TITUS
Biblia judaica georgice, versio 2
Part No. 3
Previous part

Chapter: 12 
ფარაშათ ლეხ-ლეხა (ბერეშით 12:1-13; 17:7-14)



Verse: 1    და უბრძანა უფალმან იმას აბრამსა: წადი შენ შენთვის ქვეყნის შენისაგან და იმის სამშობლო შენისაგან და მის ოჯახისა მამიშენისაგან იმ ქვეყანასა, რომ გაჩვენო შენ.

Verse: 2    
და შეგქმნი შენ ერად დიდად და გაკურთხებ შენ და გავადიდებ სახელსა შენსა და იქნები კურთხეული.

Verse: 3    
და ვაკურთხებ მაკურთხებელსა შენსა და მაწყევარსა შენსა დავწყევლი; და იკურთხებიან შენითა ყოველი ნათესავები19* დედამიწისა.

Verse: 4    
და წავიდა აბრამი, როგორც უბრძანა მას უფალმა, და წავიდა მასთან ლოტი. და აბრამი შვილი ხუთი წლისა და სამოზდაათი წლისა შინა გასვლასა მისსა იმის ხარანისაგან.

Verse: 5    
და წაიყვანა აბრამმა სარაი, მეუღლე მისი, და იგი ლოტი, შვილი ძმის მისისა, და იგი ყოველი ქონება, რომელიც შეიძინეს, და იგი სული, რომელიც შექნეს ხარანში. და გამოვიდნენ20* წასავალად ქვეყანასა ქენაყანისას. და მივიდენ ქვეყანასა ქენაყანისას.

Verse: 6    
და გადიარა აბრამმა იმ ქვეყანაზედა ვიდრე ადგილი შეხემი, სადაც ვიდრე ელემორემდის. და ქენაყანიმელი ალტ21* მაშინ ცხოვრობდა იმ ქვეყანაზედ.

Verse: 7    
და გამოეცხადა უფალი აბრამსა22* და უბრძანა: თანა შვილ-მამავალსა შენსა მივცემ იმა ქვეყანასა ამასა. და ააშენა იქ სამწირველო წინაშე უფალსა, რომელიც გამოეცხადა იმათ მისა.

Verse: 8    
და გადინაცვლა იქიდან მთაზედა აღმოსავლეთით ბეთ-ელში და გასწვადა მისი კარავი. ბეთ-ელი იყო იმის ღისაგან23* და ყალი იყო მის აღმოსავლეთით. და ააშენა იქ სამწირველო წინაშე უფალსა, დაარქვა სახელი გამჩენისა.

Verse: 9    
და აიყარა აბრამი, წასვლით მიდიოდა და მგზავრობდა ნეგებისკენ.

Verse: 10    
და იყო შიმშილი დედამიწაზედა24*. და ჩაბრძანდა აბრამი მიცრაიმშიდა საცხოვრებლად25* იქა, რომ დამძიმებულიყო შიმშილი ერეცშიდა.

Verse: 11    
და იყო, როცა მიუახლოვდა მისავალათ მიცრაიმსა, და უბრძანებს იმათ სარასა, ცოლსა მისსა: ჰაგერ, ვიცი მე, და გეხვეწები, რომ ქალი მშვენიერი სანახავი26* ბრძანდები შენ.

Verse: 12    
და იქნება, როცა დაგინახავენ შენ მიცრაიმელები, დაიძახებენ, ეს არი მისი ცოლიო, და მომკლამენ მე და შენ კი გაცოცხლებენო.

Verse: 13    
თქვი ჩემზე, გეხვეწები, როგორც ჩემი და ხარ, გულისათვის მისიკეთოვნე გულის შენისათვის, და გადარჩეს და იცოხლოს სულმა ჩემმა შენი გულისთვის.





Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 2.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 25.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.