TITUS
Shahname 3: Prose parts: Saamiani
Part No. 2
Previous part

Chapter: 2  
Page of edition: 299  
Line of edition: 1  ჯიმშიტ ჴელმწიფე ამ მიმავლობაში დაუტეოთ და რამდენიმე სიტყვა იმ წყეული
Line of edition: 2 
ეშმაკისა წარმოვთქუათ


Line of edition: 3       იმ დღეს, ვინცა ვინ ჯიმშიტ ჴემწიფის მოხელენი იყვნენ, თავ-თავის სადგომს
Line of edition: 4    
წავიდენ. ჴემწიფის სასახლე ცარიელი დარჩა. სამ დღეს კარზედ არავინ მოვიდა. მეოთხე
Line of edition: 5    
დღეს ვეზირნი და მოხელენი ერთობით შეიყარნენ ჴემწიფის სასახლეში და ის
Line of edition: 6    
მოხუცებული კაციც იქ მოიყვანეს ერთობით ჰკითხეს: ეს საქმე როგორ იყო, გვითხარიო.

Line of edition: 7       
ეშმაკმა თავისი მანქანებით ესდენი სიცრუე წარმოთქუა, ამდენის ხალხის
Page of edition: 300   Line of edition: 1    
გული თავისაკენ მიიზიდა და უთხრა, რომ თქვენ ჩემთან პირობა გაქთო, ეს უნდა
Line of edition: 2    
აღმისრულოთო. ვეზირთა და მოხუცებულთ უთხრეს: ასეთს რას გვეტყვიო, რომ ჩვენ არ
Line of edition: 3    
აღვასრულოთო. მოხუცებულმა უთხრა: ჩემი სიტყვა ეს არისო, რომ ჯიმშიტ ჴემწიფე
Line of edition: 4    
ზოაქს უნდა მოსცეთო ხელშეკრულიო, თავის სასახლეშიო. ვეზირთ უპასუხეს: ჯიმშიტ
Line of edition: 5    
ჴემწიფე გაქცეულაო, არ ეიცით, საით წასულაო. ბერმა კაცმა უპასუხა: რადგან ჯიმშიტ
Line of edition: 6    
გაქცეულა, იმისი ტახტი და გვირგვინი ამას უნდა მისცეთო. ვეზირთ უპასუხეს: ზოაქ
Line of edition: 7    
ჩვენს ჴემწიფობას ვერ შეძლებსო. ბერმა კაცმა უპასუხა: თქვენ ჴემწიფობა მიეცით, მე
Line of edition: 8    
თავდები ვარ, რომ კარგათ იჴემწიფოსო. თუ დააშავებს რასმე, მე გარდავახდევინებო.

Line of edition: 9       
ვეზირთა და მოხელეთა ყველამ იყაბულეს. ზოჰაქ აიყვანეს, და ტახტზე დასვეს
Line of edition: 10    
და ჴემწიფობა მიულოცეს. ზოჰაქმაც თავისი მოხელენი თავ-თავის განწესებაზე დააყენა.
Line of edition: 11    
შვიდს იყლიმსა ფარვანები მისწერა, თავის გაჴემწიფება გამოუცხადა, შვიდივ იყლიმი
Line of edition: 12    
დაიპყრა, ესრეთ ძლიერი და უხვი, მოსამართლე ჴემწიფე შეიქნა, რომ ჯიმშიტ
Line of edition: 13    
ჴელმწიფე დაავიწყა ხალხსა. თავის საჴემწიფოები რომ განაგო სრულებით, რამდენიმე
Line of edition: 14    
ხანს უკან ჯიმშიტ ჴემწიფესა ძებნა დაუწყო.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 2.6.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.