TITUS
Shahname 2: Prose parts
Part No. 2
Previous part

Chapter: 2  
Page of edition: 370  
Line of edition: 25    [აქა] სიკვდილი ხელმწიფის მარდისა, ზააქის მამისა. ვაი საბრალო!


Line of edition: 26       ზააქის მამისა წალკოტი იყო შვენიერი, სამოთხისა მსგავსი. გარე
Line of edition: 27    
მოვლიდეს ზღუდენი მარმალისა, ორგნით მაგარნი კარნი ებნეს ბასრის
Line of edition: 28    
რკინისანი, ტილისმითა მორთული. ფერად-ფერადითა ყვავილითა და ხევნარითა
Line of edition: 29    
შემკობილი ამოდიოდა წყარონი, მოცინარი, ავთითა მოკაზმული
Line of edition: 30    
ვარდის წყლითა საგუბარი. ორი ოქროსა ვეშაპი ეხვივ[ი]ს* ტილისმითა
Line of edition: 31    
შეკაზმული, პირითა ვარდის წყალი გამოსდიოდა; იგი ტბა მით აივსებოდა და
Line of edition: 32    
ცუდ-მაშვრალი ბრუნევდა, წყალსა ვარდიანსა აფრქვევდა და სურნელობისა
Line of edition: 33    
სულითა იგი წალკოტი აივსებოდა. ტურფა საჩრდილი ხევნარი
Line of edition: 34    
დარიგებული: ნარინჯი, თურინჯი, ბია და ვაშლი, ბაკამი და ნარგისი. შიგან
Line of edition: 35    
ტურფანი დარბაზნი* და ბანის-ბანითა მორთულნი, ბანის-ბანითა
Page of edition: 371   Line of edition: 1    
წითლისა ქვითა ნაგები აბანოები დგეს და ყოველთა დილასა იგი ჴელმწიფე მას
Line of edition: 2    
შიგან იბანებოდის.

Line of edition: 3       
მივიდა ისი გრძნეული დევი იმა წალკოტშიგა, ხიბალი რამე ქნა და
Line of edition: 4    
შევიდა აბანოსა; სადა ჴელმწიფე იბანებოდა, იქი ორმო ჩასთხარა და
Line of edition: 5    
შიგან შიშველი ჴრმალი დაარჭო, წვერი აღმა უყო და ცოტა ზედან დახურა.
Line of edition: 6    
ეშმაური ტილისმი რამე ქმნა და აგრე გამოვიდა.

Line of edition: 7       
და რა დილა გათენდა, ჴელმწიფე საბანლად აბანოს შევიდა, იმა
Line of edition: 8    
ტილისმიანსა ორმოსა შიგან ჩავარდა, შიშველსა ჴრმალსა ზედან დაეხივა
Line of edition: 9    
და მოკვდა იგი უბრალო ჴელმწიფე. მამა შვილისა სიყვარულითა ვერ გასძღა,
Line of edition: 10    
მრავლითა სიმხიარულითა და შეგონებითა ზრდიდა და შვილმან ზააქ არად
Line of edition: 11    
შეიგონა. ღვთისა შიში და სიყვარული არა ჰქონდა და კაცთაგან არა
Line of edition: 12    
შეირცხვინა, უბრალოდ მამა მოკლა. წინას მეცნიერთა* მამათგან
Line of edition: 13    
ნათქვამია: "რაგინდა რა შვილი მამალი ლომი შეიქნას, არა მართებს ამა
Line of edition: 14    
საწუთროსა შიგან მამისა თაჯი და გვირგვინი დაიდგას და მისსა სისხლსა
Line of edition: 15    
ზედან გაგულოვანდეს".

Line of edition: 16       
მან უჭკომან წარმართმან ზააქ მამის ადგილი და ტახტი და
Line of edition: 17    
გვირგვინი დაიჭირა, და ჴელმწიფისა გვირგვინი თავსა დაირქვა, აგრე ტახტსა
Line of edition: 18    
ზედ დაჯდა. მივიდა იგივე დევი, კვლავე ესე მოაჴსენა: "ერთი ჭკუა სხვა
Line of edition: 19    
ჩემგან დაიჯერე, ჩემსა საუბარსა და შეგონებასა ნუ გარდახვალ და
Line of edition: 20    
რაცა გინდა, შენის გულისა ნებასა მიხვდები. ფიცი დამიმტკიცე, რაცა გითხრა
Line of edition: 21    
მისმინო* და არა გამამჟდავნო. მე ესე ვიცი, რომე ასეთი რამე
Line of edition: 22    
გიყო, შენის შიშითა ყოველი ქვეყანა, კაცი, დევი, და ნადირნი, და ცასა შიგან
Line of edition: 23    
მფრინველნი იშიშვოდენ, და ყოველნი შენ გმონებდენ".

