ARMAZI / GNC
Author: Archil. 
King Archil

Archiliani


On the basis of the edition
Arčiliani
(Arčili, Txzulebata sruli ḳrebuli or ṭomad,
Al. Baramiʒisa da N. Berʒenišvilis redakciit),
ṗirveli ṭomi, Ṭpilisi 1936 / meore ṭomi, Tbilisi 1937

digitized by Peter Olivier and Jost Gippert,
Frankfurt a/M, 1998;
text correction and reedition by Ana Meparishvili, Tamaz Abashidze and Khatuna Todua,
Tbilisi, 2000-2001;
ARMAZI version by Jost Gippert,
Frankfurt a/M, 20.9.2001 / 26.9.2002 / 20.3.2007 / 4.11.2014;
additions digitized and edited for the GNC project
by Nino Aptsiauri and Mari Simonishvili,
Tbilisi 2015;
TITUS version by Jost Gippert,
Frankfurt a/M, 19.8.2015






Work: Sak.Zn. 
Chapter: _ 
Volume: I 
Page: 1 
Line: 1 
საქართველოს ზნეობანი

Page: 3  
Line: 1 
საქართველოს ზნეობანი






Strophe: 1  
Line: 2  Verse: a        მოწყალე ხარ მართლის გულით   მოქენეთა უხვად, ღმერთო,
Line: 3  Verse: b        გვამოვნებით სამხატედო,   ღვთაებითა მხოლოდ ერთო,
Line: 4  Verse: c        ვინ თბე ჩვენი შეიმოსე,   სხვას ნივთს არას არ იერთო,
Line: 5  Verse: d     და   რისხვაზედან სრულ სულგძელო,   წყალობაზედ წამი ერთო.






Strophe: 2  
Line: 6  Verse: a        ღმერთო, შენა ხარ კაცისა   შემწედ დამხსნეელი ჭირისა,
Line: 7  Verse: b        უძლურთა ძალის მიმცემი,   მომჯაბნებელი გმირისა,
Line: 8  Verse: c        მაღალთა მამდაბლებელი,   ამმაღლებელი მწირისა,
Line: 9  Verse: d     და   ავისა კარგად შემცვლელი,   მარგალიტ მყოფი მწვირისა.






Strophe: 3  
Line: 10  Verse: a        აწ ეს მომინდა სათქმელად,   რამდენი ზნეობა არის
Line: 11  Verse: b        სამღვთო და ანუ სამხედრო,   მშვებლის და მოვაგლახარის,
Line: 12  Verse: c        ლაშქრობის, ნოდირობისა,   რომელმან კაცი ახარის,
Line: 13  Verse: d     და   საქციელ სამსახურისა   ვინც იცის, ცოდნათაც კმარის.






Strophe: 4  
Line: 14  Verse: a        თავსაც სამღთო სჯობს, ბოლოსაც,   კაცთა ზნე საქმე რაც არი.
Line: 15  Verse: b        სიტყვა ნაგრეხი არ მითქვამს,   მაშა, მკითხველო, რაც არი!
Line: 16  Verse: c        აბა გაზაფხულს აშთარხანს   ნახე, თუ სჯობდეს რაცარი,
Line: 17  Verse: d     და   ეგება კიდევ სხვაც რამ ვთქვა,   სულ რუსთა ვნახო რა ცარი.






Strophe: 5  
Line: 18  Verse: a        შესაყრელობა, ალერსი   თვითოს ზნეს ყველას უდარსა,
Line: 19  Verse: b        მხიარულსა და ჯავრიანს   მის-მისსა დანაყუდარსა,
Line: 20  Verse: c        სიტკბოებაცა იურავს,   ვის გინდა, მის მემუდარსა,
Line: 21  Verse: d     და   თავს შეაყვარებს ყოვლს კაცსა,   მოწყენილს ნისლსა უდარსა.






Strophe: 6  
Line: 22  Verse: a        დია კარგია სხვებიცა   ზნეობა-საქციელები,
Line: 23  Verse: b        მშვილდ-ისარი და ბურთობა,   ორივე ცხენ ფიცხელები,
Line: 24  Verse: c        რადაბრაგანს და გადრზედა   მარჯვეთ იხმაროს ხელები,
Line: 25  Verse: d     და   წავლა წამოვლა, ცხენს ჯდომა   მწვედ ვარგა ნასახელები.






Strophe: 7  
Line: 26  Verse: a        სიმღერა და დასადებელი   ესეც ასრე დავითვალოთ,
Line: 27  Verse: b        მასპინძლობა და ჩუქება   ერთმანერთსა დავავალოთ,
Line: 28  Verse: c        კარგი ხმა და თან უსული   შევიყვაროთ, და ვითვალოთ.
Line: 29  Verse: d     და   ვინც მემთვრალობს მარტო სადგომს,   ავად უგდებ, დავავალოთ.


Page: 4  




Strophe: 8  
Line: 1  Verse: a        გარიგება მარაქისა,   მის-მის ალაგს კაცის დასმა,
Line: 2  Verse: b        სუფრის ბარაქიანობა,   საამოვნო ჭამა და სმა;
Line: 3  Verse: c        ბევრგვარ უნდა ხილის დაჭრა,   ბეჭის გათლა, დანის მოსმა,
Line: 4  Verse: d     და   უფრო არის, ვერ მოთვალოს   სამოცხუთმან, ვერც სამასმა.






Strophe: 9  
Line: 5  Verse: a        ზმა და ხუმრობა, სიცილი,   სხვის ზმისაც მალ გაცინება,
Line: 6  Verse: b        კარგის აზნაურშვილისა   სიტყვისა არ გამგუნება,
Line: 7  Verse: c        დროიან გაჯავრებულმან   კარგია, მოიგუნება,
Line: 8  Verse: d     და   მუნასიბისა ლექსისა   უკეთ რა გაიგონება?






Strophe: 10  
Line: 9  Verse: a        რაც საკრავია ყველა რამ,   თვითო ზნეობად ჩავაგდოთ,
Line: 10  Verse: b        ზაპი, ცეკვა და სამაი,   ჯუბანაც რასთვინ დავაგდოთ?
Line: 11  Verse: c        წმიდათ ჭამა და დიდი სმა,   ვინ პირით აღარ წავაგდოთ,
Line: 12  Verse: d     და   კარგია ვინც კი შეირგებს,   ვინც არწყევს, კარში გავაგდოთ.






Strophe: 11  
Line: 13  Verse: a        ტანსა და ფეხსა გაწყობა   კარგი რამ საცოდნი არის,
Line: 14  Verse: b        ქარქაშის კარგა მობორბლა,   ჩექმა დეზითურთ კმა არის,
Line: 15  Verse: c        უჩირქოთ წმინდათ ხმარება,   კვლავ გასცის და მოიხმარის,
Line: 16  Verse: d     და   სანდომ მიხედვა, მოხედვა,   თვალი მახვილად მოარის.






