TITUS
Hagiographical Texts edited by S. Qubaneishvili
Part No. 4
Previous part

Text: Mar.Eg.  
Vita Mariae Aegyptae

მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება


On the basis of the partial edition in
Sol. Q̣ubaneišvili,
Ʒveli kartuli liṭeraṭuris kresṭomatia I,
Tbilisi 1946,
317-319
electronically prepared by Nino Apciauri,
Tbilisi, 17.4.2015;
TITUS version by Jost Gippert,
Frankfurt a/M, 16.5.2015



Ms. A-95, fol. 613r-621r


Page of ed.: 317  
Line of ed.: 1  ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ და სინანული ღირსისა მარიამ მეგჳპტელისაჲ


Section: (1)  
Line of ed.: 2       
იწყო დედაკაცმან მან თხრობად და თქუა: "მე ამმაო, მეგჳპტელი ვიყავ, ცხორებასა
Line of ed.: 3    
მშობელთა ჩემთასა ვიყავ მათ თანა ათორმეტ წელ და ამისსა შემდგომად არღარა თავს
Line of ed.: 4    
ვიდევ ზრდაჲ მათი, ურჩ ვექმენ და მივედ ალექსანდრიად.

Section: (2)  
Line of ed.: 5       
პირველად ქალწულებაჲ ჩემი თჳთ განვჴრწენ, რამეთუ უძლურ ვიქმენ და ვერ და\ვითმენდი
Line of ed.: 6    
გულის-თქუმასა ჴორცთა ჩემთასა, მოყუარე ვიყავ ათჩჳდმეტ წელ.


Page of ed.: 318  
Section: (3)  
Line of ed.: 1       
შენდობა ყავ, მამაო, ჩემ ზედა! ესრეთ აღვასრულენ ესოდენნი წელნი ურიცხუსა ერსა
Line of ed.: 2    
წინა, რამეთუ წარსაღებელსა არას წარვიღებდი, უნებლიაჲთცა-ღა თუ ვინ მომცემნ, არა
Line of ed.: 3    
წარვიღი. ამისთჳს რაჲთამცა მრავალნი მოვიდოდეს ჩემდა, უსასყიდლოდ ვიდოდე ყოველთა
Line of ed.: 4    
თანა, არა თუ მდიდარი ვიყავ და მისთჳს არა წარვიღებდი, არამედ მკოდოვი ვიყავ და
Line of ed.: 5    
მრავალგზის სელსა ვქსოვდი და მით ვიზარდებოდე. ტრფიალებაჲ მაქუნდა და ესრეთ ვიმ\წუბებოდე
Line of ed.: 6    
მწჳრესა მას ეშმაკისასა, მეგონა ესრჱთ ცხორებაჲ.

Section: (4)  
Line of ed.: 7       
ვიხილე ერთსა ზაფხულსა, სიმრავლჱ მამათა მეგჳპტელთაჲ სწრაფით მივიდოდეს ზღუად
Line of ed.: 8    
და ვჰკითხე ჭაბუკსა ვისმე: "ვიდრე მიისწრაფის მამები ესე"? და მან მრქუა: "იერუსალიმად,
Line of ed.: 9    
რამეთუ დღჱ არს აპყრობ[ის]აჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ". და მე ვარქუ: "არა მემცა წარმიყვა\ნესა?"
Line of ed.: 10    
და მან მრქუა: "უკუეთუ გაქუს სანავჱ და საგზალი, არავინ გაყენებს". და მე ვარწჳ
Line of ed.: 11    
მას: "სანავჱ და საგზალი შინაცა არარაჲ მიც, არამედ აღვჰჴდე ნავსა მას და წარმიყვანო,
Line of ed.: 12    
უნდეს და არა უნდეს, რამეთუ მაქუს სასყიდელი ნავისაჲ. ამისთჳს მინდა წარსლვაჲ, რაჲ\თამცა
Line of ed.: 13    
მრავალნი ვპოვენ, რომელთა თანა მეყვნეს". ამისთჳს გარქუ შენ, მამაო, ვითარმედ
Line of ed.: 14    
ნუ მაწუევ თქუმად ურცხჳნოებასა ჩემსა, რამეთუ დღეს, ვითარცა უწყის უფალმან, შეგა\გონებ
Line of ed.: 15    
შენცა და თავსაცა ჩემსა სიტყუათა ჩემთა.

Section: (5)  
Line of ed.: 16       
ხოლო ზოსიმე თქუა: "იტყოდე, დედაო ჩემო, და ნუ დაჰბრკოლდები". ხოლო მან
Line of ed.: 17    
იწყო პირველსავე მას სიტყუასა. ჭაბუკსა მას განეცინნეს, ხოლო მე დავაგდე სასთავი ჩემი
Line of ed.: 18    
და მივრბიოდე ზღუად, ვინაჲცა იგინი მირბიოდეს. ხოლო მე ვიხილენ ათნი ჭაბუკნი ზღჳს
Line of ed.: 19    
კიდესა, ვითარცა ვეძიებდი, შე-ოდენ-მეტყუებოდეს მე, იყვნეს სხუანიცა ნავსა მას შინა.
Line of ed.: 20    
ურცხჳნოდ შევედ მე მათ თანა, ვითარცა იყო წესი ჩემი, და ვარქუ: "წარმიყვანეთ ვიდ\რეცა
Line of ed.: 21    
ხუალთ, რათა ვპოვო მე თქუენგან უცნობელად". და შევსძინე უდუხჭირესთა სიტყუათა
Line of ed.: 22    
და ყოველთა განვაცინენ.