Line of edition: 24       
დევმან ფიცი დაიმტკიცა და წავიდა საეშმაკოს საქმესათვის*. სხვა
Line of edition: 25    
ხიბალი და გრძნეულობა მოიგონა. შემოვიდა ზააქს-თანა, თაყვანი სცა და
Line of edition: 26    
დიდი ქება მოაჴსენა, ჭკუიანად და მეცნიერულად რამე დიდი და ბევრი კარგი
Line of edition: 27    
დაიყბედა, რომე წარმართს ზააქს მოეწონა:"თუ გეპრიანების,
Line of edition: 28    
ჴხელმწიფეო, ერთობ კარგი მზარეული ვარ. შენსა საკადრისსა საჭმელს ჩვენ
Line of edition: 29    
დავამზადებთ, ასეთსა რომე მოგეწონოს და შენი წყალობა ჩვენზედ დიდი
Line of edition: 30    
იყოს".

Line of edition: 31       
-- ზააქს იამა და გაეხარნეს. ფიცხლად სამზარეულოსა კლიტენი
Line of edition: 32    
მოახმევინა, მას მიაბარა და სახლისა სამოურავო მას დააბარა.

Line of edition: 33       
მას ჟამსა შიგან საჭმელი მცირედ იყვის, სანუკვარისა და საჭმლისა
Line of edition: 34    
მზადება არა დია იცოდეს. დევმან-იბლისმან ფრინველთაგან და
Line of edition: 35    
პირუტყვთაგან საჭმელი შეუწყო და მოართმიდის, რომე ძალსა მატებდესა
Line of edition: 36    
და გა[ა]გულოვანებდეს. დილას მისა კვერცხისა გული აჭმის, რომე ტანითა
Line of edition: 37    
სიმრთელითა იყოს. მესამეს დღეს კაკბისა, გნოლისა* და ჴოჴბისა ჴორცი
Page of edition: 372   Line of edition: 1    
მიართვის. და მეოთხეს დღესა კრავის ჴორცი შემწვარი სადაფითა და
Line of edition: 2    
მუშკითა მისცის. და მეხუთეს დღესა მო[ზ]ვერის ზურგისაგან შექნილი
Line of edition: 3    
აჭმის.

Line of edition: 4       
რა წარმართმან ზააქ ამისთანასა საჭმლისა შეწყობა და გემო
Line of edition: 5    
ნახა გაჰკვირდა და ასრე უბრძანა, თუ: "ჩემგან შენ არა გინდა, რომე
Line of edition: 6    
გულისა შენისა ნებასა აგისრულებ". მზარეულმან დევმან ასრე
Line of edition: 7    
მოაჴსენა: "თქვენ დიდო და უკლებო ჴელმწიფეო, ნიადაგმცა გრძლად
Line of edition: 8    
სიცოცხლითა ხართ! ჩემი გული ყოვლთა დღეთა შენითა სიყვარულითა სავსე არის;
Line of edition: 9    
ერთსა რასმე გენუკვი, მაგრა არა ღირსვარ ამის მეტსა, რომე თუ
Line of edition: 10    
მაღირსებ: შენთა ორთა შიშველთა ბეჭთა მაკოცნინე, სხვა შენი წყალობა
Line of edition: 11    
დიადი მაქვს და არც არა მინდა".

Line of edition: 12       
უსმინა ზააქ და არა იცოდა მის დევისა გრძნეულობა და ისრე
Line of edition: 13    
მოცდუნვება. დართო ნება და უბრძანა: "მიქმნია შენი ნება, ნუთუ
Line of edition: 14    
ამაღლდეს შენი სახელი". ორნივე მჴარნი ამოიყარნა და მივიდა იგი საძაგელი
Line of edition: 15    
გრძნეული დევი და ორთავე ბეჭთა აკოცნინა. რა აკოცა, მაშინვე გაუჩინარდა
Line of edition: 16    
და მიიფარა იგი გრძნეული ქაჯი. ქვეყანასა ზედა მის უსაკურველესი არა
Line of edition: 17    
გაიგონების და არცა მოისმინვის: ორნი შავნი ვეშაპნი ორთავე ბეჭთ ზედა
Line of edition: 18    
ამოუვიდეს, ერთი მარჯვენით და ერთი მარცხენით.

Line of edition: 19       
ჴელმწიფე ზააქ დანაღვლიანდა და თავის ნაქმარი შეინანა და
Line of edition: 20    
აღარას არგებდა. მასვე წამსა დასტაქარნი და აქიმნი მოასხნეს,
Line of edition: 21    
ორნივე ვეშაპ[ნ]ი მოაკვეთნინა, როგორცა დიდთა ხეთა შტო ამოეზარდოს,
Line of edition: 22    
აგრე ორგნითვე ვეშაპნი ამოუვიდნეს და პირსა ლოკა და ჭამა დაუწყეს.
Line of edition: 23    
არა წამალი არა ეკიდებოდა და ესე უნდოდა, ნუთუ იმისგან ჴსნილიყო.
Line of edition: 24    
მოვიდნეს მრავალნი მკურნალნი და არა ეწამლებოდა. ამას იგონებდეს
Line of edition: 25    
და იტყოდეს: "ნეტარ რა ვქნათ და ანუ რა მოვიგონოთ, ანუ რათ ღონითა
Line of edition: 26    
ამა ვეშაპიანსა დავეჴსნათ! სამაცდური და ეშმაკური რამე შეჰქნია და
Line of edition: 27    
ჩვენი წამალი არ ეკიდების".