Strophe: 12  
Line: 17  Verse: a        მეჯინიბობა, მხედრობა,   ცხენოსნობა სხვადასხვაობს,
Line: 18  Verse: b        მომტევლობაც ფრინვლებისა   ცალ-ცალკეა, სულ ნუ მწყერობს;
Line: 19  Verse: c        მან კი იცის ეს ასრეა,   ვინ ოსტატათ ბაზიარობს,
Line: 20  Verse: d     და   ძაღლიც კარგად მოუტიოს,   ვინ კურდღლობს და მალე მწევრობს.






Strophe: 13  
Line: 21  Verse: a        ცხენისა და ფრინვლის ცნობა,   ძაღლისაც ზნე არიაო,
Line: 22  Verse: b        ამადა ვთქვი ესეები,   არც ერთზედან არიაო,
Line: 23  Verse: c        ვისა გინდა, ეს არ გინდა,   ასე რამ გარდაგრიაო?
Line: 24  Verse: d     და   თუ არ გიყვარს, მხედარს კაცსა   მაშ აღარ შეგადრიაო.






Strophe: 14  
Line: 25  Verse: a        აშფაშაქი და ყაბახი,   ბუ[რ]თის სროლა, მესეფქობა,
Line: 26  Verse: b        კარზედ ცხენის გაჭენება,   ხელ-ძალიან ჯირითობა,
Line: 27  Verse: c        ახლა ესეც ზნედ დაიდვა   მოუცდენი მეთოფობა,
Line: 28  Verse: d     და   ის უწინცა ვარგებულა   ხელ-ფეხი და ქვეითობა.






Strophe: 15  
Line: 29  Verse: a        მცურაობაც კარგი არის,   მაგრამე სჯობს ნავთ ხმარება,
Line: 30  Verse: b        ვინც არ იცის, დიდროანს წყლებს   ვერავინ მიეკარება;
Line: 31  Verse: c        გაღმა კაცს თუ საქმე რამ აქვს,   იმას სხვა ზნე არ ედრება,
Line: 32  Verse: d     და   მაშინ დია ვარგისია   წყალწაღებულს ვინ ესწრობა.






Strophe: 16  
Line: 33  Verse: a        მოტირლობა, გლოვის წესი,   ზარი, ახა ზნედ დაიდო,
Line: 34  Verse: b        უსარგებლო მკვდრის და ცოცხლის   ვინ ძმა იძმო, ან და იდო,
Line: 35  Verse: c        ერთმანერთის წაბაძვითა   დაწესდა, ხიდად გაიდო,
Line: 36  Verse: d     და   წლამდინ ვინ ხორცი არ სჭამო,   ბძანე წინა გიდგა დო?


Page: 5  




Strophe: 17  
Line: 1  Verse: a        ჭადრაკის მღერა, ნარდისა   და სხვა რაც რამა ყუმარი,
Line: 2  Verse: b        ხარდიორდა და ჩალიჩი,   სევდისა დასადუმარი,
Line: 3  Verse: c        ხტომა, ქვის გდება, რკინობა,   მოგვერდი, ფანდიც რამ არი,
Line: 4  Verse: d     და   ის კაცსა ბევრჯელ უკუჰყრის,   ვინც კარგი ხუმარი არი.






Strophe: 18  
Line: 5  Verse: a        ვერ ხედავთ ფრიდონისასა,   მოშაითობას ჩემულობს,
Line: 6  Verse: b        საბელზედ გავლა-ხტომასა   თამამად, ართუ მოზარობს,
Line: 7  Verse: c        ტარიელსა და ავთანდილს   ქაჯეთს მისვლაზედ უამბობს.
Line: 8  Verse: d     და   ვინ იცის, მის დროს იქმოდეს   ცოდნასა, ნურვინ მცონარობს.






Strophe: 19  
Line: 9  Verse: a        ჰინდიც არ ვნახეთ ჩვენს წინა,   ოთხს აქლემს გარდახტებოდა!
Line: 10  Verse: b        ხელ-დაუკრავად ჰაერში   მათზედ გარდაბრუნდებოდა,
Line: 11  Verse: c        იქით ფერხს დადგის, მის მჭვრეტელს   თვალი არ მოუსხლტებოდა,
Line: 12  Verse: d     და   ორს ცხრას იქით-აქ ხელჭერილს   შიშვლის ხმლით შიგ გახტებოდა.






Strophe: 20  
Line: 13  Verse: a        წმინდას შალზედ გაირბენდა   კაცთ ჰაერში დანაჭირსა,
Line: 14  Verse: b        მახვილების ბორბალშიგან   შიგ გახტის და არა სჭირსა,
Line: 15  Verse: c        ფეხებს ქედზედ დაიწყობდა   ხელით, ვსჭვრეტდით ნარონინსა,
Line: 16  Verse: d     და   თამაშობდა უცხოებსა,   ამათ უფრო გასაჭირსა.






Strophe: 21  
Line: 17  Verse: a        თავთან დაისვის ხანჯალი,   გულაღმა წამოწვებოდა,
Line: 18  Verse: b        ანაზდათ ახტის პირდაღმავ,   იქით თავს გარდევლებოდა,
Line: 19  Verse: c        მუნით გულდაღმავ დაეცის,   იმის წვრით თვის წვერს მყოფლობდა,
Line: 20  Verse: d     და   მნახავთ და გამგონეთაგან   მუნ მაშინ საკვირველობდა.






Strophe: 22  
Line: 21  Verse: a        ხეს დაიჭერდა კბილითა,   თუ ექვსმა კაცმა აიღის!
Line: 22  Verse: b        ძელს დაიდებდა გულზედან,   ძლივ ოთხმა ხარმან წაიღის,
Line: 23  Verse: c        ქვეშ დაისვემდა მახვილსა,   ქვე ტანი აღარ დაიღის,
Line: 24  Verse: d     და   ხმელზედ თევზურად ცურევდა,   კვლავ უცხო რამ შემოიღის.






Strophe: 23  
Line: 25  Verse: a        ინატრეს ბევრმან ვაჟებმან:   "ნეტა ვინ ეს მასწავლაო!
Line: 26  Verse: b        მისი სიფიცხე, სიმალე,   ისე თამამად წავლაო."
Line: 27  Verse: c        მაგრამ ის შავი არ დადგა,   არავის არ ასწავლაო,
Line: 28  Verse: d     და   მიზეზი ეს თქვა: "მწადიან   სულ ხელმწიფების დავლაო."






Strophe: 24  
Line: 29  Verse: a        წყლის წურვა და ბადის სროლა,   კარგად ესეც ჩაგდებულა,
Line: 30  Verse: b        წეროს გეზით დამჭერლობა   ზნეობადვე სწავლებულა,
Line: 31  Verse: c        მეძებრისა ხალისიან   სწავლებაც კი დადებულა.
Line: 32  Verse: d     და   ვინ ჯერდება მარტო ამას,   ბევრჯელ კიდეც აგდებულა.






