ARMAZI
Text: Sn. 
Šāhname (Georgian versions)
Volume: 3C 
Vol. 3: Prose parts: Saamiani

(წიგნი საამ ფალავნისა)

On the basis of the edition by
Davit Ḳobiʒe,
Šahnames anu Mepeta c̣ignis kartuli versiebi, . III /
Šax-name. Gruzinskie versii, tom III /
Shah-Nameh. Georgian Versions, vol. III,
Tbilisi 1974

electronically prepared by Tamaz Abašiʒe and Xatuna Todua,
Tbilisi, 2001;
ARMAZI version by Jost Gippert,
Frankfurt a/M, 22.12.2001 / 17.3.2007




Chapter: 1 
Page of edition: 297 
Line of edition: 1 
აქა დაიწყების ჯიმშიდ ჴემწიფის ერანის მპყრობელისა ანბავი


Line of edition: 2       იყო დიდი ჴელმწიფე, ერანის მპყრობელი ჯიმშიტ-ჯამ, რომელსა შვიდი
Line of edition: 3    
იყალიმი დაემორჩილებინა და იმასა მსახურებდნენ. თავსა შვიდი უთარე თაჯი ეხურა,
Line of edition: 4    
თაჯსა თითოს კუთხესა თითოს იყალიმისა სახელი ეწერა, ოთხასნი ვეზირნი მარჯვენას
Line of edition: 5    
მხარეს დაუსხდებოდნენ, ოთხასნი მარცხენეს მხარეს დაუსხდებოდნენ, ოთხასნი მირზანი,
Line of edition: 6    
ოქროს საწერელის მქონებელნი, ხანგაწევით თავს ადგნენ, ოთხასნი მონაჯიბნი და
Line of edition: 7    
მარსკვლავთ მრიცხველნი ისხდიან, სამას სამოცდაექვსი ჴელმწიფეთა ძენი, ორას
Line of edition: 8    
ორმოცდაოთხი სარდალნი მურასას შვიდასი სვეტიანი ჰკარავის მქონენი იყვნენ, მურასას
Line of edition: 9    
სკამებზედ ისხდიან, ასი ათასი ყულუხჩი, ათი ათასი მოახლენი, რომელიც შვენებით
Line of edition: 10    
მთუარეს ემზგავსებოდენ, ასი ათასი დავრიშნი ახლდნენ, ასი ათასიც ჯავჲაირის
Line of edition: 11    
საყურეების მქონენი ყულუხჩნი ახლდნენ, ჴემწიფის ქარხანაში სანოვაგეს ეზიდებიან.
Line of edition: 12    
ყოველს იმის ქარხანაში სამას სამოცი ლიტრა მარილი იხარჯებოდა.

Line of edition: 13       
ესრეთი მოსამართლე და მოწყალე ჴელმწიფე იყო, რომ ხალხთ პირველნი
Line of edition: 14    
ჴემწიფენი აღარ ახსოვდათ. რადგან ასეთი მოსამართლე და მოწყალე ჴემწიფე იყო,
Line of edition: 15    
ყოველთვის წყეული ეშმაკი შურისძიებას ცდილობდა, მაგრამ ვერა გააწყო რა.

Line of edition: 16       
ჯიმშიტ ჴემწიფესა ერთი ყაფიჩი ახლდა, სახელად რიზვან ყაფიჩს უწოდდენ,
Line of edition: 17    
დღე და ღამე გაუყრელათ კარზედ იდგა. იმ ყაფიჩს ერთი შვილი ჰყვანდა, სახელათ
Line of edition: 18    
ზოაქს უწოდებდენ, ჯადოქრობაში და ეშმაკობაში დახელოვნებული იყო. ეშმაკმა, რადგან
Line of edition: 19    
სხვა ღონისძიება ვეღარ იპოვა, მას მომართა.

