TITUS
Shahname 3: Prose parts: Baamiani
Part No. 4
Previous part

Chapter: 4  
Page of edition: 450  
Line of edition: 1  აქა ბაამანისაგან მისრეთს მისვლა


Line of edition: 2       რა მისრეთს მივიდა, მორჭმული და დიდებული მეფე იჯდა და მას ერთი
Line of edition: 3    
ქალი ყვა, ომაიდ ერქვა. და იგი ქალი მზისა დადარებული იყო, ტანად აზატსა
Line of edition: 4    
საროსა გვანდა და სითეთრითა ბრწყინვალესა ბროლსა, მკერდი ბროლისა ფიქალსა
Line of edition: 5    
უგვანდა, კბილნი დაცმულსა მარგალიტსა უგვანდა და ყელი ბროლისა კოშკსა,
Line of edition: 6    
თვალნი მელნისა ტბასა დადარებული ქონდა. და მისი მჭვრეტელი გაკვირდებოდა.
Line of edition: 7    
წარბი აჯისა მშვილდსა, გოზა რომე მალა დაედრიკოს, და თმანი გიშრისა
Line of edition: 8    
საგდებელსა მრავალკეცსა. და იგი ქალი ვინცა ნაჴის, ეგრე თქვის, რომე სამოთხისა
Line of edition: 9    
ყვავილი არისო, სადავეთა მქონებელი, კარგად ზრდილი ქალი არის. და მან ქალმან
Line of edition: 10    
კარგად გამოცდილი მობურთალი კაცი გაიჯუფთის, იბურთის და ყველასა
Line of edition: 11    
გამოცდილსა კაცსა ქალმან აჯობის და სძლივის, და კვლავე ორასსა უბრძანის, თუ
Line of edition: 12    
მე რაცა ვქნა, და იგი თქვენა ქნათ, აბჯარნი ჩაიცვენით და ჴელთა შუბები აიღეთო,
Line of edition: 13    
გულ-მართლად შემებენით და ჩემსა მზესა ზედა დამესჴენით! და , შეება ქალი და
Line of edition: 14    
აჯობა. რაღა ვთქვა, ენითა მისი ქება.

Line of edition: 15       
ბაამანს რა ესე ესმა, ქალისა ქებასა გაკვირდა. ფარსის ეგრე უთხრა: თუ
Line of edition: 16    
ჩემი დღეცა გარდაჴდებოდეს, მე შევებმიო. ფარსიმ მოაჴსენა: ჩვენ ღარიბნი ვართ
Line of edition: 17    
და ეგე ჩვენგან არ მოჴდების. თუ მოკლა, არა საჴელი არის და თუ მოგკლავს,
Line of edition: 18    
საქმე წაგიჴდების. რა მოგკლავს, ერანელთა სფაადართა ანბავი მიესმის, ან
Line of edition: 19    
პილოტანი როსტომ რას იტყვის, ქალისაგან ვით მოკვდაო. საუკუნოს შენთა
Line of edition: 20    
გვართა თანა რა მოჴვალ, რას ეტყვი, და ანუ მამა თქვენსა სპანდიერს რას პასუჴს
Line of edition: 21    
გასცემ, ანუ სჴვათა შარიართა მოკლავ, ცოცხალნი ვეღარ წავალთ. კვლავე ესე
Line of edition: 22    
ზიანი მოგვივა.

Line of edition: 23       
ბაამან ასე ბძანა: არა მგამა, ყოფა აუგიანი მაქვსო. ჭკვიანი და გამორჩეული
Line of edition: 24    
კაცი გაგზავნა მისრელს წინა: მე ღარიბი და გზიანი შენსა ქალსა შევებმიო.
Line of edition: 25    
მისრელმან ბაამანს საუბრისა მადლი უბრძანა და ქალსა ესე შეუთვალა: ღარიბი
Line of edition: 26    
ბაამან შენი მუქარა არის. და ომაიდ ჴვალისა საომარსა კაზმა დაიწყო.

