GNC
Author: Petr.Lar. 
P̣eṭre Laraʒe
Text: Dilar. 
Dilariani

On the basis of the edition
Dilariani.
Txzuleba P̣eṭre Laraʒisa.
Gamocema Marta Ivanes asulisa ḳn. Šaliḳašvilisa,
Ṭpilisi 1903,
entered for the GNC project by Eka Mshvenieradze
under the supervision of Irakli Garibashvili,
Tbilisi, 2016;
TITUS version by Jost Gippert,
Frankfurt a/M, 20.8.2016




Subvision of chapters into subchapters, sections, and strophes (where applicable) added for the sake of easy reference. J.G.

Shairi verses adjusted to metrical requirements. In shairi strophes, da was added to every fourth verse in accordance with the edition, n. *) on p. 3. J.G.

N.B. As in the edition, 20 pages are not counted between 578 and 599. J.G.




Page of ed.: 3 
Chapter: Intr.  
Line of ed.: 1  პირველი შესავალი წიგნისა

Line of ed.: 2 
დილარიანისა,

Line of ed.: 3 
რომელნი არიან შაირად და ყარიბულად ლექს ტკბილად.

Section: (1:Sh)  
Line of ed.: 4 
შაირი






Strophe: {1}  
Line of ed.: 5  Verse: a        ოდეს სული, ღვთით მთავარი,   იქცეოდა ზედა წყალთა,
Line of ed.: 6  Verse: b        სულ არსისა შესამკობლად   განმჰსჭვრეტდა საღმრთო თუალთა,
Line of ed.: 7  Verse: c        ყოველთ ცხოველთ, მოზარდთ მცენართ,   ბუნებისა სცემდა \\ ძალთა,
Line of ed.: 8  Verse: d     და   განაგებდა უნაკლულოდ   ცად სამყაროს, ხმელ, ზღვებ, წყალთა,






Strophe: {2}  
Line of ed.: 9  Verse: a        ვინ მოიგონენ პირველად   მეორე ნათლის დასები,
Line of ed.: 10  Verse: b        შენვე განსაზღვრე ზღვა-ხმელი,   კვლა არსნი რავდენ ასები,
Line of ed.: 11  Verse: c        იგი ზენანი მნათობნი,   შვენებით დაუნასები,
Line of ed.: 12  Verse: d     და   ხილულნი ესე ყოველნი   ჩვენთვის ჰქმენ, არ გვართვ ფასები;






Strophe: {3}  
Line of ed.: 13  Verse: a        რომელმან პირველ დაჰბადა   მეორენი ნათელი მალნი,
Line of ed.: 14  Verse: b        სულად შეჰქმნა ალად ცეცხლის   უხორცონი ზეცის ძალნი,
Line of ed.: 15  Verse: c        ექვს-ექვს ფრთენი ხერუვიმნი   და სერაბიმ მრავალ თვალნი,
Line of ed.: 16  Verse: d     და   საყდარნი და უფლებანი,   ქებად ღვთისა დაუმცხრალნი,






Strophe: {4}  
Line of ed.: 17  Verse: a        მთავრობა, მთავარ ანგელოს,   ძალნი და ხელმწიფებანი,
Line of ed.: 18  Verse: b        უჰამრავ, მიუწთომელნი,   ანგელოსთ იგი კრებანი,
Line of ed.: 19  Verse: c        რომელთ გარემო საყდრისა   აქვსთ მდგომობისა ნებანი,
Line of ed.: 20  Verse: d     და   მათ ტკბილი, დაუცხრომელი,   შვენისთ სამობის ქებანი.


Page of ed.: 4  




Strophe: {5}  
Line of ed.: 1  Verse: a        ხმობენ: "წმინდა არს სავაოთ,   ღმერთი სამობით ერთი და,
Line of ed.: 2  Verse: b        უფალთ მთავარი ძლიერი,   მეფე ქვე-ზეციერთი და,
Line of ed.: 3  Verse: c        უცნაურ, მიუწთომელი,   მექმ უნივთო ნივთი ერთი და,
Line of ed.: 4  Verse: d     და   დაუცხრომელად საქები   უსიტყვთ და სიტყვიერთი და;






