GNC
Text collection: VT 
Biblia Judaica Georgica

Bereshit

Fragmentary text version by Rabi Šalom Xeni

as edited in
Reuven Enoch,
Tavsili - The Traditional Oral Translation
of the Bible in Judeo-Georgian.
A Critical Edition of Genesis.
Pt. 1: The Text,
Jerusalem 2008
(Publication of the Hebrew University Jewish Oral Tradition Research Center, 28)

electronically prepared Reuven Enoch,
Jerusalem 2008;
GNC version by J. Gippert,
Frankfurt a/M, 25.4.2014




Book: Gen. 
ბერეშით
   
რაბი შალომ ხენის მიხედვით


Chapter: 1 
ფარაშათ ბერეშით (1:1-2:3)


Verse: 1    1*პირველად გააჩინა ღმერთმა იგი მცები და იგი ქვეყანა.

Verse: 2    
და იგი ქვეყანა იყო ცუდი და ცარიელი, სიბნელე სუფევდა ზედა პირსა უფსკრულისასა. და ქარი ღმერთისა ქროლავდა ზედა პირსა წყლისასა.

Verse: 3    
და ბრძანა ღმერთმა: იქნეს სინათლე და შეიქნა სინათლე.

Verse: 4    
და დაინახა ღმერთმა, იგი სინათლე რომ კარგი იყო, და გაჰყო ღმერთმა შუა სინათლესა და შუა იმა სიბნელესა.

Verse: 5    
და დაარქვა ღმერთმა სინათლეს დღე და სიბნელეს დაარქვა ღამე. და იყო საღამო და იყო დილა დღე ერთი2*.

Verse: 6    
და ბრძანა ღმერთმა: იქნეს სამყარო შუა წყალში, და იქნეს გამყოფლად შუა წყალსა და თანა წყალსა.

Verse: 7    
და გააკეთა ღმერთმა იგი სამყარო და გაჰყო3* შუა წყალსა, რომ ქვევით სამყაროსა, და შუა წყალსა, რომ ზევით სამყაროსა. და იყო ეგრეთ.

Verse: 8    
და დაარქვა ღმერთმა სამყაროს მცები. და იყო საღამო და იყო დილა დღე მეორე.

Verse: 9    
და ბრძანა ღმერთმა: შეიკრიბოს იგი წყლები ქვენით მცებსა იმ ადგილსა ერთსა, და გამოჩდეს იგი ხმელეთი. და იყო ეგრეთ.

Verse: 10    
და დაარქვა ღმერთმა ხმელეთს ქვეყანა, შეკრებილ წყლებსა დაარქვა ზღვები. და დაინახა ღმერთმა, რომ იყო კარგი.

Verse: 11    
და ბრძანა ღმერთმა: გამოიტანოს ქვეყანამ ბალახი4*, მათესლებელი თესლისა, ხე იყოს ნამყოფი, გამკეთებელი ნამყოფისა გვარით მისითა, მომთესლი მისი მასში იყოს ზედა ქვეყანაზედა. და იყო ეგრეთ.

Verse: 12    
და გამოიტანა იმა ქვეყანამ მწვანილი5*, მათესლებელი თესლისა თანაგვარებით მათითა; ხე იყო გამკეთებელი ნამყოფისა, მომთესლი მისი მასში იყო თანა-გვარით მისითა. და დაინახა ღმერთმა, რომ იყო კარგი.

Verse: 13    
და იყო საღამო და იყო დილა დღე მესამე.

Verse: 14    
და ბრძანა ღმერთმა: იქნეს მანათლობლები სამყაროსა იმათ მცებისასა გასაყოფლად შუა დღესა და შუა იმა ღამესა, და იქნეს ნიშნებად და კაი დღეებად და დღეებად და წელიწადებად.

Verse: 15    
და იქნეს მანათლობლებად სამყაროსა იმა მცებისასა გასანათლებლად ზედა ქვეყანაზედა. და იყო ეგრეთ.

Verse: 16    
და გააკეთა ღმერთმა იგი ორი მანათლობლები დიდები: იგი მანათლობელი დიდი საუფროსოდ დღისათვის და იგი მანათლობელი პატარა საუფროსოდ ღამისათვის, და იგინი ვარსკვლავები.