Strophe: 25  
Line: 33  Verse: a        კვლევა, დანახვა კურდღლისა,   მეხოხბეობა, მწყერობა,
Line: 34  Verse: b        სტვენა, წრუწუნი, ძახილი   გავაზის, იხვის მზვერობა,
Line: 35  Verse: c        ბატონს ვაამო, ჩავაგდო   ახლა ყავლი და წერობა,
Line: 36  Verse: d     და   მალე მიშველა ფრინვლისა,   მუნ ადრე წამოწვერობა.


Page: 6  




Strophe: 26  
Line: 1  Verse: a        ისრის თლა, სწორად გამართვა,   გაქლიბვა, სეფქის გაწყობა,
Line: 2  Verse: b        მშვილდის ჩაგდება, ყულაჯი,   ქარქაშის კარგა ჩაწყობა,
Line: 3  Verse: c        არც შორი-შორ და არც სულა   ახლო ერთმანერთს მიწყობა.
Line: 4  Verse: d     და   რა ზნეა, თორემ ქვეყენა   არის, ვარგისობს ბრიყობა.






Strophe: 27  
Line: 5  Verse: a        ჩოგნის მოხვრეტა, მობანდვა,   სწორის ბურთისა გამოჭრა,
Line: 6  Verse: b        ბურთობის დროსა ასპარეზს   პირმხიარულად გამოჭრა,
Line: 7  Verse: c        ცხენის მოხტომა უხელოდ,   იმის დროს ფიცხლად გარდმოჭრა,
Line: 8  Verse: d     და   მოპაიტრობა სახმობის,   ამორთმა, ხურდის ამოჭრა.






Strophe: 28  
Line: 9  Verse: a        ხრმლის ცემა, ლახტის თამაში,   ბევრგვარ ბრუნება შუბისა,
Line: 10  Verse: b        საცერის წყობა, მათრახის   ბილდირგა რა შეუბისა,
Line: 11  Verse: c        ისარი სხვილი და გძელი,   ხელთ არ დადება უბისა,
Line: 12  Verse: d     და   ვისცა არა აქვს, უძრახვენ,   სხვამან სხვას მიუუბნისა.






Strophe: 29  
Line: 13  Verse: a        ჯაჭვის ცნობა, სხვათ საჭურვლის   კარგია და ძნელიაო,
Line: 14  Verse: b        გაწყობა და მორთულობა,   ვერვინ თქვას ზენკალიაო,
Line: 15  Verse: c        მასცა კარგად მოუხდების   ომამდინ ვინც ხდალიაო,
Line: 16  Verse: d     და   მაშინ შექმნას ცურცლა რამე,   თრთოლა და კანკალიაო.






Strophe: 30  
Line: 17  Verse: a        თუთხმეტის დღისა მთვარესა   შეჭურვა ვინ სულ დაასწროს,
Line: 18  Verse: b        ვირე სრულ ამოვიდოდეს,   ცხენზედაც შეჯდეს, მიასწროს,
Line: 19  Verse: c        ხელ-ფიცხმა კაცმან ხელბუკსა   ასაღებელი აასწროს,
Line: 20  Verse: d     და   ფერხით მსუბუქმან ფერხმძიმეს   დგენაზედ ადვილ წაასწროს.






Strophe: 31  
Line: 21  Verse: a        ენა და წიგნი რამდენი   ვინც იცის, ესეც იმდენად
Line: 22  Verse: b        ჩავაგდოთ თვითო ზნეობად,   სხვის ქვეყნის ამბავ მოსმენად,
Line: 23  Verse: c        მაშ ერთად როგორ ვიტყოდეთ,   იკითხონ სხვადასხვა ენა!
Line: 24  Verse: d     და   ვინ სხვას ვერ ასმენს, ის ისმენს,   იქ დაიწყებენ მიდენად.






Strophe: 32  
Line: 25  Verse: a        მწიგნობრობა ჭრელ-სადაგი,   ჭრელ ძილისპირთა გარდათქმა,
Line: 26  Verse: b        მსმენელობა, მთარგმნელობა,   ღრმის სიტყვის ადვილ გამოთქმა,
Line: 27  Verse: c        ხუცურის და მხედრულისა   სხვადასხვაობს თვითოსა თქმა,
Line: 28  Verse: d     და   კანანახი ხმამაღალი   სჯობს, ყინჩვილად ნუ იქათმა.






Strophe: 33  
Line: 29  Verse: a        მწერლობა ხუცურს დად მხედრულს,   იცით, უნდა სხვადასხვა, და,
Line: 30  Verse: b        მგრგლოვანს, ყვავისფრჩხილოვანსა,   ასომთავრულს სმენ თავადა,
Line: 31  Verse: c        მხატვრობას, მონახაზობას   არვინ ჩ[ა]აგდებს ავადა,
Line: 32  Verse: d     და   გარეშე წიგნის კითხვაზედ   ხმა ავად ნუ იხავადა.






Strophe: 34  
Line: 33  Verse: a        ლექსთ მთარგმნელობა, გარდმოვლით   ხუმრობის ადვილ შეტყობა,
Line: 34  Verse: b        კარგად ჩამორთმა სიტყვისა,   წყენისა არას დატყობა,
Line: 35  Verse: c        თავის-გუნების კაცს გარდა   სხვისაც ბევრისა გაწყობა,
Line: 36  Verse: d     და   ის ვერ მოგყვების, შენ მიჰყევ,   მობრიყობს, რევს ამაყობა.


Page: 7  




Strophe: 35  
Line: 1  Verse: a        მოჩივრობა და სამართლის   მართლის ქმნა, კვლავ დიდი ბჭობა,
Line: 2  Verse: b        ანგარიში და რიცხვცოდნა,   ჩაგდება, მეკენჭაობა,
Line: 3  Verse: c        რამლის ყრა, მესტროლაბობა,   ზნევეა მეკოჭაობა.
Line: 4  Verse: d     და   ისიც კი არის, მაგრამე,   ცრუდ თქმულა მებეჭაობა.






Strophe: 36  
Line: 5  Verse: a        მრჩევლობა, სიტყვის გაკვეთა,   თავს ჩემობს ამისი სწავლა,
Line: 6  Verse: b        ელჩობა, მოციქულობა,   სიტყვისა სწორად დასწავლა,
Line: 7  Verse: c        სხვადასხვა არის ესენი,   მე ასე ვინმემ მასწავლა,
Line: 8  Verse: d     და   დრო არის გვიანობისა   საჩქაროზედან მალ წავლა.






Strophe: 37  
Line: 9  Verse: a        მელექსობა, შაირის თქმა,   უდარესი ამიცინა,
Line: 10  Verse: b        კარგის მთქმელმან გამაგონა   სიტყვა მჭევრი, არ მაგინა,
Line: 11  Verse: c        საალერსოდ ვისდა მიველ,   არ მიმიშო, თქვა, მაცინა,
Line: 12  Verse: d     და   გამოვბრუნდი, კვლავ ვიახელ,   უხუმრე, არ გამიცინა.