Section: (6)  
Line of ed.: 23       
ხოლო მათ ვითარცა იხილეს ურცხჳნოებაჲ ჩემი, შემიწყნარეს. და შემოვიდეს ჭაბუკ\ნიცა
Line of ed.: 24    
იგი, რომელნი ვიხილენ ზღჳს კიდესა და წარჰმართეს ნავი იგი. ვითარცა გითხრობდე
Line of ed.: 25    
შენ, კაცო ღმრთისაო, ვერცა-ღა ენაჲ სიტყუად და ყურნი სმენად შემძლებელ არიან, რო\მელნი
Line of ed.: 26    
ბოროტნი ვქმნენ ნავსა მას შინა.

Section: (7)  
Line of ed.: 27       
და ვითარ ჴმელად გამოვედით, რომლთაცა იგი არა უნდა ჭაბუკთა, უნებლიაჲთ ვაი\ძულებდი,
Line of ed.: 28    
ვერცა-ღაჲ ენაჲ შემძლებელ არს თქუმად საწყალობელთა მათ ჭაბუკთათჳს, რო\მელთა
Line of ed.: 29    
ბოროტის მოძღუარ ვექმენ. განკჳრვებულ არს სული ჩემი, ვითარ მრავალთა
Line of ed.: 30    
ზღუათა და ქუეყანასა არა შთანმთქა ჯოჯოხეთმან ამისთჳს, რამეთუ ესოდენთა სულთა
Line of ed.: 31    
საცთურ ვექმენ. არამედ ვითარ ვჰგონებ, ინება ღმერთმან ძიებაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ
Line of ed.: 32    
არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ სინანულსა და მოქცევასა მოელის.

Section: (8)  
Line of ed.: 33       
და ვითარ მივიწიენით იერუსალემდ, რავდენთამე დღეთა ვიქცეოდე უწინარჱს დღე\სასწაულისა
Line of ed.: 34    
მის და ვიძიენ მსგავსნივე ჩემნი ვითარნიცა მინდეს, რამეთუ არა მეყვნეს
Line of ed.: 35    
ჭაბუკნი იგი ზღუასა მას შინა, არამედ სხუანიცა იგი ვიჴმიენ მოქალაქენი და უცხონი.

Section: (9)  
Line of ed.: 36       
და ვითარ მოიწინა დღჱ იგი აპყრობაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ, მე ვითარცა პირველ
Line of ed.: 37    
ვიდოდე, სადაცა ვჰპოვებდი ჭაბუკსა, საბრჴესა უგებდი. ცისკარსა ყოველნი ეკლესიად მი\ვიდოდეს,
Line of ed.: 38    
მივედ მეცა მათ თანა. ვითარცა მოიწია აპყრობაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ, შევსძ\ლევდი
Line of ed.: 39    
უნებლიაჲთ შესლვად ტაძარსა მას ერსა თანა. და ვითარ მივიწიე კჳრიაკესა ტა\ძარსა
Line of ed.: 40    
მას, შეღმართ ჩნდა ტაძარი იგი, სადა-იგი ცხოველს-მყოფელი ძელი ჯუარისაჲ თა\ყუანის
Line of ed.: 41    
იცემებოდა, ძალით და ჭირით მე უბადრუკი ესე მივიწიე.

Section: (10)  
Line of ed.: 42       
და ვითარცა ფერჴი შევდგი ზღურბლსა კარისასა, ყოველნი დაუბრკოლებელად შევი\დიან,
Line of ed.: 43    
ხოლო მე მაყენებდა ძალი იგი ღმრთისაჲ და არა შემინდობდა შესლვად, გამომაგ\დის
Line of ed.: 44    
მე კიდე. ვხედევდი მე თავსა ჩემსა მდგომარესა ეზოსავე შინა და მეგონა მე, ვითარმედ
Line of ed.: 45    
უძლურებითა დედაკაცობისაჲთა შემემთჳა ესე.

Section: (11)  
Line of ed.: 46       
და კუალად შევერთე სხუათა, შევიმტკიცე თავი ჩემი და ვშურებოდე ოდენ ცუდად.
Line of ed.: 47    
და ვითარცა მივიწიე ზღურბლად და ფერჴი დავდგი, ყოველნივე ტაძარსა მას შინა იპოვ\ნიან,
Line of ed.: 48    
ხოლო მე საწყალობელი ესე, ტაძარმან არა შემიწყნარის. ყოველთა შევლიან, ვითარცა
Page of ed.: 319   Line of ed.: 1    
მჴედართა მდგომარეთა, და მე მარტოსა დამიჴმიან, რამეთუ ძალი ჯუარისაჲ მაყენებდა მე
Line of ed.: 2    
შესლვად და გამომაგდის მე ეზოსა მას ტაძრისასა. ესე სამგზის და ოთხგზის შემემთხჳა.

Section: (12)  
Line of ed.: 3       
და შემდგომად ამისა განვდეგ და უკან ვდეგ ერთსა ადგილსა, ყურესა მის ტაძრისასა
Line of ed.: 4    
და ძილით მომეგონა მიზეზი ცოდვათა ჩემთაჲ, ვითარმედ მაყენებს მე პატიოსანი ჯუარი.




Next part



This text is part of the TITUS edition of Hagiographical Texts edited by S. Qubaneishvili.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 4.6.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.