GNC
Text collection: VT 
Biblia Judaica Georgica

Bereshit

Fragmentary text version by Rabi Simon Elišaq̇ašvili

as edited in
Reuven Enoch,
Tavsili - The Traditional Oral Translation
of the Bible in Judeo-Georgian.
A Critical Edition of Genesis.
Pt. 1: The Text,
Jerusalem 2008
(Publication of the Hebrew University Jewish Oral Tradition Research Center, 28)

electronically prepared Reuven Enoch,
Jerusalem 2008;
GNC version by J. Gippert,
Frankfurt a/M, 25.4.2014




Book: Gen. 
ბერეშით
   
(ბერეშითის ფრაგმენტები რაბი სიმონ ელიშაყაშვილის მიხედვით)


Chapter: 1 
ფარაშათ ბერეშით (ბერეშით 1:1-2:3)


Verse: 1    პირველად გააჩინა ღმერთმა იგი მცა და იგი ქვეყანა1*.

Verse: 2    
და იგი ქვეყანა2* იყო ცუდი და ცარიელი, და სიბნელე ზედა პირსა უფსკრულისასა, და ქარი ღმერთისა უბერავდა ზედა პირსა იმის წყლისასა.

Verse: 3    
და ბძანა ღმერთმან: იქნეს შუქი3*; და შეიქნა სინათლე.

Verse: 4    
დაინახა ღმერთმა, იგი შუქი რომ კარგი იყო, და გაყო ღმერთმა შუა იმას შუქსა და შუა იმას სიბნელესა.

Verse: 5    
დაარქვა ღმერთმა შუქსა დღე და სიბნელესა დაარქვა ღამე. და იყო საღამო და იყო დილა დღე პირველი.

Verse: 6    
და ბრძანა ღმერთმა: იქნეს სამყარო შუაგან წყალშიდა, და იყვეს გამყოფრად შუა წყალსა და წყალსა.

Verse: 7    
და გააკეთა ღმერთმა იგი სამყარო და გაყო შუა მიწისქვეშეთ სამყაროსა და შუა იმა წყალსა, რომ მის ზევით სამყაროსა; და იყო ეგრეთ.

Verse: 8    
დაარქვა ღმერთმა სამყაროსა მაღლაურსა მცა. და იყო საღამო და იყო დილა დღე მეორე.

Verse: 9    
და ბძანა ღმერთმან: შეიკრიბოს იმა წყლებმა ქვეშეთ იმა მცასა იმათ ადგილსა ერთსა და გამოჩდეს იგი ხმელეთი. და შეიქმნა ეგრე.

Verse: 10    
და დაარქვა ღმერთმა ხმელეთსა დედამიწა და შეკრებულებსა წყლისასა დაარქვა ზღვები. დაინახა ღმერთმან, რომ კარგი იყო.

Verse: 11    
და ბძანა ღმერთმა: მოიძრიოს დედამიწამ ბალახი ყოველგვარი თესლებითა4*, მათესლებელი თესლისა, ხე ნაყოფიერი, მქნელი ნაყოფისა თავის გვარით მისითა, რომ თესლი მისი იყოს მას ზედა, ზედა იმას დედამიწაზედა. და შეიქნა ეგრე.

Verse: 12    
და გამოიტანა დედამიწამ ბალახი, თესლი მათესლებელი თავის გვარით მისითა, და ხე, მქმნელი ნაყოფისა, რომ თესლი მისი იყო5* თანაგვარის მისითა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

Verse: 13    
და იყო საღამო და იყო დილა დღე მესამე.

Verse: 14    
და ბძანა ღმერთმან: იქნეს მანათობელი შინა სამყაროსა6* ის მცისასა, გამყოფლად შუა დღესა და შუა იმა ღამესა, და იქნეს ნიშნებად და კაი დღეებათ, დღეებათ და წელიწადებათ.

Verse: 15    
და შეიქმნეს გასანათებლად შინა სამყაროსა იმის მცისასა გასანათებლად დედამიწაზედა. და შეიქნა ეგრე.

Verse: 16    
და შექმნა ღმერთმა ორი მანათობელი დიდები: ერთი7* მანათობელი დიდი იყო მოსუნტლო8* დღე და იგი მანათობელი პატარა მოსუნტლედ9* ღამე, და იგი ვარსკვლავები.