Strophe: {6}  
Line of ed.: 5  Verse: a        მათ მეორეთა ნათელთა,   ვიტყვი, ქმნას არა ხელითა,
Line of ed.: 6  Verse: b        არამედ ბადა სიტყვითა,   საღმრთოთა მბრძანებელითა,
Line of ed.: 7  Verse: c        მომწოდებელი არსებად   საქმითა საკვირველითა,
Line of ed.: 8  Verse: d     და   აღავსებს, აშვებს თვისისა   ნათლითა მიმფენელითა;






Strophe: {7}  
Line of ed.: 9  Verse: a        მის პირველისა ნათლისგან   მეორენი ჰნათლდებიან,
Line of ed.: 10  Verse: b        გარდასცემენ ერთი ერთსა,   სავსებას არ აკლდებიან,
Line of ed.: 11  Verse: c        წამის ყოფით ბრძანებისა,   რასაცა ვით შეხვდებიან,
Line of ed.: 12  Verse: d     და   კისკისად აღსრულებასა   შეტრფობით ესწრაფებიან.






Strophe: {8}  
Line of ed.: 13  Verse: a        სდგანან პირველის გარემო   მეორე მწყობრ ნათელნი და,
Line of ed.: 14  Verse: b        ხმა-ტკბილად წმინდა არსების   მეტყველნი, მგალობელნი და,
Line of ed.: 15  Verse: c        სამ დასად კრძალვით სამობის   დიდებით მაქებელნი და,
Line of ed.: 16  Verse: d     და   თითონი სამ-სამ ხარისხად   ძრწოლით ყე მმადლობელნი და.






Strophe: {9}  
Line of ed.: 17  Verse: a        მხილველმან უწყის პირველმან   მეორეთა მათ ქმნილება,
Line of ed.: 18  Verse: b        სხვებრ უცნაურ არს გამოთქმა   და მათი მიწთომილება,
Line of ed.: 19  Verse: c        ზესთა ძალისა ხილულთა   არს იგი შემკობილება,
Line of ed.: 20  Verse: d     და   მას მასველობას (?) უპყრია   უსხეულო განწყობილება.






Strophe: {10}  
Line of ed.: 21  Verse: a        იგივე იგი იგიობს   პირველისავე წესითა,
Line of ed.: 22  Verse: b        მას ეტრფინ მყოფნი ყოველნი,   უდიდეს უკნინესითა,
Line of ed.: 23  Verse: c        მყოფი უჟამო ჟამი და   ხელმწიფობითა ზესითა
Line of ed.: 24  Verse: d     და   არს განმგებელი ყოველთა   გონების უაღრესითა.






Strophe: {11}  
Line of ed.: 25  Verse: a        წამის ყოფით სცავს და მართებს   და განაგებს არსსა სრულსა,
Line of ed.: 26  Verse: b        ნუ ვინ ჰგონებს მისს წინაშე   რაცა ვითა დაფარულსა,
Line of ed.: 27  Verse: c        ზღვის ქვიშათა აღმრიცხველობს,   ცას ვმზერთ მისგან განკარ\გულსა.
Line of ed.: 28  Verse: d     და   მას ვსასოებთ, იგი ღირს გვყოფს   საუკვდაო სიხარულსა.


Page of ed.: 5  




Strophe: {12}  
Line of ed.: 1  Verse: a        შენ უხილაო ბუნებავ,   გამოთქმად ზესთა ზესებო,
Line of ed.: 2  Verse: b        ერთო არსებავ ნამდვილად,   ყოვლთ არსთა უაღრესებო,
Line of ed.: 3  Verse: c        სამ გვამოვანად ცნობილო,   მიწთომად უუღრმესებო,
Line of ed.: 4  Verse: d     და   ყოველთა ცხოველთ და მცენართ   კეთილად დამაწესებო,






Strophe: {13}  
Line of ed.: 5  Verse: a        უჟამოდ დაუბადებო,   თვით ყოვლთა მექმო-მბადებო,
Line of ed.: 6  Verse: b        სრულად კეთილთა მაკეთო,   თვით ყოვლად კეთილ ცხადებო,
Line of ed.: 7  Verse: c        რაცა გენებოს, მყის თანად   აწესებ, შეამზადებო,
Line of ed.: 8  Verse: d     და   ღირს მყავ სინანულს, გენუკვი,   ცოდვას ნუ განმიკვლადებო,