Page of edition: 298   Line of edition: 1       
ერთს დღეს კაცის სახითა შეიცვალა, თავიანთ წინასწარმეტყველის ტანისამოსი
Line of edition: 2    
ჩაიცო, თეთრი წვერი სარტყელზედ ჰსცემდა, მოვიდა და ზოაქის სამყოფსა სახლსა
Line of edition: 3    
კარსა დაურაკუნა. ზუაქმა, რა კარის რეკა გაიგონა, გამოეგება და შეძახა: ვინა ხარ, რა
Line of edition: 4    
გინდაო. ეშმაკმა უპასუხა: სტუმარი ვარო, უცხოვო. რა ამ უმგზავსომ ზოჰაქმა იმ
Line of edition: 5    
მოხუცებულს შეხედა, ერთი ჯოხი ხელთა ეპყრა და მეორეს ხელში კრიალოსანი,
Line of edition: 6    
ზოჰაქს დიდათ მოეწონა, და ესეთისა ლაპარაკით ელაპარაკა, რომ ზოჰაქის გონება
Line of edition: 7    
შეიპყრა და შინ შაიპატიჟა.

Line of edition: 8       
შევიდნენ და დასხდნენ. ზოჰაქმა უთხრა: ეი, მოხუცებულო კაცო, მე შენ ზედ
Line of edition: 9    
უკაცრავათ ვარ, რომ შენი საკადრისი არა მაქუს რაო, თუ ჩემს ცხოვრებას იკითხამო,
Line of edition: 10    
ყოველ ღამესო ჴემწიფიდამ ერთი ხონჩა საჭმელი მომივა, იმითი ცოცხალვართო. ყველანი,
Line of edition: 11    
დიდნი და მცირენი ჴემწიფის მოწყალებით სავსენი არიან და ჩვენზედ ასე უმოწყალო
Line of edition: 12    
არის. უშმაკმა უპასუხა: არ იციო, რა მიზეზი არისო? ზოჰაქმა უპასუხა: რაც არ
Line of edition: 13    
მოგახსენე, ამის მეტი არა ვიციო. მოხუცებულმა უთხრა: მე შენთვის მომილოცავსო, შენ
Line of edition: 14    
გაჴემწიფდებიო. ჯიმშიტ ჴემწიფესა ტახტიდგან გადმოაგდებ და იმის ალაგს შენ
Line of edition: 15    
მიიღებო.

Line of edition: 16       
რა ზოჰაქმა ეს სიტყვები გაიგონა, დიდათ გაუოცდა: ჩემგან რით შეიძლებაო
Line of edition: 17    
ეგაო, ჯიმშიტ ჴემწიფე ტახტიდამ გარდავაგდო და იმისს ალაგს გავჴემწიფდეო,
Line of edition: 18    
ჩამომავლობით იმისი მონა და მოსამსახურე ვარო! ბერმა კაცმა ხელი გაიბრუნა ხირღის
Line of edition: 19    
ქუეშა და ერთი წიგნი გამოიღო, ზოჰაქს უთხრა: ამ წიგნს ჩახედეო. ზოჰაქმა წიგნს
Line of edition: 20    
ჩახედა, თავისი თავი დიდს ბედნიერობაში ნახა და ჯიმშიტ ჴემწიფე დამცრობილი.
Line of edition: 21    
თითონ ჯიმშიტ ჴემწიფის ტახტზე მჯდომარე.

Line of edition: 22       
რა სრულებით გაშინჯა, დიდს მხიარულებასა მიეცა. ზოჰაქმა ჰკითხა: ბერო კაცო,
Line of edition: 23    
ეს საქმე როდის იქნებისო და ან რას იზამსო. ბერმა კაცმა უპასუხა: თუ შენ ჩემი
Line of edition: 24    
ცნებიდამ არ გახვალო, ამ ცოტა ხანს აღგისრულდებაო. ზოჰაქმა უპასუხა: ასეთს რას
Line of edition: 25    
მეტყვიო, რომ არ დაგიჯერო. ბერმა კაცმა უთხრა: შენა მამაშენი მოჰკალ, ფარდაგში
Line of edition: 26    
გახვიე, ერთს ღამეს წაიღე, ჯიმშიტ ჴემწიფის ტახტს ქუეშ დამარხე!

