TITUS
Hagiographical Texts edited by I. Imnaishvili
Part No. 4
Previous part

Text: Anan.Azar.Mis. 
Page of ed.: 84 
Line of ed.: 1    პოვნაჲ წმიდათაჲ ანანიაჲსი,
Line of ed.: 2    
აზარიაჲსი, მისაელისი


Line of ed.: 3       წელთა მათ ოდენ ვარამის სპარსთა მეფისათა გამოჩნდეს ძუალნი ნებით
Line of ed.: 4    
ღმრთისაჲთა ქველის-მოქმედისაჲთა. და გამოჩნეს ესრეჲთ:
Line of ed.: 5    
კაცი ერთი ჰურიაჲ ჯდა ტაზართა მათ ნაბუქოდორნოსორისთა ბაბილონს.
Line of ed.: 6    
სახლსა შინა ერთსა მარტოდ. და მივიდოდეს მისა კაცები მრავლად მრავ\ლით
Line of ed.: 7    
ადგილით და განიკურნებოდეს მრავალთაგან სალმობათა თუისთაჲსა
Line of ed.: 8    
და ძალი იგი კურნებისაჲ არა უწყოდეს, თუ ვისგან არს, რამეთუ რომელნიმე
Line of ed.: 9    
ეგრე ჰგონებდეს, თუ გრძნებით რაჲმე ესე საქმენი იქმნებიან, რამეთუ მრა\ვალნი
Line of ed.: 10    
კაცნი განიკურნებოდეს, რამეთუ წარმართ იყვნეს მკუიდრნი ქალაქი\სანი
Line of ed.: 11    
მის, და ძალი იგი კურნებისაჲ მის ვერ გულისხმა-ყვიან, თუ ვინაჲ არს.

Line of ed.: 12       
მას ჟამსა შინა იყო სოფელსა მას კაცი ერთი, კარანი მეფისაჲ, და
Line of ed.: 13    
სახელი მისი მალფა. და იყო კაცი იგი ქრისტეანეჲ. და ვითარცა იქმნა
Line of ed.: 14    
მისსა მადლი ღმრთისა მიერ, სხუაჲ კაცი დაემოწაფა ხელითა მისითა
Line of ed.: 15    
ქრისტეანებასა. და იყო კაცი იგი ჰურიაჲ, და იქმნა ძლიერებაჲ სულისა
Line of ed.: 16    
წმიდისაჲ მის თანა, და იქმნა იგი მოვანე. და ჰრქუა მას კაცმან მან აზნა\ურმან,
Line of ed.: 17    
მთავარმან მის სოფლისამან: მესმა მე, ვითარმედ ბაბილონს კაცი
Line of ed.: 18    
ერთი ზის სახლსა შინა მარტოდ, ტაზართა ნაბუქოდორნოსორის მეფისათა,
Line of ed.: 19    
და მივლენ მისა უძლურნი და სნეულნი და განიკურნებიან სალმობათა თუის\თაგან.
Line of ed.: 20    
და აწ შენ შეჲმოსე სამოსელი ჰურიათაჲ და მივედ კაცისა მის,
Line of ed.: 21    
რომლისა ხელითა კურნებაჲ იგი იყოფის, და მიიწიე ზედა და იხილე, რომ\ლითაძი
Line of ed.: 22    
სახითა იყოფის კურნებაჲ იგი მის მიერ.

Line of ed.: 23       
და აღდგა კაცი იგი მორწმუნეჲ ჰურიაჲ და წარვიდა, პოვა კაცი იგი
Line of ed.: 24    
ჰურიაჲ, რამეთუ ჯდა იგი მარტოდ. და ვითარცა დაყო მის თანა ჟამი ერთი
Line of ed.: 25    
და იხილა, რამეთუ მოვიდოდეს მრავლად კაცისა მის სალმობათაგან თუისთა
Line of ed.: 26    
და მან აღიღის სარწყული ერთი წყლისაჲ და დადგის იგი საშუვალ სახლსა
Line of ed.: 27    
სერით ვიდრე ცისკრადმდე. მაშინღა ვითარ ცისკარი არნ, აღიღის წყალი იგი,
Line of ed.: 28    
რომელ საშუვალ სახლსა მას დაუდგამნ, და გარდაასხის სნეულებასა მას, და
Line of ed.: 29    
იყოფოდა კურნებაჲ.