Line of edition: 27       
რა საწუთროსა განმანათლებელმან მზემან თავი ამოყო, მას წამსა ბურთაობა
Line of edition: 28    
დაიწყეს და მუნ დამჴვდარისა ჭვრეტა ჴამდა. რა ბურთაობა რომ გააჴშირეს,
Line of edition: 29    
ბაამანს მოეწყინა, ფიცხლად ცხენი ააჩქარა და წინა წაურბინა ქალსა, ბურთსა
Line of edition: 30    
ჩოგანი მოუჴვედრა და, ვინცა უჭვრეტდა, ერთობ გაუკვირდათ, და სადედოფლოსა
Line of edition: 31    
დარბაზსა იქით, დედოფალთა წინა დასცა. და ესე ნაქმარი ქალსა ერთობ უმძიმდა,
Line of edition: 32    
და რასათვისცა იამებოდა. და რა ცოტა მოისვენეს, აბჯრითა შეეკაზმნეს, შუბები
Line of edition: 33    
დაალეწეს და ჴლმები, და ერთმანერთსა ლაჴტითა სცემდეს. მერმე ლაჴტები
Line of edition: 34    
დაყარეს და ცხენზედ შეიჭიდნეს, სავსე ჭირთა და ნაღვლითა ლულესაგან ბაამან
Line of edition: 35    
აწყდა, გაფიცხდა, მედგრად აზიდა ქალსა და უნაგირისაგან მოჴადა.
Page of edition: 451   Line of edition: 1    
გმირისაგან კმარიყო ესე ნაქმარი, რომე მიწასა დასცა და დაბნიდა პირთაგან
Line of edition: 2    
მნათობი ქალი. ჩამოჴდა და ზე აიყვანა.

Line of edition: 3       
მერმე ესე საქმე მისრელს მეტად ეწყინა და დაუმძიმდა. ბაამან ჴელმწიფე
Line of edition: 4    
და ფარსი ადგეს და წავიდეს, და იქი დგომა აღარა ჴდებოდა. მერმე ქალი მამასა
Line of edition: 5    
მიუდგა და გაშვებასა შეეჴვეწა. და მამამან ქალსა გაშვებისა ნება დართო და
Line of edition: 6    
ფარმანი. და მეტად იამა და ესე თქვა, თუ: თავსა მოვსჭრიო და ანუ მჴარსა
Line of edition: 7    
შეუკრაო. და ამა ორში ერთსა გაუპირდა და მერმე, რომელიცა უფრო ეკეთებოდა,
Line of edition: 8    
ლაშქარი დაარჩია.

Line of edition: 9       
ფარსი და ბაამან შორით დაინაჴეს, რომ მინდორით მტვერი გამოჩნდა და
Line of edition: 10    
რა ესე ცნეს, რომე ლაშქარი მიეწია, ერთობ დაუმძიმდათ და კიდეც შეკრთეს. და
Line of edition: 11    
მერმე ფარსი მოაჴსენა და დააბრალა, მაშინც გკადრე, თუ: ქალის ომსა ნუ
Line of edition: 12    
ეცდებიო, აუგითა ყოფასა ორსავ სოფელსა ვერა ასცილდიო. და ბაამან ეგრე
Line of edition: 13    
უთხრა: დავბრუნდები და ვსცნობ, თუ ვინ არიან, და თუ იგივე ქალი არის, შენ
Line of edition: 14    
იმისთვის ნუ დაშჭმუნდები, და თუ იგი არ იქნების, უცილოდ არის, მოღალატეთა
Line of edition: 15    
გვანან და განგებასა, რაცა სწადიან, ჩემსა თავსა იგი მოვა. ფარსი თქვა, თუ: მე
Line of edition: 16    
დავბრუნდე, სჯობს, და მათი ანბავი მოგართვა.

