TITUS
Ioseb Tpileli, Didmouraviani
Part No. 3
Previous part

Chapter: 1  
Line of ed.: 1  კარი პირველი






Strophe: 4  
Line of ed.: 2  Verse: a        4. ქრცხილვანს იდგა მეფე შვებით,   მას გვერც ახლდა მოურავი,
Line of ed.: 3  Verse: b        იშვებენ და იხარებენ,   ქარი უქრის მათ არავი,
Line of ed.: 4  Verse: c        მტერი ყველგნით შეაშინა,   ომის იყვნენ არ მზარავი,
Line of ed.: 5  Verse: d     და   ავი ენა ამათ გაჰყრის,   ქვეყნისათვის ეს არ ავი.






Strophe: 5  
Line of ed.: 6  Verse: a        5. სამნი კაცნი მოურავთან   მოვლენ სიტყვის მოხსენებად,
Line of ed.: 7  Verse: b        პირველ ჰკადრეს: "სახელისა   ჩვენ შენისა ვართო ქებად,
Line of ed.: 8  Verse: c        გაგიცხადებთ ხვაშიადსა,   პირთა ჭირზე მოსავსებად,
Line of ed.: 9  Verse: d     და   მაგრა ფიცს გთხოვთ, არვის უთხრა,   არ შევიქმნათ გაცხადებად"






Strophe: 6  
Line of ed.: 10  Verse: a        6. მან მიუგო: "რას ფიცსა მთხოვთ,   ან რისა ხართ ნეტარ მთქმელი?
Line of ed.: 11  Verse: b        გამიცხადეთ, თუ რა მოჰხდა,   ახლარამ თუ ანუ ძველი,
Line of ed.: 12  Verse: c        კარგს მეტყვით თუ საზიანოს,   ლხინით ვარ თუ ცრემლთა მღვრელი,
Line of ed.: 13  Verse: d     და   გულში არა ჩამაჩნია,   მეფის მტრის ვარ მე მომსვრელი!"






Strophe: 7  
Line of ed.: 14  Verse: a        7. მათ უთხრეს, თუ: "ვერ გიამბობთ,   თუ არ მოგვცე მართლა ფიცი.
Line of ed.: 15  Verse: b        წიგნი მოგვეც საფიცრისა,   დაბეჭდე და დაამტკიცი,
Line of ed.: 16  Verse: c        თვარემ გითხრათ, მიგვცე ხელთა:   "ამან მითხრა, მე ეს ვიცი"!
Line of ed.: 17  Verse: d     და   ჩვენ დაგვხოცონ, თუ გარდავრჩეთ,   ვერ ვიშოვნოთ ანამტკიცი"!






Strophe: 8  
Line of ed.: 18  Verse: a        8. დაღონდა, გულში ესე თქვა:   "ნეტარ შევჰფიცო რისათვი,
Line of ed.: 19  Verse: b        წიგნი მიმეცეს ფიცისა   ცუდის სიტყვისა თქმისათვი,
Line of ed.: 20  Verse: c        მეფე ხომ არას მიწყრება,   არც მოყვრის, არცა ძმისათვი.
Line of ed.: 21  Verse: d     და   ეგება მე სულ შორს ვიყო,   მეუბნებოდენ სხვისათვი".






Strophe: 9  
Line of ed.: 22  Verse: a        9. ბევრი ეუბნა, არ უთხრეს,   ვირემ არ მისცა ფიცია,
Line of ed.: 23  Verse: b        მაშინღა ჰკადრეს: "სიკვდილი   შენი ხვალ დანამტკიცია!"
Line of ed.: 24  Verse: c        ერთმან თქვა: "მოღალატენი   უთუოდ მართლა ვიცია!"
Line of ed.: 25  Verse: d     და   რა მესმა, იქივ შევსწუხდი,   მე თავსა ხელი მიცია.






Strophe: 10  
Line of ed.: 26  Verse: a        10. ჰკითხო ,,ნეტარ რასთვის მამკვლენ,   ანუ ჩემგან რა მომხდარა"
Line of ed.: 27  Verse: b        კაცს რომ ბევრი კარგი უყო,   ჭირნახული ქვე წამხდარა,
Line of ed.: 28  Verse: c        რომ არ აგყვე, სიზმრის ნახვა   ბევრჯელ სადმე კვლავ ამხდარა,
Line of ed.: 29  Verse: d     და   მზე ჭაბუკ და გმირი როსტომ   ღალატითა გარდამხდარა!


Page of ed.: 5  




Strophe: 11  
Line of ed.: 1  Verse: a        11. ზოგს ყმას გაენდო, ზოგზოგთან   კაცი გაგზავნა მალები,
Line of ed.: 2  Verse: b        ქაიხოსროს და იესეს   უთხრა: "გული გაქვთ სალები,
Line of ed.: 3  Verse: c        რასათვის მამკლავს, გასინჯეთ,   თქვენგნით მქონია ძალები,
Line of ed.: 4  Verse: d     და   კარგისთვის კარგი ეს არის,   იცით, რა დავსდევ ვალები?!"