Line of ed.: 30       
და ჰურიაჲ იგი მორწმუნეჲ იყო, სცა მას პური და ღუინოჲ
Line of ed.: 31    
და განაცხრვო და ვითარცა დაათრვო, ჰრქუა მორწმუნემან მან ჰურიამან
Line of ed.: 32    
მას ჰურიასა, რომლისა მიერ კურნებაჲ იგი იყოფადა: გლოცავ შენ,
Page of ed.: 85  Line of ed.: 1    
მარქუ მე, თუ რაჲ უყვი კაცებსა იმას, რომელნი განიკურნნიან შენ მიერ,
Line of ed.: 2    
რამეთუ ჯერ-გებულ არს შენდა რქუმად ჩემდა, რამეთუ მეცა ჰურიაჲ ვარ,
Line of ed.: 3    
ვითარცა-ეგე შენ, რამეთუ გხედავ შენ, რამეთუ არცა სიტყუაჲ რაჲ სთქუ
Line of ed.: 4    
და არცა სხუაჲ განგებაჲ რაჲ ჰყვი, არამედ მარტოდ წყალი ეგე ხოლო
Line of ed.: 5    
აღიღი და გარდაასხი ზედა სნეულთა მათ, და კურნებაჲ იქმნების.

Line of ed.: 6       
და ვითარცა ჯეკმა ჰლოცვიდა იგი ჰურიასა მას, აუწყა მას, თუ რომ\ლითა
Line of ed.: 7    
კურნებაჲ იგი იქმნების, და ჰრქუა: აწ ვინაჲთგან ეგოდენ მევედრები,
Line of ed.: 8    
გითხრა შენ, თუ ვინაჲ იყოფის კურნებაჲ ეგე კაცებისაჲ მაგის თითოეულად
Line of ed.: 9    
სალმობათაგან, რამეთუ არა ჩემგან რაჲ არს კურნებაჲ ეგე, არამედ წმი\დათა
Line of ed.: 10    
ანანიაეთგან არს. ჰრქუა მას ურწმუნომან ჰურიამან, რამეთუ ამას
Line of ed.: 11    
ადგილსა დგანან ძუალნი ნეტართა ანანიაეთნი, რომელთა მიერ იყოფის
Line of ed.: 12    
კურნებაჲ ეგე: და ესე, რომელ აღვავსი სარწყული წყლისაჲ და დავდგი სა\შუვალ
Line of ed.: 13    
სახლსა ამას, აღმოუქმნიეს მათი ლუსკუმაჲ ცხობილითა ალიზითა,
Line of ed.: 14    
კირითა და ამისიკითა.

Line of ed.: 15       
მაშინ ჰრქუა მას მორწმუნემან მან ჰურიამან: და შენ ვინაჲ უწყი, იფა\ლო,
Line of ed.: 16    
თუ ამას ადგილსა დასხმულ არიან ძუალნი მათნი? ჰრქუა მას ურწმუნომან
Line of ed.: 17    
მან ჰურიამან: მამათა ჩუენთაგან და მატიანისაგანცა ვიცი მე, რამეთუ წერილ
Line of ed.: 18    
არს მათთუის, თუ ვითარ სახედ აღესრულნეს ნეტარნი იგი და დაისხ\ნეს
Line of ed.: 19    
ამას ადგილსა.

Line of ed.: 20       
მაშინ ვითარცა მეცნიერ იქმნა მორწმუნეჲ იგი ჰურიაჲ ყოველთა მათ
Line of ed.: 21    
სახეთა, რომლისათუის-იგი მისრულ იყო კითხვად და გამოკულეევად, მაშინ
Line of ed.: 22    
აღდგა და მივიდა მთავრისა მის, რომელმან იგი წარავლინა, და უთხრა მას
Line of ed.: 23    
ყოველი. და ვითარ ესმა ჰურიისაგან, რომელი დამკუიდრებულ იყო ბა\ბილონს,
Line of ed.: 24    
ადგილსა მას, სადა ნეტარნი ანანიაეთნი დადებულ იყვნეს, და
Line of ed.: 25    
ვითარცა ესმა მთავარსა მას ყოველივე განჭეშმარიტებულად მორწმუნისა
Line of ed.: 26    
მისგან ჰურიისა, აღდგა და მივიდა ვანად და ჰრქუა ვანთა უხუცეჲსსა მას,
Line of ed.: 27    
რამეთუ სახელი მისი იყო ტერანტონ, და ჰრქუა: აჰა ესერა გამოცხადნეს
Line of ed.: 28    
ძუალნი წმიდათა ანანიაეთნი სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა ბაბი\ლონს,
Line of ed.: 29    
სახლსა შინა ერთსა ურწმუნოჲსასა. და ვითარცა ესმა ტერანტოს,
Line of ed.: 30    
ჰმადლობდა ღმერთსა და ჰრქუა მთავარსა მას: აწ მოვედ და ვშურებოდით,
Line of ed.: 31    
ჰე ღათუ ინებოს ღმერთმან და აღმოვიხუნეთ იგინი ადგილსა მისგან და
Line of ed.: 32    
დავსხნეთ იგინი საწამებელსა შინა დიდთა პატივითა.

