TITUS
Sakitxavi cigni I-II
Part No. 2
Previous part

Text: Mir._Cosm.Dam.  
Page of edition: 48  
Ms. page: G_100v 
Line of edition: 1   ჴსენებაჲ წმიდათა კოზმან და დამიანეთაჲ,
Line of edition: 2  
საქმენი და საკჳრველებანი1 მათნი


Line of edition: 3   ივლისსა ი̂თ და ოკდონბერსა ი̂ზ


Line of edition: 4        ოჳფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მეუფებასა ყოველნი ცთომანი და ეშმაკთ-მსახურებანი
Line of edition: 5     
დაჰჴსნდეს მის მიერ.

Line of edition: 6        
იყო ვინმე ჟამთა მათ დედაკაცი ღმრთის-მსახური და მოშიში უფლისაჲ, რომელსა
Line of edition: 7     
[2] სახელი ერქუა3 Ms. page: G_101r  თევდოტე. ესე არა დააკლდებოდა ყოველთა დღეთა
Line of edition: 8     
ცხორებისა მისისათა სათნოებასა, რამეთუ ვიდოდა იგი ყოვლადვე ღმრთის-მსახურებასა
Line of edition: 9     
ზედა და სიწმიდესა და ღმრთისა გულისჴმის-ყოფასა და მცნებასა ქრისტჱსსა
Line of edition: 10     
აღასრულებდა.

Line of edition: 11        
ამას გამოჴდეს წმიდანი ესე კოზმან და დამიანე. და ვითარ იშვნეს იგინი,
Line of edition: 12     
პოხდა მათ ნეტარი თეოდოტე ყოვლადვე ღმრთის-მსახურებით და სიწმიდით ჰზრდიდა
Line of edition: 13     
მათ, ასწავებდა მათ წიგნთა საღმრთოთა.

Line of edition: 14        
ხოლო მათ ისწავეს სულისა წმიდისა მიერ კურნებაჲ და მეცნიერებაჲ და
Line of edition: 15     
ვითარცა ევანგელესა წერილ არს, ყოველთა სნეულთა და უძლურებათა განჰკურნებდეს
Line of edition: 16     
არა ხოლო თუ კაცთა, არამედ პირუტყუთა საცხოვართაცა. და ამათ
Line of edition: 17     
ზედა აღესრულებოდა სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ: კაცსა და საცხოვარსა
Line of edition: 18     
აცხოვნებ შენ[4], უფალო. და ვნებულთა რომელთა ჰკურნებდეს წმიდანი კოზმან და
Line of edition: 19     
დამიანენი, ესე არს, ბრმათა სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა
Line of edition: 20     
მიჰმადლებდეს ნათელსა, მკელობელთა ავლინებდეს, ღრეკილთა განაცოცხლებდეს,
Line of edition: 21     
ეშმაკთა განასხმიდეს და ყოველსავე სენსა, რომელი ჴორცთა შინა იყო კაცთასა,
Line of edition: 22     
განჰკურნებდეს მადლითა მით, რომელი-იგი მოცემულ იყო მათა სახარებისაგან,
Line of edition: 23     
ჰკურნებდეს ესრეთ: არავისგან რასა მოიღებდეს, არცა მდიდრისაგან და არცა
Line of edition: 24     
გლახაკისაგან, არამედ ყოვლადვე აღთქუმასა მაცხოვრისასა აღასრულებდეს, ვითარცა-იგი
Line of edition: 25     
თქუა: უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდცა მისცემდით.

