TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 4
Previous part

Chapter: 4 
Verse: 1    და ადამიანმა იცნო იგი ხავა, ცოლი მისი, და დაფეხმძიმდა და დეებადა იგი კაინი. და თქვა: მოვიხელთე მე კაცი იმის უფლისა.

Verse: 2    
და მოუმატა თანა-საშობრად იგი ძმა მისი აბელი. და იყო ებელი მწყემსი ცხვარისა და კაინი იყო მუშა მიწისა.

Verse: 3    
და იყო იმის ბოლოს დღეებისას, და მოიტანა კაინმა იმის ნაყოფისა მიწისაგან ძღვენი წინაშე გამჩენსა.

Verse: 4    
და ებელმაც მოიტანა კვლავ-დე იმან იმის უფროსებისა ცხვრების მისისაგან და იმის სიმსუქნის28* ქონის მათისაგან. და უყაბულა უფალმან იმათ ებელსა და იმათ ძღვენსა მისა.

Verse: 5    
და იმათ კაინსა და იმათ ძღვენსა მისა არ იყაბულა. და ეწყინა კაინსა მეტად და ჩამოვარდენ პირი მისი.

Verse: 6    
და უბრძანა უფალმან იმათ კაინსა: რატომ გეწყინა შენ და რატომ დავარდა პირი შენი?

Verse: 7    
აგერ თუმც სიკეთე, გეპატიება; და, თუც არა29* სიკეთე, კარებზე ცოდვა წევს; და იმათ შენსა ნატვრა მისი და შენ იუფროსებ შინა მისსა.

Verse: 8    
და მოახსენა კაინმა იმათ ებელსა, ძმასა მისა, და იყო შინა ყოფნასა მათსა მინდორშიდა, და ადგა კაინი იმათ ებელსა, ძმასა მისა, და მოკლა ის.

Verse: 9    
და უბრძანა უფალმან იმათ კაინსა: სად არი ებელი, ძმა შენი? და მოახსენა: არ ვიცი მე, იგი ყარაული ძმის ჩემისა მე?!

Verse: 10    
და უბრძანა: რა ქენი შენ? ხმა სისხლის ძმისა შენისა კივიან იმათ ჩემსა იმის მიწისაგან.

Verse: 11    
ახლა წყეულს შენ იმისა დედამიწისაგან, რომ გახსნა იგი პირი მისი ასაღებად30* იგი სისხლი ძმის შენისა იმის ხელის შენისაგან.

Verse: 12    
ნამეტურ გადაივლი იმათ დედამიწასა, არ მოუმატებ მისაცემლად ძალის მისისათვის შენთვის, და წყეულად და გადავარდნილად შეიქნები ქვეყანაზედა.

Verse: 13    
და მოახსენა კაინმა იმათ უფალსა: დიდია ბრალი ჩემი იმის აზიდვისაგან.

Verse: 14    
ესერა გამაგდე შენ მე დღეს იმის ზევით პირისა დედამიწისაგან და იმის პირის შენისაგან დავიმალები. და შევიქენი მე წყეულად და გადავარდნილად ქვეყანაზედა, და იქნება ყოველი მპოვნელი ჩემი და მამკლამს მე.

Verse: 15    
და უბრძანა მას უფალმა: ამიტომ ყოველი მამკვლელი კაინისა სამოზდაათ31* დარას იარსებებს; და დაუდვა უფალმა კაინსა ნიშანი თანა-არ-საცემლად ისი ყოველი მპოვნელის მისისათვის.

Verse: 16    
და გამოვიდა კაინი იმის წინაშე უფლისაგან და დაჯდა ქვეყანასა ნოდისას აღმოსავლეთით ბაღჩასა.

Verse: 17    
და შეიცნო კაინმა იგი ცოლი მისი და დაფეხმძიმდა და დეებადა იგი ხანოხი; და იყო ამშენებელი ქალაქისა და დაარქვა სახელი იმა ქალაქსა როგორც სახელი შვილისა მისისა _ ხანოხ.

Verse: 18    
და დეებადა ხანოხსა იგი ყირადი და ყირად დეებადა იგი მეხუიაელი და მეხიაელ დეებადა იგი მეთუშაელი, და მეთუშაელ დეებადა იგი ლამეხი.

Verse: 19    
და შეირთო მისთვის ლემეხმა ორი ცოლები: სახელი ერთისა აღადა და სახელი მეორესი ცილა.

Verse: 20    
და დეებადა ადასა იგი იაბალი, ის იყო მამა მჯდომი კარავსა და ჯოგსა.

Verse: 21    
და სახელი ძმის მისისა იუვალი, ის იყო მამა ყოველი დამჭირავებისა ქინორისა და ყუგაბისა32*.

Verse: 22    
და ცილას კვლავ-დე იმას დეებადა იგი თუბალ-კაინი, მოგლესავი ყოველი ოსტატი სპილენძისა და რკინისა, და და თუბალ-კაინისა ნაამა.

Verse: 23    
და უბზანა ლემეხმა ცოლებსა მისსა: ადა და ცილა, მოისმინეთ ხმა ჩემი, ცოლებო ლემეხისაო, მოისმინეთ ბძანება ჩემი! რამეთუ კაცი მოვკალი მე რწყულებით ჩემითა და ყმაწვილი მოვკალი მე დაკოდვით ჩემითა.

Verse: 24    
რამეთუ შვიდ დარას იარსებებს კაინი და ლემეხი სამოზდაჩვიდმეტ დარასა.

Verse: 25    
და შეიცნო ადამიანმა კიდევ იგი ცოლი მისი და დეებადა შვილი და დაარქვა იგი სახელი მისი შეთი, რამეთუ დამიგვანა ღმერთმან თესლი სხვა ქვეშეთ ებელსა, რომ მოკლა ის კაენმა.

Verse: 26    
და შეთსა კვლავ-დე იმას დეებადა შვილი და დაარქვა სახელი მისი ენოშ. მაშინ დაიწყო თანა-სალოცავად33* სახელი უფლისა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.