Line of ed.: 33       
ჰრქუა მთავრმან მან: უფალო, სიბრძნით ვშურებოდეთ, და თუ ღმერთ\მან
Line of ed.: 34    
ინებოს და საქმეჲ იგი ხელთ-გვდვას. და აღდგა ტერანტონ და თანა
Line of ed.: 35    
წარიყვანა დიაკონი თუისი, რამეთუ სახელი მისი ტერგილა. და შეჲმოსეს
Line of ed.: 36    
ორთავე მათ ნეტართა სამოსელი სამდაბიოჲ, რაჲთა უცნაურ იქმნენ
Line of ed.: 37    
თავნი თუისნი ვერ ცნობისათუის მათისა ჰურიისა მისთუის, თუ ქრის\ტეანენი
Line of ed.: 38    
არიან, და წარვიდეს კაცისა მის, ვითარ მიზეზად კურნებისა.


Page of ed.: 86 
Line of ed.: 1       
და პოვეს კაცი იგი ჰურიაჲ და მოიკითხეს იგი. მაშინ ჰრქუა მათ ჰუ\რიამან:
Line of ed.: 2    
რაჲ გიხმს თქუენ, რად მოხუედით აქა? ჰრქუა მას ტერანტონ: ცოლი\ვისუ,
Line of ed.: 3    
და შვილი არა მებადების, მისთუის მოვედ შენდა. კუალად ჰრქუა
Line of ed.: 4    
ჰურიამან შილას: შენ რაჲ გიხმს? და მან ჰრქუა: ჭირისათუის სულისა ჩე\მისა,
Line of ed.: 5    
რამეთუ მრავალ სალმობა არს ჩემდა, მოპოვნებად შენ მიერ
Line of ed.: 6    
კურ/ნებისა.

Line of ed.: 7       
და მაშინ წარვიდეს ნეტარმან იგი და იყიდეს ღუინოჲ პურიათაჲ. და
Line of ed.: 8    
ვითარ მოვიდეს მუნვე, სუეს, განმხიარულდეს. და ვითარცა დაათრვეს პურიაჲ
Line of ed.: 9    
იგი, მაშინ იწყეს გამოკითხვად სიბრძნით და ჰრქუეს პურიასა მას: უფალო,
Line of ed.: 10    
რაჲთა ჰყოფ კურნებასა, მარქუ ჩუენ. ჰრქუა მათ: წეს-არა-არს ჩემდა
Line of ed.: 11    
რქუმად თქუენდა, რამეთუ თქუენ წარმართ ხართ, და მე ჰურიაჲ ვარი. ხო\ლო
Line of ed.: 12    
სიყუარულისათუის, რომელ ჰყავთ თქუენ ჩემ თანა, გითხრა თქუენ, თუ
Line of ed.: 13    
ვითარ არს: აჰა ჩემი ესე თორმეტი წელი არს, ამას რაჲ ადგილსა ვზი. და
Line of ed.: 14    
ვინაჲთგან აქა მოსრულ ვარ მე, დედაკაცსა არა შეხებულ ვარი მე, აქა რაჲ
Line of ed.: 15    
ვზი. არა ხოლო თუ ჩემი რაჲ არს საქმე ესე, არამედ მამათაჲ და მამის\მამათა
Line of ed.: 16    
ჩემთაჲ, წმიდათა მათ ანანიაეთთუის, რამეთუ ადგილსა ამას გულისხმა\უყო
Line of ed.: 17    
მათ, ვითარ პირველსა მას კაცსა პურიასა მორწმუნესა.