Line of edition: 26        
და იყო მათ ჟამთა ოდენ დედაკაცი ვინმე, რომელი მარადის სნეული იდვა ცხედარსა
Line of edition: 27     
ზედა, რომელსა სახელი ერქუა Ms. page: G_101v  პალადია. და მან ყოველი საფასე მისი
Line of edition: 28     
წარაგო, და ვერვინ სარგებელ ეყო, რომელნი ჰკურნებდეს მას მკურნალნი. და
Line of edition: 29     
ვითარცა ესმა დედაკაცსა მას კურნებაჲ იგი და ლხინებაჲ, რომელსა-იგი იქმოდე
Line of edition: 30     
კოზმან და დამიანე, მაშინ სარწმუნოებით მიავლინა მათდა და ევედრა, რაჲთა
Page of edition: 49   Line of edition: 1     
იხილონ იგი. ხოლო წმიდათა მათ მონათა ღმრთისათა კოზმან და დამიანე ვითარ
Line of edition: 2     
იხილეს სარწმუნოებაჲ იგი მისი, გულს-მოდგინედ მივიდეს იგინი და კურნება-ყვეს
Line of edition: 3     
მისა მიმართ.

Line of edition: 4        
და ვითარ ცნა დედაკაცმან მან რამეთუ კურნებითა მათითა და მისლვითა
Line of edition: 5     
მათითა ელხინა მას, ქებაჲ მისცა ღმერთსა, რომელმან მიჰმადლა მათ მადლი კურნებისაჲ.
Line of edition: 6     
და ვითარ ცნა დედაკაცმან მან, რამეთუ არავისგან რასა მიიღებენ სასყიდელსა,
Line of edition: 7     
არცა მდიდრისაგან და არცა გლახაკისაგან ყოვლადვე, რამეთუ აღთქუმასა მას
Line of edition: 8     
მაცხოვრისასა აღასრულებენ, ხოლო იდუმალ მოართუა წმიდასა დამიანეს კუერცხი
Line of edition: 9     
სამი. და ვითარ არა უნდა მიღებაჲ კუერცხთაჲ მათ, მუჴლნი დაითხინა წინაშე
Line of edition: 10     
ფერჴთა მისთა და აფუცებდა მას ფიცსა დიდსა, რაჲთამცა მიიხუნა კუერცხნი
Line of edition: 11     
იგი. და მაშინღა მიჲხუნა წმიდამან დამიანე კუერცხნი იგი სამნი, რაჲთამცა არა
Line of edition: 12     
შეურაცხ-ყო ფიცი იგი, რამეთუ აფუცებდა ძალსა ღმრთისასა.

Line of edition: 13        
და ვითარცა ესმა წმიდასა კოზმანს, შეწუხნა იგი ფრიად მოღებისა მისთჳს
Line of edition: 14     
სამისა კუერცხისა და ამცნებდა იგი თჳსთა მისთა გულს-მოდგინედ ფრიად, რაჲთა
Line of edition: 15     
აღსრულებასა მათსა არა1 ერთად დაიმარხნენ იგინი.

Line of edition: 16        
ღამესა მას გამოეცხადა უფალი თჳსსა მას მონასა კოზმანს და ჰრქუა: რაჲსათჳს
Line of edition: 17     
ესრეჲთ სთქუ Ms. page: G_102r  მოღებისა მისთჳს სამისა კუეცხისა? არა თუ სასყიდლად
Line of edition: 18     
მოიხუნა კუერცხნი იგი, არამედ სახელსა ჩემსა აფუცებდა და მისთჳს მოიხუნა,
Line of edition: 19     
რაჲთამცა არა ურჩ ექმნა ფიცსა მას, რამეთუ აფუცა იგი სახელსა ჩემსა.

Line of edition: 20        
ხოლო მრავალნი სასწაულნი და ნიშნი2 ქმნეს3 წმიდათა მათ კოზმან და
Line of edition: 21     
დამიანე4, და კეთილითა აღსარებითა იწამნეს წმიდანი ესე მოწამენი და მოიგეს
Line of edition: 22     
გჳრგჳნი ყოველთა თანა წმიდათა სასუფეველსა ცათასა.