Strophe: {14}  
Line of ed.: 9  Verse: a        ნათელო ყოვლად სატრფოო,   ბრძენთა მიწთომად ბნელოდა,
Line of ed.: 10  Verse: b        ჟამო უჟამოვ ჟამებთა,   უცთურათ დაცამსხმელოდა,
Line of ed.: 11  Verse: c        სრულ არსთა მოძრაობისა   კეთილად განმგებელოდა,
Line of ed.: 12  Verse: d     და   მნათობთა გამო ნათლისა   ქვეყანად მომფენელოდა,






Strophe: {15}  
Line of ed.: 13  Verse: a        უჰრულოვ თვალო, ზღვის უფსკრულს   ქვიშათა აღმრიცხვე\ლოდა,
Line of ed.: 14  Verse: b        ვარსკვლავთა მკრთოლვარებისა   თვის-თვისად მიმნიჭველოდა,
Line of ed.: 15  Verse: c        უხილავ, უცნოვ, მიუწთომ,   სახიერ უშურველოდა,
Line of ed.: 16  Verse: d     და   აქათით ხრწნადით უკუდავის   ცხოვრების მომცემელოდა,






Strophe: {16}  
Line of ed.: 17  Verse: a        სამობავ, ერთო ხელმწიფევ,   კვლავ ერთ ბუნებავ ტკბილოდა,
Line of ed.: 18  Verse: b        ექვს ფრთოვანებულს საყდარსა   დიდებით დაფუძვნულოდა,
Line of ed.: 19  Verse: c        ერთ ნებავ, ერთი უფლებავ,   მარად მყოფ, არა ცვლილოდა,
Line of ed.: 20  Verse: d     და   შენსა მას ტკბილსა სასძლოსა,   გთხოვ, მარჯვნივ მაადგილოდა.




Section: (2:Q)  
Line of ed.: 21  ყარიბული


Strophe: {1}  
Line of ed.: 22  Verse: a        
ერთ ბუნებავ, ერთარსო, ყოველთა დამაარსო, უმიზეზო \\ მამაო,
Line of ed.: 24  Verse: b        
სიტყვისა თვით მშობელო, საუკუნეთ მპყრობელო, სხვის \\ ცნობა არს ამაო,
Line of ed.: 26  Verse: c        
სული შენგან გამოსვლით მრწამს ძისაგან მოცემით, უცებთ \\ თქმა არ მგამაო,
Line of ed.: 28  Verse: d        
ამით მწვალებელთ დასებს შევმოსავ ჭმუნვის ფლასებს, ვარ\ცხვნი მალ, ერთ წამაო.

Page of ed.: 6  
Strophe: {2}  
Line of ed.: 1  Verse: a        
სამ გვამად სამ პირებით გესავ არ დამცირებით, ერთ ღვთა\ებით დიდებულს,
Line of ed.: 3  Verse: b        
შეურწყმელს, შეურევნელსა, ნისტორისგან უცნობელს, ანგე\ლოზთაგან ქებულს,
Line of ed.: 5  Verse: c        
სევეროზ, დიოსკორეს დავაყრი თავზე სკორეს, და ყოველთ \\ მათთა კრებულს _
Line of ed.: 7  Verse: d        
არიოს, ევნომიოს, ევტუქ, მაკედონიოსს, პეტროზსა განქი\ქებულს;

Strophe: {3}  
Line of ed.: 8  Verse: a        
სახელ სდებდა ქრისტედ თავს, იტყოდა ბოროტი ავს, სვი\მონ მოგვი წყეული,
Line of ed.: 10  Verse: b        
იგ სამარიტლობდა, ეშმაკის მძლით გველობდა, პეტრეს მიერ \\ ძლეული,
Line of ed.: 12  Verse: c        
კირინთოს ნიკოლაოს, მარკიონ ქარმან ჰგაოს, უღმრთო მათი \\ სხეული,
Line of ed.: 14  Verse: d        
სხვა მანის მონტანოსი, ვით იტყოდა ანოსი, ბილწ თქმანი \\ მათეული;

