ARMAZI
Text: Sn. 
Šāhname (Georgian versions)
Volume: 3A 
Vol. 3: Metrical parts


On the basis of the edition by
Davit Ḳobiʒe,
Šahnames anu Mepeta c̣ignis kartuli versiebi, . III /
Šax-name. Gruzinskie versii, tom III /
Shah-Nameh. Georgian Versions, vol. III,
Tbilisi 1974

electronically prepared by Tamaz Abašiʒe and Xatuna Todua,
Tbilisi, 2001;
ARMAZI version by Jost Gippert,
Frankfurt a/M, 22.12.2001 / 17.3.2007




Page of edition: 67 
Chapter: 1  
[აქა უთრუთისა და თუნდი დეუისა ომი]






Strophe: 1  
Verse: a        სულთაგან დაგცლი, გიჯობდა,   _ არამც ეშობე დედასა;
Verse: b        მიწა შეუღებო სისხლითა,   დაუამხობ შენსა ბედასა!
Verse: c        ვატირებ შენსა მშობელსა,   ტანი ძმასა და დედასა,
Verse: d     და   ადრე მიგწიო მამასა,   ლახტით დაგიმსხვრეუ ქედასა!






Strophe: 2  
Verse: a        უთრუთ ესე გაიგონა   გრძნეულისა დეუისაგან,
Verse: b        შეუზახა: მყრალო დეუო,   რას კარგს ელი ბედისაგან?
Verse: c        დეუმან ლახტი შეუმაღლა,   შორე იყო თნეუისაგან,
Verse: d     და   ფათრათ ფარი თავს დაირქო,   წაიქცეუის მჴნე რისაგან?






Strophe: 3  
Verse: a        ლახტი დაჰკრა ფალავანსა,   ფარი თავსა დაალეწა,
Verse: b        მერმე ჴელად შეიჭიდნეს,   არც ერთს უნდა გარდახვეწა;
Verse: c        გაილაჯნეს, მისცვიოდა   მათ სარტყლებსა თხრეშა, ფრეწა,
Verse: d     და   მიწა თრთოდა ძგარისაგან,   ყოვლთა ქონდა ღმრთისა ხვეწა.






Strophe: 4  
Verse: a        დაღამებამდის იომეს,   ვით მესისხლეთა წესია,
Verse: b        ვერა რომელმან აჯობა,   იგ გაიყარენ დღესია;
Verse: c        ფოლადს წინაშე მივიდა   თუნდი უებრო ესია,
Verse: d     და   ადგა ფოლადან აკოცა,   თვით დეუთა უზეშთესია.






Strophe: 5  
Verse: a        დალოცა და ქება უთხრა   თუნდის მისი შესაფერი,
Verse: b        მოახსენა: მისი მბრძოლი   მიწის ზურგზედ არსად არი;
Verse: c        მე, რომ მისი ძალი ვნახე:   არ გამიდრკა, ვით ჭანდარი,
Verse: d     და   ვეღარ წავალ მისად ომად,   ვინცა მივა, იგ მზად არი.






Strophe: 6  
Verse: a        აგრე უთრუთს თაიმურაზ,    ადგა, წინა მოეგება,
Verse: b        მივიდა და ჴელს აკოცა,   სხვა მართებდა, არ ეგება.
Verse: c        უბრძანა, თუ: ჩემიმც სახლი   სულამც შენთვი წაეგება,
Verse: d     და   სულ ლაშკარი ლოცვიდიან,   ყოვლი კართა გაეგება.






Strophe: 7  
Verse: a        მეფემ უბრძანა: უშენოდ   ნუმც არის ტახტი ჩემია,
Verse: b        თუ დევთა შენ არ შე[ე]ბმი,   აოხრდეს ჩვენი თემია.
Verse: c        უთრუთ შეჰკადრა: მიწა ვარ,   პასუხი _ დანა ჩემია,
Verse: d     და   მე ჩემი თავი არა მშურს,   გოსტამს ვტირ თავნაცემია.


Page of edition: 68 




Strophe: 8  
Verse: a        ანუ მოვკუდე მინდორშიგა,   ანუ გოსტამ არ დავაგდო.
Verse: b        .......................   .......................
Verse: c        .......................   .......................
Verse: d        .......................   .......................






Strophe: 9  
Verse: a        რობინს რა ესმა, გაუშვა   სისხლის ცრემლისა ღვარია,
Verse: b        იგ ადგილზედა და[ა]სკდა,   ძმა იყო მკლავმაგარია,
Verse: c        [ემწვავა მისი სიკუდილი,   მიწაში ცრემლი გარია,]
Verse: d     და   საყელო გარდაიხია,   ისმის ზათქი და ზარია.






Strophe: 10  
Verse: a        მერმე გაჯავრდა ქაჯვაჯან,    მისთა მებრძოლთა მზარავი:
Verse: b        რა ტირილისა ჟამია,   და[ა]ცემინა კარავი.
Verse: c        დაბრუნდეს, თაიმურაზზედ    მივლენ, არ ცუდი მპარავი.
Verse: d     და   წავიდენ, გაძვრა ჯაშუში,   სად თაიმურაზ _ არ ავი.