Line of edition: 23        
და ვითარ იგინი ცოცხალღა იყვნეს -- წმიდანი კოზმან და დამიანე, -- არა ხოლო
Line of edition: 24     
თუ ქალაქთა შინა კურნებასა იქმოდეს, არამედ უდაბნოთა ზედაცა პირუტყუთა
Line of edition: 25     
ოთხფერჴთა კურნებასა მიჰმადლებდეს გულს-მოდგინედ. რამეთუ უკუანა შეუდეგ
Line of edition: 26     
მათ, რომელნი ბოროტად სნეულ არიედ უძლურნი.

Line of edition: 27        
მი-ოდესმე-ვიდა წმიდაჲ კოზმან რომელსამე ადგილსა და პოა აქლემი, რომლისა
Line of edition: 28     
ასოჲ განტეხილ იყო ეშმაკისაგან, და გულს-მოდგინედ განკურნა იგი და განუტევა, და
Line of edition: 29     
წარვიდა იგი თჳსსა ადგილსა. მრავალნი სასწაულნი და ნიშნი ქმნნა უდაბნოსა
Line of edition: 30     
ზედა და ქალაქთა შინა წმიდამან კოზმან კურნებითა მისითა. და მოიღეს გჳრგჳნი
Line of edition: 31     
ყოველთა თანა წმიდათა, რომელნი სათნო-ეყვნეს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა.
Line of edition: 32     
და ვითარ ისხნეს ჴორცნი იგი მათნი, მღჳძარე იყო მათ ზედა ყოველი ერი, რომელნი
Line of edition: 33     
იყვნეს ჟამსა მას მუნ.

Line of edition: 34        
და ვითარ განიზრახვიდეს, რომელსამცა ადგილსა დაჰმარხნეს წმიდანი იგი,
Line of edition: 35     
მყის აქლემი იგი მოვიდა და ღაღადებდა, ვითარცა პირმეტყუელი, და იტყოდა: კაცნო
Line of edition: 36     
ღმრთისანო, მრავალნი სასწაულნი და ნიშნი იხილენით დიდებულთაგან და წმიდათა
Line of edition: 37     
მარტჳლთა ქრისტჱსთა კოზმან და დამიანესგან არა ხოლო თუ თქუენ, არამედ ჩუენ,
Line of edition: 38     
საცხოვართაცა, Ms. page: G_102v  რომელნი მიცემულ ვართ თქუენდა სამსახურებელად. ამისთჳს
Line of edition: 39     
მეცა ვჰმადლობ ყოველთა თანა და სრბით მოვედ თხრობად თქუენდა, რამეთუ
Page of edition: 50   Line of edition: 1     
გამოუცხადა უფალმან თჳსსა მას მონასა კოზმანს, რაჲთა არა განიშორნენ იგინი
Line of edition: 2     
ურთიერთას, არამედ რაჲთა ერთად დაისხნენ იგინი.

Line of edition: 3        
ვითარ ესმა ესე ყოველსა მას ერსა, რომელნი მღჳძარე1 იყვნეს მათ ზედა,
Line of edition: 4     
დიდებაჲ მისცეს ღმერთსა, რომელმან გამოუცხადა მათ საჲდუმლოჲ იგი საცხოვრისაგან
Line of edition: 5     
ჴმითა მეტყუელითა. და შემოსნეს2 და დასხნეს იგინი ერთბამად ადგილსა მას,
Line of edition: 6     
რომელსა სახელი ჰრქჳან3 პერენმან4.