Strophe: 12  
Line of ed.: 5  Verse: a        12. მათ უთხრეს: "ნუ დაიჯერებ,   არა გავს სიტყვის მსგავსება,
Line of ed.: 6  Verse: b        ზოგთ უნდა გარდაკიდება,   ქართლის ჩხუბითა ავსება;
Line of ed.: 7  Verse: c        შენ რომ არ იყო, დღეს ქართლსა   მიხვდება სანთლის დავსება.
Line of ed.: 8  Verse: d     და   მთვარე დაცხრების ჩვენ კერძი,   აღარ ყოს პირის გავსება!"






Strophe: 13  
Line of ed.: 9  Verse: a        13. კვლავე ნახა ისივ კაცნი,   იმავ სიტყვას მეტყველებდეს,
Line of ed.: 10  Verse: b        მოახსენეს: "დაიჯერე,   ვირ შენს შუქსა დაავსებდეს,
Line of ed.: 11  Verse: c        მოგკვლენ, სისხლსა დაგიღვრიან,   ზოგნი თასსა აავსებდეს,
Line of ed.: 12  Verse: d     და   რაკი მოგკვლენ, სოფელს გავლი,   სიკვდილს შენსას ვინ ეძებდეს?"






Strophe: 14  
Line of ed.: 13  Verse: a        14. თქვა: "ვერ ვხედავ ამ საქმესა   ჩემთვის რასმე კარგა მხედად,
Line of ed.: 14  Verse: b        სამსახურის საპასუხოდ   მე ეს მამცა ეტლმან ბედად,
Line of ed.: 15  Verse: c        შვილიშვილის დასადგინად,   სანატრელად ან იმედად,
Line of ed.: 16  Verse: d     და   აწ რაცა ხამს, მე იმას ვიქ,   თქვენ რა გითხრა სიტყვა ყბედად!"






Strophe: 15  
Line of ed.: 17  Verse: a        15. ჰკითხა კიდევ: "რა სიტყვა თქვეს,   რად სწრაფობენ ჩემად მკვლელად?
Line of ed.: 18  Verse: b        მათ უთხრეს თუ: "ის შეიქნა   ლურსაბის სისხლთა მღვრელად;
Line of ed.: 19  Verse: c        კვლავ: მან ჯარი დაიხვია,   არ ეტევის მინდორს ველად;
Line of ed.: 20  Verse: d     და   თავს არ გვიდებს საპატრონყმოდ,   წყალობისა არ მადლმხდელად."






Strophe: 16  
Line of ed.: 21  Verse: a        16. თქვა: "მამაცისგან ცუდია,   თუ მუდამ რაცხავს შიშებსა,
Line of ed.: 22  Verse: b        ვინც რომე უწინ მირჩივა,   ვიცი, მამლებს იშებსა,
Line of ed.: 23  Verse: c        მითხრეს, გონიას რას ეძებ,   შერთვია ზღვათა ქვიშებსა,
Line of ed.: 24  Verse: d     და   კაცს განუცდელსა სოფელი,   იცით, რომ არ გაუშვებსა?"






Strophe: 17  
Line of ed.: 25  Verse: a        17. მეფემ შეგვიტყო ჩურჩური,   გაყენ და გამოყენება;
Line of ed.: 26  Verse: b        ებძანა: "რა გაქვთ საქმენი,   სიტყვას არ უნდა ყენება!"
Line of ed.: 27  Verse: c        ვჰკადრე: "ამჟამად არვისგან   მკვდარი არ აეყენება,
Line of ed.: 28  Verse: d     და   თავს ღალატითა ვერ მოვჰკლავ   ამისი ნუ გაქვს წყენება!






Strophe: 18  
Line of ed.: 29  Verse: a        18. მეფევ, თქვენ იცით, ტარიელს   რამაზის სიტყვის თქმანია,
Line of ed.: 30  Verse: b        მან მოარჩინა სიკვდილსა,   თვარ იყო დასანთქმანია,
Line of ed.: 31  Verse: c        რა წიგნი მისცა მას კაცსა,   პირობა, რა აღთქმანია,
Line of ed.: 32  Verse: d     და   მეც მითხრეს ჩემი სიკვდილი,   აწ რაღა უკუთქმანია?"


Page of ed.: 6  




Strophe: 19  
Line of ed.: 1  Verse: a        19. ავალიშვილი დომენტი,   ჭკვიანი კაცი, მროელი...
Line of ed.: 2  Verse: b        მას ვჰკადრე, "თქვენ დაისაჯე,   მეფესთან ამას მოველი,
Line of ed.: 3  Verse: c        ეს ჰკადრე: "რა დავაშავე,   ვიყავ ხლმით ბევრის მშოველი,
Line of ed.: 4  Verse: d     და   თქვენც კარგა მაპატივებდი,   -- ცა წყალობითა მთოველი!"