Line of ed.: 18       
მაშინ მიუგეს ნეტართა მათ და ჰრქუეს: აწ დღისი და ღამე აქ შჯდია?
Line of ed.: 19    
ჰრქუა მათ: დღესა შაბათსა მოვიდი, სანთელი აღვანთი და საკუმეველი ვაკუ\მიი
Line of ed.: 20    
და მაშინ ვანად ჩემდა წარვიდი. ყოველსა შაბათსა ეგრე ვჰყოფ.

Line of ed.: 21       
მაშინ ნეტართა მათ ძმათა ვითარ ფრიადვე მეცნიერ იქმნეს ტე\რანტონ
Line of ed.: 22    
ხუცესი და შილა დიაკონი, აღდგეს და წარვიდეს ვანად თუისა და
Line of ed.: 23    
მიუთხრეს მთავარსა მას, რომელმან წარავლინნა იგინი, ყოველივემ რაჲ-იგი
Line of ed.: 24    
იხილეს და ესმა, ვითარცა პირველმან მან კაცმან მორწმუნემან ჰურიამან
Line of ed.: 25    
უთხრა, მერმე ჰრქუა ტერანტონ მთავარსა მას: აწ ესრე ჯერ არს ჩუენდა
Line of ed.: 26    
შრომად, რაჲთა ღმერთმან განგუიმარჯოს და შეუძლოთ კრძალვით აღმო\ღებაჲ
Line of ed.: 27    
მათი.

Line of ed.: 28       
და მაშინ წარვიდა მთავარი იგი და ვანთა უხუცეჲსი იგი და დიაკონი
Line of ed.: 29    
და ჰურიაჲ იგი მორწმუნეჲ, და წარიყვანეს თანა გუნდი ერთი ერთა მრა\ვალთაჲ
Line of ed.: 30    
სპარაზენად ჭურვილი და წარიღეს თანა წერაქუი და ერჩუა და ქვისა
Line of ed.: 31    
აღმოსაკუეთელნი და მიიწივნეს ადგილსა მას დღესა შაბათსა სრბით. და
Line of ed.: 32    
ვითარცა ღამე იქმნა, შევიდეს ადგილსა მას. ღმრთისა მიერ ესრეჲთ განე\მზადა,
Line of ed.: 33    
ვითარმედ ჟამსა მას რაჲთურთით რკინასა მას, რომლითა თხრი\დეს.
Line of ed.: 34    
დაშურეს დიდითა შრომითა, და არაჲ ღონეჲ იქმნა. მაშინ დასულბეს
Line of ed.: 35    
და არა უწყოდეს, რაჲმცა ყვეს. მაშინ თქუეს: მოვედით და თაყუანის-ვსცეთ,
Page of ed.: 87  Line of ed.: 1    
ნუუკუე ისმინოს უფალმან ღმერთმან. და ვითარცა თაყუანი-სცეს, თქუა
Line of ed.: 2    
ტერანტონ: უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, ისმინე ლოცვისა ჩუენისაჲ
Line of ed.: 3    
და შეჲწყნარე თხოვაჲ ესე ჩუენი და ღირს მყვან ჩუენ ნათელსა მას საუკუ\ნესა
Line of ed.: 4    
ჴელითა წმიდათა მიერ ანანიაეთითა, რომელთა ალითა შეჭურვილი იგი
Line of ed.: 5    
ცეცხლი, ვითარცა ცუარი ცისკრისაჲ, დათრგუნეს. უკუეთუ იყვნენ ნეტარნი
Line of ed.: 6    
იგი ამას ადგილსა შინა დასხმულ, გამოცხადნედ, რაჲთა რაჟამს დავსცეთ
Line of ed.: 7    
ადგილსა ამას წერაქუი, ადგილი ესე განეღენ. და აღიღო თუით ტერანტონ
Line of ed.: 8    
წერაქუი იგი ჴელითა თუისითა და ვითარცა დასცა ადგილსა მას, მუნთქუეს\ვე
Line of ed.: 9    
განიყარნეს ალიზნი იგი ურთიერთას და განეღო ადგილი იგი და გამო\ბრწყინდა
Line of ed.: 10    
შინაჲ ნათელი საშინელებისაჲ წმიდათა ანანიაეთგან და გა\ნათლდა
Line of ed.: 11    
ყოველი იგი სახლი, ვიდრემდე ძალმან მან ნათლისამან, რომელი
Line of ed.: 12    
გამობრწყინდა წმიდათა მათგან, ნათელი იგი სანთელთა მათთაჲ დაშრიტა.
Line of ed.: 13    
და დაეცა ზარი დიდი ყოველთა, ვიდრემდე შეწყვდნა ყოველთა სასტიკებისა
Line of ed.: 14    
მისგან ნათლისაჲსა, რომელი გამობრწყინდა ნეტართა მათგან.