Line of edition: 28       
მერმე აქიმის სახითა იგივე მაცთური დევი შემოვიდა ზააქს წინაშე
Line of edition: 29    
და ასრე მოაჴსენა, თუ: "ეგე საქმე შენს თავსა გაგებული იყო, აღარას
Line of edition: 30    
გარგებს... მაგა ვეშაპთა საჭმელი შეუწყევით და მაგის მეტი ღონე არა
Line of edition: 31    
გერგების. თუ შენი მოსვენება გინდა, ყოველთა დღეთა კაცისა ტვინის მეტსა
Line of edition: 32    
ნუ აჭმევ, რომე მით დაიჴოცნენ, თუ არა სხვა რამ წამალი არა
Line of edition: 33    
მოეკიდების". აცდუნვა კიდევე და დააჯერა მის დევისა აქიმობა. დღივ
Line of edition: 34    
ორ-ორი კაცი მოაკლევინის და მისსა ტვინსა ვეშაპთა აჭმევდის. რა კაცის
Line of edition: 35    
ტვინითა გაძღიან, პირსა ლოკა ადარ დაუწყიან.

Line of edition: 36       
გამოვიდა ხანი და მიესმა შაჰ-შარიერსა ჯიმშედ ჴელმწიფესა ამბავი,
Line of edition: 37    
თუ: შენთა ლაშქართა შიგან ერთი ვეშაპიანი ფალავანი ჴელმწიფე გამოჩენილა
Line of edition: 38    
ასეთი, რომე ადამიანიცა არის და ვეშაპიანიცა; მას წინ მეომარი ვერვინ
Line of edition: 39    
დაუდგების, დღივ ორსა კაცსა მოჰკლავს და იმა ვეშაპთა საჭმელი კაცის
Page of edition: 373   Line of edition: 1    
ტვინი არის; ჴელმწიფეობისა ტახტი და გვირგვინი დაუჭირავს და
Line of edition: 2    
მესისხლეობის სარტყელი მას შენზედ შემოურტყამს, ხვარისა და
Line of edition: 3    
ჩინეთისა ლაშქარი მას მისდის, თავადნი და ფალავანნი მისდგომიან და
Line of edition: 4    
პირი წარმართის ზააქისაკენ უქნიათ და მისდგომიან. და ერანელთაცა
Line of edition: 5    
ასმია ზააქის მძლავრობა და უხვად გაცემა და მათცა პირი უქნია;
Line of edition: 6    
ერანელთა ჴელმწიფეთაგან თვითო თავადი თურქისტანს წასულან,
Line of edition: 7    
წარმართი ზააქ შაჰ-ჴელმწიფედ დაულოციათ; ლაშქარნი დიდნი მიგროვებიან,
Line of edition: 8    
ყოველთა დღეთა საბოძვარს გასცემს და გაცემა არა მოეწყინების; სმა,
Line of edition: 9    
ლხინი და გამოსვენება აქვს; ყოველთა დღეთა ნადირობენ და საღამოსა
Line of edition: 10    
შემოიქცევიან, ჟამამდინს მგოსან-მოშაითთა* ათამაშებენ, ჩანგთა
Line of edition: 11    
ცემითა არა მოისვენებენ; ამოს ჴმითა მთქმელნი მომღერალნი წინა
Line of edition: 12    
უსხენ[ან]; საქონელი უანგარიშო აქვს და დიადი* მისდის, აბჯართა
Line of edition: 13    
კაზმენ, და ეკაზმებიან, და საომრად* პირი შენკენ უქნია.

Line of edition: 14       
რა* ჴელმწიფემან ჯიმშედ მოისმინა, ეწყინა და ჯავრითა პირი
Line of edition: 15    
სანდაროზის ფერად გაუხდა, ფიცხლად ლაშქართა უბრძანა აბჯრითა კაზმა და
Line of edition: 16    
მინდორად გასვლა. შეიქნა ლაშქართა შიგან ჯოგისა მოსხმა და ბარგისა
Line of edition: 17    
გაღება. გაიყარნეს მინდორად, რომე მთა და ბარი აივსო ლაშქრითა და
Line of edition: 18    
მთვრალითა სპილოთა.

Line of edition: n.370/30    
ეხუივს ^
Line of edition: n.370/35    
დარბასნი ^
Line of edition: n.371/12    
მეცნეერთა ^
Line of edition: n.371/21    
მიისმინო ^
Line of edition: n.371/24    
საქმესათვინს ^
Line of edition: n.371/37    
გლონისა ^
Line of edition: n.373/10    
მოგოსან ^
Line of edition: n.373/12    
დიდადი ^
Line of edition: n.373/13    
უმატებს: და. ^
Line of edition: n.373/14    
"რა" ორჯერაა. ^



Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 2: Prose parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.