Strophe: {4}  
Line of ed.: 16  Verse: a        
ნავატი და აეტი, ევსევის თავსა კეტი, ევდუქსი მწვალე\ბელნი,
Line of ed.: 17  Verse: b        
აპოლინარი ბილწი და საბელიოს ლირწი, თეოდორით მგმო\ბელნი,
Line of ed.: 18  Verse: c        
დიოდორ ხარსოსელი, ტიმოთე ეშმაკთ ქსელი, მართლის რჯუ\ლის გამრყვნელნი,
Line of ed.: 20  Verse: d        
ესე ეშმაკის პირნი, ორიგენისებრ მტირნი, წვალების საფუ\ძველნი

Strophe: {5}  
Line of ed.: 21  Verse: a        
განსდევნა ქრისტეს ძალმან, მან უჰრულომან თვალმან, \\ ეგოდენნი მგმობარნი,
Line of ed.: 23  Verse: b        
საღმრთოს სჯულის მოძღვარნი, ქნარ ხმა-ტკბილად მხმობარ\ნი, არნ მათნი დამამხობარნი;
Line of ed.: 25  Verse: c        
ჰყვავის მართალი რჯული, მოციქულთაგან თქმული, ანგე\ლოზთ საქებარნი,
Page of ed.: 7   Line of ed.: 1  Verse: d        
დავადგრეთ მათსა წესსა და კეთილს უაღრესსა ვიქმნეთ \\ სურვით მტრფობარნი.

Strophe: {6}  
Line of ed.: 3  Verse: a        
ძე უჟამოდ შობილი, მამის სიტყვად ცნობილი, მისსავე \\ თანასწორად
Line of ed.: 5  Verse: b        
სული თვით მამისაგან, გამოსვლით არ ძისაგან, ვირწმუნოთ \\ არა ჭორად,
Line of ed.: 7  Verse: c        
ესრეთ არ მრწმენნი კდემით იქმნენ თავსა ქვის ცემით, და\ვფლათ ქვათა იქვე გორად,
Line of ed.: 9  Verse: d        
სამობას ერთარსობით თაყვანის ვცემდეთ ქებით, მგმობელნი \\ ვაქოთ შორად.

Strophe: {7}  
Line of ed.: 11  Verse: a        
ვადიდოთ მამა ძითა და სულითა წმინდითა, ერთი ღმერთი \\ სამობით,
Line of ed.: 13  Verse: b        
ესე წმინდათ თქმულიცა, სად მამა-ძე სულიცა ქებით, ანგელთ \\ გალობით,
Line of ed.: 15  Verse: c        
მამა უშობელიდა, ძისათვის მშობელიდა, ჟამისა უჟამობით,
Line of ed.: 16  Verse: d        
სული მამისა მიერ გამოსვლით გვფარავს ძლიერ, თაყვანის \\ ვცემ მადლობით.

Strophe: {8}  
Line of ed.: 18  Verse: a        
სიტყვა ღვთისა ბუნებით ორით გვრწამს, აღსარებით ღვთად \\ და კაცად ქებულად,
Line of ed.: 20  Verse: b        
ღვთაებით უვნებელად, ყოვლად შეუხებელად, და კაცობით \\ ვნებულად.
Line of ed.: 22  Verse: c        
ორთა მოქმედებათა, ღვთისა და კაცთ ნებათა, ვხედავ აღსრუ\ლებულად,
Line of ed.: 23  Verse: d        
კაცთა ბუნების დახსნად, ადამისა გამოხსნად, ესე ჰყო დიდებულად.

Strophe: {9}  
Line of ed.: 24  Verse: a        
ქალწული დედად ღვთისა, გვრწამს მშობელად ღვთის სი\ტყვისა მარიამ უბიწოდა,
Line of ed.: 26  Verse: b        
რომლისა ძისა შიშით და წმინდის ჯვარის ნიშით, ბილწი \\ სამოელ სძრწოდა,
Line of ed.: 28  Verse: c        
ჯოჯოხეთი ჰქოთებდა, სატანა მძლედ გოდებდა, მართალთ \\ სულთ რა უწოდა,
Line of ed.: 30  Verse: d        
იუდა განმცემელი, ვერცხლისა მიმღებელი, უხსნელად მუნ \\ იწოდა.