Line of edition: 7        
იყო ვინმე მდაბიოჲ მის ადგილისაჲ და განვიდა იგი ჟამსა მკისასა, რაჲთამცა
Line of edition: 8     
მომკო ყანაჲ თჳსი. და ვითარცა მზისაგან დასცხა, მივიდა ხესა ქუეშე, რაჲთამცა
Line of edition: 9     
დაიგრილა. ძილი ჴშირი დაედვა მას ზედა, და აღებულ იყო პირი მისი. მოვიდა გუელი
Line of edition: 10     
ერთი და შთაუქდა მუცელსა. და რაჟამს განიღჳძა, არა უწყოდა, რაჲ შეემთხჳა.
Line of edition: 11     
აღდგა და მივიდა ყანასა მას მისსა და მკიდა. და ვითარ დამწუხრდა, შევიდა სახედ
Line of edition: 12     
თჳსსა. და დაუგეს მას პური. ჭამა და სუა და აჴდა ცხედარსა და დაიძინა. და
Line of edition: 13     
ვითარ დაიძინა, იღულარჭნებოდა იგი შინაგან მუცელსა მისსა. ხოლო იგი ღაღადებდა
Line of edition: 14     
ტკივილისა მისგან.

Line of edition: 15        
და ვითარ განიღჳძეს ყოველთა და კურნებად დგეს მისთჳს, არა ჰპოებდეს
Line of edition: 16     
სალმობასა ხოლო იგი ჴმითა მაღლითა ღაღადებდა და იტყოდა: ღმერთო წმიდისა კოზმან
Line of edition: 17     
და დამიანესო, შემიწყალე მე ჟამსა ამას. და იგი ვითარ უფროჲს იღულარჭნებოდა
Line of edition: 18     
გუელისა მისგან, შევიდა ადგილსა მას, რომელსა ჰქჳან5 პერენმან, სადაცა
Line of edition: 19     
ისხნეს წმიდანი იგი, და ღაღატ-ყო ჴმითა დიდითა: ღმერთო კოზმან და Ms. page: G_103r  დამიანესო,
Line of edition: 20     
შემიწყალე6 მე. ხოლო მონათა მათ ღმრთისათა ისმინეს მისი -- კოზმან და დამიანე--და
Line of edition: 21     
მუნქუესვე ძილი ჴშირი დასდვეს კაცსა, რაჲთა ვინაჲ გზით შევიდა ბოროტი იგი
Line of edition: 22     
ეშმაკისა ჭურჭერი გუელი, მიერვე წარმოდევნონ.

Line of edition: 23        
და ვითარ აჭირვებდეს შინაგან გუელსა მას წმიდანი იგი, წარმოყო თავი
Line of edition: 24     
მისი გამოსლვად პირისაგან კაცისა მის. ხოლო ხედვიდა ყოველი იგი ერი საკჳრველებასა
Line of edition: 25     
მას, რომელი-იგი იქმნებოდა წმიდათა მათ კოზმან და დამიანეს მიერ. და
Line of edition: 26     
ვითარ გამოვიდა იგი სრულიად მისგან, განეღჳძა კაცსა მას, ჴმა-ყო და თქუა:
Line of edition: 27     
ნუვინ მიჰყოფთ ჴელსა მაგას გუელსა ზედა, რამეთუ ბრძანებულ არს მაგისა
Line of edition: 28     
მისლვად გეჰენიასა. ვითარცა ამას იტყოდა კაცი იგი, უჩინო იქმნა გუელი იგი.

Line of edition: 29        
მერმე კუალად იყო ვინმე სხუაჲ კაცი, რომელსა სახელი ერქუა მალქოს,
Line of edition: 30     
რომელი მარადის მივიდოდა ტაძარსა მას წმიდათასა და ჰხედვიდა სასწაულთა მათ,
Line of edition: 31     
რაჲ-იგი იქმნებოდა წმიდათა მათგან. ესე წარვიდოდა გზასა დიდსა. და მოვიდა სახიდ
Line of edition: 32     
თჳსსა და ჰრქუა ცოლსა თჳსსა: მოგუალე მივიდეთ ჩუენ ტაძარსა მას წმიდათა
Line of edition: 33     
კოზმან და დამიანეთასა.

