ARMAZI
Author: Teim. 
Timsariani
Text: Timsar. 

The Georgian version
of the Persian Sindbad-Name
by King Teimuraz II.



On the basis of the edition by
Tengiz Gorelishvili,
"Sabchota Sakartvelo",
Tbilisi 1965

electronically prepared by Tamaz Abašidze and Xatuna Todua,
Tbilisi, 2002;
ARMAZI version by Jost Gippert,
Frankfurt a/M, 26. 9. 2002 / 20.3.2007




თიმსარიანი
Chapter: 1 
კარი I
Line: 1    
*ჰინდოთ* ხელმწიფის ამბავი


Line: 2       იყო ხელმწიფე ერთი ჰინდოეთისა სამეფოსა შინა, ნათესავად
Line: 3    
ჩინგთა ძველთა გვართა ხელმწიფეთა შვილი, და ერქვა სახელად თავყარჩხან.
Line: 4    
ესოდენ დიდი ხელმწიფე იყო, რომელ ყოველნი ძველად მოხსენებულნი დიდნი
Line: 5    
მეფენი ვერა რომელნი ესწორებოდნენ სიკეთითა და მოსამართლეობითა.
Line: 6    
სიმდიდრისა რიცხვი და საზომი არა იყო. სიბრძნისა და სიმართლისა სიუხვით
Line: 7    
და მოწყალებათ მიცემითა ყოველთა წარემატა. ყოველივე ზნენი კეთილნი,
Line: 8    
რომელი შვენის ხელმწიფეთა, თავსა შორის თვისსა შემოკრებულ აქვნდა. და
Line: 9    
ესეცა ვთქვათ: სხვათა ხელმწიფეთა არცა თუ სიზმრად ოცნებოდესთ ეგოდენი
Line: 10    
სიკეთე მისი. მაგრამ შვილი არა ჰყავდა.

Line: 11       
და ჰყვა მას აქიმი და ბრძენი, სახელად სუმბატ, და, ვითა
Line: 12    
ჰფერობდა, ეგრედ ჰყვანდა მკურნალობისათვის სნეულებისა ხოლო
Line: 13    
უშვილობისათვის ესოდენი ზრუნვი ჰქონდა, რომ ასეთი დიდი და ბედნიერი
Line: 14    
ხელმწიფე ცის კიდით კიდემდის ბრძანება-გასული, ჯოჯოხეთში მჯდომის
Line: 15    
კაცისაგან უფრო უსაწყლესი იყო: განსვენება ამა სოფლისა და სალხინო
Line: 16    
საქმე არა იამებოდა რა. გულში ფიქრიანად იყო და პირსაც დააჩდა,
Line: 17    
დამჭლდა და გაყვითლდა, და მნახავთაცა შესაბრალისად შეიქნა, ესოდენ
Line: 18    
პირ-შეუდებელი და საშიში ხელმწიფე იყო,რომე ვერცა ვაზირნი, ვერცა
Line: 19    
თანაზრდილნი, და ვერცა თვით იგი ბრძენი აქიმი, ვერა ჰკითხავდნენ თუ რა იყო
Line: 20    
მიზეზი მისი ეგრეთ ყოფნისა. ცოლნი ესხნეს ფრიად მრავალნი, დიდთა
Line: 21    
ხელმწიფეთა შვილნი, ტურფანი და შვენიერნი, მაგრამ პირ-მიღმართ ვერავინ
Line: 22    
იკადრებდა კითხვასა, და ეგზომი კადნიერება არავის აქვნდა.

Line: 23       
მათ შუა ერთი უებრო მნათობი ქალი იყო, ბრძენი და ნსიტყვა-ტკბილი,
Line: 24    
ყოველითურთ უკლებელი, ფრთხლი და გამოცდილი, სხვათა ცოლთა უფრო უახლოვეს
Line: 25    
მდგომი და საყვარელი და იგი ხედვიდა ხელმწიფესა მას ასეთსა
Line: 26    
მწუხარებასა შინა პყრობილად და ასეთისა ოხჭვნასა ქვეშე და ეგზობოდა
Line: 27    
ცეცხლითა ორკერძოდ: ერთგულებისა და სიყვარულისათვის. გარნა ესე ვითარისა
Line: 28    
შეკადრებისათვის უჩვეულ იყო: ეშინოდა და ვერა გზა გაეღო,თუმცა ეკითხა.
Line: 29    
დღესა ერთსა თავსა შორის თვისსა აღირჩია და თქვა: "თუ მოწყალესა ამას
Line: 30    
ხელმწიფესა ჩემსა ესრეთი დღითი-დღე ვხედვიდე, ვიგონო შემთხვევა და
Line: 31    
ვკითხო, რა არის შეჭივრება, ესეოდენი სევდიანობა? ანუ მოვკვდე და
Line: 32    
ანუ შევიგნა მიზეზი მწუხარებისა მისისა".

Line: 33       
ესე განიზრახა და გაიწირა თავი თვისი და სიტყვა ასე შეუკაზმა და
Line: 34    
თქვა: "ნუთუ სიტყვათა ხელოვნებამან, სიტკბოებამან, მჭევრობამან
Line: 35    
განაწყროს გული მეფისა კადნიერობისა ამისათვის, ვითარცა იგი ვინმე
Line: 36    
წყლულისა ფერხთა ლომისათა ბანდეს და ლოშნიდეს და სიამოვნითა მით
Line: 37    
ლომისაგან არღარა განიბძაროს?"

Line: 38       
ესრეთ შეეკაზმა მრავალ-ფერად შემკობილი ფერად-ფერადითა სიტყვითა
Line: 39    
და ეგრეთცა მიქონდა სიტყვანი სიბრძნითა სავსენი, რიტორებით შეზავებული
Line: 40    
და შეთხზული და შაქრისაგან უფრო უტკბოსი.


Next part



This text is part of the TITUS edition of Teimuraz, Timsariani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.