Strophe: 38  
Line: 13  Verse: a        კარგკაცობაა შენახვა   ყოვლისა ხოშიადისა,
Line: 14  Verse: b        ცრუს სიტყვას ყურსა ნუ ასმენ,   ნურცა ენასა გასდისა.
Line: 15  Verse: c        ჩხუბი და მეენაობა   ვინც კაცმან დაიქადისა,
Line: 16  Verse: d     და   სასაცილოდ და საზრახად   მან თავი გაიხადისა.






Strophe: 39  
Line: 17  Verse: a        ვინ ბატონის საიდუმლო   სიტყვა გარეთ გაიტანოს,
Line: 18  Verse: b        მუსაიფს თუ სხვას, ვის გინდა,   მისი რჩევა მიუტანოს,
Line: 19  Verse: c        მას პირს უნდა შეადუჟოს,   ზედ თავსლაფი დაატანოს,
Line: 20  Verse: d     და   ძირში ენა ამოართოს,   კლიტე თან ამოატანოს.






Strophe: 40  
Line: 21  Verse: a        მუშაობაც კარგი ზნეა,   ზედ-მდგომობა და სარქრობა,
Line: 22  Verse: b        ბარვა, წიდნვა, ხნვნა და თესვა,   მკის და სთვლისა მის-მის დრობა.
Line: 23  Verse: c        კაცს შემატს და გაახარებს   მოსავლის ბევრის მოსწრობა.
Line: 24  Verse: d     და   ვის მუშა ჰყავსთ, თვითან შვრება,   ურევია არზაქრობა.






Strophe: 41  
Line: 25  Verse: a        კაცის სახელის დასწავლა   და ცნობაც უნდა კარგაო,
Line: 26  Verse: b        მგზავრობის წესი და ნისლში   ვინცა გზა არ დაჰკარგაო,
Line: 27  Verse: c        რაგინდა რამე წამხდარი   კიდევ მალ მოივარგაო.
Line: 28  Verse: d     და   მზარეულობა, ჭაშნიგის   ცნობასა მბობენ ვარგაო.






Strophe: 42  
Line: 29  Verse: a        ბატონის დარბაზის კარი   რაგინდ რომ მაღალი იყოს,
Line: 30  Verse: b        თავმოხრით უნდა შევიდეს,   არც ლაჯში თავი გაიყოს;
Line: 31  Verse: c        უმცროსის კაცის უფროსმან   ხელი საჭმელზედ წაიყოს,
Line: 32  Verse: d     და   მეფისგან მონაკითხავი   ამხანაგებსა გაუყოს.






Strophe: 43  
Line: 33  Verse: a        ნუ მომიწყინებ, მსმენელო,   მოხსენებითა ამდენით,
Line: 34  Verse: b        არ მინდა იყვნეთ ზნეობის   ავსაქციელად წახდენით,
Line: 35  Verse: c        წავლა, წამოვლა, ზე დგომა,   ჯდომა, ადგომა მოხდენით,
Line: 36  Verse: d     და   მენუზლეობაც ვარგისობს,   თან უკლებ სხვისაც მოდენით.


Page: 8  




Strophe: 44  
Line: 1  Verse: a        უმცროსმან კაცმან უფროსი   არ უნდა დაიწვიოსო,
Line: 2  Verse: b        ადგეს სჯობს, ისრე მჯდომელმან   ქვემორე დაიწიოსო,
Line: 3  Verse: c        საჩოქეთ რა შეიყარნენ,   უწინ მან წაიწიოსო,
Line: 4  Verse: d     და   არცა უხამსად დამდაბლდეს,   არც ბეწვად აიწიოსო.






Strophe: 45  
Line: 5  Verse: a        ორმან ტოლმან ამხანაგმან   დაიწვიოს რა მესამე,
Line: 6  Verse: b        ორთავ თავს არგარდუარო   და ჩაუჯე შუა სამე,
Line: 7  Verse: c        ეს შენ კარგად ჩამოგართონ   და იმათაც ორთავ ამე,
Line: 8  Verse: d     და   უდროვოდ და უალაგოდ   ნურც იმღერი, ნურც ისამე!






Strophe: 46  
Line: 9  Verse: a        ჯდომაში ფერხი გარეთი   ზეით არ უნდა დაიდო,
Line: 10  Verse: b        პირში რა გედვას, ნუ უბნობ,   სიტყვის აღვირი აიდო,
Line: 11  Verse: c        მეორემ სიტყვა აცალე,   თუ არ გთნდეს ლუკმა წაიგდო,
Line: 12  Verse: d     და   ხელს ნუ დაიბჯენ, ადგე რა,   იქ ჯოხი მხარს არ გაიდო.






Strophe: 47  
Line: 13  Verse: a        წინ ჯდომით, უკან უკუხრით   ზურგს ნუ მიჰყუდებ კედელსა,
Line: 14  Verse: b        ნურც თავს დაჰკიდებ, არ გვანდე   თვალნაკლებს ოქრომჭედელსა,
Line: 15  Verse: c        ცალს თეძოზედან არ დასჯდე,   რად ეჭვ ძნელს მოსადებელსა.
Line: 16  Verse: d     და   ცხვირის გამოკრკნა არ წაგცდეს,   ნუ ეძებ კბილის საჩრჩნელსა.






Strophe: 48  
Line: 17  Verse: a        თუ რამ ბატონმა გიბოძოს,   ორის ხელით ჩამოართვი,
Line: 18  Verse: b        აგრევ შენგან მისართმევი   ორითავე მას მიართვი,
Line: 19  Verse: c        ამხანაგსა, მარჯვნით მჯდომსა,   მარცხენათი გამოართვი,
Line: 20  Verse: d     და   მარცხენასა მონაცემი   კვლავ აქათით წამოართვი.






Strophe: 49  
Line: 21  Verse: a        ბატონს ზურგი ანუ გვერდი   ვინ გინდა ვინ შეაქცია!
Line: 22  Verse: b        შინაყმასა თუ რამ მიაქვს   საქცევი, ნუ დააქცია,
Line: 23  Verse: c        პატრონისა ბძანებაზედ   მონანი მალ გაიქცია.
Line: 24  Verse: d     და   ხამს იცოდეს ყველა რამე,   ვინ არის კარგი კაცია.






Strophe: 50  
Line: 25  Verse: a        კულით და ყანწით, სხვებითაც,   სასმელს ვინ აწრუწუნებსა,
Line: 26  Verse: b        ვინ კბილებითა ბატონთან   თხილს ამსხვრევს, ალაწუნებსა,
Line: 27  Verse: c        მცოდინარესა მეფესა   უთუოდ გაამგუნებსა.
Line: 28  Verse: d     და   ავსაქციელი მარტვილი   მამას მწვე დააჭმუნებსა.






Strophe: 51  
Line: 29  Verse: a        ბატონთან და უფროს კაცთან   მჯდომი არას გარდეყუდო,
Line: 30  Verse: b        ზეზე მდგომი ფერხს ნუ იკავ,   ნურც ბოძს ხელს ხვევ, თუ არ ცუდო,
Line: 31  Verse: c        ნურც იცინი, ნურას უბნობ,   არც ვინ ჯოხს ჩამოეყუდო.
Line: 32  Verse: d     და   თუ ვინ ასრე არა ზრდილობ[ს],   მაშ იქნება სვანი ყუდო.






