოშკში, გამოწვეს ცეცხლით, უყვეს ყათლანი ქალით
Line of ed.: 22    
კაცამდის. ეს ლეკის ჯარი, იტყოდენ, თორმეტი ათასი კაცი არისო.
Line of ed.: 23    
წავიდა ეს ჯარი, ააოჴრეს სომხითი და შემოადგნენ დმანისის ციხე\სა,
Line of ed.: 24    
მაშინვე აცნობეს სეფი-ხან სარდალს, განჯას იდგა. რაწამს შეიტ\ყო,
Line of ed.: 25    
მაშინვე წამოვიდა სეფი-ხან დიდის ჯარით. მიეშველა დმანისს..
Line of ed.: 26    
სანამდის ეს ჯარი მოეშველებოდა, გავიდის მებრძოლი დმანისის
Line of ed.: 27    
ციხით და შეების. ლეკთ ვერა ავნეს რა ციხეს და ვერცარა წაუხდი\ნეს.
Line of ed.: 28    
მოვიდა სეფი-ხან, გავიდნენ ყაფლანისშვილები, სრულიად მი\უძღვნენ
Line of ed.: 29    
ლეკზე, გაემარჯვათ, მაშინვე გააქციეს ლეკნი, მოსწყვი\ტეს,
Line of ed.: 30    
რომ რისხვა ღმრთისა დასცეს. ასე დაფანტეს ჯარი ლეკისა,
Page of ed.: 44  Line of ed.: 1    
რომ ათს დღემდის ტყეში იჭერდნენ მრავალს და მოჰყვანდათ ცოც\ხალნი
Line of ed.: 2    
დმანისის ციხესა შინა. წავიდა ეს ლეკის დანარჩომი ჯარი,
Line of ed.: 3    
მივიდა ახალგორს. რაც ანანურისა და ხაშმის ნაშოვარი ტყვე ანუ
Line of ed.: 4    
საქონელი ჰყვანდათ, იქ შეენახათ. აჰყარეს მაშინვე და გაემზადნენ
Line of ed.: 5    
დაღისტანში, გაუდგა სეფი-ხან, ხანი ქართლისა, ასლამაზ-ხან. გა\ვიდნენ
Line of ed.: 6    
კახეთს, დახვდენ ახმეტის ბოლოს, გაემარჯვათ კიდევ ყი\ზილბაშთა,
Line of ed.: 7    
ამოსწყვიტეს ლეკნი და რაც მიქონდათ, სულ დააყრე\ვინეს.
Line of ed.: 8    
იტყოდენ, ათასხუთასი თავი მოიჭრაო მოვიდნენ ქალაქს
Line of ed.: 9    
გამარჯვებულნი და მისცეს ტყვე ანუ საქონელი თვის-თვისსა პა\ტრონებსა.
Line of ed.: 10    
წავიდა სეფი-ხან ისევი განჯას და ასლამაზ-ხან და ორი
Line of ed.: 11    
სხვა ხანი მიუხდენ ერისთავს შანშეს, დააქციეს იკორთის სამრეკ\ლო
Line of ed.: 12    
და კულბითის ციხე, და შემოადგნენ ვანათის ციხესა. ოცდა\ორი
Line of ed.: 13    
დღე იდგნენ, უყვეს იერიში და ვერა ავნეს რა ციხის კაცთ.
Line of ed.: 14    
ბევრი თათარი და ქართველი მოკლეს, მოვიდა ავდარი და თოვლი,
Line of ed.: 15    
ჯარმა ვეღარ გასძლო, დაბრუნდენ და ჩამოვიდნენ ქალაქს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Papuna Orbeliani, Ambavni Kartlisani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.