Strophe: 20  
Line of ed.: 5  Verse: a        20. მივიდა, მეფეს შეჰკადრა:   "ნუ გაქვს სიტყვისა წყინება,
Line of ed.: 6  Verse: b        მეფეო, ის ვჰქენ საქმენი,   რაც თქვენმან გულმან ინება,
Line of ed.: 7  Verse: c        რისთვის გამხადე მტერთ გულად,   რად მეც ცრემლისა დინება?
Line of ed.: 8  Verse: d     და   შენთვის რამდენჯერ ხლმის ვადა   გლახ ჩემან ხელმან ინება!






Strophe: 21  
Line of ed.: 9  Verse: a        21. მეფემ ბძანა: "ეგე საქმე   არ გავლია ჩემსა გულსა,
Line of ed.: 10  Verse: b        ვინ მოგკვლევდა, რასა ჰქვიან,   მომდგომსა და ჩემს ერდგულსა,
Line of ed.: 11  Verse: c        ნამსახურსა თავგაწირვით,   კვიპაროზსა სწორად რგულსა,
Line of ed.: 12  Verse: d     და   ვინც რომ გითხრა ეგ ტყუილად,   შევიქ დამწვარ დადაგულსა!






Strophe: 22  
Line of ed.: 13  Verse: a        22. მაგის მთქმელი არ იქნების,   იგი კაცი თუ არ მამცე,
Line of ed.: 14  Verse: b        მამული და სამყოფელი   სრულ უკლებლად ახლავ გავსცე,
Line of ed.: 15  Verse: c        იავარ ვჰყო სამყოფთაგან,   თავსა ზარი მაშინ დავსცე,
Line of ed.: 16  Verse: d     და   შენით მინდა მე ლაშქრობა,   ნაღარას და საყვირსა ვსცე!"






Strophe: 23  
Line of ed.: 17  Verse: a        23. ესე სიტყვა მოუტანა,   მეფე მართლობს მეტად თავსა!
Line of ed.: 18  Verse: b        "დამიჯერე, ასრე შორს არს,   ვით არ შევა სპილო ნავსა"!
Line of ed.: 19  Verse: c        ერთხან ჩავჰყევ, არ დავჰკარგავ,   ჩემს ჭირნახულს შევიქ ზავსა,
Line of ed.: 20  Verse: d     და   იგი კაცნი კვლავ მოვიდეს,   მე მეტყოდეს სხვას იგავსა.






Strophe: 24  
Line of ed.: 21  Verse: a        24. მითხრეს: "ერთხელ კიდევ მორჩი   სიკვდილსა და ღალატობას,
Line of ed.: 22  Verse: b        ჩვენ ნუ გაგვცემ, თვარ დაგვხოცენ,   შენ მიხვდები ფიცის გმობას,
Line of ed.: 23  Verse: c        დაგვიჯერე, ნუ მოელი   მეფისაგან ხვალ დანდობას,
Line of ed.: 24  Verse: d     და   ლუარსაბის სიკვდილს გადებს,   სულ ამას იქს სიტყვის თხრობას."






Strophe: 25  
Line of ed.: 25  Verse: a        25. კიდევ გავგზავნე მროელი,   ვაახელ მოციქულები:
Line of ed.: 26  Verse: b        "მე მთქმელთა კაცთა ვერ მოგცემ,   გინდა რომ შეუქნა წყლულები,
Line of ed.: 27  Verse: c        ლუარსაბ მეფის სისხლს მადებთ,   გაქვთ სადმე სიტყვა თქმულები,
Line of ed.: 28  Verse: d     და   მაგრა თავიდამ შეგკადრო,   თუ თქმადღა შემრჩეს სულები!"






Strophe: 26  
Line of ed.: 29  Verse: a        26. მეფეს ებძანა: "აწ გითხრა   სიტყვა უცთურად მთელია,
Line of ed.: 30  Verse: b        ქვეყანამ იცის, შენ იყავ   მისის სისხლისა მღვრელია,
Line of ed.: 31  Verse: c        მაგრა მას მიხვდა სუფევა,   ანგელოზნი ჰყავს მცველია;
Line of ed.: 32  Verse: d     და   ამჟამად ისრე არვინარს   წამების გარდამხდელია!






Strophe: 27  
Line of ed.: 33  Verse: a        27. მაგრა მე მის სისხლს არ ვეძებ,   შენ იყავ შენთვის მჯდომარე!"
Line of ed.: 34  Verse: b        რა ესე მესმა, შევიგენ,   ვჰთქვი: "არის ჩემზე მწყრომარე,"
Line of ed.: 35  Verse: c        მოციქულთ უთხარ: "ვყოფილვარ   მე სადმე ცუდათ მმრომარე,
Line of ed.: 36  Verse: d     და   მეფეთ ტახტისა მაქცევი,   არა თუ შემამკობარე"!




Page of ed.: 7  
Next part



This text is part of the TITUS edition of Ioseb Tpileli, Didmouraviani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.