Page of ed.: 8  
Strophe: {10}  
Line of ed.: 1  Verse: a        
ესე მართლ-აღსარება, რომელსა შვიდი კრება ამტკიცებს-\ანამდვილებს,
Line of ed.: 2  Verse: b        
შეტკბობით შევიყვაროთ, უზაკველის გზას ვიაროთ, მათ ათ \\ ორთაგან წვრთილებს,
Line of ed.: 4  Verse: c        
ვლიდეთ აღდგომასა, მარჯვენით წარდგომასა, ვრიდოთ მარ\ცხნივ დასჯილებს,
Line of ed.: 6  Verse: d        
ვიღვაწოთ გზა კეთილი, წმინდათ მამათ კვეთილი, ვიშვებდეთ \\ მათსა ჩრდილებს.



Section: (3:Sh)  
Line of ed.: 8  შაირი






Strophe: {1}  
Line of ed.: 9  Verse: a        სოფელი თვისსა მიმყოლსა   მისცემს შვებასა აროდეს,
Line of ed.: 10  Verse: b        მალედ ამწარებს მყის თანად,   თუ ოდეს რა უხაროდეს,
Line of ed.: 11  Verse: c        მით სიყვარული სოფლისა,   სჯობს, ვინცა დაეზაროდეს,
Line of ed.: 12  Verse: d     და   დასთმოს ყოვლითურთ, ვიდრემდის   ცხოვრება დაემწაროდეს.






Strophe: {2}  
Line of ed.: 13  Verse: a        მრჩობლსავე შინა ქებულან,   საწუთოს მოძულენიდა,
Line of ed.: 14  Verse: b        ვისცა ჰქონია გონება,   ზესთ არსთა აღმავლენიდა,
Line of ed.: 15  Verse: c        იგი არს ყოვლთა სატრფობი,   ამას ხმობს ყოვლი ბრძენიდა,
Line of ed.: 16  Verse: d     და   მას საუკუნოდ საკვირვოდ,   სულისა მოსალხენიდა.






Strophe: {3}  
Line of ed.: 17  Verse: a        მრავალნი ვიცით, გვსმენიან,   სოფლით კიდეგან ქმნილები,
Line of ed.: 18  Verse: b        რომელთა ქება ღაღადებს,   დას-დასად აღბეჭდილები,
Line of ed.: 19  Verse: c        საწუთოს არად შემრაცხნი,   გამცუდნი, გამაწბილები,
Line of ed.: 20  Verse: d     და   ვინანთა სულსა სასძლოსა   ნათლად აქვთ იგ ადგილები.






Strophe: {4}  
Line of ed.: 21  Verse: a        ესე არ ყოვლთა დასატევ,   ვიეთმე შესაყვარები,
Line of ed.: 22  Verse: b        უხვებ მეორეც საქები,   მასთანვე შესაწყნარები;
Line of ed.: 23  Verse: c        მესამე გუნდთა რა დრონი   აქვსთ, კეთილ განატარები,
Line of ed.: 24  Verse: d     და   მათცა ხმა ესმასთ მარჯვენით,   კურთხევის სანეტარები;


Page of ed.: 9  




Strophe: {5}  
Line of ed.: 1  Verse: a        არს მეოთხეცა ხარისხი,   სარწმუნოებით სრულებთა,
Line of ed.: 2  Verse: b        სიმართლით მქცევნი იხილვენ   ედემის ხილთა სხმულებთა;
Line of ed.: 3  Verse: c        მეხუთე ხარისხს მდგომელნი,   თუ ჰყოფენ წმინდათ თქმუ\ლებთა,
Line of ed.: 4  Verse: d     და   მრწამს, შევლენ ედემს საშვებელს,   მათთვის მზათ კარ გან\ხმულებთა;






Strophe: {6}  
Line of ed.: 5  Verse: a        მეექვსე მოხარისხენი,   სოფლის მიმყოლნი გულითა,
Line of ed.: 6  Verse: b        გულის თქმისაებრ მავალნი,   მღვიძარებითა ჰრულითა,
Line of ed.: 7  Verse: c        არად შემრაცხნი მეორის,   ხორცის მოყვარეს სჯულითა,
Line of ed.: 8  Verse: d     და   რა ვსთქვა, მან ჰკურნოს გოლგოთას   გვერდით ლახვრითა \\ წყლულითა.