Strophe: 11  
Verse: a        ჰკადრეს მეფეს და უთრუთის,    რაც დაშუშთა შეუტყვია.
Verse: b        ფალაგ დეუსა ქაჯვაჯან და   რობინ მძიმედ შეუყრია;
Verse: c        ორმოცდათი ათასია,   დეუთა თავი მოუყრია,
Verse: d     და   ესე ყველა თქუენად მტერად   გამოგზავნეს, აუყრია!






Strophe: 12  
Verse: a        ქაჯვაჯან ნახო, მას ბრძანებ:   ნეტარ ნაქნარი რისია?
Verse: b        ას ოთხმოცი წყრთა სიმაღლე   არის ნაგები მისია;
Verse: c        თავი დიდს მთასა მიუგავს,   გვინახავს, არა სხვისია,
Verse: d     და   შუბლსა რქა ასხენ, მით იბრძვის,   უმაღლე დიდი ხისია.






Strophe: 13  
Verse: a        ოცი წყრთა[ა] რქისა სიგრძე,   საკუირველი, [ვითა] ძელი,
Verse: b        კბილები აქუს, ვითა ტახი,   დახაცული, მეტად გრძელი,
Verse: c        პირსა ცეცხლი მოეყრების,   ვინ მორჩების იმას მრთელი,
Verse: d     და   თვალთ ანათებს, ვითა ბაზმა,   არის უცხო, საკუირველი,






Strophe: 14  
Verse: a        სამი გურზი ჭანდრებზედა   ერთმანერთზე უკუეცვა,
Verse: b        მხრებზედ შეუც მეტად დიდი,   დაიმსხვრევის, რასცა ეცა.
Verse: c        რობინ არის ას ოცი წყრთა,   თქუენზედ მოვა ისცა, ესცა,
Verse: d     და   თქუენ რას ბრძანებ, ბატონი ხარ,   მოგახსენე მრთელი მეცა.






Strophe: 15  
Verse: a        უთრუთ გაჯავრდა: ვინ არის,   მყრალი და მყრალის თემისა,
Verse: b        ქაჯვაჯან ქვიან თუ რაღაც,   კლდე იყოს გინდა მყარისა,
Verse: c        ღმრთითა უთაოთ გავხადო,   დღე ქონდეს ჩემგან მწარისა,
Verse: d     და   მძიმის ლახტითა დავნაყო,   თუცა დიდი მთა არისა!






Strophe: 16  
Verse: a        ესე სიტყვა დაასრულა,   მზესა ბნელი მოეფარა.
Verse: b        რა გათენდა, სრულად დეუნი   მოეხვინეს დროშას გარა,
Verse: c        ფოლადან და ქაჯვაჯანი,    რობინ ერთგან შეიყარა,
Verse: d     და   მიწას ფარვენ სიმრავლითა,   მათი ნახვა მტერთა ზარა.


Page of edition: 69 




Strophe: 17  
Verse: a        ფოლად არჩია პასუხი,   იმათგან გასახარია:
Verse: b        უთრუთს ვერავინ შეუებმით,   არ ჟამი საკუეხარია,
Verse: c        შეუეწყოთ, თუ სჯობს, გასინჯეთ,   მამოწმეთ საუბარია!
Verse: d     და   მათ მოუწონეს ყოველთა,   იგ მისგან ნაუბარია.






Strophe: 18  
Verse: a        ჰკადრეს, თუ: დავდგეთ ამაზედ,   თვარამ დავიწყებთ ნანასა,
Verse: b        რობინი ელჩად გავგზავნოთ,   რას ვაქნევთ სისხლთა ბანასა!
Verse: c        ორმოცი დეუი [ა]ახლეს,   წავლეს სიგრძეს და განასა,
Verse: d     და   ზოგი ას ოცი წყრთა იყო   და ზოგი ასიანა[სა].






Strophe: 19  
Verse: a        შესთვალეს, თუ: ჟამად კმარის,   რაცა სისხლი დაიღვარა,
Verse: b        შევიწყოთ და ზავი დავდოთ,   გავიყაროთ ჯავრი გარა,
Verse: c        ეს თემი და ეს ქუეყანა,   შუა გავყოთ, დია კმარა,
Verse: d     და   ნახევარი თქუენ გეყოფის,   ნახეურისა ჩვენ გვაქვს ჯერა.






Strophe: 20  
Verse: a        ამაზედ ასრე შევეწყოთ,   ნუა ჩვენ შუა მტერობა,
Verse: b        ორთავ გვეყოფის ქვეყანა   და დიდი შარიერობა;
Verse: c        ჩვენ ჴელი ვხადოთ სოფე[ლ]სა,   გვაქვს დიდი ბედნიერობა,
Verse: d     და   ყოველთვინ სისხლში ბანასა,   ერთხელ სჯობს ნებიერობა.