Line of edition: 34        
ხოლო დედაკაცსა მას ვითარ ესმა, გულს-მოდგინედ მივიდა ქმრისა თჳსისა
Line of edition: 35     
თანა. და ვითარ მივიდეს იგინი ადგილსა მას, რომელსა სახელი ჰქჳან ჴერენმან,
Line of edition: 36     
ჰრქუა მალქოს ცოლსა თჳსსა: დედაკაცო, აჰა ესერა მე წარვალ7 გზასა დიდსა
Line of edition: 37     
და შეგვედრებ შენ წმიდათა ამათ კოზმან და დამიანეს. ჯედ შენ სახლსა შენსა, და
Line of edition: 38     
იყავნ შენდა ესე სასწაული. და ოდეს უნდეს ღმერთსა, მოვავლინო შენდა და მიგიყვანო,
Page of edition: 51   Line of edition: 1     
სადაცა მე ვიყო. და ვითარ ესე ჰრქუა მას, წარემართა იგი გზასა თჳსსა,
Line of edition: 2     
და ცოლი იგი მისი Ms. page: G_103v  მივიდა სახიდ თჳსა.

Line of edition: 3        
და ვითარ მცირედნი დღენი წარჴდეს1, ცნა ეშმაკმან მან სასწაული იგი,
Line of edition: 4     
რომელი ჰრქუა კაცმან მან ცოლსა თჳსსა. ხატი შეჲმოსა მან ჭაბუკისა ერთისაჲ
Line of edition: 5     
და მივიდა და დადგა წინაშე მის დედაკაცისა და ჰრქუა მას: ესერა ქმარმან შენმან
Line of edition: 6     
მომავლინა მე შენდა მიერ ქალაქით, რაჲთა მიგიყვანო მისა. და ვითარ დედაკაცსა
Line of edition: 7     
მას არა უნდა მისლვაჲ მის თანა, უთხრა მას ყოველი იგი სასწაული, რომელი
Line of edition: 8     
ექმნა ქმარსა მისსა შორის მათსა.

Line of edition: 9        
მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა მას: სასწაული ეგე ვიცან, ხოლო ვერ
Line of edition: 10     
მიძლავს, რაჲთამცა მოვედ შენ თანა, რამეთუ წმიდათა შემვედრა მე -- კოზმან და
Line of edition: 11     
დამიანეს. აწ უკუეთუ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ შენი, მოგუალე წმიდათა მათ ტაძრად
Line of edition: 12     
და შემოვედ ჩემ თანა ეკლესიად და დასდევ ჴელი შენი ყურსა საკურთხეველისასა
Line of edition: 13     
და მეფუცე მე, რაჲთა არარაჲ ჰქმნე ბოროტი ჩემდა მომართ გზასა ზედა.

Line of edition: 14        
ხოლო ბოროტმან მან ეშმაკმან განიხარა და შეჲწყნარა სიტყუაჲ იგი მის დედაკაცისაჲ,
Line of edition: 15     
ჰგონებდა, რაჲთამცა შეურაცხ-ყო წმიდათა იგი ძალი. შევიდა კადნიერად
Line of edition: 16     
და დასდვა ჴელი მისი რქასა საკურთხეველისასა და ჰრქუა მან ესრეთ: გეფუცები
Line of edition: 17     
შენ ძალსა წმიდათა კოზმან და დამიანესთა, არარაჲ ბოროტი გიყო შენ, არამედ
Line of edition: 18     
მიგიყვანო შენ და შეგვედრო თჳსსა ქმარსა.