Line of edition: 17       
არ დაიშალა და თვითვან ბაამან დაბრუნდა და ავსა ანბავსა არა შეჴდა.
Line of edition: 18    
კიდევ ფარსი კადრა: სჯობს, მე დავბრუნდე და შევიგნა, თუ ვინ არიან. და ბაამან
Line of edition: 19    
თვით უკუბრუნდა და ფარსის აღარა მოუსმინა. ფარსი შორით უკანა მისდევს, და
Line of edition: 20    
ბაამან წინა მივა და ეგრე შეუზაჴნა: ამა უკაცურთა მინდორთა შიგან რისა მქონენი
Line of edition: 21    
ჴართ! ფარსი შორს უკანა მისდევს და ბაამანს ზედა თვალი აქვს. და ბაამან
Line of edition: 22    
ლაშქართა უყივლა: თქვით მართალი, თუ სადა მისდითო. მათ ესე კადრეს:
Line of edition: 23    
მისრეთისა ქალია თქვენი მდევნელი. და მან ქალმან უთხრა, თუ: გუშინ მაშვრალი
Line of edition: 24    
და ნაბურთალი ღალატად რად მომკალო. დღეს შევიბნეთ ლაჴტითა და შუბითა და
Line of edition: 25    
ომი ვქნათ გაფიცჴებული. და ბაამან ესრე უთხრა: ურიცხვი და ქებული სპათა
Line of edition: 26    
ჯარი გაჴლავსო, ლაშქარნი უკუდგნენ და თავდათავ გარდავსწყვიტოთ, და ესე ჩემი
Line of edition: 27    
მოხსენებული ქენი! და მან სების პირმან რა ესე გაიგონა, ულაშქროდ ფიცხლად
Line of edition: 28    
ზედა მოუჴდა და აქათ ბაამანცა ფიცხლადვე წინა მიეგება. ქალმან შუბი დააცდინა.
Line of edition: 29    
კრა ბაამან შუბი და ჩამოაგდო; ვითა ელვა, ხანჯალ მოწვდით ჩამოიჭრა და ქალსა
Line of edition: 30    
ყელზედან დააბრჯინა. ქალი მეტად შეშინდა და შეეჴვეწა, თუ: ნუ მამკლაო.
Line of edition: 31    
ბაამანს ეგრე ეუბნების: ნუ, აგრე უწყალოდ მამკლავ, თავდებად ღმერთსა მოგცემ,
Line of edition: 32    
რომ, რაცა გითხრა, არ გაგიმტყუვნდების, რომე ქვეყნად ანგელოზიცა გამოჩნდეს,
Line of edition: 33    
შენს მეტს ქმარსა არ შევირთავ. ააყენა და ღმერთსა მადლი მისცა და აღარა
Line of edition: 34    
მოკლა. აბჯარი გაუჴსნა ქალსა და ქებული მკერდი უნაჴა შუბისგან დალიბრებული,
Line of edition: 35    
ცოტას ალაგსა ლურჯად აჩნდა. და საომრად გაფიცჴებულნი ქალის ლაშქარნი
Line of edition: 36    
მოვიდეს საშველად. და მერმე საკლავად გამეჴებულნი ფარსიცა მედგრად მოუჴდა.
Line of edition: 37    
და ქალი ლაშქართა ეუბნებოდა, რაცა მათ პირობა დაედვა, და ფარსიცა ის უთხრა
Line of edition: 38    
ბაამან, რაც ეწყინებოდა, და ფარსი ესე თქვა: ღვთითა ჩემს საქმესა ბოლო
Line of edition: 39    
მოეღების. და ყველაყანი ერთად წამოვიდეს. და მათი გაყრა აღარა ჴდებოდა. და
Line of edition: 40    
მერმე ქალმან ეს უთხრა: ამას გეტყვი, რადგან ჩემად ქრმად ჩანჴარ, მე მკერდ-
Line of edition: 41    
მკლავი, თვალადობა და სიტურფე დია მამწონს და მეკეთების, და შენ ჴელმწიფესა
Line of edition: 42    
გავხარ და ესე ბრძანე, თუ ვინ ჴარ გვარად? და ბაამან სჴვა არა უთხრა რა, ოდენ
Line of edition: 43    
წყნარად ღიმილი გასცა. მერმე ფარსიმ ყველა მოაჴსენა, მათ რაცა იამების,
Page of edition: 452   Line of edition: 1    
და ერანისა შარიარობა. ქალსა მეტად გაეჴარნეს, მათი პირი სიჴარულითა
Line of edition: 2    
ვარდისა ფერად აყვავდა, და იმავ წამს წინ კაცი გაგზავნა და, რაცა ჴდებოდა,
Line of edition: 3    
შეუთვალა. ესე, რომ ღარიბი მოსულა, ერანის შარიარი არის, მე თავი ჯუფთად
Line of edition: 4    
მივეც და სხვა ქმარი არა მინდა. და შენ დიდი ჴელმწიფე ჴარ და, რაცა
Line of edition: 5    
გეფერებოდეს, იგი ქენი! და მისრელმან ჴელმწიფემან, რა ესე ნაქმარი ისმინა,
Line of edition: 6    
ერთობ გამჴიარულდა და, ვითა ეფერებოდა, საქორწილოდ დაემზადა და, რაცა
Line of edition: 7    
ჴდებოდა, ბარგი და კარვები, ქუდი და გვირგვინი გაუგზავნა და, რომელიცა უფრო
Line of edition: 8    
ეკეთებოდა, მუტრიბნი და მომღერალნი, და ესე შესთვალა: ერთს კვირასა მანდა
Line of edition: 9    
წართეთ და, რაცა გიამებოდესთ, იგი ქენით! ვითა მისრელი გაარიგა, ენითა ქება
Line of edition: 10    
არა ითქმოდა, და კაცი გაგზავნა საწვეველი და ესე შეუთვალა: ჴელმწიფეო, შინა
Line of edition: 11    
ბრძანეთ და ტაგრუცთა სანაცლოდ ღმერთმან ამ სოფლის ლხინი თქვენ მოგცა,
Line of edition: 12    
ბედნიერნო და პირად მზენო, მოდით და ტაჴტზედ დასჴედით!