Line of edition: 27       
ზოჰაქმა ამ ბერი კაცის სიტყვები იყაბულა. ბერმა კაცმა ხირღიდამ ერთი
Line of edition: 28    
ხანჯალი გამოიღო, ზოჰაქს მოსცა. გამოეთხოვა და წავიდა თავის მამის სასიკვდილოთ.
Line of edition: 29    
ჴემწიფის კარზედ მივიდა, დიახ ბევრს ეცადა, რომ არამხანის კარზედ მისულიყო, მაგრამ
Line of edition: 30    
ქეშიკებს ვერ შაუვიდა. ჯადოს მანქანებით ქეშიკის სახეთ შეიცვალა, გაიარა და, სადაც
Line of edition: 31    
თავისი მამა იყო, იქ მივიდა, ნახა, რომ გვერდზედ წამოწოლილიყო და ეძინა. თავისი
Line of edition: 32    
ხანჯლით მსწრაფლად თავი მოჰკვეთა და ერთ ფარდაგში გახვია, წაიღო და ჯიმშიტ
Line of edition: 33    
ჴემწიფის ტახტსა საჯდომსა ქუეშა დამარხა, გამობრუნდა და თითოეულად იმ ბერ კაცს
Line of edition: 34    
უანბო.

Line of edition: 35       
ბერმა კაცმა დიდათ დაუმადლა და დაარიგა: დილა რომ გათენდესო, მწუხარის
Line of edition: 36    
სახით შეიცვალე, საყელო ჩამოიხიეო, ორის ხელით თავში ცემა დაიწყეო და მამაშენი
Line of edition: 37    
ჴემწიფესა სთხოვეო. ჴემწიფე რა ამას სცნობს, დიდათ აჩქარდება და განრისხდებაო,
Line of edition: 38    
ამიტომ რომ იმის ჴემწიფობაში ამისთანა საქმე არ მომხდარაო.

Line of edition: 39       
რა ბერმა კაცმა ეს სწავლები უთხრა, ზოჰაქმა მადლობა უთხრა, საყელო
Line of edition: 40    
გარდიხია და თავ-პირცემით ჴემწიფისაკენ წავიდა. რა სიახლოვეს მიაწივა, ჴემწიფემ
Line of edition: 41    
იკითხა: რა ჴმიანობა არისო. მოახსენეს, რომ ზოჰაქ არისო. ბრძანა, რომ მოიყვანეთო, და
Line of edition: 42    
მიიყვანეს. ჴემწიფემ ჰკითხა, რა დაგმართებიაო, ან ვისგან ჩივიო. ზოჰაქმა მოახსენა: ეი,
Line of edition: 43    
შვიდის იყალიმის მპყრობელო ჴემწიფეო,
Page of edition: 299   Line of edition: 1    
მხარეს ჴემწიფურს მოწყალებას მიჩვენებო და ცალეს მხრიდამ კი მამას მიკლამო.

Line of edition: 2       
ამისი გამგონე ჴემწიფე დიდათ განრისხდა და შემოუძახა: ეი, შენ ავს
Line of edition: 3    
მარსკვლავზედ შობილო, სხვა კაცი ვერ იპოვე, რომ ჩემთვის ცილი არ დაგეწამებინაო
Line of edition: 4    
ჩემის ჴემწიფობისათვის? ზოჰაქმა მეორედ თავ-პირცემით მოახსენა, რომ მე მოწამე
Line of edition: 5    
მყავსო, რომ მამაჩემი შენ მოჰკალო. ჴემწიფემ უბრძანა: ვინა გყავსო. ზუაქ გაბრუნდა
Line of edition: 6    
იმის მოსაყვანათ. ჴემწიფის ვეზირნი და კარის კაცნი დიდად დაკვირვებულნი იყვნენ ამ
Line of edition: 7    
საქმეზედ. შეხედეს, რომ ზოჰაქს ერთი თეთრწვერა ბერიკაცი მოყავს, ხელში ჯოხი
Line of edition: 8    
უჭირამს და ბრჯენით მოდის. მოვიდნენ და ჴემწიფეს თაყვანი-სცეს. ჴემწიფემ
Line of edition: 9    
განრისხებულმა უბრძანა: ჰეი, შენ უმსგავსო, ეგ არის შენი მოწამეო. ზოჰაქმა მოახსენა:
Line of edition: 10    
ეს არისო.