Strophe: 21  
Verse: a        წავიდა ელჩი, მივიდა,   სად თეიმურაზ მეფეა;
Verse: b        ჴელმწიფემ იხმნა თავადნი,   შეყარა იგი სეფია,
Verse: c        როგორც მართებდა, მოიხვნა,   თავადნი არა ეფია;
Verse: d     და   ოქროსა სელი დაუდგეს,   უთრუთ ზის სისხლთა მჩქეფია.






Strophe: 22  
Verse: a        თვალ-მარგა[ლი]ტით შემკული,   ჴელმწიფის ტახტი ემართა,
Verse: b        თავადთა შესამოსელი   ემოსა, ვის რა ემართა:
Verse: c        ზოგს ლომისა და ვეფხისა   ტყავი ეცვა და ემართა,
Verse: d     და   მგლის ტყავი ეცვათ, დათვისა,   ვითა ბეგარა ემართა.






Strophe: 23  
Verse: a        ჴელმწიფე შესამოსლითა   ტახტსა ზის, ვითა მზე არი,
Verse: b        ახლდა უთრუთ და თავადნი,   არვისგან ჰყუანა ზიარი;
Verse: c        ორმოცი დეუნი შეასხეს,   რობინ მაღალი ჴე არი,
Verse: d     და   სალამი მისცეს მეფესა,   ვითა მებრძოლთა მძლე არი.






Strophe: 24  
Verse: a        ადგა რობინ და ჴელმწიფე   დალოცა ზენთა ზენითა,
Verse: b        უამბო დავედრებული,   უკლებლად ჰკადრა ენითა.
Verse: c        მეფე გაწყრა და უბრძანა:   როგორ წავხდები თქუენითა,
Verse: d     და   ტახტ-გვირგვინი და ჴრმალ-ლახტი   არ მომცემია თმენითა!






Strophe: 25  
Verse: a        პაპა ჩემსა ქოიამარს    ღმრთის განგებით უპოვნია,
Verse: b        ეს თემი და ეს ქუეყანა   ყუელა მისგან უშოვნია;
Verse: c        მე პაპისა ჩემისაგან   მაქუს და კიდეც მიშოვნია,
Verse: d     და   რასაც იტყვით თქუენ მართალსა,   მაშინც ყუელა ცრუ მგონია!






Strophe: 26  
Verse: a        აწ თქუენ ვინ მოგცათ, მიამბე[თ],   რით აგიგდიათ თავია?
Verse: b        ყაფის მთა გაქუს-ყე მამულად,   თქუენთვის ისიცა შავია,
Verse: c        ავგვარნო, მასცა წაგართვამ,   თქუენთვის არ დავდვა ზავია,
Verse: d     და   წადით, იქითგან მეუბნეთ,   აქ ლაპარაკი ავია!


Page of edition: 70 




Strophe: 27  
Verse: a        შენ მისთვის გითხარ ამდონი,   მათში ხარ დიდ[ი] კაცია,
Verse: b        სხვა მოსრულიყო, მოვკლევდი,   აწემცა ჴრმალსა აცვია,
Verse: c        თავს გავაცლიდი ტანისგან,   ვითა შემწვარი ვაცია;
Verse: d     და   წადი, მოვიდენ, შეგვებან,   გვქონდეს ლაწი და ტკაცია!






Strophe: 28  
Verse: a        ადგა რობინ და წავიდა,   ცქვიტად და მეტად მალია,
Verse: b        ფოლად დეუს ყუელა უამბო,   მათი ზავთი და ძალია:
Verse: c        უთრუთცა ვნახე ალმასი,   მტერი სჩანს, ვითა მხალია,
Verse: d     და   კიღამ შემჭამა ამაყმან,   რადგან მომკიდა თვალია.






Strophe: 29  
Verse: a        მათ ომის მეტი არ უნდა,   თქუენი წყობა და რიგება,
Verse: b        ან მათი თავი წავიღოთ,   აგრეა გარდაკიდება,
Verse: c        ან ჩვენი აქა დავყაროთ:   თავი, მორჭმა და დიდება.
Verse: d     და   ის მზას არიან, რას ბრძანებ,   არ გვმართებს თავის მიდება!






Strophe: 30  
Verse: a        რა მოისმინა ქაჯვაჯან,    წამოჯდა გაშმაგებული,
Verse: b        ბრდღვინვიდა, ვითა ღრუბელი,   ქარისგან აგრგვინებული;
Verse: c        კისრისა ქედი ამოსვა,   ნიადაგ ომსა ჩვეული:
Verse: d     და   ვის ქვიან ადამიანი,   _ ენთების გაშმაგებული;






Strophe: 31  
Verse: a        ან თაიმურაზს ვინ მისცა   თემი, ქუეყანა, ტახტია,
Verse: b        ხვალ ადრე უთრუთს ვაჩუქო   ორ ათას ლიტრა ლახტია,
Verse: c        ტახტიდან ჩამოათრიო,   თაიმურაზზედ გავხტია,
Verse: d     და   ფალაგს წინაშე მივიღო   ტახტი, გვირგვინი, რახტია.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.