Strophe: {7}  
Line of ed.: 10  Verse: a        ცხრას წელს მწირობით უცხოს თემს   ცხოვრება გამწარე\ბულმან,
Line of ed.: 11  Verse: b        დავჰყავ ვაებით, ვითმინენ   გლახ დრონი ვალალებულმან,
Line of ed.: 12  Verse: c        ყოველთა სანუგეშოთა   მოსპობით მძლედ მოკლებულმან,
Line of ed.: 13  Verse: d     და   მრავალთა სამწუხაროთა   ჟამებთა ყე შესწრებულმან;






Strophe: {8}  
Line of ed.: 14  Verse: a        მუნ მაიძულეს, მაწვიეს   თვით ცხებულთ შთამო-სირებმან,
Line of ed.: 15  Verse: b        თქმად ლექსთა ამბავ რეულთა,   თუ გწადსო გრიდონ ძვირებმან,
Line of ed.: 16  Verse: c        ვიყავ მარადად მჭმუნვარე,   ვსთქვი: ნუ თუ დამსთმონ ჭირებმან,
Line of ed.: 17  Verse: d     და   მრავლისა იძულებითა,   ხელმწიფეს თხოვა ხშირებმან,






Strophe: {9}  
Line of ed.: 18  Verse: a        რაცა გულს სწადდა ხელ-ყოფად,   თქმად პირველ სატრფი\ალები,
Line of ed.: 19  Verse: b        არა ნება მცეს მთხოველთა,   ეგ არსო სხვათა ვალები,
Line of ed.: 20  Verse: c        არნ ეგებრნიო წერილნი,   მიდებით დანაკრძალები,
Line of ed.: 21  Verse: d     და   ამისთვის ვწუხდი, მტირალმან   ღაწვნი ცრემლითა ვალები.


Page of ed.: 10  




Strophe: {10}  
Line of ed.: 1  Verse: a        დრო განრყვნილი, იცით, ერთა   მიიზიდავს, მიიბირებს,
Line of ed.: 2  Verse: b        მის პირველსა სამიჯნუროს   ვერღა ნახვენ მავალს ხშირებს,
Line of ed.: 3  Verse: c        გულს მისცემენ კეკლუცთ ტრფობას,   არ ჰრიდებენ თავსა \\ ჭირებს,
Line of ed.: 5  Verse: d     და   ზოგთა შეჰყრის საყვარელთა,   ზოგთა ხილვას დაუძვირებს;






Strophe: {11}  
Line of ed.: 6  Verse: a        სურვილისა ასპარეზსა   ბურთს არბევენ, ნავარდობენ,
Line of ed.: 7  Verse: b        გულოვანნი ყმა ჭაბუკნი   შვენიერთა აშიკობენ,
Line of ed.: 8  Verse: c        სიშორისა ვერ დამთმობნი,   შორით გულსა დაიდნობენ,
Line of ed.: 9  Verse: d     და   არად უჩანთ გაჭრა, ხელ-ქმნა,   მხეცთა თანა ველადობენ;






Strophe: {12}  
Line of ed.: 10  Verse: a        ესე ვითარსა ჟამებსა   მას პირველ სატრფიალოსა,
Line of ed.: 11  Verse: b        არღა მოხედვენ, მისდევენ   ღაწვ ლალსა, ბროლ ფიქალოსა;
Line of ed.: 12  Verse: c        მის პირველისთვის დავნატრი,   ვინ თავი გაისალოსა,
Line of ed.: 13  Verse: d     და   სოფლის ამაოდ ბრუნვასა   გაშორდეს გაეცალოსა.






Strophe: {13}  
Line of ed.: 14  Verse: a        ღელვა-გვემულსა განწირულს   დამირთვეს ესე თხოვანი,
Line of ed.: 15  Verse: b        განმწარებულსა მწირობით   მაქვნდა ცრემლისა თოვანი,
Line of ed.: 16  Verse: c        ვეღარ წაუველ, ვერა ვქმენ   ვერ სადა გზისა პოვანი,
Line of ed.: 17  Verse: d     და   მენუკვებდეს დაწერად ბერი   თუ ახალ წლოვანი.