Line of ed.: 15       
მერმეღა სადამე გონებასა მოდგეს და თაყუანი-სცეს, და მერმეღა
Line of ed.: 16    
აღანთეს სანთელი იგი, რომელ დაშრტეს, და შევიდეს ადგილსა მას და
Line of ed.: 17    
პოვნეს თავნი ნეტართანი მათ ცოცხალნი და მკლავნი და ბარკალ-სხუილ\ნი,
Line of ed.: 18    
და სხუაჲ იგი ყოველი მიწად გარდაქცეულ იყო, რამეთუ მრავალი ჟამი
Line of ed.: 19    
იყო მათი, ვინაჲთგან აღსრულებულ იყვნეს სოფლისა ამისგან. მერმე ყო\ველი
Line of ed.: 20    
იგი მიწითურთ აღკრიბეს და რაჲთურთით არაჲ დაუტევეს ადგილსა
Line of ed.: 21    
მას და დიდითა სწრაფითა და გულს-მოდგინებითა წარვიდეს და რაჲთურთით
Line of ed.: 22    
კაცთაგანი მათ არავინ შეემთხუია მას დღესა.

Line of ed.: 23       
და ხვალისა დღე მოვიდა ჰურიაჲ იგი, რომელი დამკუიდრებულ იყო
Line of ed.: 24    
ადგილსა მას, და იხილა ადგილი იგი განღებული, და ნეტარნი იგი ანანია\ეთნი
Line of ed.: 25    
წარხუმულ იყვნეს. მას ჟამსა იქმნა აღძრვაჲ დიდი ჰურიათაჲ მათ,
Line of ed.: 26    
ვითარცა იხილეს, რამეთუ წარიხუანეს ნეტარნი იგი ადგილისა მისგან. იკითხეს
Line of ed.: 27    
და გამოიკულიეს დიდითა შრომითა, ვიდრემდე მიიწივნეს ზედა. მაშინ
Line of ed.: 28    
იქმნა დიდი ღაღადებაჲ, ვიდრემდის მიიწია სიტყუაჲ იგი მეფისა მის. და
Line of ed.: 29    
მოუწოდა მთავარსა მას მეფემან, იწყო კითხვად მისა და ჰრქუა: ნანდუილ
Line of ed.: 30    
ეგრეჲთ არს, ვითარ-ეგე შემასმენენ ჩუენ ჰურიანი იგი? მიუგო მთავარმან
Line of ed.: 31    
მან და ჰრქუა რაჲთურთით ეგე საქმეჲ მე არა უწყი,

Line of ed.: 32       
მაშინ უბრძანა ვარამ მეფემან შეკრვაჲ მისი. და კრულ-ყვეს იგი შუიდ თუე
Line of ed.: 33    
და გუემეს იგი მოუგონებელითა ტანჯვითა, და მან რაჲთურთით არა თავს\იდვა,
Line of ed.: 34    
რომლისათუის-იგი ჰკითხვიდეს მას, ვითარმედ ნანდუილვე ანანია\ეთნი
Line of ed.: 35    
შენ თანა არიან? და წარაგო სახლისაგან თუისისა მრავალი, ვიდრე
Line of ed.: 36    
მიწევნადმდე მისა დიდსა სიგლახაკესა, რამეთუ იყო კაცი იგი მდიდარ სოფ\ლისა
Line of ed.: 37    
ამისა საცხორებელითა და ღმრთით და რაჲთურთით მან არა შეჰრაცხა
Line of ed.: 38    
ჭირი იგი და ტანჯვაჲ და არცა დამდაბლებაჲ იგი ამის ცხორებისაგან. და
Page of ed.: 88  Line of ed.: 1    
მერმე განიტევა იგი კრულებათა მათგან ნებითა ღმრთისაჲთა, და უფროჲს\ღა
Line of ed.: 2    
იქმნა დიდებაჲ მისი პირველისა მის, და იქმნა საყუარელ მეფისა, ვითარცა\იგი
Line of ed.: 3    
იყო. და მერმე აღეშეჲნა ნეტართა მათ საწამებელი სიწმიდისაჲ ვანთა
Line of ed.: 4    
მათ შინა ანტონის ნეტარისათა და დასხნა იგინი მუნ დიდითა სნეულებითა ცოლისა
Line of ed.: 5    
მის მთავრისაჲ, და იყო მიახლებულ ვიდრე სიკუდიდმდე. და მაშინ მოვიდა
Line of ed.: 6    
ქმარი იგი მისი ვანთა მათ და აღიღო ნაკურთხევისაგანი ნეტართაჲ მათ
Line of ed.: 7    
და დაასხა სნეულსა მას, რომელი-იგი მიახნდა სიკუდიდ, და მუნთქუესვე განი\კურნა
Line of ed.: 8    
სალმობისა მისგან თუისისა.