Line of edition: 11       
ჴემწიფემ ბერ კაცს შეხედა. ჴემწიფემ იფიქრა, რომ ეს ტყუვილის ცილის წამება
Line of edition: 12    
არისო ჩემზედაო, მაგრამ ამისთანა ღირსი და წმინდა კაცი ტყუვილს როგორ იტყვისო.
Line of edition: 13    
მისი ეშმაკობა კი არ იცოდა, რომ ეშმაკი იყო. ჴემწიფემ უბრძანა: ჰეი, მოხუცებულო
Line of edition: 14    
კაცო, შენ მაგას რას ემოწმებიო და ან, რაც იცი, თქვიო. თავი დაუკრა და მოახსენა:
Line of edition: 15    
ჴემწიფეო, მე ამის მეტი არა ვიცი რაო, რომ ზოჰაქის მამა რიზვან ყაფიჩი თქუენ
Line of edition: 16    
მოკალითო. ამისი გამგონენი ვეზირნი და კარის კაცნი დიდად განრისხდნენ და უთხრეს:
Line of edition: 17    
ჰეი, ბერო კაცო, შვიდის იყალიმის მპყრობელს ჴელმწიფეს ამისთანას ცილის წამებას
Line of edition: 18    
როგორ ჰკადრებო.

Line of edition: 19       
ბერი კაცი, ამისი გამგონე, გაანჩხლდა, მობრუნდა და ვეზირებს მოახსენა: ვინ
Line of edition: 20    
გეგულებათ თქუენში სწავლული და მეცნიერი, რომ მებაასებითო და ცრუს მეძახითო.
Line of edition: 21    
ვეზირთ უთხრეს: თუ მაგ შენს სიტყვას გაამართლებო, ჩვენ ჯიმშიტ ჴემწიფისაგან ხელს
Line of edition: 22    
ავიღებთო და შენ გემსახურებითო. ბერმა კაცმა უთხრა: მაგ თქვენს სიტყვაზედ მტკიცედ
Line of edition: 23    
ზდგახართო თუ არაო. ყველამ ფიცით არწმუნეს: თუ შენ ჭეშმარიტებით გვარწმუნებო,
Line of edition: 24    
ჩვენც პირობას აღგისრულებთო.

Line of edition: 25       
განრისხებული წინ წადგა, ჴემწიფის ტახტის ქვეშა მოათხრევინა, რიზვან
Line of edition: 26    
ყაფიჩის თავი მოჭრილი, ფარდაგში გახვეული ამოაღებინა, მოიტანა და ვეზირების წინ
Line of edition: 27    
დასდვო. რა ვეზირებმა ესე იხილეს, იმედგარდაწყვეტილთა თავი დაბლა დაჰკიდეს და
Line of edition: 28    
შეწუხებული დარჩნენ. ჴემწიფე თავის ტახტიდამ გადმოვიდა და თავის არამხანაში
Line of edition: 29    
შებძანდა.

Line of edition: 30       
რა დაღამდა, თავისი ვეზირნი და მოხელენი შეჰყარა და გამოუცხადა: ამას წინათო
Line of edition: 31    
რამდენჯერ რამლი ვყარეო, მაშინვე ვჰსცან, რომ მე ის ჴემწიფობასაც წამართმევდა და
Line of edition: 32    
ყათლანს დამმართებდა! ესენი ასე გამოუცხადა, თითონ საჴემწიფო ტანისამოსი გაიხადა,
Line of edition: 33    
ძველ-ძული ტანისამოსი ჩაიცო, რადგან ქაბულის ქვეყანა მაგარი იყო, იქ წავიდა
Line of edition: 34    
ჯიმშიტ.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 2.6.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.