Line of edition: 13       
რა მოციქული მოვიდა და, რაცა იამებოდა, იგი კადრა და, თუ სთქო,
Line of edition: 14    
სიჴარულითა მათი პირი აყვავებულიყო. და არიარ, მისრელისა შვილი, მათ წინა
Line of edition: 15    
მიეგება და ორნივე ტკბილად დალოცა და ავსა რადმცა ემართლებოდა. მერმე მეფე
Line of edition: 16    
და მისრელნი ლაშქარნი მიეგებნეს, და იმისნი იგი სასურველნი დიდად ტკბილად
Line of edition: 17    
მოიკითხა და საჴელმწიფოსა დარბაზსა შიგან კაცთაგან სანატრელნი ტაჴტნი
Line of edition: 18    
იდგნეს და იგი ორნივე ჴელმწიფენი მისრელმან ზედა დასჴნა, ვითა მართებდა,
Line of edition: 19    
ნადიმი და სიჴარული გაადიდეს და ჴოშგვარსა ღვინოსა სმიდეს იაგუნდისა
Line of edition: 20    
კოკებითა. მომღერალნი და მუტრიბნი ჩანგსა კვრიდიან და ტკბილითა ჴმითა
Line of edition: 21    
იმღერდიან. ორსა კვირასა შიგან ასრე ზმიდეს და ლხინსა გარდიჴდიდეს, და
Line of edition: 22    
მესამესა კვირასა შიგან გააღებინა ძველისა სალაროსა კარი და ერთობილთა სპათა
Line of edition: 23    
განძი უბოძა, ვითა ეფერებოდა. ფარსი სრულად ტანსა შემოსა და პირთამდინ
Line of edition: 24    
აავსო. და მერმე ბაამან ჴელმწიფისა საშველად ერანელთა მიმართა, და მიჴდომა
Line of edition: 25    
გააპირა და სპათა სიმრავლე ვითამცა არა დაითვლებოდა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Baamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.