Line of ed.: 9       
ესე წინაჲთი სასწაული იქმნა. და ერთი სხუაჲ დედაკაცი, გუემული
Line of ed.: 10    
ეშმაკისაგან, მოიყვანეს წინაშე წმიდათა მათ და აღიღეს ნაკურთხევისა მის\გან
Line of ed.: 11    
ზეთისაჲ ნეტართაჲ მათ და შთაუსხეს ცხუირთა მისთა. მას ჟამსა ღაღა\დებად
Line of ed.: 12    
დგა დევი იგი ხუიობით და თქუა: ვაჲ არს ჩემდა წმიდათაგან ანა\ნიაეთ
Line of ed.: 13    
მიერ, რამეთუ იგინი სამნი არიან, და ჩუენ ოც და ათ, და აჰა ესერა
Line of ed.: 14    
განგუდევნიან ჩუენ. და მასვე ადგილსა მუნთქუესვე განიკურნა დედაკაცი იგი
Line of ed.: 15    
და სხუაჲ არღარა იხილა მან სული იგი უკეთური.

Line of ed.: 16       
და სიმრავლეჲ უძლურებათაგან მივიდოდეს და მიიწეოდეს წმიდასა მას
Line of ed.: 17    
საწამებელსა და მუნთქუესვე მოიპოებოდეს მადლსა კურნებისასა თითოეულად
Line of ed.: 18    
სალმობათა მათთაგან.

Line of ed.: 19       
კაცი ერთი იყო ეფრათა ქალაქით, და ეშორა ადგილისა მისგან ას და
Line of ed.: 20    
ოც ფრასახ ოდენ, სადა ნეტარნი იგი ანანიაეთნი იყვნეს. და იყო თუით
Line of ed.: 21    
უშვილო. და იყო კაცი იგი უმდიდრეჲს ყოველთა მკუიდრთა მის ქალაქი\სათა.
Line of ed.: 22    
და მკუიდრი რაჲთურთით არა იყო მისი. ვითარცა ესმა წმიდათაჲ მათ
Line of ed.: 23    
ანანიაეთი, მივიდა ადგილსა მას ლოცვად და თხოვად, და მათ მიერ ითხოვა
Line of ed.: 24    
ღმრთისაგან. და ისმინა ღმერთმან თხოვაჲ მისი, და ესხნეს მას სამ ძე,
Line of ed.: 25    
და დასდვა მათ სახელები: პირველსა მას ანანია და მეორესა მას აზა\რია
Line of ed.: 26    
და მესამესა მას მისაელ, რამეთუ წინაჲთვე აღთქუმა-ყო მამამან მათმან:
Line of ed.: 27    
თუ მესხნენ მე ძეებ, სახელები ნეტართაჲ მათ დასხვა და შევწირნე იგინი
Line of ed.: 28    
უფალსა ღმერთსა.

Line of ed.: 29       
და ვითარცა იქმნა იგი, მებრ მრავალნი სხუანიცა სასწაულნი და საკუირ\ველნი
Line of ed.: 30    
იქმნეს ნეტართა მათ მიერ, და რომელნი-იგი გარემოჲსნი იყვნეს
Line of ed.: 31    
წმიდასა მის საწამებელსა, დღისი და ღამე აღიმსთობდეს ვედრებითა და
Line of ed.: 32    
ლოცვითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და ძალი აწ და მარადის და უკუნითი
Line of ed.: 33    
უკუნისამდე. ამენ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Hagiographical Texts edited by I. Imnaishvili.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.