Verse: 17    
და მისცა ღმერთმა ისინი წინა სამყაროსა იმ მცისასა გასაშუქებლად დედამიწაზედა.

Verse: 18    
და სასუნტლოდ10* დღე და ღამითა და გამყოფად შუა სინათლესა და შუა იმა სიბნელესა. და დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

Verse: 19    
და იყო საღამო და იყო დილა დღე მეოთხე.

Verse: 20    
და ბძანა ღმერთმან: ამოიძლიოს იმა წყალმა მაძრომალე სულისა ცოცხლისა, და ფრინველმა იფრინოს ზედა დედამიწაზედა ზედა პირსა სამყაროსა იმის მცისასა.

Verse: 21    
და გააჩინა ღმერთმა იგი თევზები დიდები და იგი ყოველი სულიერი ხეცისა, რომელი იგი მაძრომალე, რომელიც ამოძვრება იმა წყალშიდა, თანა-გვარით მისითა, და იგი ყოველი მფინველი ფრთოსანი გვარით მისითა. და დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

Verse: 22    
და აკურთხა ღმერთმა ისინი ამნაირათ: გაფუვდით და გამრავლდით და აამსეთ იგი წყლები წინა წყლებშიდა და მფრინველმა გამრავლდეს დედამიწაზედა.

Verse: 23    
და იყო საღამო და იყო დილა დღე მეხუთე.

Verse: 24    
და ბძანა ღმერთმან: გამოიტანოს იმა ქვეყანამა სულიერი ხეცები თანაგვარის მისითა, ცოცხალი არსება, პირუტყვი და ქვეძრომალი და ხეცები დედამიწისა თანაგვარის მისითა, და შეიქნა ეგრე.

Verse: 25    
და გააკეთა ღმერთმან იგი მხეცები დედამიწისა თანაგვარის მისითა და იგი პირუტყვები თანაგვარის მისითა და ყოველი მაძრომალე დედამიწისა თანაგვარის მისითა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

Verse: 26    
და ბძანა ღმერთმან: შევქმნათ11* ადამიანი ჩვენი მსგავსებითა და ჩვენი სახითა12*, და იუფროსონ თევზებსა ზღვისასა და მფრინველებსა მცისასა და პირუტყვებსა და ყოველ დედამიწაზედა და ყოველ მაძრომალესა, რომელიც ამოძრავდება13* ზედა დედამიწაზედა.

Verse: 27    
და გააჩინა ღმერთმა იგი ადამიანი მსგავსებით მისითა, ცელიმითა ღმერთითა გააჩინა ისინი: ვაჟი და ქალი.

Verse: 28    
და აკურთხა ღმერთმა ისინი და უბძანა მათ ღმერთმან: გაფუვდით და გამრავლდით და აავსეთ იგი დედამიწა და იუფროსეთ თქვენ და დაიპყარით ისა. და მოიძრიონ თევზებმა ზღვისამან და მფრინველებმან მცისამან და ყოველმა მხეცებმა, რომელიც არიან მაძრომალე დედამიწაზედა.

Verse: 29    
და უბძანა ღმერთმა: აგერ, მოგეცით მე თქვენ იგი ყოველი ბალახი, მათესლებელი თესლისა, რომენიც რომ ზედა პირსა მთელი ქვეყნისასა, და იგი ყოველი ხე, რომელიც არის მასში ნაყოფი ხესა14*, მათესლებელი თესლისა, თქვენთვის იქნეს საჭმელათ.

Verse: 30    
და ყოველი მხეცი დედამიწისა და ყოველი მფრინველი ცისა15* და ყოველი მაძრომალე დედამიწაზედა, რომელშიაც არის მათში სული ცოცხლიერი, იგი ყოველი ბალახი ამობუზებული16* საჭმელათ. და იყო ეგრე.

Verse: 31    
დაინახა ღმერთმა იგი ყველაფერი, რაც რომ შექმნა, და იყო კარგი17* მეტისმეტად. და იყო საღამო და იყო დილა დღე მეექვსე.



Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 2.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 25.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.