Verse: 17    
და მიცა ისინი ღმერთმა სამყაროსა იმა მცებისასა გასანათლებლად ზედა დედამიწაზედა.

Verse: 18    
და სასუნტლოდ დღისითა და ღამითა და გასაყოფლად შუა იმა სინათლესა და შუა იმა სიბნელესა. და დაინახა ღმერთმა, რომ იყო კარგი.

Verse: 19    
და იყო საღამო და იყო დილა დღე მეოთხე.

Verse: 20    
და ბრძანა ღმერთმა: მოიძიონ იმა წყლებმა ძრომიელი სული ცოცხალი, და ფრინველმა იფრინოს ზედა ქვეყანაზედა ზედა პირსა სამყაროსა იმა მცებისასა.

Verse: 21    
და გააჩინა ღმერთმა იგი გველეშაპები დიდები და იგი ყოველი სული ცოცხალი, რომელიც მძრომიელობდა, რომ მოიძლია იმა წყლებმა თანაგვარებით მათითა, და იგი ყოველი ფრინველი ფრთოსანი თანაგვარებით მათითა. და დაინახა ღმერთმა, რომ იყო კარგი.

Verse: 22    
და დააკურთხა ისინი ღმერთმა ამნაირათ: გაფუვდით და გამრავლდით და აამსოს იმა წყლებმა შინა ზღვებშიდა და იგი ფრინველი გამრავლდეს ქვეყანაზედა.

Verse: 23    
და იყო საღამო და იყო დილა დღე მეხუთე.

Verse: 24    
და ბრძანა ღმერთმა: გამოიტანოს იმა ქვეყანამ სული ცოცხალი თანაგვარით მისითა, პირუტყვი და მძრომიელე და მხეცი ქვეყნისა გვარით მისითა; და იყო ეგრე.

Verse: 25    
და გააკეთა ღმერთმა იგი მხეცი იმა ქვეყნისა თანაგვარით მისითა და იგი პირუტყვი თანაგვარით მისითა და იგი მძრომიელე დედამიწისა თანაგვარით მისითა, და დაინახა ღმერთმა, რომ იყო კარგი.

Verse: 26    
და ბრძანა ღმერთმა: გავაკეთოთ იგი ადამიანი ყალიბით მისითა, ვითარცა მგზავსიერობით ჩვენითა, და ისუნტლოს თევზებსა ზღვებისას და მფრინველსა მცებისას და ყოველ ქვეყანაზე და ყოველ მძრომიელეზე, რომელიც მძრომიალობს ზედა ქვეყანაზედა.

Verse: 27    
და გააჩინა ღმერთმა იგი ადამიანი ყალიბით მისითა; სახითა ღმერთითა გააჩინა ისინი, ვაჯი და ქალი6* გააჩინა ისინი.

Verse: 28    
და დააკურთხა ისინი ღმერთმა და უბრძანა მათ ღმერთმა: გაფუვდით და გამრავლდით და აამსევით იგი ქვეყანა და დაიპყარით ის; და ისუნტლეთ თევზებსა ზღვებისას და ფრინველსა მცებისას და ყოველ ხეცსა, რომელიც ძრომიელობს ზედა ქვეყანაზედა.

Verse: 29    
და უბრძანა ღმერთმა: ესერა მამიცია მე თქვენთვის იგი ყოველი ბალახი მათესლებელი თესლისა, რომ ზედა პირსა ყოველი ქვეყნისასა, და იგი ყოველი ხეხილი, რომ არის მასში ნამყოფი ხისა მათესლებელი თესლისა, თქვენთვის იქნეს საჭმელად.

Verse: 30    
და ყოველი მხეცებისა იმა ქვეყნისათვის და ყოველი ფრინველებისა მცებისათვის და ყოველი მძრომიელისა ქვეყანაზედა, რომ მასში არის სული ცოცხალი, იგი ყოველი მწვანილი ბალახისა7*ათანა-საჭმელად. და იყო ეგრე.

Verse: 31    
და ნახა ღმერთმა იგი ყოველი8*, რომ გააკეთა, რომ კარგი იყო ნამეტანად. და იყო საღამო და იყო დილა დღე მეექვსე.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 3.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 25.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.