Strophe: 52  
Line: 33  Verse: a        მეფეს თუ რასმე ზრახევდე,   ნუ ათამაშებ ხელ-ფერხსა,
Line: 34  Verse: b        ესეც ავია, ვინც მუდამ   ულვაშს იკეთებს, იგრეხსა;
Line: 35  Verse: c        ხელ ქვე-მოჭდობით ეუბენ,   თაყვანს ეც მერმე ნაფერხსა.
Line: 36  Verse: d     და   შენ არ მიწვრთნიხარ, ამაყო,   ვე ჰგავხარ ჩაუქსა ვეფხსა.


Page: 9  




Strophe: 53  
Line: 1  Verse: a        ვინ ხელით აზნაურშვილობ,   გამეცალე, წადი იქით,
Line: 2  Verse: b        რად გგონია, უგუნურო,   ბრძნის ვისგანმე მაგით იქით?
Line: 3  Verse: c        თუ არ დაშლით, მოწვრთნა გიჯობს   ჯოხითა და გინდა ბაქით.
Line: 4  Verse: d     და   მაამებლად ვინცა ხუმრობ,   მო, დაბძანდი, ზეით, აქით.






Strophe: 54  
Line: 5  Verse: a        ბატონი თუ ჯდეს მოწყენით,   უთქმელად დასულებული,
Line: 6  Verse: b        ნურც შენ იცინი, მასთანა   დუმენი სულდაღებული.
Line: 7  Verse: c        კადნიერება თუ გქონდეს,   რა ნახო სუფრა დებული,
Line: 8  Verse: d     და   ეცადე ტკბილის სიტყვითა   იხილო გაღიმებული.






Strophe: 55  
Line: 9  Verse: a        თუ ვინმე ცხენით ან ქვეით   თავისთვინ ლაპარაკობდენ,
Line: 10  Verse: b        გნახონ და შენკენ წარმოდგენ,   შენც მიდი თუ კამათობდენ.
Line: 11  Verse: c        რა გაგიდრიკონ, დაეხსენ,   სძრახევდენ თუ ვის ამკობდენ,
Line: 12  Verse: d     და   მათ მართებ გაგირიონცა,   თუ გულით არ ამაყობდენ.






Strophe: 56  
Line: 13  Verse: a        ყმისგან ბატონის სიტყვისა   გაგონა, მოხსენებაცა,
Line: 14  Verse: b        ძნელია ცოდნა ამისი,   ანაზდათ მოგონებაცა.
Line: 15  Verse: c        დია სჯობს, უპრიანეა   ურჩებას დამონებაცა,
Line: 16  Verse: d     და   დასაშლელს ცალკე უშლიდეს,   ათაოს მისი ნებაცა.






Strophe: 57  
Line: 17  Verse: a        ბატონ-ყმური ლაპარაკი   სხვა არის და სხვისა სხვაა,
Line: 18  Verse: b        ჩამორთმა და მოხსენება,   ზოგჯერ სიტყვის შენახვაა,
Line: 19  Verse: c        სწორ უმფროსულ-უმცროსულსა   ქართულსაც აქვს დასახვაა;
Line: 20  Verse: d     და   ვინცა იცის ყველაკაი   ბევრის საქმის მონახვაა.






Strophe: 58  
Line: 21  Verse: a        ოდეს ბატონი ბძანებდეს   სიტყვასა რასმე ქართულსა,
Line: 22  Verse: b        მოკლეს თუ გრძელსა ამბავსა,   ერთმანერთზედან წართულსა,
Line: 23  Verse: c        ნუ ლაპარაკობ, დაჩუმდი,   ნუ ჰგევხარ კაცსა ქურთულსა!
Line: 24  Verse: d     და   მწვედ გაეწყობა მეფენი   ზნეკეთილს, ასრე მორთულსა.






Strophe: 59  
Line: 25  Verse: a        სიწყნარეს და სიჩქარესა   ორსავე აქვს მის-მისი დრო,
Line: 26  Verse: b        სიმშვიდეს და სიანჩხლესა,   მდივანბეგო, განა სადრო!
Line: 27  Verse: c        ორზედ უნდა მუდამ იყო   და იმ ორს კი უფრო ადრო.
Line: 28  Verse: d     და   სიჩქარე სჯობდეს სიწყნარეს,   რუსთველს ეგე ვინ შეჰკადრო?






Strophe: 60  
Line: 29  Verse: a        საქციელი და ზრდილობა,   იცია, ბევრი სხვაცაა?
Line: 30  Verse: b        ნურავის გინდა ავადა   გადუჟვა, ცხვირის ხოცაა,
Line: 31  Verse: c        წინამავალს უკან მიჰყვე,   ტალახი არ მოსცხოცაა,
Line: 32  Verse: d     და   უცხო მდიდარი მის სადგომს   მალ-მალე არ ნახოცაა.






Strophe: 61  
Line: 33  Verse: a        მეფეს ცხენით სერნობაზედ   მარტო იქით ნუ მოუვლი,
Line: 34  Verse: b        საითაც რომ კარგი რამ ჩნდეს,   და ნურც წინა გარდაუვლი,
Line: 35  Verse: c        ნურც ცხენის თავს დაუსწორებ,   ნურც სულ სწორად წინათ უვლი,
Line: 36  Verse: d     და   ჯარისაკენც ნუ მოჰყვები,   რასა ქვიან მასთან შუღლი!


Page: 10  




Strophe: 62  
Line: 1  Verse: a        სამსახურიც ბევრგვარია,   საცოდნელადაც ძნელია,
Line: 2  Verse: b        ბატონს თავს მწვე შეაყვარებს,   ვინც მისი მართლა მქნელია,
Line: 3  Verse: c        დაუზარლად და თამამად,   ფიცხი უნდა, არ ნელია,
Line: 4  Verse: d     და   მალ ისმენდეს ბძანებასა,   დღე იყოს თუ სიბნელია.






Strophe: 63  
Line: 5  Verse: a        მღვიძარება და სიფრთხილე,   სწრაფად აღდგომა ძილითა,
Line: 6  Verse: b        მალე ტანს-ჩაცმა დილაზედ   ზორტით ჰქონდეს თუ ღილითა,
Line: 7  Verse: c        ადგილზე მოდარბაზობა   აამდეს მისის მისვლითა,
Line: 8  Verse: d     და   წყნარი, მდაბალი, თამამიც   შვენოდეს გაღიმილითა.






Strophe: 64  
Line: 9  Verse: a        ზნეობა საქციელები   არ ბნელობს, არის ნათელი,
Line: 10  Verse: b        კამკამებს დაუფარავად,   ვითა წყვდიადში სანთელი,
Line: 11  Verse: c        ეს უნდა კაცმან იცოდეს,   მის-მის დროს რა[ა] საქნელი.
Line: 12  Verse: d     და   ნურას მიზეზობთ, ისწავლეთ,   ეს არის თქვენი მსწავლელი.