Line of edition: 19        
ხოლო დედაკაცმან მან ვითარ მოიღო ვიცი იგი მისგან, გულს-მოდგინედ მივიდა
Line of edition: 20     
მის თანა. და ვითარ მივიდეს ადგილსა ერთსა, სადა კაცი არა ვიდოდა, დაჯდა
Line of edition: 21     
კარაულსა ზედა დედაკაცი იგი. მაშინ გარდამოაგდო იგი, რაჲთამცა საქმჱ სიკუდილისაჲ
Line of edition: 22     
შეამთხჳა მას. ხოლო დედაკაცმან მან აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად, ღაღატ-ყო
Line of edition: 23     
ჴმითა დიდითა და Ms. page: G_104r  თქუა: ღმერთო წმიდისა კოზმან და დამიანესო, შემეწიე
Line of edition: 24     
მე; წმიდანო კოზმან და დამიანე, ნუ უგულებელს-მყოფთ მე, რამეთუ თქუენ გარწმუნე
Line of edition: 25     
თავი ჩემი და მოვედ კაცისა მის თანა. აწ ისწრაფეთ მოსლვად და
Line of edition: 26     
შეწევნად ჩემდა და მიჴსენით მე ჴელთაგან მოსისხლისა ეშმაკისათა.

Line of edition: 27        
ვითარ ამას ჴმობდა დედაკაცი იგი, მუნქუესვე გამოუჩნდეს წმიდანი იგი,
Line of edition: 28     
ვითარცა ხატითა მჴედართაჲთა, და ერი მრავალი მათ თანა. ხოლო ბოროტმან მან
Line of edition: 29     
ეშმაკმან ვითარცა იხილნა იგინი, მყის მირბიოდა იგი და გარდავარდა კლდესა, და
Line of edition: 30     
განეღო ჯოჯოხეთი და შთანთქა იგი.

Line of edition: 31        
და აღესრულა წერილი იგი წინაწარმეტყუელისაჲ დავითისი: შთავარდა იგი
Line of edition: 32     
მთხრებსა მას, რომელცა ქმნა, მიექცა სალმობაჲ მისი თავსა მისსა, და სიცრუვე
Line of edition: 33     
მისი თხემსა მისსა - ზედა დაუჴდეს.

Line of edition: 34        
ხოლო მონათა მათ ქრისტჱსთა კოზმან და დამიანე უპყრეს ჴელი დედაკაცსა
Line of edition: 35     
მას და მოიყვანეს სახედ თჳსა. მაშინ უთხრობდეს კოზმან და დამიანე დედაკაცსა მას,
Line of edition: 36     
რამეთუ ჩუენ ვართ, ვითარცა გრწმენა. ამისთჳსცა ვისწრაფეთ მოსლვად და
Line of edition: 37     
შეწევნად შენდა, რაჲთა გიჴსნეთ შენ ჴელთაგან მოსისხლისა ეშმაკისათა.

Line of edition: 38        
ვითარცა ესმა ესე დედაკაცსა მას, ძწოლაჲ შეედვა, და განიპყრნა ჴელნი
Line of edition: 39     
თჳსნი, განიხარა გულითა და თქუა: შენ ხარ უფალი ღმერთი მამათა ჩემთაჲ აბრაჰამისი,
Line of edition: 40     
ისაკისი და იაკობისი და ნათესავისა მათისა მართლისაჲ[3]; შენ ხარ, რომელმან
Page of edition: 52   Line of edition: 1     
დაამდაბლე საჴუმილი იგი სამთა ყრმათა ზედა და ცუარად გარდააქციე; შენ ხარ,
Line of edition: 2     
რომელი შეეწიე თეკლას თეატრონსა მას შინა მჴეცთასა; შენ ხარ, უფალო ღმერთო,
Line of edition: 3     
რომელმან მეცა, მჴევალი შენი, არა უგულებელს-ჰყავ, არამედ მაცხოვნე მე ელთაგან
Line of edition: 4     
Ms. page: G_104v  მოსისხლისა ეშმაკისათა მათ მიერ, რომელნი სათნო-გეყვნეს შენ -- კოზმან
Line of edition: 5     
და დამიანე. ამისთჳს გაქებ შენ და გადიდებ შენ, რომელი ყოველთა ზედა ღმერთ ხარ,
Line of edition: 6     
რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ მამისა თანა1 და ძისა და2 სულისა
Line of edition: 7     
წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.




Next part



This text is part of the TITUS edition of Sakitxavi cigni I-II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 27.8.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.