Strophe: {14}  
Line of ed.: 18  Verse: a        არ იყო ქართველთა შორის   წიგნი ყე დილარიანი,
Line of ed.: 19  Verse: b        ამას იტყოდა ყოველი,   მოხუცი, ბერი, ჭკვიანი,
Line of ed.: 20  Verse: c        იყო თამარის დროსა, ვინ   მეფედ ჰგებდა სვიანი,
Line of ed.: 21  Verse: d     და   მუნ დღიდგან არღა გვასმია,   ვართო მით ჭმუნვა ვიანი.






Strophe: {15}  
Line of ed.: 22  Verse: a        მსმენელნო, ნუ დამგმობთ, მრეკელთა,   თქმულ არს, კარი \\ განეღების,
Line of ed.: 24  Verse: b        რაზომ იყოს ანგაარი,   მთხოვარ ერთხელც ეღირსების,
Line of ed.: 25  Verse: c        დაკარგული მოძიებით,   თქვენც გასმიათ, იპოვების,
Line of ed.: 26  Verse: d     და   მაშ რა მეყო, მაიძულეს,   ვიმუშაკე მათის ნების.




Section: (4:Q)  
Line of ed.: 27  ყარიბული


Strophe: {1}  
Line of ed.: 28  Verse: a        
ხელი მივაპყარ კალამს, თავს ვერღა დაიმალავს გმირი, \\ ყოვლად ქებული,
Page of ed.: 11   Line of ed.: 1  Verse: b        
ჩოგნის თამაშობა, მოედანს ბურთაობა, რა ჰყოს მოსწრაფე\ბული,
Line of ed.: 2  Verse: c        
შემოკრბით ყრმა და ბერი, შემზადებულ არს სერი, მსმენელ\თათვის დაგებული,
Line of ed.: 4  Verse: d        
ლექს ჰამბით შემკობილსა აქ განიცდით მკობილსა, ეგე მსმე\ნელთ კრებული.

Strophe: {2}  
Line of ed.: 6  Verse: a        
მეფეს ირაკლი გმირსა, მებრძოლთ მაძრწუნ-მატირსა, სწადდა \\ თვისსა დროებსა,
Line of ed.: 8  Verse: b        
რათა ესებრ ჰამბავნი ექმნათ წიგნთ შენართავნი, მისგან და\ზრდილ მოყმებსა,
Line of ed.: 10  Verse: c        
მაშინ უცალოება, საქმის გარემოება, არ მაძლევდა ჟამებსა,
Line of ed.: 11  Verse: d        
აწ მასთანვე ზრდილმან, მწირობითა ჭმუნვილმან, ხელ-ვჰყავ \\ მის წაბრძანებსა;

Strophe: {3}  
Line of ed.: 13  Verse: a        
არ მივხედე ჭმუნვას, გლახ ყარიბობის ზრუნვას, მივეც ხე\ლი წერასა,
Line of ed.: 15  Verse: b        
ვინც ისმენდა -- იშვებდა, გულითა იხარებდა, სთმობდენ ყო\ველს მღერასა,
Line of ed.: 17  Verse: c        
გაეწყვნენ, იკითხიდვენ, მისთვის ხანსა დაზმიდნენ, ჰყოფდენ \\ ხშირად მზერასა,
Line of ed.: 19  Verse: d        
მაგრამ ყარიბის გული იყო ათას გზის წყლული, შვებას \\ ვგრძნობდი ვერასა,

Strophe: {4}  
Line of ed.: 21  Verse: a        
ექვსას აღაჯს უშორეს გასტყორცა მინდორს სწორეს \\ დრკუმან სვემან წყეულმან;
Line of ed.: 23  Verse: b        
ვიტყოდი, რა ვყო მწირმან, სანიადაგოდ მტირმან, ბედისაგან \\ ძლეულმან,
Line of ed.: 25  Verse: c        
თვით დღეცა ჩემთვის ღამე იყო, მეყო რაღამე, მძლო ჭირმან \\ ასეულმან,
Line of ed.: 27  Verse: d        
თუ ვერ ჰპოვოს მკურნალი, ანუ კეთილ წამალი, რა გლახ\მე ჰყოს სნეულმან!