Strophe: 65  
Line: 13  Verse: a        ვინ ამასა იქმს, მასცა იქს,   რაც რომ არ დამიწერია,
Line: 14  Verse: b        ბევრის რამ ზნეობებისა   კარგი რამ ანაწერია,
Line: 15  Verse: c        ზოგი რამ იცის წუმამა,   მთავრობდა და აწ ერია,
Line: 16  Verse: d     და   მაშინც ეშმაკი ებძოდა,   მორია, დააწვერია.






Strophe: 66  
Line: 17  Verse: a        ამად ვთქვი ასრე გვიანად   კარგები, ძნელად საცოდნი,
Line: 18  Verse: b        ძვირად მინახავს ამათი   სრულად და კარგად ნაცოდნი,
Line: 19  Verse: c        ამათს მოქმედსა მოყმესა   სიავის არა საცოდნი,
Line: 20  Verse: d     და   სხვა რომ ერთპირად შეჰყარო,   იქმნება ყველა საცოდნი.






Strophe: 67  
Line: 21  Verse: a        მსწავლელი მოსწავლეებსა   სასწავლოს არ გაუძნელებს,
Line: 22  Verse: b        მცირედ-მცირედის სწავლებით   ძნელს საცოდნს გაუადვილებს,
Line: 23  Verse: c        ცოტა რომ კარგად ისწავლოს,   გაუშვებს, მალ ასადილებს;
Line: 24  Verse: d     და   უწინ პატ-პატა სწავლებით   ამ დიდრონს დააქადილებს.






Strophe: 68  
Line: 25  Verse: a        რა სჯობს დაუკლის ლოცვასა,ჟამთა   ზეპირად ცოდნასა,
Line: 26  Verse: b        საეროს გარდა დაფარვით   არ აღვიძებდეს მონასა,
Line: 27  Verse: c        ჩურჩნით ბაგეს ქვეშ, იდუმალ   არვისა გასაგონასა
Line: 28  Verse: d     და   ამის უკეთესს ვინ რას იქმს,   ვის გინდა მოსაწონასა?






Strophe: 69  
Line: 29  Verse: a        პურადობა და გაცემა,   მამაცობა სხვას ყველას სჯობს,
Line: 30  Verse: b        შეხვეწილზედა ნამუსი,   ვინ თავმდაბლა მოაჯეობს,
Line: 31  Verse: c        სახელს ეძებს უზაკველად,   ფიცს არა სტეხს, გამმარჯვეობს,
Line: 32  Verse: d     და   ამის მცოდნეს ესეცა სჭირს,   სამღთოზედანც განამრჯეობს.






Strophe: 70  
Line: 33  Verse: a        სარდლობა, ზავთი სარჯლისა,   დღე და ღამ დაუზარობა,
Line: 34  Verse: b        უწინ სიფრთხილე, გასინჯვა,   სიტყვისა მწვე მიმხვდარობა.
Line: 35  Verse: c        საქმე საქმეზედ რა მიდგეს,   კატათ სჩნდეს უზამბარობა,
Line: 36  Verse: d     და   შემართვა მებრძოლთ თამამად,   წინ წადგომისა დასწრობა.


Page: 11  




Strophe: 71  
Line: 1  Verse: a        რაზმის გაწყობა კარგვარად,   აგრევე ნადირობისა,
Line: 2  Verse: b        სადავე პირ-ჩვილს სხვა უნდა   და სხვაა გამზიდრობისა,
Line: 3  Verse: c        მოხშიროს ტყისა ეწრისა   და კიდევ მინდორობისა,
Line: 4  Verse: d     და   ყოველთა უკეთესია,   ვახ, ცოდნა ერთპირობისა.






Strophe: 72  
Line: 5  Verse: a        ყოვლი ცოდნა ზნეობაა,   საბაითიც რადგან ზნეობს,
Line: 6  Verse: b        ისლარბეჩ მთვარეს კოჩები,   ვინ ოხიჭურ ვარადაობს,
Line: 7  Verse: c        ხელ-ბუჩხობა, კულის გათლა,   ვინ შალაფს ხმარობს, ხარატობს.
Line: 8  Verse: d     და   ისა კარგი ზნეობაა,   ვინც გულით არვის ბოროტობს.






Strophe: 73  
Line: 9  Verse: a        სიბრძნეს ვერ სწორავს ვერა რა,   არც ისე მოსახმარია.
Line: 10  Verse: b        მისი ნაყოფი ბევრია,   ძირი აქვს არ გამხმარია,
Line: 11  Verse: c        სად წახვალთ, თან გამოგყვებათ,   საგზლათაც მგონ სახმარია,
Line: 12  Verse: d     და   სხვა დაგრჩება და ის არა,   გვერთ გახლავს, ცათ კამარია.






Strophe: 74  
Line: 13  Verse: a        უცოდნი კაცი სადა გინდ   უხამსზედ გამამაცდება,
Line: 14  Verse: b        როს მართებს, ვეღარ ივარგებს,   საქმესაც ბევრსა დასცდება,
Line: 15  Verse: c        მუდამ ღინცილობს, მრავალჯერ   ცუდმუდი სიტყვა წასცდება,
Line: 16  Verse: d     და   ცოტახანს თუცა რამ იყოს,   სიბრიყვით მალე წახდება.






Strophe: 75  
Line: 17  Verse: a        სიბრძნე სჯობს, თორემ უთუოდ   ზნეობა ყველა კაია,
Line: 18  Verse: b        მოზღაპრეობაც ივარგებს,   საძილოდ არაკაია,
Line: 19  Verse: c        მინდოდა სხვებიც რამ მეთქვა,   მითხრეს: ეგ კმარა, კაია,
Line: 20  Verse: d     და   თუ გინდა ცოდნა ვინცა თქვა,   დამშლელი მამუკაია.






Strophe: 76  
Line: 21  Verse: a        სხვა ზნე ყველა მობრყვილდება   სენითა თუ დაშავებით,
Line: 22  Verse: b        მარტო დავრჩი უსაჭურვლო,   სულ შიშველი ვის შევებით?
Line: 23  Verse: c        ეს დარჩების სიკვდილამდინ   არც სულ დაუნაშავებით,
Line: 24  Verse: d     და   ვინც იცით და ვინც არ ვიცით,   ცოდვას მაშინც არ ვეშვებით.






Strophe: 77  
Line: 25  Verse: a        პურადი ხარ, შენ სხვასა სთხოვ,   აბა რაღას იპურადებ?
Line: 26  Verse: b        ქვეითი ხარ, ცხენი არ გყავს,   რით იგადრებ ან ირადებ?
Line: 27  Verse: c        დაბერდი და თვალს დაგაკლდა,   მშვილდისარსა რად არ დასდებ?
Line: 28  Verse: d     და   სიბრძნე არის სამუდამო,   სიკვდილამდინ ვერ გააგდებ.






