TITUS
Archil, Archiliani
Part No. 4
Previous part

Chapter: Intr.  
Line: 14  აქა იწყების შესავალი






Strophe: 1  
Line: 15  Verse: a        დავით, უძრახეს სოფელსა,   სხვათ ბრძენთა შენც აგიტანეს,
Line: 16  Verse: b        მე არ ვემდურვი, მაგრამე   მგონია მეც დამიტანეს;
Line: 17  Verse: c        ვის ავი უყო, ან კარგი   არცერთმან არ გაიტანეს,
Line: 18  Verse: d     და   ამად ჰკიცხვენ და ჰბასრობენ,   სად უნდათ ვერ მიიტანეს.






Strophe: 2  
Line: 19  Verse: a        სოფელს ჰმდურავ სიმუხთლესა,   როს არ მოგყვეს, ჰკიცხავ, ზრახავ,
Line: 20  Verse: b        თუ გაამებს, გაუცინებ,   გაწყენინოს_ სულთქვამ, ახავ,
Line: 21  Verse: c        მისებრ შენც თუ არ მუხთალხარ,   მაშ ნუ გინდა, ნუღარ ნახავ!
Line: 22  Verse: d     და   თორე სტყუით ორნივ სწორად,   მსგავსი მსგავსსა განიზრახავ.






Strophe: 3  
Line: 23  Verse: a        სოფელს კაცი, კაცს სოფელი   მუდამ ზრახვენ სიმუხთლესა,
Line: 24  Verse: b        ერთად ზაკვენ, თუ შენც იტყვი,   არ ამბობენ სიტყვას მრთელსა;
Line: 25  Verse: c        ორივ სწორად მოინდომებს   ხან ბნელსა და ხან ნათელსა,
Line: 26  Verse: d     და   აწ მე ვიტყვი მათ საქმესა,   თქვენ შეიტყობთ უმართლესა.






Strophe: 4  
Line: 27  Verse: a        მათი საქმე მათ იუბნან,   ნუ უდგავართ ჩვენ ნურცერთსა,
Line: 28  Verse: b        სოფელმან და კაცმან სიტყვა   თვით მიუგონ ერთმანერთსა;
Line: 29  Verse: c        გაუსინჯოთ, რას იტყვიან   ერთი-ერთზედ, თუ რა ერთსა,
Line: 30  Verse: d     და   მერმე გავბჭოთ სამართლითა,   მადლი მივცეთ უფალს, ღმერთსა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.