Strophe: {5}  
Line of ed.: 29  Verse: a        
ვინადგან ესრეთ სენი მამძიმებდა ულხენი, შორ ქმნა თვის\თა ტომებთა,
Page of ed.: 12   Line of ed.: 1  Verse: b        
სევდისა დასასხნელად მაქვდა წერა ყე ხელად, ჰამბავთა რთვა \\ ლექსებთა,
Line of ed.: 3  Verse: c        
შექცევად მათ მთხრობელთა, და კითხვით ცრემლთა მღვრელ\თა, ჭაბუკთ ახალ მოყმებთა,
Line of ed.: 5  Verse: d        
განსატარებლათ დროთა, სხვის არას სააზროთა, ვსძულობდ \\ ჟამთა უქმებთა;

Strophe: {6}  
Line of ed.: 7  Verse: a        
ესე ირწმუნეთ, მსმენნო, გონება მაღალ ბრძენნო, მაქვნდა \\ გულს სხვა არადა.
Line of ed.: 9  Verse: b        
უქმობის დასახსნელი არს შრომა საფუძველი, თუ ვინ შეი\ყვარადა,
Line of ed.: 10  Verse: c     
დავიდევ ესე გულსა, უცხოებითა წყლულსა, საჭურველ ზუჩ \\ ფარადა,
Line of ed.: 12  Verse: d        
ვსწერდი არ დაყოვნებით, ჭმუნვისა ხელოვნებით, ჰე განვერი \\ ჩქარადა!

Strophe: {7}  
Line of ed.: 14  Verse: a        
ვისცა გასმიათ ძველად, ოდიშის დამფუძვნელად, ეგროს \\ ქართლოსის ძმობით,
Line of ed.: 16  Verse: b        
რომელი ნევბროთ გმირის, მისის სახლის არ მცირის, იყო \\ ცხად არს მოთხრობით,
Line of ed.: 18  Verse: c        
მას ეგროსისა სირით, აღმონორჩილმან ძირით, ვის მცნობენ \\ ყარიბობით,
Line of ed.: 20  Verse: d        
გვარითა ლარაძემ, აზიას სახელ ზემან, წიგნი ესე მკობი\ლით;

Strophe: {8}  
Line of ed.: 21  Verse: a        
კვალად ეს ყარიბული, ახლად შემოღებული, ლექსი გვა\რად ტკბილიდა,
Line of ed.: 23  Verse: b        
თვით ჩემგან შეწყობითა, იქმნა მოგონებითა, ტურფათ შე\წყობილიდა,
Line of ed.: 24  Verse: c        
სხვასა არავის სადა ეს გვარი განეცხადა, ნუ ვის აქვს ქადი\ლიდა,
Line of ed.: 25  Verse: d        
სახსოვრად ჩემდა ესე აქარე განვაწესე, წარვალ ვით აჩრდი\ლიდა.

Strophe: {9}  
Line of ed.: 26  Verse: a        
თუ ვინ სტირთ მოყვარენი, ანუ გონება ბრძენნი, ამა ყა\რიბულს გვარსა,
Page of ed.: 13   Line of ed.: 1  Verse: b        
გაეწყვნეთ, იწყოთ წერა, ქაღალდზედ თხზვა და მზერა, იტყო\დეთ ლექსსა მტკბარსა,
Line of ed.: 3  Verse: c        
მაშინ მომიგონებდეთ, რა ლექსსა შეჰკონებდეთ, ყარიბს \\ ტკბილ მოუბარსა,
Line of ed.: 5  Verse: d        
თუ ჰყოთ ყე სეფურობა, სცანთ ვითარი აქვს მკობა თქვენსა \\ მას საუბარსა.

Strophe: {10}  
Line of ed.: 7  Verse: a        
დავშვერ არ დასამალად, ამა წიგნს შესავალად ვაკმავე ესე, \\ თქმანი,
Line of ed.: 9  Verse: b        
აწ დილარის ქებანი, სიმხნე გულოვნებანი, ვსთქვნე მძლედ \\ მოჭირვებანი.
Line of ed.: 11  Verse: c        
სხვათა შესაწევნელად, მწუხარების დამხსნელად, ვით თავს \\ იდვა შრომანი.
Line of ed.: 13  Verse: d        
იგ სასტიკნი ბრძოლანი, კიდის კიდე მოვლანი, საქებელად \\ საკმანი.



Page of ed.: 14  
Next part



This text is part of the TITUS edition of Petre Laradze, Dilariani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.