Strophe: 78  
Line: 29  Verse: a        ცხენი არა გყავს, ვერა იქ   რაც სხვაა ცხენთა ზნეობა,
Line: 30  Verse: b        ძალი გაქვს, მრკენალს ვერ შოებ,   თუცა კარგია მხნეობა.
Line: 31  Verse: c        ეს უმჯობეა, ვინ იცის   მღვთის ხვეწნა, მოქენეობა,
Line: 32  Verse: d     და   სიბრძნით მის ალაგს რაც ჰხამდეს,   მის საქმის მომგონეობა.






Strophe: 79  
Line: 33  Verse: a        სიბძნისაც ეგებ ვინმე თქვას:   მსმენი არა მყავს, რავქმნაო,
Line: 34  Verse: b        მაშინ სჯობს, თუ სულ მარტო ხარ,   დაამოს შენი სულთქმნაო,
Line: 35  Verse: c        მას შეგავედროს შესაწყლად,   ვინ ზღვა და ხმელი შექმნაო,
Line: 36  Verse: d     და   ამპარტავანის ვაჟისა   იცის რამ კარგად მოქნაო.


Page: 12  




Strophe: 80  
Line: 1  Verse: a        სამღთო საქმის უმეცარი   ბევრს ავს საქმეს წაადგება,
Line: 2  Verse: b        ეშმაკს ვერას ვერ შეუტყობს,   რა საცთომლად შეადგება,
Line: 3  Verse: c        მერმე მისად საპასუხოდ   კარს მღვთის რისხვა მიადგება,
Line: 4  Verse: d     და   შერცხვება და წაცაწყმდება,   ვეღაროდეს აუდგება.






Strophe: 81  
Line: 5  Verse: a        ეშმაკს მარტო წასაწყმედათ   არ უნდივართ, რად არ იცით?
Line: 6  Verse: b        აქაც უნდა შეგვარცხვინოს   ავის ქმნით და ცრუის ფიცით,
Line: 7  Verse: c        მისის რჩევის ამყოლემან   კარგი ვერა ვერ მოვიცით,
Line: 8  Verse: d     და   თუ ვტყუოდე, გამამტყუნეთ,   ჩემს წინ თავი გარდაიცით.






Strophe: 82  
Line: 9  Verse: a        ვერ ხედავთ, მარტო ჩვენს ჟამში,   რამდენი ავი რამ იქმნა?
Line: 10  Verse: b        რა ცრუ-ფიცობა, რა ზაკვა,   უნამუსობა, რა ლიქნა?
Line: 11  Verse: c        მღვთის შიშის გულით განვარდნა,   ვისგან სულ არსი შეიქმნა,
Line: 12  Verse: d     და   ვეჭვ, აღსასრულიც მოვიდა,   ავისაც ბოლო დაიქნა.






Strophe: 83  
Line: 13  Verse: a        სიბრძნე ის უფრო მტკიცეა,   ვის ოსტატი ჰყავს, ასწავლის,
Line: 14  Verse: b        სამების მცოდინარისა,   არ ახუნების არდავლის,
Line: 15  Verse: c        გულს დაუდებს და ისწავლის,   ბიჭურად კარზედ არ დავლის,
Line: 16  Verse: d     და   წარმართებრ წმასნას არ ჯერა   მობედეთა და არ დავლის.






Strophe: 84  
Line: 17  Verse: a        თუ ოსტატი ვერ იშოოს,   ხელთა იგდოს სამღთო წიგნი,
Line: 18  Verse: b        უნდა ბევრჯელ წაიკითხოს,   შეუიდეს შიგან შიგნი,
Line: 19  Verse: c        ღირღოვანი, ღრმად მეტყველი   ეცადო, რომ სულ შეიგნი,
Line: 20  Verse: d     და   მაშინ სიბრძნის გზა და კვალი   უსათუოდ მალ გაიგნი.






Strophe: 85  
Line: 21  Verse: a        მე ნუ გგონიათ სრულ ბრძენთან   თავს ვდებდე, ანუ თუ ვიყო,
Line: 22  Verse: b        არვინ მყოლია მსწავლელი,   მეთქვას სხვაც, ვიწვრთნა თუ ვიყო,
Line: 23  Verse: c        რაც ვიცი, საღმრთოს წიგნთაგან   მაქვს, სხვათ არვისგან გავიყო,
Line: 24  Verse: d     და   სადამ ცოცხალ ვარ, ვსწავლულობ,   ეს მცნება არ დავივიწყო.






Strophe: 86  
Line: 25  Verse: a        წმინდათა ბრძენთა წერილი   არის ნათლისა ებგური,
Line: 26  Verse: b        სრულ ნათალ თვალთა ნაგები,   არ ურევია აგური,
Line: 27  Verse: c        იქით გიზახის, მიგიწოდს:   "ჰე, ძმაო, თქვენი სადგური,
Line: 28  Verse: d     და   სასუფეველი ზეცათა,   ნუ გსურთ სრულ სტვირი, ჩოგური."






Strophe: 87  
Line: 29  Verse: a        ეს ზნე სჭირს მათსა წერილსა,   ვინ ეცდება და ისწავლის,
Line: 30  Verse: b        მათი ნათქვამი დარჩება   და სხვათა ცუდი ის წავლის,
Line: 31  Verse: c        მას ყურს ნუ უგდებთ ლიქნასა,   ვინ სხვაცა ზაკვა წაავლის,
Line: 32  Verse: d     და   სხვის, ამ სოფლისა რიტორთა,   მგზავსია მტვრისა, ის წავლის.






Strophe: 88  
Line: 33  Verse: a        ყველას რამ ზოგი სრულად იქს   და სიბრძნეს ვერავინაო,
Line: 34  Verse: b        ყველათ რითმ კაცი დაშვრება,   იმით კი არავინაო;
Line: 35  Verse: c        ვის აქვს სადგურად მთაწმიდა,   ეგრეთცა მთავე სინაო,
Line: 36  Verse: d     და   ვერცა იქ მყოფნი სრულ მისწვთენ,   ვერც ბრძენი დეო-ჯინაო.


Page: 13  




Strophe: 89  
Line: 1  Verse: a        სხვას გარდა ეს ვთქვა,რაზედაც   კაცსა გულს განუხურებსა,
Line: 2  Verse: b        ღმერთს დაამონებს, პატრონსა   ერთგულად ამსახურებსა,
Line: 3  Verse: c        სიმართლესა სწვრთნის ყოველთა,   სიცრუეს ვინ უყურებსა,
Line: 4  Verse: d     და   შფოთსა დაუშლის, დაათმობს   ავპირად ვინ უხუმრებსა.






Strophe: 90  
Line: 5  Verse: a        საფუძვლად ღვთის შიშს დაუდებს,   ზედ სიყვარულსა აუგებს,
Line: 6  Verse: b        ღმერთსა ცხოველსა დაამონს,   სხვას კერპსა არვის არ უგებს,
Line: 7  Verse: c        გზას აპოვნინებს შეცთომილს,   სიბნელეს ნათლად გაუგებს,
Line: 8  Verse: d     და   კარგ საქციელად ამყოფებს,   დააშლევინებს აუგებს.






Strophe: 91  
Line: 9  Verse: a        უდებსა ლოცვად აღადგენს,   მცონარსა გაამოღვაწებს,
Line: 10  Verse: b        ღვთის სათნოების ისარზედ   ფრთედ მაგრა სწორად დააწებს,
Line: 11  Verse: c        ვის ჭირი იპყრობს, ტკბილადრე   მოსასვენებლად დაარწებს,
Line: 12  Verse: d     და   ვინ დაუჯერებს, ამას ჰყოფს,   თორემ დააყრის მას ბრაწებს.






Strophe: 92  
Line: 13  Verse: a        ცოდვილს მოაქცევს მართალს გზას,   ცდომილსა მის განდგომილით,
Line: 14  Verse: b        კაცს განსაცდელსა მადლობით   მიათვლევინებს დუმილით,
Line: 15  Verse: c        მას დაანახვებს, ვინ არის   ვერვისგან ვერ მიწდომილით.
Line: 16  Verse: d     და   პეშვით არ კმარა სასმელად,   ვის გწყურის, მიდით, სუ მილით.






Strophe: 93  
Line: 17  Verse: a        ჯაბანს გაამხნობს, ხდალს კაცსა   მგონივარ გაამამაცებს,
Line: 18  Verse: b        ანჩხლს დაატკბობს და განსწავლის   სულელსა კაცსა და უცებს,
Line: 19  Verse: c        ბრძენს კიდევ სიბრძნეს შესძინებს,   ბევრს შეუმატებს ბრიყვს ხუცებს,
Line: 20  Verse: d     და   მოწყენილს დიაღ უკუჰყრის,   სამუდმოდ არ გააბუცებს.






Strophe: 94  
Line: 21  Verse: a        ამხანაგის სიყვარული   კარგია და მოუმატებს,
Line: 22  Verse: b        დაამშვიდებს, დაამდაბლებს,   აღარავის აამაყებს,
Line: 23  Verse: c        სიტყვა მცდარსა დაადუმებს,   ვინ ეწყობა სიტყვა როყებს?
Line: 24  Verse: d     და   იმას დია მოუხდება,   ყმაწვილობით ვინ იბრიყვებს.






Strophe: 95  
Line: 25  Verse: a        ვინ ძნელ საქმეს დაბმულიყო,   უადვილებს გასაჭირსა,
Line: 26  Verse: b        ცოდვის თოკით მაგრა შეკრულს   მოცაუშვებს მოსაჭირსა,
Line: 27  Verse: c        სევდა-ნაღველს განუქარვებს,   უმსუბუქებს სენს და ჭირსა,
Line: 28  Verse: d     და   ამას გარდა სხვა მრავალი   კიდევ ბევრი კაი სჭირსა.






Strophe: 96  
Line: 29  Verse: a        აწ სიბრძნეს უნდა ღვთის შიშის   შემსჭვალვა, მაგრა ქონება,
Line: 30  Verse: b        ვინ უამისოდ აჰყვება,   ეშმაკისაა მონება,
Line: 31  Verse: c        ქრისტე მოირთე მის მცველად,   მას დაამონე გონება,
Line: 32  Verse: d     და   თორ უამისოდ ცუდია,   იქნება მართ მამონება.






Strophe: 97  
Line: 33  Verse: a        ნუ გეშინიათ, არ გიშლით,   სოფელი ნურვის გინდაო,
Line: 34  Verse: b        ცოლი და შვილი, მამული,   ძმა სახლისკაცი გინ დაო,
Line: 35  Verse: c        აბრამსაც ყონდა და ჰქონდა,   ღვთის სიტყვას მოისმენდაო,
Line: 36  Verse: d     და   თორემ უმისოს საქმესა   რასაც იქ დაინანდაო?


Page: 14  




Strophe: 98  
Line: 1  Verse: a        რასაც შვრებოდეთ სიმართლით,   ღვთის სადიდებლად იქმოდით,
Line: 2  Verse: b        სად კაი საქმე ისმოდეს,   ცუდი გაუშვით, იქ მოდით,
Line: 3  Verse: c        რა შეიმატოთ, რა ირგოთ,   სულ ხმით ყვირილით იქმოდით?
Line: 4  Verse: d     და   თვარა ყოველმან სიცრუვე   იზღვიოთ, მწარის იქ მოდით.






Strophe: 99  
Line: 5  Verse: a        არ ვიცით მოაქვს წამს რა და   ან თვალის დახამხამებას,
Line: 6  Verse: b        დილა, სადილობ, შუადღე,   სამხარს, და ან დაღამებას,
Line: 7  Verse: c        აქა-იქით სამ სიარულს,   სასჯელსა, კბლავ დახამებას,
Line: 8  Verse: d     და   მწუხარებას და გლოვასა,   უმჯობეს მას გახარებას.






Strophe: 100  
Line: 9  Verse: a        ამად დავშურდი სიბრძნესა,   მისი ვარ ესრეთ მკობარი,
Line: 10  Verse: b        არ დამრჩეს თუ რამ ვიცოდე   სხვისაგან შეუტყობარი,
Line: 11  Verse: c        სხვათაც მოუწოდ სასწავლოდ,   ვარ მათი მაღლად მხმობარი,
Line: 12  Verse: d     და   ვერავინ მოვრჩეთ სოფელსა   ცრუს ლახვარ-დაუსობარი.






Strophe: 101  
Line: 13  Verse: a        საქართველოში იტყვიან   სამასსამოცდახუთსაო
Line: 14  Verse: b        ზნეობას, სხვას არ აგდებენ   ქვეყნისას თუ არ მათსაო,
Line: 15  Verse: c        აქაური რამ ყველანი   ვთქვი, ვერვინ დამიხუთსაო,
Line: 16  Verse: d     და   ეს დაუცს, მაგრამ მე ვგონებ   უფრო ბევრს ხუთათასაო.






Strophe: 102  
Line: 17  Verse: a        თუ კაცის ფიქრი საერთოთ   ერთ რასმე შემოკრბებისა,
Line: 18  Verse: b        ქვეყანა გაიზომება   გარ ზღვაში ჭალაკებისა,
Line: 19  Verse: c        ან დავლა ვისმე ძალუძეს   მთების და სულ ვაკებისა,
Line: 20  Verse: d     და   მაშინ შეიძლოს ამას გარდ   სულ მოთვლა ზნეობებისა.






Strophe: 103  
Line: 21  Verse: a        ბევრი კაცი იმიზეზებს:   არა მყონდა მომვლელიო,
Line: 22  Verse: b        ზნეობა რამ დამესწავლა   ხარისხ-ხარისხ ამვლელიო,
Line: 23  Verse: c        ახლა რაღა პასუხი გაქვსთ,   აი თქვენი მსწავლელიო!
Line: 24  Verse: d     და   ვინ არ იწვრთნა, მალმც მოჰკვდები,   ნუხარ ხანის წამვლელიო.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.